დეტოქს ფოიე - Detox Foe
დეტოქს ფოიე - Detox Foe

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დასახელება - დეტოქს ფოიე ორალური 10მლ ამპულა

პრეპარატის შესახებ:
ღვიძლის დეტოქსი ანუ „ბიოლოგიური ღვიძლი“ (Foie (ფრანგულად) ღვიძლს ნიშნავს) წარმოადგენს ძალიან
აქტიურად მოქმედ მცენარეული კომპონენტებისაგან შედგენილ ფორმულას, რომლის ძირითადი მიზანია
ღვიძლიდან ტოქსიკური ნივთიერებების მაქსიმალურად გამოყოფა (ელიმინაცია), ღვიძლის ნორმალური
ფუნქციონირების მაქსიმალურად დაცვა (პროტექცია), ღვიძლის ნორმალური მოქმედების შენარჩუნება
სხვადასხვა სახის ინტოქსიკაციების დროს მათ შორის მედიკამენტური, ალკოჰოლური, ინფექციური
(ვირუსული ჰეპატიტები და ა.შ.), საჭმლის მონელების რეგულაცია და ნაწლავების მოქმედების ნორმალური
ფუნქციონირება.
შემადგენლობა:
ღვიძლის დეტოქსი -ის 1 დასალევი ამპულა შეიცავს:
• 4000 მგ ნატურალური შავი ბოლოკის ექსტრაქტს
• 2000 მგ ოროვანდის (Arctium) ექსტრაქტს
• 75 მგ არტიშოკის გამდიდრებულ ექსტრატს
• 42.5 მგ ლიმონის ზეთის სპეციფიკურ ფრაქციას
• (ფიტო ნედლეული სერთიფიცირებული ფორმულა ECOCERT-ის მიერ SAS-F32600)

ჩვენებები:
1. ღვიძლის ქრონიკული დაავადებების (ვირუსული ჰეპატიტები: B,C - კომპექსური მკურნალობა და ციროზის
განვითერების პროფილაქტიკა)
2. პრეპარატი გამოიყენება როგორც ძლიერი ნატურალური ჰეპატოპროტექტორი (სერთიფიცირებულია
ECOCERT-ის მიერ)
3. პრეპარატი ღვიძლის დეტოქსი-ის პერიოდული მიღება რეკომენდებულია იმ პაციენტებში, რომლებიც
ინტენსიურად იღებენ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო და ანტიდიაბეტურ საშუალებებს
და რადგანაც ეს პრეპარატები ხასიათდებიან ჰეპატოტოქსიკური მოქმედებით პრეპარატი ღვიძლის
დეტოქსი ახდენს ღვიძლის უჯრედების მაქსიმალურ დაცვას
4. პრეპარატი ღვიძლის დეტოქსი-ის გამოყენება რეკომენდებულია ონკოლოგიური ინტოქსიკაციების
დროს, როგორც ონკოლოგიური ინტოქსიკაციის შესამცირებლად (ღვიძლის ფუნქციონირების
ნორმალიზაციის გზით), ასევე ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენების შესამცირებლად - ღვიძლის
ქსოვილის მედეგობის გაძლიერების გზით
5. ნაღვლის სეკრეციის და ნაწლავების პერისტალტიკის ნორმალიზებისათვის
6. ნაწლავური ბაქტერიული ფლორის აქტივაციისათვის
7. პანკრეასის ფერმენტების სეკრეციის ნორმალიზაციისათვის - ქრონიკული პანკრეატიტის დროს

ღვიძლის დეტოქსი-ის დოზირების რეჟიმი:
1-3 ამპულა დღეში განზავებული 1 ჭიქა წყალში. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს

ღვიძლის დეტოქსი-ის შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
დეტოქს ფოიე ხსნარი ორალური 10მლ ამპულა #20
  • სახელი: დეტოქს ფოიე ხსნარი ორალური 10მლ ამპულა #20
Pharmadepot 152 ლ
დეტოქს ფოიე ხსნარი ორალური 10მლ ამპულა #20
  • სახელი: დეტოქს ფოიე ხსნარი ორალური 10მლ ამპულა #20
GPC 152 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა