ნეო პეკეს-ომეგა 3 DHA - Neo Peces-Omega 3 DHA
ნეო პეკეს-ომეგა 3 DHA - Neo Peces-Omega 3 DHA

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ნეო პეკეს ომეგა 3 -DHA გამი

N****eo peques Omega 3 - DHA Gummies

შემადგენლობა

წყალმცენარე Schizochytrium- დან მიღებული ომეგა 3,

ვიტამინი B3, B6, B12, C,

ლიმონის წვენის კონცენტრატი,

გლუკოზა.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალებები /ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ომეგა-3 ნახევრადუჯერ ცხიმოვანი მჟავების შემადგელობაში შემავალი ეიკოზანოიდების სისტემა (DHA –დოკოზაჰექსაენური და EPA – ეიკოზაპენტაენური ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები) განაპირობებს ცენტრალური ნერვული სისტემისა და მხედველობის აპარატის განვითარებაში მონაწილეობის, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომოდულაციური და ანტიალერგიული მოქმედების უნარს.

წყალმცენარე Schizochytrium – DHA-ს წყაროს წარმოადგენს.DHA და EPA მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტვინისა და მხედველობის აპარატის განვითარებაში, რადგან ისინი წარმოადგენენ ტვინის უჯრედული მემბრანისა და თვალის ბადურის საშენ მასალას.

ამასთან DHA და EPA

  • მნიშვნელოვანი კომპონენტებია ყურადღების კონცენტრაციის ზრდისა და მეხსიერების გაუმჯობესებისთვის, რაც გამყარებულია მრავალრიცხოვანი სამეცნიერო კვლევებით;
  • კონკურენტულ ანტაგონისტურ მოქმედებას ავლენს არაქიდონის მჟავას მიმართ ციკლოოქსიგენაზურ-ლიპოოქსიგენაზურ დონეზე, რაც ვლინდება პროსტაგლანდინების და ლეიკოტრიენების სპექტრის მოდიფიკაციით;
  • პასუხისმგებელი ფაქტორებია კანის თვითდატენიანებაზე და ძირითად როლს ასრულებს თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის აღდგენაში; ხელს უწყობს კანის, თმისა და ფრჩხილების გაჯანსაღების პროცესების გააქტივებას.

ომეგა-3- ის გარკვეული რაოდენობა ორგანიზმში აუცილებელია მოზარდის კბილების ნორმალური განვითარებისთვის, ასევე კანისა და თმის ჯანმრთელობისთვის.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) – მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნეიროქიმიური ნაერთების სინთეზში, რომელთა პასუხისმგებლობაა ტვინის ნორმალური ფუნქციონირება.

ვიტამინი B3 (ნიაცინი) – მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავის ტვინის ქერქის განვითარებაში და კოგნიტური უნარების ჩამოყალიბებაში; აუმჯობესებს მეხსიერებას.

ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი) - უზრუნველყოფს მიელინის გარსის ფორმირებას, აძლიერებს ნერვული უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას. იგი მონაწილეობს ლიპოტროპული ფაქტორის – ქოლინის სინთეზში. ვიტამინი B12-ს გააჩნია ნოოტროპული მოქმედება, ხელს უშლის თავის ტვინის უჯრედების დეგრადაციას.

ვიტამინიC(ასკორბინის მჟავა) – იცავს ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავებს დაჟანგვისგან.

ჩვენება

  • თავის ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორი განვითარება და ფუნქციონირება;
  • კოგნიტური და წერა–კითხვის უნარების გაუმჯობესება;
  • მხედველობის, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება.

მიღების****წესი და დოზირების მეთოდი

  • 3-10 წელი: 1 გამი 1-ჯერ დღეში;
  • 10 წლის ზემოთ ბავშვები: 2 გამი 1-ჯერ დღეში.

მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 15-20 დღე. კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ. პრეპარატი არ გამოიყენება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

გამო****შვების ფორმა

ვარსკვლავის ფორმის, შაქრის ფენით დაფარული, ლიმონის არომატით, გამი 4 გ №30.

შენახვის პირობები და ვარგისობის ვადა

პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 5-250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ მოქმედებას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე.

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე.

მწარმოებელი

NEOVITAL DISTRIBUCION SL,

ბარსელონა, ესპანეთი.

კომპანია

ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ნეო პეკეს-ომეგა 3 DHA გამიN30
  • სახელი: ნეო პეკეს-ომეგა 3 DHA გამიN30
Aversi 31.6 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა