სან D ველ - San D Vel
სან D ველ - San D Vel

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

სანDველ****600

SUN D WEL 600

საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ვიტამინD3-ს 600 სე სპრეის ფორმით

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტები: სპრეის თითოეული დოზა შეიცავს: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 15 მკგ (600 სე).

სხვა ინგრედიენტები: მცენარეული ზეთი (ზეითუნის ზეთი).

თვისებები და მოქმედება

ვიტამინი D არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის შეწოვისა და ნორმალური რაოდენობის შენარჩუნებისთვის. ორგანიზმში ვიტამინი D წარმოიქმნება მზის სხივების დახმარებით წინამორბედი მოლეკულებიდან – ქოლესტერინის ცვლის პროდუქტებიდან. D ვიტამინის აქტიური ფორმა არის ჰორმონი, რომლის ძირითად სამიზნე ორგანოებს წარმოადგენს წვრილი ნაწლავი, თირკმელები და ძვლები. წვრილ ნაწლავში D ვიტამინი მონაწილეობს კალციუმისა და ფოსფორის შეწოვის პროცესში. ძვლებში ის ხელს უწყობს ამ მინერალების დაგროვებას ძვლის ქსოვილში, რითაც უზრუნველყოფს ძვლების ნორმალურ სიმკვრივეს და სიძლიერეს.

ჩვენება

  • ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნება;
  • ორგანიზმში კალციუმის შეწოვის უზრუნველყოფა და ნორმალური რაოდენობის შენარჩუნება;
  • იმუნური სისტემის ფუნქციის სტიმულაცია;
  • კარდიომეტაბოლური სისტემის მუშაობის შენარჩუნება და სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის უზრუნველყოფა;
  • წონის დარეგულირება;
  • კუნთების ნორმალური მუშაობის შენარჩუნება და კუნთების გაძლიერება.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გამოყენების წესი და დოზირება

რეკომენდებულია სპრეის ერთი დოზის გამოყენება ერთხელ დღეში.

აქტიური ნივთიერება | სპრეის ერთი დოზა | NRV%*
---|---|---
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) | 600 სე (15 მკგ) | 300

  • NRV: საკვები ნივთიერებების საკონტროლო მნიშვნელობა (Nutrient Reference Value)

ვარგისობის ვადა

36 თვე.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისგან კარგად დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

განსაკუთრებული მითითება

  • რეკომენდებული არ არის მითითებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება;
  • არ არის საკვები და არ ცვლის ნორმალურ კვებას;
  • ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე დაავადებების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

20 მლ მოცულობის ქარვისფერი მინის ფლაკონები, სპრეი-დოზატორით.

სავაჭრო მარკის მფლობელი

Natuwell Sağlık Ürünleri A.Ş.

ჩამლიკ მაჰ. პამუკ სოკ. A ბლოკი ბინა No:12-16/17

უმრანიე/სტამბოლი/თურქეთი.

მწარმოებელი

VEFA İlaç San. ve Tic. A.Ş.

ბეილიკდუზუ OSB მაჰ., 2. ბულვარი No:4

ბეილიკდუზუ/სტამბოლი/თურქეთი.

მწარმოებელი ქვეყანა

თურქეთი

ნედლეულის დამუშავების ქვეყანა: D ვიტამინი – შვეიცარია.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
სან D ველ 600სე 20მლ სპრეი
  • სახელი: სან D ველ 600სე 20მლ სპრეი
Aversi 18.15 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა