ვიტ. D3 - Vit. D3
ვიტ. D3 - Vit. D3

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ვიტამინი D3 დროპსი

50 მლ( წვეთები)

აქტიური ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3)

გამოშვების ფორმა : 20000 ს/ე ვიტამინი D3 -50 მლ მინის ბოთლში, დანაყოფებიანი პიპეტით.

სიროფის 1 მლ შეიცავს: 400 სე ვიტამინ D3 -ს .

ჩვენებები:

D3 ვიტამინის დეფიციტის პროფილატიკა და მკურნალობა:რაქიტი, ჰიპოკალცემიური ტეტანია, კარიესის მკურნალობა და პროფილაქტიკა. ბავშვები, რომლებიც მოკლებულნი არიან მზის სხივების ზემოქმედებას, ოსტეომალაცია, მეტაბოლური ოსტეოპათიები, ჰიპოპარათირეოზი, ოსტეოპოროზის, მოტეხილობის კომპლექსური მკურნალობა, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება.

დოზირება და მიღების წესი:

D 3 დროპსის წვეთები შექმნილია ჩვილობის (დაბადებიდან) და მოზარდობის ასაკში გამოსაყენებლად.

მიიღება : ჩვილობიდან 0,5-1 მლ 1-2ჯერ დღეში.

შესაძლებელია მიღება პირდაპირ ან შერევა წვენსა და საკვებში.

პრეპარატი მოცულობითა და კონცენტრაციით სამყოფია 50-100 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებულ დოზებში მიღებისას პრეპარატს არ ახასიათებს გვერდითი ეფექტები.

განსაკუთრებული მითითებები: ხანგრძლივად დიდი დოზით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერვიტამინოზი. ამ დროს უნდა მოხდეს მკურნალობის შეწყვეტა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და ექიმთან კონსულტაცია.

პროდუქტი არ შეიცავს არომატიზატორებს, საღებავებს, კონსერვანტებს, ლაქტოზას, საფუარასა და წებოვანას.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისია გახსნიდან 4 თვის განმავლობაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ურეცეპტოდ.

მწარმოებელი ქვეყანა : ინგლისი

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ვიტ. D3 წვეთები 50მლ
  • სახელი: ვიტ. D3 წვეთები 50მლ
PSP 32.77 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა