დუტასტერიდ ტამსულოზინი - Dutasteride Tamsulosin
დუტასტერიდ ტამსულოზინი - Dutasteride Tamsulosin

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმონი 0.5 მგ/0.4 მგ მყარი კაფსულები

დუტასტერიდი/ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

- დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

- მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.

- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

1. რას წარმოადგენს დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმონი და მისი გამოყენება;

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმონის მიღებამდე;

3. დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმონის მიღების წესი;

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები;

5. დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმონის შენახვის წესი;

6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია.

1. რას წარმოადგენს დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმონი და მისი გამოყენება

დუტასტერიდი/ტამსულოზინი მამაკაცებში გამოიყენება გადიდებული პროსტატის ჯირკვლის (პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის) სამკურნალოდ – პროსტატის ჯირკვლის კეთილთვისებიანი ზრდა, რომელიც გამოწვეულია ჰორმონის დიჰიდროტესტოსტერონის დიდი რაოდენობით წარმოქმნით. მედიკამენტი ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე მკურნალობდნენ დუტასტერიდით და ტამსულოზინით ერთდროულად.

მედიკამენტი წარმოადგენს ორი განსხვავებული მედიკამენტის, დუტასტერიდის და ტამსულოზინის, კომბინაციას. დუტასტერიდი მიეკუთვნება 5-ალფა რედუქტაზის ინჰიბიტორებს და ტამსულოზინი მიეკუთვნება ალფა-ბლოკატორებს.

პროსტატის ზრდა იწვევს შარდვის პრობლემებს, როგორიცაა: შარდვის გაძნელება და შარდვის გახშირება. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს შარდის ნაკადის და სიძლიერის დაქვეითება. პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში იზრდება შარდის შეკავების (შარდის მწვავე შეკავების) განვითარების რისკი. ეს მდგომარეობა მოითხოვს გადაუდებელ სამედიცნო დახმარებას. ხანდახან საჭიროა ქირურგიული ჩარევა პროსტატის ჯირკვლის მოსაცილებლად ან მისი ზომის შესამცირებლად.

დუტასტერიდი აქვეითებს დიჰიდროტესტოსტერონის პროდუქციას, რაც ხელს უწყობს პროსტატის ზომაში შემცირებას და სიმპტომების შემსუბუქებას. ის ასევე აქვეითებს შარდის მწვავე შეკავების რისკს და ოპერაციის საჭიროებას. ტამსულოზინი ადუნებს პროსტატის ჯირკვლის კუნთებს, რაც აადვილებს შარდის გამოყოფას და იწვევს სიმპტომების სწრაფად გაუმჯობესებას.

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმონის მიღებამდე

დაუშვებელია დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმონის მიღება:

· თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) დუტასტერიდის, სხვა 5-ალფა რედუქტაზის ინჰიბიტორის, ტამსულოზინის, სოიოს, არაქისის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

· თუ პაციენტს აღენიშნება არტერიული წნევის დაცემა პოზიციის შეცვლისას (დაჯდომისას ან წამოდგომისას) (ორთოსტატიული ჰიპოტენზია);

· თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე პრობლემები;

· თუ პაციენტი არის ქალი, ბავშვი ან მოზარდი.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება მას.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცებისათვის. ის არ ინიშნება ქალებში, ბავშვებში ან მოზარდებში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

· ზოგიერთ კლინიკურ კვლევაში მონაწილე უფრო მეტ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდსა და ტამსულოზინის მსგავს სხვა ალფა-ბლოკატორს, აღინიშნა გულის უკმარისობა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ დუტასტერიდს ან მხოლოდ ალფა-ბლოკატორს. გულის უკმარისობა ნიშნავს, რომ გულის არ შეუძლია საკმარისი რაოდენობით სისხლის გადატუმბვა.

· თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები. თუ პაციენტს აღენიშნება რაიმე დაავადება, რომელიც აზიანებს ღვიძლს, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევების ჩატარება ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს;

· თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები;

· თუ პაციენტი გეგმავს თვალზე ოპერაციას ბროლის შემღვრევის (კატარაქტის) გამო, ოფთალმოლოგს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ან მიღებული აქვს ეს მედიკამენტი. ამ შემთხვევაში ოფთალმოლოგმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები ოპერაციის დროს გართულებების თავიდან ასაცილებლად;

· ქალები, ბაშვები და მოზარდები უნდა მოერიდონ დუტასტერიდი/ტამსულოზინის კაფსულების ხელში დაჭერას, რადგან კაფსულებიდან აქტიური ნივთიერების გაჟონვისას მისი შეწოვა შეიძლება მოხდეს კანიდან. კანთან კონტაქტის შემთხვევაში დაზიანებული ადგილის ჩამობანა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საპნითა და წყლით;

· სექსუალური კავშირის დროს გამოყენებულ უნდა იქნას პრეზერვატივი. დუტასტერიდი ნანახი იქნა მამაკაცების სათესლე სითხეში, რომლებიც იღებენ დუტასტერიდს/ტამსულოზინს. პარტნიორის ფეხმძიმობის ან შესაძლო ფეხმძიმობის შემთხვევაში თავიდან უნდა იქნას აცილებული სპერმასთან კონტაქტი, რადგან დუტასტერიდმა შეიძლება გავლენა იქონიოს მამრობითი სქესის ნაყოფის ნორმალურ განვითარებაზე. დუტასტერიდი აქვეითებს სპერმატოზოიდების რაოდენობას, სათესლე სითხის მოცულობას და სპერმატოზოიდების მოძრაობას, რამაც შეიძლება დააქვეითოს ნაყოფიერება;

· მედიკამენტი გავლენას ახდენს პსა (პროსტატის სპეციფიური ანტიგენის) ანალიზზე, რომელიც გამოიყენება პროსტატის კიბოს აღმოსაჩენად. ექიმმა უნდა იცოდეს ამ ეფექტის შესახებ და ეს ტესტი მაინც უნდა გამოიყენოს პროსტატის კიბოს აღმოსაჩენად. თუ პაციენტს ესაჭიროება პსა ანალიზი, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ იღებს ამ მედიკამენტს. მამაკაცებმა, რომლებიც მკურნალობენ ამ მედიკამენტით, რეგულარულად უნდა ჩაიტარონ პსა ტესტი;

· კლინიკურ კვლევაში, რომელიც ჩატარდა პროსტატის კიბოს გაზრდილი რისკის მქონე მამაკაცებში, მამაკაცებს, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს, აღენიშნებოდათ პროსტატის კიბოს უფრო მძიმე ფორმა იმ მამაკაცებთან შედარებით, რომლებიც არ იღებდნენ დუტასტერიდს. დუტასტერიდის ეფექტი პროსტატის კიბოს მძიმე ფორმაზე უცნობია;

· მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს სარძევე ჯირკვლების გადიდება და მტკივნეულობა. თუ ეს შემაწუხებელია, ან სარძევე ჯირკვალში აღინიშნება კვანძები ან გამონადენი, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, რადგან ეს შეიძლება მამაკაცების სარძევე ჯირკვლის კიბოს ნიშნები იყოს.

**სხვა მედიკამენტები და დუტასტერიდი/ტამსულოზინი **

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

დაუშვებელია დუტასტერიდი/ტამსულოზინის მიღება შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:

· სხვა ალფა-ბლოკატორები (ინიშნება პროსტატის გადიდების ან მაღალი არტერიული წნევის დროს).

არ არის რეკომენდებული დუტასერიდი/ტამსულოზინის მიღება შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:

· კეტოკონაზოლი (ინიშნება სოკოვანი ინფექციების დროს).

ზოგიერთი მედიკამენტი ურთიერთქმედებს დუტასტერიდ/ტამსულოზინთან და შეიძლება უფრო ხშირად გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. ეს მედიკამენტებია:

· PDE5 ინჰიბიტორები (გამოიყენება ერექციის მისაღწევად ან შესანარჩუნებლად), როგორიცაა ვარდენაფილი, სილდენაფილის ციტრატი და ტადალაფილი;

· ვერაპამილი ან დილტიაზემი (ინიშნება მაღალი არტერიული წნევის დროს);

· რიტონავირი ან ინდინავირი (ინიშნება აივ ინფექციის სამკურნალოდ);

· იტრაკონაზოლი ან კეტოკონაზოლი (ინიშნება სოკოვანი ინფექციების დროს);

· ნეფაზოდონი (ანტიდეპრესანტი);

· ციმეტიდინი (ინიშნება კუჭის წყლულების დროს);

· ვარფარინი (ანტითთრომბოზული მედიკამენტი);

· ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი, გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ) პაროქსეტინთან (ანტიდეპრესანტი) კომბინაციაში ან ტერბინაფინთან (სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტი) კომბინაციაში;

· ტერბინაფინი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);

· დიკლოფენაკი (გამოიყენება ტკივილის და ანთების დროს).

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტებს.

დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ჭამამდე 30 წუთით ადრე ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.

მედიკამენტის მიღება არ უნდა მოხდეს ალკოჰოლთან ერთად. ალკოჰოლმა შეიძლება გააუარესოს მედიკამენტის გვერდითი ეფექტები.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

ფეხმძიმობის (ან შესაძლო ფეხმძიმობის) დროს ქალები უნდა მოერიდონ დაზიანებული კაფსულების ხელში დაჭერას, რადგან დუტასტერიდი შეიწოვება კანიდან და შეიძლება გავლენა იქონიოს მამრობითი სქესის ნაყოფის ნორმალურ განვითარებაზე. ეს რისკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხმძიმობის პირველ 16 კვირაში.

სექსუალური კავშირის დროს გამოყენებულ უნდა იქნას პრეზერვატივი. დუტასტერიდი ნანახი იქნა მამაკაცების სათესლე სითხეში, რომლებიც იღებენ დუტასტერიდს/ტამსულოზინს. პარტნიორის ფეხმძიმობის ან შესაძლო ფეხმძიმობის შემთხვევაში თავიდან უნდა იქნას აცილებული სპერმასთან კონტაქტი.

დუტასტერიდი/ტამსულოზინი აქვეითებს სპერმატოზოიდების რაოდენობას, სათესლე სითხის მოცულობასა და სპერმატოზოიდების მოძრაობას, რამაც შეიძლება დააქვეითოს ნაყოფიერება.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ ფეხმძიმე ქალს ჰქონდა დუტასტერიდ/ტამსულოზინთან კონტაქტი.

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ზოგიერთ პაციენტში მედიკამენტით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმის მართვის უნარზე.

დაუშვებელია მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ეს სიმპტომი.

მედიკამენტი შეიცავს სოიოს ლეციტინს

მედიკამენტი შეიცავს სოიოს ლეციტინს, რომელსაც შეიძლება შეიცავდეს სოიოს მარცვლების ზეთი. დაუშვებელია მისი მიღება სოიოს ან არაქისის მიმართ ალერგიის შემთხვევაში.

3. დუტასტერიდი/ტამუსლოზინი ნორმონის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მედიკამენტის არარეგულარულად მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს პსა-ს დონის მონიტორინგზე.

რეკომენდებული დოზა

რეკომენდებული დოზაა ერთი კაფსულა ერთხელ დღეში, 30 წუთით ადრე ჭამამდე, ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.

მიღების წესი

კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად. დაუშვებელია კაფსულის დაღეჭვა ან გატეხვა. კაფსულის შიგთავსთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს პირის და ხახის გაღიზიანება.

დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა.

დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ, შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.

არ უნდა შეწყდეს მედიკამენტით თერაპია

არ უნდა შეწყდეს მედიკამენტით თერაპია ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ალერგიული რეაქცია

ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

· გამონაყარი კანზე (შეიძლება ქავილით)

· ჭინჭრის ციება

· ქუთუთოების, სახის, ტუჩების, ხელების ან ფეხების შეშუპება

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა და წამლის მიღების შეწყვეტა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი.

თავბრუსხვევა, გაბრუება და გულის წასვლა

ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, გაბრუება და იშვიათ შემთხვევებში, გულის წასვლა. სიფრთხილეა საჭირო წოლითი ან მჯდომარე პოზიციიდან ადგომისას, განსაკუთრებით, ღამით გაღვიძებისას, სანამ პაციენტს არ ეცოდინება, თუ როგორ მოქმედებს მასზე მედიკამენტი. მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე თავბრუსხვევის ან გაბრუების განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა დაჯდეს ან წამოწვეს სიმპტომების უკუგანვითარებამდე.

კანის მძიმე რეაქციები

კანის მძიმე რექციები შეიძლება მოიცავდეს:

· გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკების განვითარებით და კანის აქერცვლით, განსაკუთრებით პირის ირგვლივ, ცხვირში, თვალებზე და სასქესო ორგანოებზე (სტივენს- ჯონსონის სინდრომი).

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა და წამლის მიღების შეწყვეტა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

· იმპოტენცია (ერექციის მიუღწევლობა ან შენარჩუნების შეუძლებლობა)*

· ლიბიდოს დაქვეითება*

· ეაკულაციის დარღვევა*

· სარძევე ჯირკვლების გადიდება და მტკივნეულობა (გინეკომასტია)

· თავბრუსხვევა

*მცირე რაოდენობით პაციენტებში ეს მოვლენები შეიძლება აღინიშნოს წამლის მიღების შეწყვეტის შემდეგაც.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

· გულის უკმარისობა (გულს არ შეუძლია საკმარისი რაოდენობით სისხლის გადატუმბვა ორგანიზმში. შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სიმპტომები: ქოშინი, უკიდურესი დაღლილობა და კოჭებისა და ფეხების შეშუპება);

· დაბალი არტერიული წნევა ადგომისას;

· აჩქარებული გულისცემა (გულის თრთოლვა);

· ყაბზობა, დიარეა, ღებინება, გულისრევა;

· სისუსტე ან უღონობა;

· თავის ტკივილი;

· ცხვირის ქავილი, გაჭედვა ან გამონადენი ცხვირიდან (რინიტი);

· გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი

· თმის ცვენა (ჩვეულებრივ სხეულიდან) ან თმიანობის ზრდა.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

· ქუთუთოების, სახის, ტუჩების, ხელებისა და ტერფების შეშუპება (ხახის ან ენის შეშუპება), სუნთქვის გაძნელება და/ან ქავილი და გამონაყარი, როგორც ალერგიული რეაქციის გამოვლინება (ანგიონევროზული შეშუპება);

· გულის წასვლა.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

· პერსისტენტული მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი);

· კანის მძიმე რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).

სხვა გვერდითი მოვლენები

სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე:

· გულის რითმის დარღვევა ან აჩქარებული გულისცემა (არითმია, ტაქიკარდია ან წინაგულების ციმციმი);

· სუნთქვის გაძნელება (ქოშინი);

· დეპრესია;

· სათესლე ჯირკვლების ტკივილი და შეშუპება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

5. დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმონის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფსა და ფლაკონზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება 250ჩ ტემპერატურის ქვემოთ.

კონტეინერის პირველად გახსნიდან: 90 დღე

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერი ან მედიკამენტი უნდა მოთავსდეს აფთიაქში განთავსბულ ადგილას, რომელიც აღნიშნულია სიგრე სიმბოლოთი. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმონი

- აქტიური ნივთიერებებია დუტასტერიდი და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი. თითოეული კაფსულა შეიცავს 0.5 მგ დუტასტერიდს და 0.4 მგ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს;

- სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

მყარი კაფსულის გარსი: რკინის შავი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172), ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ჟელატინი.

დუტასტერიდის რბილი კაფსულა:

რბილი კაფსულის შემადგენლობა: პროპილენის გლიკოლის მონოკარპილატი, ბუტილჰიდროქსიტოლუენი (E321).

რბილი კაფსულის გარსი: ჟელატინი, გლიცეროლი (E422), ტიტანიუმის დიოქსიდი (E171).

ტამსულოზინის გრანულები: მეთილის აკრილატის და ეთილის აკრილატის კოპოლიმერი (1:1) 30%-იანი დისპერსიით (ის ასევე შეიცავს პოლისორბატ 80-ს და ნატრიუმის ლაურილის სულფატს), მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), დიბუტილის სებაკატი, პოლისორბატი 80 (E433), კოლოიდური ჰიდრატირებული სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის სტეარატი.

შავი მელანი: შელაკი (E904), რკინის შავი ოქსიდი (E172), პროპილენის გლიკოლი (E1520), კონცენტრირებული ამომიუმის ხსნარი (E527), კალიუმის ჰიდროქსიდი (E525).

დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმონის ფორმა და შეფუთვა

მედიკამენტი წარმოადგენს მოგრძო ფორმის მყარ კაფსულებს, ზომა 0, ყავისფერი კორპუსითა და ფორთოხლისფერი თავსახურით, რომელზეც შავი მელნით დაბეჭდილია ჩ001.

დუტასტერიდი/ტამსულოზინი ნორმონი ხელმისაწვდომია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ფლაკონებში 30 კაფსულით.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Dutasterida Tamsulosina - დუტასტერიდ ტამსულოზინი 0.5/0.4მგ 30 კაფსულა
  • სახელი: Dutasterida Tamsulosina - დუტასტერიდ ტამსულოზინი 0.5/0.4მგ 30 კაფსულა
PSP 33.37 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა