არკორელაქსი - Arcorelax
არკორელაქსი - Arcorelax

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

არკორელაქსი ძილი ტბ #15

შემადგენლობა

მელატონინი – 1,9მგ, ვიტამინი B6 – 0,7მგ, ვალერიანის ექსტრაქტი – 150მგ, პასიფლორას ექსტრაქტი – 100მგ, ეშოლციას ექსტრაქტი – 160მგ.

არ შეიცავს ტიტანის დიოქსიდს, ლაქტოზას და გლუტენს.

მოკლე აღწერა

პროდუქტი წარმოადგენს ნატურალურ საშუალებას უძილობის პრობლემის მოსაგვარებლად, მიჩვევის რისკის გარეშე. იგი უზრუნველყოფს მარტივ ჩაძინებას და უწყვეტ, მშვიდ ძილს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი ინოვაციური, ორშრიანი ტაბლეტია, ინგრედიენტების ორ ეტაპად გამოთავისუფლებით: პირველ ეტაპზე ხდება მელატონინის 1მგ-ის, ვალერიანის და პასიფლორას ექსტრაქტების გამოთავისუფლება სწრაფი ჩაძინებისთვის; მეორე ეტაპი კი მოიცავს მელატონინის 0,9მგ-ის, B6 ვიტამინის და ეშოლციას ექსტრაქტის გახანგრძლივებულ გამოთავისუფლებას 6 საათის განმავლობაში, ღამის გამოღვიძებების შესამცირებლად და სრულყოფილი ძილის უზრუნველსაყოფად.

არკორელაქსი ძილი წარმოადგენს უძილობის სამკურნალო ბუნებრივ საშუალებას, რომელიც არ იწვევს მიჩვევას, უზრუნველყოფს სწრაფ ჩაძინებას, 8 საათიან უწყვეტ ძილს ღამის გამოღვიძებების გარეშე და დღის განმავლობაში ძილიანობის არარსებობას.

მიღების წესი და დოზირება

მიიღება დღეში 1 ტაბლეტი, დაძინებამდე ერთი საათით ადრე.

მკურნალობის კურსი – 15 დღე.

განსაკუთრებული მითითებები

- გამოიყენება 18 წლის ასაკიდან;

- მნიშვნელოვანია დოზირების რეჟიმის დაცვა.

ორსულები და მეძუძურები

არ არის რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა

15 ტაბლეტი შეფუთვაში. საკვები დანამატი.

მწარმოებელი

არკოფარმა, საფრანგეთი.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
არკორელაქსი ძილი #15ტ
  • სახელი: არკორელაქსი ძილი #15ტ
Aversi 42.3 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა