ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A
გაცემის რეჟიმი: N/A
აქტიური ინგრედიენტები:
ნეოდინი პოვიდონ იოდის 10% ხსნარი
სადეზინფექციო ხსნარი გარეგანი გამოყენებისთვის
30მლ პრეპარატი შეიცავს :
პოვიდონ-იოდი----------------------------------------------3გ
დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი 85% -0,382გ, ნონოქსინოლ 9-0,094გ, ლიმონმჟავა, დინატრიუმის ჰიდროფოსფატი-0.096გ, ნატრიუმის ჰიდროქსიდი-0.0351გ, გამოხდილი წყალი-30მლ-მდე.
აღწერა: მუქი ყავისფერი, ბლანტი სითხე იოდის დამახასიათებელი სუნით. ერევა წყალს ნებისმიერი თანაფარდობით.
საერთო მონაცემები. პოვიდონ-იოდი წარმოადგენს პოლივინილპიროლიდონის პოლიმერის კომპლექსს იოდთან. აქტიური იოდი კომპლექსიდან თანდათანობით გამონთავისუფლდება და გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე, ქსოვილებზე მწველი მოწმედების გარეშე ,ახდენს ანტისეპტიკურ მოქმედებას გამოყენების ადგილზე რჩება მკრთალად შეფერილი ფენა, რომელიც ნარჩუნდება იქამდე ვიდრე არ გამონთავისუფლდება იოდის მთელი რაოდენობა. გაუფერულების შემდეგ შესაძლებელია ნეოდინის განმეორებით წასმა. გამოიყენება კანის ზედაპირის დასამუშაებლად ოპერაციის წინ და/ან მის შემდეგ.
· კანის და ლორწოვანის გარსის ანტისეპტიკური დამუშავება ქირურგიული ოპერაციების წინ, ინვაზიური გამოკვლევების(ბიოფსიები, პუნქციები,სისხლის აღებისას, ინექციების წინ და ა.შ.)
· კანის ანტისეპტიკური დამუშავება კათეტერის, დრენაჟების, ზონდების გარშემო.
· ქირურგის, სამედიცინო პერსონალის ხელების დამუშავება ოპერაციების წინ.
· ინფიცირებული პაციენტის მოვლისას ხელების დამუშავება.
ჩვენებიდან გამომდინარე ნეოდინი გამოიყენება როგორც განზავებული , ასევე განუზავებელი სახით. განზავების შემთხვევაში ხსნარი უნდა განზავდეს უშუალოდ გამოყენების წინ ოთახის ტემპერატურის გადადუღებული წყლით 1:10 ან 1:100 თანაფარდობით. მზა ხსნარის შენახვა დაუშვებელია.
კანის ანტისეპტიკური დამუშავებისას ქირურგიული ოპერაციების წინ, ინვაზიური გამოკვლევების(ბიოფსიები, პუნქციები,სისხლის აღებისას, ინექციების წინ და ა.შ.)კანის საფარველზე დაიტანება ნეოდინს განუზავებელი ხსნარი 1-2წთ- განმავლობაში.
30 მლ ხსნარი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიმერული მასალის ფლაკონში საწვეთურით და მიხრახნილი თავსახურით.
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტის შემთხვევაში გამოყენება დაუშვებელია.
3წელი.
ინახება 15-25˚C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
გარეგანი მოხმარებისას არ არის ტოქსიური.
ნეოდინის შინაგანად გამოყენება დაუშვებელია!
არ განაზავოთ ცხელი წყლით!
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
7.5 ლ | ||
|
5.34 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა