კამელინი-F-მ1 - Camelin-F-m1
კამელინი-F-მ1 - Camelin-F-m1

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დასახელება - კამელინი M1

ჩვენება: კამელინის საინექციო ფორმა გამოიყენება როგორც იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის დროს ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში: ვირუსული ინფექციების, ბაქტერიული ინფექციების, სოკოვანი ინფექციების, უროლოგიური დაავადებების (ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, ქრონიკული ურეტრიტი), სიმსივნური დაავადებების მკურნალობის დროს ქიმიოთერაპიული საშუალებებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შემცირების თვალსაზრისით, ოსტეოართრიტის, ხერხემლის ოსტეოქონდროზის, სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების, პოლინეიროპათიების, პოსტოპერაციული პერიოდის, ტრავმების, ტუბერკულოზური პლევრიტის (ემპიემა) და სხვა დაავადებების დროს.

მიღების წესი: პრეპარატის 2.0 მლ კეთდება დღეში ორჯერ ინტრამუსკულარულად, დილით და საღამოს. „კამელინი - M1„ შეგვყავს ღრმად დუნდულო კუნთში ნელი ტემპით, წყვეტილად, 20–25 წამიანი ინტერვალებით ცალკეულ ულუფებს შორის. მკურნალობის კურსი ოცი დღე. კურსებს შორის შესვენება რვა დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2–დან 5 თვემდე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შემანარჩუნებელი მკურნალობის გაგრძელება.

რევმატიული ანთებითი დაავადებების-ოსტეოართრიტების, მათ შორის გართულებული ფორმების (რეაქტიული სინოვიტი, ბეიკერის ცისტა, ბურსიტი, ტენდოვაგინიტი) და ხერხემლის ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ გამოიყენება ფიზიოთერაპიული მეთოდი, კერძოდ ელექტროფორეზი.
გვერდითი მოვლენები: თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ბავშვებში: 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. 5–12 წლამდე ასაკის ბავშვებში დღიური დოზა შეადგენს 1,0 მლ–ს.

ორსულობა და ლაქტაცია: უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
კამელინი-F-მ1 ხსნარი ორალური 2მლ #10
  • სახელი: კამელინი-F-მ1 ხსნარი ორალური 2მლ #10
GPC 99.95 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა