დეკაველი - Decavel
დეკაველი - Decavel

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დეკაველი

DEKAWEL

საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ვიტამინ D3-ს და ვიტამინ K2-ს****

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტები:

თითოეული 1 წვეთი შეიცავს:

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 25 მკგ

ვიტამინი K2 (მენაქინონი 7) 11.25 მკგ

სხვა ინგრედიენტები : მცენარეული ზეთი (ზეითუნის ზეთი), ანტიოქსიდანტი (ტოკოფეროლების ნარევი კონცენტრირებული (E 306)).

თვისებები და მოქმედება

ვიტამინი D არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის შეწოვისა და ნორმალური რაოდენობის შენარჩუნებისთვის. ორგანიზმში ვიტამინი D წარმოიქმნება მზის სხივების დახმარებით წინამორბედი მოლეკულებიდან – ქოლესტერინის ცვლის პროდუქტებიდან. D ვიტამინის აქტიური ფორმა არის ჰორმონი, რომლის ძირითად სამიზნე ორგანოებს წარმოადგენს წვრილი ნაწლავი, თირკმელები და ძვლები. წვრილ ნაწლავში D ვიტამინი მონაწილეობს კალციუმისა და ფოსფორის შეწოვის პროცესებში. ძვლებში ის ხელს უწყობს ამ ელემენტების დაგროვებას ძვლის ქსოვილში, რითაც უზრუნველყოფს ძვლების ნორმალურ სიმკვრივეს და სიძლიერეს.

ვიტამინი K მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის შედედების პროცესში და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. თრომბის წარმოქმნის პროცესს უზრუნველყოფს ათზე მეტი ცილოვანი ფაქტორი, კალციუმის მონაწილეობით. ზოგიერთი ამ ფაქტორის აქტივაციისთვის და შესაბამისად, სისხლის შედედების პროცესის დასაწყებად საჭიროა K ვიტამინი. K ვიტამინის დეფიციტი და ამით გამოწვეული სისხლის შედედების პროცესის დაწყების შეუძლებლობა იწვევს ჰემორაგიული დაავადებების განვითარებას სპონტანური სისხლდენების თანხლებით.

ვიტამინი K ასევე მონაწილეობს ძვლის ქსოვილის ცილების, ძირითადად ოსტეოკალცინის, მეტაბოლიზმში. K ვიტამინის გარეშე ოსტეოკალცინი, რომელიც ჩვეულებრივ იკავშირებს მინერალებს და შედეგად უზრუნველყოფს ძვლის ფორმირებას, ვერ ასრულებს საკუთარ ფუნქციებს, რაც იწვევს ძვლების არასათანადო მინერალიზაციას და ფუნქციონირების დარღვევას.

ვიტამინი K გროვდება ღვიძლში.

D3 და K2 ვიტამინების წვეთები – საკვები დანამატია, რომელიც ხელს უწყობს D ვიტამინის შემცველობის გაზრდას მისი უკმარისობის ან ორგანიზმში მისი მოთხოვნილების გაზრდის შემთხვევაში.

პროდუქტი შეიცავს D ვიტამინის იმავე ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას, რომელიც თავად ორგანიზმში სინთეზირდება მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ. შესაბამისად, პრეპარატი მზის სხივების გარეშეც უზრუნველყოფს ორგანიზმს D ვიტამინით.

D3 ვიტამინის და K2 ვიტამინის კომბინაციის გამოყენება ზრდის ორივე ვიტამინის ეფექტიანობას. ეს უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ხელს უწყობს კალციუმის ათვისებას ორგანიზმის მიერ ძვლებისა და კბილების ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, ასევე ხელს უწყობს კუნთებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას.

ჩვენება

  • სისხლის მიმოქცევის სისტემის ფუნქციების შენარჩუნება;
  • ორგანიზმის უზრუნველყოფა ძვლის ქსოვილში კალციუმის საკმარისი მარაგებით;
  • კარდიომეტაბოლური სისტემის მუშაობის შენარჩუნება და სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის უზრუნველყოფა;
  • იმუნური სისტემის ფუნქციის სტიმულაცია.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გამოყენების წესი და დოზირება

მიიღება 1 წვეთი დღე-ღამეში, სასურველია ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ.

აქტიური ნითიერება | 1 წვეთი | NRV%*
---|---|---
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) | 25 მკგ | 500
ვიტამინი K2 (მენაქინონი 7) | 11.25 მკგ | 15

  • NRV: დღე-ღამის განმავლობაში საკვები ნივთიერებების მოხმარების საკონტროლო მნიშვნელობა (Nutrient Reference Value)

ვარგისობის ვადა

36 თვე.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისგან კარგად დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

განსაკუთრებული მითითება

  • რეკომენდებული არ არის მითითებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება;
  • არ არის საკვები და არ ცვლის ნორმალურ კვებას;
  • ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე დაავადებების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

20 მლ მოცულობის ქარვისფერი მინის ფლაკონები, დოზატორი თავსახურით.

სავაჭრო მარკის მფლობელი

Natuwell Sağlık Ürünleri A.Ş.

ჩამლიკ მაჰ. პამუკ სოკ. A ბლოკი ბინა No:12-16

უმრანიე/სტამბოლი/თურქეთი.

მწარმოებელი

VEFA İlaç San. ve Tic. A.Ş.

ბეილიკდუზუ OSB მაჰ., 2. ბულვარი No:4

ბეილიკდუზუ/სტამბოლი/თურქეთი

მწარმოებელი ქვეყანა**:**

თურქეთი

ნედლეულის დამუშავების ქვეყანა: D ვიტამინი – შვეიცარია, K ვიტამინი – იტალია.

დეკაველი

საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ვიტამინD3-ს და ვიტამინK2-ს ( MK-7)

თითოეული 1 წვეთი:

ვიტამინი D3 25 მკგ

ვიტამინი K2 11.25 მკგ

ინგრედიენტები :

ზეითუნის ზეთი, მენაქინონი 7-ის (ვიტამინი K2) ნარევი (ზეითუნის ზეთი და მენაქინონი 7), ქოლეკალციფეროლი, ანტიოქსიდანტი (ტოკოფეროლით მდიდარი ექსტრაქტი (E 306)).

მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე :

ვიტამინი D არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც, როგორც დიდი დროის განმავლობაში ცნობილია, ხელს უწყობს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას და შენარჩუნებას. მზის სხივების დახმარებით ვიტამინი D სინთეზირდება ორგანიზმის მიერ ქოლესტერინისგან მიღებული პრეკურსორიდან. ნაწლავში D ვიტამინი მონაწილეობს კალციუმისა და ფოსფორის შეწოვაში. ძვლებში ის ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას, ზრდის პროცესში ანიჭებს ძვლებს სიმკვრივეს და სიძლიერეს ამ მინერალების შეწოვისა და დაგროვების შედეგად.

ვიტამინი K მოქმედებს ძირითადად სისხლის შედედების პროცესში, სადაც მისი არსებობა შეიძლება წარმოადგენდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს. სისხლის კოლტის წარმოქმნაში მონაწილეობს ათზე მეტი სხვადასხვა ცილა და კალციუმის მინერალი. ვიტამინი K მნიშვნელოვანია რამდენიმე ამ ცილის აქტივაციისთვის. სისხლის შედედების ნებისმიერი ფაქტორის უკმარისობისას ვლინდება ჰემორაგიული დაავადება (უკონტროლო სისხლდენა). ვიტამინი K ასევე მონაწილეობს ძვლის ცილების, ძირითადად ოსტეოკალცინის, მეტაბოლიზმში. K ვიტამინის გარეშე ოსტეოკალცინს არ შეუძლია იმ მინერალების შეკავშირება, რომლებიც ჩვეულებრივ მონაწილეობს ძვლის ფორმირებაში, რაც იწვევს ძვლების ცუდ მინერალიზაციას. ვიტამინი K გროვდება ღვიძლში.

D3 და K2 ვიტამინების წვეთები - დიეტური დანამატია, რომელიც D ვიტამინის საჭიროების ან დეფიციტის შემთხვევაში ხელს უწყობს მისი დონის გაზრდას. D3 და K2 ვიტამინების წვეთები შეიცავს D ვიტამინის იმავე ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას, რომელსაც ორგანიზმი გამოიმუშავებს მზის დასხივების შედეგად მზის სხივების ზემოქმედების გარეშე. D3 ვიტამინის და K2 ვიტამინის კომბინაციის გამოყენება ზრდის ორივე ვიტამინის ეფექტიანობას. ის ხელს უწყობს იმუნური ჯანმრთელობის შენარჩუნებას და კალციუმის ათვისებას ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ის ასევე ხელს უწყობს კუნთების ფუნქციისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

ჩვენება :

  • ინარჩუნებს ჯანსაღ სისხლის მიმოქცევას.
  • ხელს უწყობს ძვლების ჯანმრთელობას და კალციუმის სათანადო შენახვას.
  • ინარჩუნებს ჯანსაღ კარდიომეტაბოლურ ფუნქციას და სისხლში შაქრის ბალანსს ნორმალური დონეების ფარგლებში.
  • ზრდის იმუნურ ფუნქციას.

უკუჩვენება :

არ არის შესაფერისი 11 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.

გამოყენების მეთოდი :

რეკომენდებულია ერთი წვეთი ერთხელ დღეში, სასურველია ცხიმიანი საკვების შემდეგ.

შესაფერისია 11 წლის და უფროსი ასაკისთვის.

დღე-ღამეში მისაღები დოზა | 1 წვეთი | NRV%*
---|---|---
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი, D3 ვიტამინის სახით) | 25 მკგ | 500
ვიტამინი K2 (მენაქინონი 7, K2 ვიტამინის სახით) | 11.25 მკგ | 15

  • NRV: კვებითი საკონტროლო მნიშვნელობა

ვარგისობის ვადა :

36 თვე.

შენახვის პირობები :

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 25˚C-ზე დაბლა, მჭიდროდ დახურულ, სინათლისგან დაცულ მდგომარეობაში.

სიფრთხილის ზომები :

  • არ გადააჭარბოთ დღე-ღამის რეკომენდებულ დოზას.
  • საკვები დანამატები არ ცვლის ნორმალურ კვებას.
  • ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე დაავადების ან მედიკამენტების გამოყენების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
  • ეს არ არის მედიკამენტი. ის არ გამოიყენება დაავადების პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით.

კომერციული შეფუთვა და შეფუთვის შემადგენლობა :

წარმოდგენილია 20 მლ ქარვისფერ მინის ფლაკონში წვეთოვანი თავსახურით.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
დეკაველი 20მლ წვეთები
  • სახელი: დეკაველი 20მლ წვეთები
Aversi 39 ლ
დეკაველი - Decavel წვეთები 20მლ
  • სახელი: დეკაველი - Decavel წვეთები 20მლ
PSP 27.95 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა