რესპენზიმო - Respenzimo
რესპენზიმო - Respenzimo

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

რესპენზიმო

პედიატრიული სიროფი

შემადგენლობა

ბრომელაინი Bromelain | 100mg ****
---|---
რუტოზიდი Rutoside | 15მგ
მულეინი (ქერიფქლა) Verbascum thapsus | 80მგ
ცოცხანა Verbena officinalis L | 160მგ
აფრიკული გერანის ფესვი Pelargonium sidoides DC | 120მგ
ანწლის ექსტრაქტი Elderberry sambucus | 100მგ
თუთია Zinc | 5მგ















პროდუქტისდახასიათება

რესპენზიმო ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატია, რომელიც წარმოადგენს სამკურნალო მცენარეების მიერ წარმოებულ ნივთიერებების ნაკრებს და გააჩნია იმუნო მოდულატორული, ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სეკრეტოლიზური თვისებები. იგი სასუნთქ სისტემას იცავს პათოგენური ბაქტერიების და ვირუსების შეტევებისგან, ამცირებს ოქსიდაციური სტრესის უარყოფით ეფექტებს, უზრუნველყოფს თავისუფალი რადიკალებისგან ეფექტურ დაცვას; ბლოკავს ვირუსის შეღწევას უჯრედში, ხელს უშლის მის შემდგომ რეპროდუქციას; ანტივირუსულ მოქმედებას ავლენს გრიპის ვირუსის წინააღმდეგ; აძლიერებს პათოგენური მიკროორგანიზმების დაშლას იმუნური სისტემის უჯრედების მიერ; ინარჩუნებს პარანაზალური სინუსების ნორმალურ ფუნქციურ მდგომარეობას; უზრუნველყოფს პარანაზალური სინუსების დრენაჟის და ვენტილაციის აღდგენას; ხელს უწყობს ბრონქების მოციმციმე ეპითელიუმის მუშაობის ნორმალიზებას; გააჩნია პროტეოლიზური აქტივობის ფართო სპექტრი.

საკვებ დანამატში გამოყენებული თითეული კომპონენტი მიიღება მხოლოდ ბუნებრივი გზით; პროდუქტის წამოებისას გამოყენებული არ არის მავნე ქიმიურ გამხსნელები, რაც საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს მისი ყველა უნიკალური თვისება და საბოლოო პროდუქტის სისუფთავის მაღალი ხარისხი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბრომელაინი – პროტეოლიზური ფერმენტია, რომელსაც ახასიათებს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო აქტივობა. იგი ამცირებს ქსოვილოვან შეშუპებას და გამოიყენება ბრონქიალური ხის, ოროფარინგეალური და რინოსინუსური ლორწოვანი გარსის დეკონგესტატად მწვავე კატარალური ანთებების, მწვავე ბრონქიტის დროს.

ხელს უწყობს ადგილობრივი ანტიბიოტიკების ბიოშეღწევადობას.

რუტოზიდი – P- ვიტამინის აქტივობა გააჩნია. მას აქვს ანგიოპროტექტორული მოქმედება, ამცირებს შეშუპებას და ანთებას,ახდენს კაპილარების გამტარობის ნორმალიზებას, აძლიერებს სისხლძარღვთა კედელს.

მულეინი (ქერიფქლა, ასევე უწოდებენ იაკობის კვერთხს) – გამოიყენება რესპირატორული ინფექციების სამკურნალოდ, ეფექტურად ხსნის ბრონქული შეგუბებით გამოწვეულ გამაღიზიანებელ ხველას, მშრალ სპაზმურ ხველას, აქვს დამამშვიდებელი მოქმედება ლორწოვან გარსზე; ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო თვისება, რომელიც განპირობებულია მცენარის შემადგენელი ირიდოიდული გლიკოზიდებით და ფლავონოიდებით.

ცოცხანას – გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ანალგეზიური, მსუბუქი ანქსიოლიზური, სედაციური მოქმედება.

ანწლის ექსტრაქტი – ძლიერი ანტივირუსული მოქმედება აქვს, განსაკუთრებით გრიპის ვირუსების ფართო სპექტრის წინააღმდეგ. იგი ჰემაგლუტინის დათრგუნვას და შესაბამისად, ვირუსის რეაპლიკაცის შეფერხებას იწვევს; განაპირობებს მაკროფაგების აქტივობის მოდულირებას და ეფექტურია სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ; მნიშვნელოვნად ამცირებს ცხელების ეპიზოდებს.

აფრიკულიგერანისფესვი**–** ახასიათებს სეკრეტოლიზური თვისებები, ხელს უწყობს პარანაზალური სინუსების ნორმალური ფუნქციური მდგომარეობის შენარჩუნებას, ბრონქების მოციმციმე ეპითელიუმის მუშაობის ნორმალიზებას, პარანაზალური სინუსების დრენაჟისა და ვენტილაციის აღდგენას.

თუთია**–** ხელს უწყობს რესპირატორული ინფექციების სიმპტომების მართვას და დაავადების ხანგრძლივობის შემცირებას.თავის მხრივ, თუთია ცნობილია თავისი ძირითადი როლით იმუნიტეტის, ანთების, ქსოვილების დაზიანებისა და ჰიპოქსის რეგულაციაში; აქტუალურია რესპირატორული დაავადებების პრევენციასა და მკურნალობაში.

გამოყენების ჩვენება

  • რესპირატორული სისტემის ვირუსული ინფექციები;
  • ანტივირუსული, იმუნომოდულატორი.

დოზირება

ბავშვებში 1 დან-3 წლამდე – 2,5 მლ 1-2-ჯერ დღეში;

ბავშვებში 3-დან-10 წლამდე – 5მლ 2-ჯერ დღეში.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას.

ვარგისია შეფუთვაზე მითითებულ თარიღამდე.

შეფუთვა

ფლაკონი 100 მლ.

არ შეიცავს ალერგენებს, გლუტეინს, ლაქტოზას, საღებავებს.

მწარმოებელი

Strada delle Seriole, 41/43 - 47894 Chiesanuova (RSM)

PHARMALUCE S.r.l. იტალია.

www.pharmaluce.com - [email protected]

იმპორტირებულია საქართველოში IM PLUS PHARMA-ს მიერ

შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ

შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ

რესპენზიმო პედიატრიული სიროფი ****

შემადგენელი კომპონენტები

ბრომელაინი Bromelain | 100mg
---|---
Rutin რუტოზიდი |
15.მგ
მულეინი Verbascum thapsus | 80.მგ
ვერბენა ოფიცინალისი Verbena officinalis L | 160.მგ
აფრიკული გერანიუმის ფესვი, Pelargonium sidoides DC | 120.მგ
ბაბუაწვერას ექსტრაქტი elderberry sambucus | 100.მგ
თუთია Zinc | 5მგ

პროდუქტის მახასიათებელი

როგორც ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი რომელიც წარმოადგენს სამკურნალო მცენარეების მიერ წარმოებულ ნივთიერებების ნაკრებს,გააჩნია იმუნო მოდულატორული ,ანტივირუსული , ანტიბაქტერიული და სეკრეტოლიზური თვისებები. იცავს სასუნთ სისტემას პათოგენური ბაქტერიების და ვირუსების შეტევებისგან ამცირებს ოქსიდაციური სტრესის უარყოფით ეფექტებს, უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას თავისუფალი რადიკალებისგან.ბლოკავს ვირუსის შეღწევას უჯრედში, ხელს უშლის მის შემდგომ რეპროდუქციას .ავლენს ანტივირუსულ მოქმედებას გრიპის ვირუსის წინააღმდეგ.აძლიერებს პათოგენური მიკროორგანიზმების დაშლას იმუნური სისტემის უჯრედების მიერ, ინარჩუნებს პარანაზალური სინუსების ნორმალურ ფუნქციურ მდგომარეობას.უზრუნველყოფს პარანაზალური სინუსების დრენაჟის და ვენტილაციის აღდგენას, ხელს უწყობს ბრონქების მოციმციმე ეპითელიუმის მუშაობის ნორმალიზებას.განსაკუთრებით ანთების შემთხვევაში. გააჩნია პროტეოლიზური აქტივობის ფართო სპექტრი.

საკვებ დანამატში გამოყენებული თითეული კომპონენტი მიიღება მხოლოდ ბუნებრივი გზით არ არის გამოყენებული მავნე ქიმიურ გამხსნელები, რაც საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს მისი ყველა უნიკალური თვისება და მივიღოთ საბოლოო პროდუქტი სისუფთავის მაღალი ხარისხით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბრომელაინი:

პროტეოლიზური ფერმენტი , ძლიერი ანთების საწინააღმდეგო

აქტივობით. ამცირებს ქსოვილოვან შეშუპებას ,გამოიყენება: ბრონქიალური ხის ,

ოროფარინგეალური და რინოსინუსური ლორწოვანი გარსის დეკონგესტატად

მწვავე კატარალური ანთებების, მწვავე ბრონქიტის დროს.

ხელს უწყობს ადგილობრივი ანტიბიოტიკების ბიოშეღწევადობას.

რუტოზიდი

აქვს P- ვიტამინის აქტივობა. მას აქვს ანგიოპროტექტორული მოქმედება, ამცირებს შეშუპებას და ანთებას,ახდენს კაპილარების გამტარიანობის ნორმალიზებას, აძლიერებს სისხლძარღვთა კედელს,

მულეინი ასევე უწოდებენ (იაკობის კვერთხს)

გამოიყენება რესპირატორული ინფექციების სამკურნალოდ, ეფექტურად ხსნის ბრონქული შეგუბებით გამოწვეულ გამაღიზიანებელ ხველას, მშრალ სპაზმურ ხველას, აქვს დამამშვიდებელი მოქმედება ლორწოვან გარსზე . აქვს მკვეთრად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო თვისება , რომელიც განპირობებულია მცენარის შემადგენელი ირიდოიდული გლიკოზიდებით და ფლავონოიდებით.

ვერბენა ოფიცინალისი

გააჩნია ანთების საწინააღმდეგო , ანტიბაქტერიული , კრუნჩხვის საწინააღმდეგო , ანალგეზიური ,ნაზი ანქსიოლიზური (ათავისუფლებს შფოთვას) სედაციური და მოქმედება.

ბაბუაწვერას ექსტრაქტი

აქვს ძლიერი ანტივირუსული მოქმედება, განსაკუთრებით გრიპის ვირუსების ფართო სპექტრის წინააღმდეგ. ის მოქმედებს ჰემაგლუტინაციის შემცირებით და ამით ხელს უწყობს ვირუსის რეაპლიკაციის .განაპირობებს მაკროფაგების აქტივობის მოდულირებას და ეფექტურია სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ.მნიშვნელოვნად ამცირებს ცხელების ეპიზოდებს.

აფრიკული****გერანიუმის ფესვი,

აქვს სეკრეტოლიზური თვისებები, ინარჩუნებს პარანაზალური სინუსების ნორმალურ ფუნქციურ მდგომარეობას;

ხელს უწყობს ბრონქების მოციმციმე ეპითელიუმის მუშაობის ნორმალიზებას, პარანაზალური სინუსების დრენაჟის და ვენტილაციის აღდგენას;

თუთია

ეხმარება რესპირატორული ინფექციების სიმპტომების მართვაში და დაავადების ხანგრძლივობის შემცირებაში.თავის მხრივ, თუთია ცნობილია თავისი ძირითადი როლით იმუნიტეტის, ანთების, ქსოვილების დაზიანებისა და ჰიპოქსემიის რეგულაციაში. აქტუალურია რესპირატორული დაავადებების პრევენციასა და მკურნალობაში.

გამოყენების ჩვენება:

• რესპირატორული სისტემის ვირუსული ინფექციები .

• ანტივირუსული იმუნო მოდულატორი

დოზირება :

ბავშვებში 1 დან-3 წლამდე - 2,5 მლ 1-2 -ჯერ დღეში

ბავშვებში 3-დან-10 წლამდე -5მლ 2 - ჯერ დღეში

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას

ვარგისი შეფუთვაზე მითითებულ თარიღამდე.

ფლაკონი 100 მლ

არ შეიცავს ალერგენებს,გლუტეინს ,ლაქტოზას , საღებავებს .

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
რესპენზიმო 100მლ სიროფი
  • სახელი: რესპენზიმო 100მლ სიროფი
Aversi 39.18 ლ
რესპენზიმო სიროფი 100მლ #1
  • სახელი: რესპენზიმო სიროფი 100მლ #1
Pharmadepot 37.24 ლ
რესპენზიმო სიროფი 100მლ #1
  • სახელი: რესპენზიმო სიროფი 100მლ #1
GPC 28.22 ლ
რესპენზიმო სიროფი 100მლ
  • სახელი: რესპენზიმო სიროფი 100მლ
PSP 28.2 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა