სიალოსეტ პლუსი - Sialoset Plus
სიალოსეტ პლუსი - Sialoset Plus

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

სიალოსეტი პლუს 60მგ/4მლ საინექციო ხსნარი

მზა შპრიცი

მოკლე დახასიათება****

სიალოსეტი პლუსი****- ბუნებრივი დამატენიანებელია, რომელიც შეიცავს განსხვავებული მოლეკულური მასის, კონცენტრაციისა და მოცულობის მქონე ჰიალურონის მჟავას მზა შპრიცის სახით.

სიალოსეტი პლუსის შემადგენლობაშია უმაღლესი ხარისხის სუფთა ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილი, რომელიც მიღებულია მაღალმოლეკულური ფრაქციების ბაქტერიული ფერმენტაციის გზით. ამ პროცესში ჩართული არ არის ქიმიური მოდიფიკაცია.

სიალოსეტი პლუსი არ შეიცავს ფრინველის (ქათმის) ცილებს და შესაბამისად არ გააჩნია ალერგიული და გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი.

სიალოსეტი პლუსიშემადგენლობაშიამაღალი მ****ოლეკულური წონის > 2 მილიონი დალტონი (D) ჰიალურონის მჟავა.

სიალოსეტი პლუსი არის

სამედიცინო მოწყობილობა - 0373 წარმოებული იტალიაში, ნაციონალური ბიოქიმიური ინსტიტუტის მიერ, სამედიცინო მოწყობილობების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

ფერმენტაციის ბიოტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული ჰიალურონის მჟავა;

არაცხოველური წარმოშობის პრეპარატი, რაც გამორიცხავს ცხოველური ცილების მიმართ ალერგიული რეაქციების განვითერების რისკს.

სიალოსეტი პლუსის ეფექტებია:

● ამცირებს ტკივილს - ვისკოანალეტიკური ფუნქცია;

● სწრაფი და გახანგრძლივებული ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება;

● ეფექტი პიკს აღწევს მე-8 კვირაში და გრძელდება მინიმუმ 24 კვირის განმავლობაში.

სიალოსეტი პლუსის მრავალფუნქციური მოქმედება და უსაფრთხოება კლინიკურად დამტკიცებულია, კერძოდ იგი

წინააღმდეგობას უწევს არტიკულარული ხრტილის დეგენერაციას და ხელს უწყობს აღდგენის პროცესებს;

ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ხონდროპროტექტორული მოქმედებით იცავს სახსრებს და აუმჯობესებს პაციენტის მობილობას;

ასტიმულირებს პროტეოგლიკანების სინთეზს და ხელს უწყობს ხრტილოვანი ნარჩენების აღმოფხვრას;

სხვა ჰიალურონის მჟავებისგან განსხვავებით, უფრო ეფექტურად იცავს არტიკულურ ხრტილს, რამდენადაც იგი მეტად აფერხებს დეგრადაციის პროცესს და დაბალი მოლეკულური წონის მქონე პროდუქტებისგან განსხვავებით, გახანგრძლივებულ ზეგავლენას ახდენს ტკივილზე.

Wobig et al, 1999 e Raman R et al, 2008

სახსრების ხრტილოვანი კომპოზიციაა:

  • 65% წყალი;
  • 15% კოლაგენი (ძირითადად ტიპი II);
  • 12% პროტეოგლიკანები (მდიდარია ჰიალურონის მჟავებით);
  • 5% უჯრედები;
  • 3% არაკოლაგენური ცილა.

70 კგ წონის ადამიანიდაახლოებით 15 გ ჰიალურონის მჟავას გამოიმუშავებს, რომელთაგან 5 გ ყოველდღიურ ციკლებში მონაწილეობს.

ჰიალურონის მჟავის ნახევრადგამოყოფის პერიოდი არტიკულურ ხრტილში 1-3 კვირას შეადგენს და მინისებურ სხეულში - 70 დღეს.

45 წლის ასაკის შემდგომ ან ტრავმიდან გამომდინარე, ქსოვილებში არსებული HA-ს დონე თანდათანობით მცირდება და სახსრების ხრტილის სტრუქტურულ ფუნქციონირების დაცვის გარანტიას არ იძლევა, რის შედეგადაც ვითარდება ანთება და ტკივილი.

გამოყენება

სიალოსეტი პლუსი განკუთვნილია უშუალოდ სახსარშიდა (ინტრა-არტიკულური) ინექციისათვის, რომელიც გამოიყენება შემდეგი დაავადებებისა და სიმპტომების დროს:

- სახსრების ტკივილი, შებოჭილობა, ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა, რომელიც პაციანტებში განვითარებულია პოსტტრამვულად ან სინოვიალური სახსრების დეგენერაციული მდგომარეობის გამო;

- მენჯისა და მუხლის დეგენერაციული ან ტრამვული ართროპათია, გამოხატული სინოვიტის გარეშე;

- ოსტეოართრიტის სიმპტომები (OA). OA ასოცირდება არტიკულური ხრტილისა და მიმდებარე ქსოვილების დეგრადაციასა და დაზიანებასთან, რომლის სიმპტომებია ტკივილი, შემცირებული მობილურობა.OA ყველაზე ინვალიდურ 5 დაავადებას შორის ერთ- ერთია, რომელიც გავლენას ახდენს >65 წლის ასაკის ადამიანების 30 %-ზე.

მწარმოებელი

წარმოებულია იტალიაში

ნაციონალური ბიოქიმიური ინსტიტუტის მიერ

I.B.N. Savio s.r.l.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

რივერ ფარმა (იტალია)

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
სიალოსეტ პლუსი 60მგ/4მლ #1შპრ
  • სახელი: სიალოსეტ პლუსი 60მგ/4მლ #1შპრ
Aversi 650 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა