სუმამედი - Sumamed
სუმამედი - Sumamed

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

სუმამედი 500 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

აზითრომიცინი

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

· საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

· დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

· მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის, დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის გადაცემა. ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.

· ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამწვავებისას, ან ისეთი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

1. რას წარმოადგენს სუმამედი და მისი გამოყენება;

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა სუმამედის მიღებამდე;

3. სუმამედის მიღების წესი;

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები;

5. სუმამედის შენახვის წესი;

6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია.

**

  1. რას წარმოადგენს სუმამედი და მისი გამოყენება **

აზითრომიცინი მიეკუთვნება მაკროლიდური ანტიბიოტიკების ე.წ. აზალიდების ქვეჯგუფს. ის თრგუნავს მგრძნობიარე მიკროორგანიზმების ცილების სინთეზს.

აზითრომიცინს ახასიათებს მოქმედების ფართო სპექტრი და ეფექტურია უმრავლესი გრამ- დადებითი, გრამ-უარყოფითი, აერობული, ანაერობული, უჯრედშიდა და სხვა მიკროორგანიზმების მიმართ.

სუმამედი ნაჩვენებია შემდეგი ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია აზითრომიცინის მიმართ მგრძნობიარე (დადასტურებული ან საეჭვო) მიკროორგანიზმების მიერ:

- ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, რომელიც მოიცავს ხახის (ფარინგიტი), ნუშურა ჯირკვლების (ტონზილიტი), სინუსური წიაღების (სინუსიტი) და შუა ყურის ბაქტერიულ ანთებას;

- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, რომლებიც მოიცავს ბრონქიტს და არაჰოსპიტალურ პნევმონიას;

- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის, საშუალო სიმძიმის აკნე, მიგრირებადი ერითემა (ლაიმის ბორელიოზის პირველი სტადია), ვარდისფერი პიტირიაზი, კანის ბუშტუკოვანი ბაქტერიული ინფექცია და კანის სხვა მეორადი ჩირქოვანი ინფექციები (პიოდერმა);

- სქესობრივდ გადამდები დაავადებები: ჩჰლამიდია ტრაცჰომატის-ით გამოწვეული გაუთულებელი გენიტალური ინფექციები.

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა სუმამედის მიღებამდე

დაუშვებელია სუმამედის მიღება:

· თუ პაციენტი ალერგიულია აზითრომიცინის, ერითრომიცინის, მაკროლიდების ან კეტოლიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

სუმამედის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

სიფრთხილის ზომების მიღებაა საჭირო:

· თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დაავადება (შეიძლება საჭირო გახდეს ღვიძლის ფუნქციის შემოწმება ან მკურნალობის შეწყვეტა);

· თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე დაავადება;

· თუ პაციენტს აღენიშნება Qთ ინტერვალის გახანგრძლივება;

· თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს, რომლებიც ახანგრძლივებენ Qთ ინტერვალს, როგორიცაა IA კლასის (ქინიდინი ან პროკაინამიდი) ან III კლასის (დოფეტილიდი, ამიოდარონი და სოტალოლი) ანტიარითმიული საშუალებები, ცისაპრიდი და ტერფენადინი;

· თუ პაციენტი იღებს გარკვეულ ანტიფსიქოზურ საშუალებებს (როგორიცაა პიმოზიდი), ზოგიერთი ანტიდეპრესანტს (როგორიცაა ციტალოპრამი), ფტოროქინოლონის წარმოებულებს (მოქსიფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინი);

· თუ პაციენტს აღენიშნება ელექტროლიტური დისბალანსი, განსაკუთრებით ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნემია;

· თუ პაციენტს აღენიშნება კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდია, გულის რითმის დარღვევები ან მძიმე ხარისხის გულის უკმარისობა;

· თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე ხარისხის მიასთენია.

სუმამედით მკურნალობისას რეკომენდებულია ყურადღება მიექცეს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, მათ შორის, სოკოებით, გამოწვეული სუპერინფექციის ნიშნების განვითარებას.

თითქმის ყველა ანტიბაქტერიულმა საშუალებამ, მათ შორის, აზითრომიცინმა, შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტს სუმამედით მკურნალობის განმავლობაში განუვითარდა ფაღარათი.

იშვიათ შემთხვევებში აზითრომიცინმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქსოვილების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება) და სიცოცხლისათვის სახიფათო მწვავე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია).

ამ რეაქციებმა შეიძლება გამოიწვიონ სიმპტომების რეციდივი და ამიტომ საჭიროებენ ხანგრძლივ დაკვირვებასა და მკურნალობას.

სხვა მედიკამენტები და სუმამედი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ან არ არის დარწმუნებული.

ანტაციდები (აქვეითებენ კუჭის მჟავიანობას) მოქმედებენ აზითრომიცინის შეწოვის სიჩქრეზე. თუ აზითრომიცინთან ერთად პაციენტი საჭიროებს ანტაციდებით მკურნალობას, სუმამედის მიღება უნდა მოხდეს ანტაციდების მიღებამდე არანკლებ ერთი საათით ადრე ან ორი საათის შემდეგ.

აზითრომიცინისა და დიგოქსინის ერთდროული მიღებისას შეიძლება გაიზარდოს დიგოქსინის კონცენტრაცია.

აზითრომიცინისა და ზიდოვუდინის ერთად მიღებისას შეიძლება გაიზარდოს ზიდოვუდინის აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია.

არ არის მოსალოდნელი განვითარდეს ერითრომიცინისა და სხვა მაკროლიდების ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება.

ერგოტიზმის (ალკალოიდებით ინტოქსიკაცია) განვითარების თეორიული შესაძლებლობის გამო არ არის მიზანშეწონილი აზითრომიცინისა და ერგოს (ჭვავის რქის) წარმოებულების ერთდროული დანიშვნა.

აზითრომიცინისა და კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ამ მედიკამენტების ეფექტი.

სიფრთხილეა საჭირო აზითრომიცინის ციკლოსპორინთან ერთად დანიშვნისას, რადგან შესაძლოა გაიზარდოს ციკლოსპორინის დონე სისხლში.

კლინიკურად მნივნელოვანი ურთიერთქმედება არ აღინიშნა აზითრომიცინის ცეტირიზინთან, დიდანოზინთან, ატორვასტატინთან, კარბამაზეპინთან, ციმეტიდინთან, ეფავირენცთან, ფლუკონაზოლთან, ინდინავირთან, მეთილპრედნიზოლონთან, მიდაზოლამთან, ნელფინავირთან, რიფაბუტინთან, სილდენაფილთან, ტერდენაფინთან, თეოფილინთან, ტრიაზოლამთან, ტრიმეტოპრიმთან და სულფამეთოქსაზოლთან ერთდროული მიღებისას. თუმცა სიფრთხილეა საჭირო ამ მედიკამენტების აზითრომიცინთან ერთად დანიშვნისას.

სუმამედის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ტაბლეტების მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე.

აზითრომიცინი ფეხმძიმობის დროს გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულების მიხედვით.

აზითრომიცინი ძუძუთი კვების დროს გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულების მიხედვით.

აზითრომიცინის გავლენა ადამიანის რეპროდუქციულ უნარზე შესაწავლილი არ არის.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

არ არის მონაცემები აზითრომიცინის გავლენის შესახებ ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

3. სუმამედის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

სუმამედის ტაბლეტები მიიღება დღეში ერთხელ. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად. სუმამედი 500 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტების მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე.

მოზრდილები, მათ შორის, ხანდაზმულები და 45 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები

ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებისა და კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების (მიგრირებადი ერითემის გარდა) მკურნალობა

500 მგ აზითრომიცინი (სუმამედი 500 მგ ერთი ტაბლეტი) მიიღება დღეში ერთხელ 3 თანმიმდევრული დღის განმავლობაში. აზითრომიცინის მთლიანი დოზა შეადგენს 1.500 მგ-ს, რომელიც მიღებულ უნდა იქნას 3 დღის განმავლობაში.

საშუალო სიმძიმის აკნე

მთლიანი დღიური დოზაა 6 გ (სუმამედი 500 მგ 12 ტაბლეტი). ერთი 500 მგ ტაბლეტი მიიღება დღეში ერთხელ პირველი სამი დღის განმავლობაში. ამის შემდეგ, 500 მგ ერთი ტაბლეტი მიიღება კვირაში ერთხელ მომდევნო 9 კვირის განმავლობაში. მეორე კვირის დოზა მიღებულ უნდა იქნას პირველი დოზიდნ 7 დღის შემდეგ და შემდგომი 8 დოზა მიღებულ უნდა იქნას 7 დღიანი ინტერვალებით.

მიგრირებადი ერითემა

მთლიანი დოზაა 3 გ. პირველ დღეს მიიღება 1 გ აზითრომიცინი (სუმამედი 500 მგ ორი ტაბლეტი ერთჯერადი დოზის სახით), შემდეგ 500 მგ (სუმამედი 500 მგ ერთი ტაბლეტი) ერთხელ დღეში მკურნალობის დაწყებიდან მეორედან მეხუთე დღემდე.

ცჰლამიდია ტრაცჰომატის-ით გამოწვეული გაურთულებელი გენიტალური ინფექციები

1 გ (სუმამედი 500 მგ 2 ტაბლეტი) მიღებულ უნდა იქნას ერთჯერდი დოზის სახით.

სუმამედი 500 მგ ტაბლეტები განკუთვნილია ბავშვებისა და მოზრდილებისათვის, რომლებიც იწონიან 45 კგ-ზე მეტს.

თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დაზიანების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი

40 მლ/წთ) არ არის საჭირო დოზის კორექცია. სიფრთხილეა საჭიროა აზითრომიცინის დანიშვნისას პაციენტებში, რომელთა კრეატინინს კლირენსი ნაკლებია 40 მლ/წთ-ზე.

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები

მედიკამენტი არ ინიშნება ღვიძლის მძიმე დაზიანების დროს. არ არის ჩატარებული კვლევები ასეთი პაციენტების აზითრომიცინით მკურნალობის შესახებ.

ღვიძლის ან თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებმა მკურნალ ექიმს უნდა აცნობონ თავიანთი მდგომარეობის შესახებ, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში წამალი ინიშნება იგივე დოზებით. რადგან ხანდაზმულ პაციენტებს აღენიშნებათ გულის რითმის დარღვევები, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო გულის უკმარისობის განვითარების შესაძლო რისკის გამო.

სუმამედის დოზის გადაჭარბებისას

არ არსებობს მონაცემები აზითრომიცინის დოზის გადაჭარბების შესახებ. მაკროლიდების დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოიცავს სმენის დროებით დაკარგვას, ძლიერ გულისრევას, ღებინებასა და ფაღარათს. ამ შემთხვევაში ნაჩვენებია გააქტივებული ნახშირის დანიშვნა და საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

სუმამედის დოზის გამოტოვებისას

გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს 24 საათიანი ინტერვალით. არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ჩვეულებრივ, გვერდითი მოვლენები არის სუსტი ან საშუალო სიმძიმის და ქრება წამლის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

· დიარეა

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-მდე პაციენტში)

· თავის ტკივილი;

· ღებინება, მუცლის ტკივილი, გულისრევა;

· ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება, ეოზინოფილების რაოდენობის მომატება, ბიკარბონატების დონის დაქვეითება, ბაზოფილების, მონოციტებისა და ნეიტროფილების რაოდენობის მომატება.

არახშირი: (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე პაციენტში)

· კანდიდოზი, საშოს სოკოვანი ინფექციები, ფილტვების ანთება, სოკოვანი ინფექციები, ბაქტერიული ინფექცია, ყელის ინფექცია, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება (გასტრო-ენტერიტი), სურდო, პირის ღრუს კანდიდოზი;

· ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება, ნეიტროფილების რაოდენობის დაქვეითება, ეოზინოფილების რაოდენობის მომატება;

· ქსოვილების შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები;

· მადის დაქვეითება;

· ნევროზულობა, უძილობა;

· თავბრუსხვევა, ძილიანობა, გემოს ცვლილებები, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება, ქავილი;

· მხედველობის დარღვევები;

· სმენის პრობლემები, თავბრუსხვევა (ვერტიგო);

· არითმია;

· შეხურების შეგრძნება;

· სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან სისხლდენა;

· შეკრულობა, მეტეორიზმი, დისპეფსია, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, ყლაპვის გაძნელება, მუცლის დაჭიმულობა, პირის სიმშრალე, ბოყინი, წყლულები პირის ღრუში, გაძლიერებული ნერწყვდენა;

· გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, კანის ანთება, კანის სიმშრალე, ჭარბი ოფლიანობა;

· სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, წელის ტკივილი, კისრის ტკივილი;

· შარდვის შეკავება, თირკმლის ტკივილი;

· საშვილოსნოდან სისხლდენა, სათესლე ჯირკვლების დაავადებები;

· შეშუპება, სისუსტე, დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, სახის შეშუპება, მკერდის არეში ტკივილი, ცხელება, პერიფერიული შეშუპება;

· ასპარტატ ამინოტრანსფერაზის, ალანინ ამინოტრანსფერაზის, ბილირუბინის, შარდოვანას, კრეატინინის დონის მომატება სისხლში;

· კალიუმისა და ნატრიუმის დონის ცვლილება სისხლში;

· ასპარტატ ამინოტრანსფერაზის, ალანინ ამინოტრანსფერაზის, ბილირუბინის, შარდოვანას, კრეატინინის დონის მომატება სისხლში, ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება სისხლში; კალიუმისა და ნატრიუმის დონის ცვლილებები სისხლში; ქლორიდების, გლუკოზის, თრომბოციტების რაოდენობის მომატება, ჰემატოკრიტის დაქვეითება, ბიკარბონატის დონის მომატება სისხლში, ნატრიუმის დონის ცვლილება;

· პროცედურის შემდგომი გართულებები.

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-მდე პაციენტში):

· აგზნება;

· ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები, სიყვითლე;

· კანის გაზრდილი მგრძნობელობა მზის სინათლეზე;

· გამონაყარი კანზე, რომელიც ხასიათდება კანის სიწითლითა და მცირე ზომის პუსტულების (თეთრი ან ყვითელი სითხით სავსე ბუშტუკები) უეცარი განვითარებით.

სიხშირე უცნობია (არასაკმარისი მონაცემების გამო ვერ ხერხდება სიხშირის შეფასება):

· ფსევდომემბრანოზული კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადება);

· თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, ერითროციტების რაოდენობის შემცირება, რომელიც გამოწვეულია მათი დაშლით;

· მძიმე ალერგიული რეაქცია;

· აგრესიულობა, ღელვა, ცნობიერების მწვავე დაბინდვა (დელირიუმი), ჰალუცინაციები;

· გონების დაკარგვა, კრუნჩხვები, შეხების შეგრძნების დაქვეითება, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა, ყნოსვის დაკარგვა, გემოს დაკარგვა, ყნოსვითი დარღვევები, კუნთების სისუსტე;

· სმენის დაზიანება, მათ შორის, სიყრუე და/ან ხმაური ყურებში;

· გულის რიტმის დარღვევები (შესაძლოა მძიმე ხარისხის), მათ შორის, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, Qთ ინტერვალის გახანგრძლივება, რომელიც ფიქსირდება ეკგ- ზე;

· არტერიული წნევის დაქვეითება;

· პანკრეასის ანთება, ენის ფერის შეცვლა;

· ღვიძლის უკმარისობა (იშვიათ შემთხვევებში იწვევს სიკვდილს), ღვიძლის სუსტი ანთება, ღვიძლის დაავადებები;

· მძიმე გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), კანის მძიმე დაზიანება (ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი), კანისა და ლორწოვანი გარსის დაავადება (მულტიფორმული ერითემა), წამლისმიერი კანის რეაქციები ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DღEშშ სინდრომი);

· სახსრების ტკივილი;

· თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმელების ანთება.

მიკობაქტერიუმ ავიუმ კომპლექსის პროფილაქტიკის ან მკურნალობის დროს კლინიკურ კვლევებსა და მედიკამენტის პოსტმარკეტინგულ პერიოდში აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

· დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, მეტეორიზმი, დისკომფორტი მუცლის არეში, თხევადი განავალი.

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-მდე პაციენტში)

· მადის დაკარგვა (ანორექსია);

· თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება (პარესთეზია), გემოს ცვლილებები (დისგეზია);

· მხედველობის დარღვევები;

· სიყრუე;

· გამონაყარი კანზე და ქავილი;

· სახსრების ტკივილი (ართრალგია);

· დაღლილობის შეგრძნება.

არახშირი (აღინიშნება 100-დან 1-მდე პაციენტში)

· შეხების შეგრძნების დაქვეითება (ჰიპოესთეზია);

· სმენის დაკარგვა, ხმაური ყურებში (ტინიტუსი);

· გულის თრთოლვა;

· ჰეპატიტი;

· სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მგრძნობელობა მზის სინათლეზე;

· სისუსტე (ასთენია), ცუდად ყოფნის შეგრძნება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამწვავებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

5. სუმამედის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს სუმამედი

· აქტიური ნივთიერებაა აზითრომიცინი. თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აზითრომიცინს (დიჰიდრატის სახით).

· სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ტაბლეტი შიგთავსი: უწყლო კალციუმის ჰიდროფოსფატი, ჰიპრომელოზა, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ლაურილის სულფატი, მაგნიუმის სტეარატი. ტაბლეტის აპკიანი გარსი: ჰიპრომელოზა, ინდიგო კარმინი (E132), ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლისორბატი 80, ტალკი.

სუმამედის ფორმა და შეფუთვა

სუმამედი 500 მგ არის ღია ლურჯი, ოვალური, ორმხრივ ამობურცული, აპკით შემოგარსული ტაბლეტები, ცალ მხარეს ამოტვიფრულია “500” და მეორე მხარეს – “PLIVA”.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Sumamed - სუმამედი 500მგ. 3 ტაბლეტი
  • სახელი: Sumamed - სუმამედი 500მგ. 3 ტაბლეტი
PSP 15.79 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა