კლიმაქტოპლანი-A - Klimaktoplan-A
კლიმაქტოპლანი-A - Klimaktoplan-A

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

კლიმაქტოპლანი ა

(KLIMAKTOPLAN® A)

სავაჭრო დასახელება

კლიმაქტოპლანი ა (KLIMAKTOPLAN® A)

სამკურნალო ფორმა

ტაბლეტები

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: არ აქვს.

შემადგენლობა

1 ტაბლეტი (250 მგ) შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებები: Cimicifuga (ციმიციფუგა) trit. D2 25 მგ, Ignatia (იგნაცია) trit. D3 25 მგ, Sepia (სეპია) trit. D2 25 მგ, Sanguinaria (სანგვინარია) trit. D6 25 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ხორბლის სახამებელი.

აღწერილობა

რუხი ფერის, ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტები ნაზოლით, დასაშვებია მცირე ჩანართების არსებობა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰომეოპათიური თერაპია მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრადიციული მედიცინისაგან დაავადების შეცნობის და სამკურნალო ნივთიერებების გამოყენების თვალსაზრისით. ჰომეოპათიური საშუალებები ასტიმულირებენ ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს და, ამრიგად, ააქტიურებენ მისი თვითაღდგენის პოტენციალს. ჰომეოპათიურ სამკურნალო საშუალებაზე ორგანიზმის პასუხი ძალიან ინდივიდუალურია. ამ მიზეზით დოზასპეციფიკური ფარმაკოლოგიური ეფექტების, ფარმაკოდინამიკური ან ფარმაკოკინეტიკური მონაცემების განსაზღვრა არ არის შესაძლებელი.

გამოყენების ჩვენებები

მენოპაუზის დროს განვითარებული მდგომარეობები, მათ შორის სიმხურვალის შეგრძნება, ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა (გულისცემის შეგრძნება), თავბრუხვევა, ქავილი, შინაგანი შფოთვა, ძილის დარღვევები, დეპრესიული განწყობა და ნერვული გაღიზიანება.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

თუ თქვენს ექიმს უთქვამს, რომ თქვენ გაქვთ რომელიმე შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ მასთან კონსულტაცია.

სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას და ხორბლის სახამებელს. სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემის მქონე პაციენტებში, ლაპას ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცის დროს. ხორბლის სახამებელი შეიცავს გლუტენს, მაგრამ მხოლოდ კვალის სახით, რის გამოც იგი უსაფრთხოა ცელიაკიის მქონე პირებისთვის. ეს სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ხორბალზე ალერგიის მქონე პაციენტებში (განსხვავდება ცელიაკიისაგან).

შემდეგი სიმტომების განვითარებისას გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან:

- თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება;

- დამატებითი ჩივილების განვითარების შემთხვევაში.

გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში.

პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალების ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

არ მოქმედებს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება.

ამ ჰომეოპათიური პრეპარატის გამოყენება არ გამორიცხავს სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.

რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტები იყენებენ, ცოტა ხნის წინ გამოიყენებდნენ ან შეიძლება გამოიყენონ სხვა სამკურნალო საშუალებები.

შენიშვნა: ჰომეოპათიური სამკურნალო პრეპარატების მოქმედებაზე შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ცხოვრების ჩვევების ნეგატიურმა ფაქტორებმა, მათ შორის მოწევა და ალკოჰოლის გამოყენება.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი

ყოველთვის შეასრულეთ მოცემული ინსტრუქციის, თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის გამოყენების სისწორეში, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზირების რეჟიმი

თავდაპირველად გამოიყენება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. დოზირება უნდა შემცირდეს ჩივილების შემცირების მიხედვით.

გამოყენების წესი

ტაბლეტები ნელა უნდა გაიწუწნოს პირის ღრუში. აუცილებლობისას შესაძლებელია ტაბლეტების მცირე რაოდენობის წყალში გახსნა.

ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

ჭარბი დოზირებისას შემთხვევაში მავნე ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.

პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემთხვევაში მავნე ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.

გვერდითი რეაქციები

ძალიან იშვიათ შემთხვევებში (<1/10 000) ან უცნობი შემთხვევების დროს (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია):

შეიძლება აღინიშნებოდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. შესაძლებელია ცხვირიდან სისხლდენის განვითარება, ასევე შესაძლებელია მენსტრუალური სისხლდენების აღდგენა ან მათი გახშირება. ასეთ შემთხვევებში, რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

შენიშვნა: ჰომეოპათიური პრეპარატების მიღების დროს შესაძლებელია არსებული ჩივილების გაუარესება (საწყისი ჰომეოპათიური გამწვავება). ასეთ შემთხვევებში პაციენტებს ურჩევენ შეწყვიტონ პრეპარატების მიღება და გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.

**ჭარბი დოზირება **

დადგენილი არ არის.

შეფუთვა

20 ტაბლეტი ბლისტერში. 3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტს 25 °C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

5 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Klimaktoplan-A - კლიმაქტოპლანი-A 60 ტაბლეტი
  • სახელი: Klimaktoplan-A - კლიმაქტოპლანი-A 60 ტაბლეტი
PSP 22.14 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა