ლედაკალცი - Ledacalci
ლედაკალცი - Ledacalci

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

Ledacalci / ლედაკალცი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ლედაფარმა

გამოშვების ფორმა: სიროფი, 150 მლ, შუშის ფლაკონში მზომი ჭიქით.

შემადგენლობა:

ლედაკალცის სიროფის ყოველი 15მლ შეიცავს: კალციუმი - 540 მგ, ვიტამინ D3 - 3მკგ, მაგნიუმი -67.5 მგ, თუთია -13მგ.

დამატებითი ინგრედიენტები: წყალი, ლიმონმჟავა, სოდიუმ ბენზოატი, ქსანტანის გუმფისი, პოტასიუმ სორბატი,სუკრალოზა,ტუტი-ფრუტის არომატიზატორი.

ფარმაკოდინამიკა ლედაკალცი რეკომენდებულია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების სიჯანსაღისათვის. ახდენს ორგანიზმში კალციუმის, D3 ვიტამინის, Mg და Zn დეფიციტის შევსებას.

კალციუმი აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისთვის, კბილების მინერალიზაციისთვის, მონაწილეობს ნერვული პროცესების რეგულაციისა და ნერვული იმპულსის გადაცემაში, კუნთების ფუნქციონირებაში, ინსულინის სინთეზში, სისხლის შედედებაში და იმუნური პასუხის რეგულირებაში.

ვიტამინი D3 აუცილებელია კალციუმის აბსორბციისა და უტილიზაციისათვის, აძლიერებს დნმ-ის სინთეზს ოსტეობლასტებში, ამუხრუჭებს კალციუმის რეზორბციას ზვლოვანი ქსოვილიდან.

მაგნიუმი მნიშვნელოვნად ზრდის კალციუმის შეწოვას და ამცირებს კუჭნაწლავის მხრივ გვერდით მოვლენებს. კალციუმი და მაგნიუმი აუცილებელი ელემენტებია ჯანმრთელი ძვლების შენარჩუნებისთვის. ორგანიზმში არსებული მაგნიუმის ნახევარი მოთავსებულია ძვლებში და აუცილებელია მათი მდგრადობისა და ჯანმრთელობისთვის. მაგნიუმი მონაწილეობს კუნთების მოდუნებაში და აწესრიგებს ნერვულ ფუნქციას. მაგნიუმის ნაკლებობა იწვევს კუნთების უნებლიე კრუნჩხვით შეკუმშვებს.

თუთია მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილების მეტაბოლიზმში, დადებითად მოქმედებს კალიუმ-ფოსფორის ცვლაში, აძლიერებს არაორგანული ფოსფორის შეთვისებას. თუთია მნიშვნელოვანია ბავშვის ორგანიზმის ჯანსაღი განვითარებისთვის.

ჩვენებები:

• კალციუმის დეფიციტი

• აქტიური ზრდის პერიოდი ბავშვებში, კბილების ამოჭრის პერიოდი

• კარიესის პროფილაქტიკა

• რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა

• ძვლოვანი ჩონჩხის ფორმირების დარღვევა

• კრუნჩხვითი სინდრომი( კალციუმის დეფიციტის ფონზე)

დოზირება: 0-დან 6 თვემდე 2,5 მლ 2-ჯერ დღეში.

6 თვიდან 1 წლამდე 2,5 მლ 3-ჯერ დღეში.

1-დან 5 წლამდე 5 მლ 2-ჯერ დღეში.

5- დან 12 წლამდე 5 მლ 3-ჯერ დღეში.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან არააქტიური ნივთიერებების მიმართ ;

ჰიპერკალციემია , ჰიპერკალციურია.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 0 ტემპერატურაზე.

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია შეფუთვაზე

შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ

შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ლედაკალცი 150მლ სიროფი
  • სახელი: ლედაკალცი 150მლ სიროფი
Aversi 39.95 ლ
ლედაკალცი სიროფი 150მლ #1
  • სახელი: ლედაკალცი სიროფი 150მლ #1
Pharmadepot 28.33 ლ
ლედაკალცი სიროფი 150მლ #1
  • სახელი: ლედაკალცი სიროფი 150მლ #1
GPC 28.73 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა