კლავერა BID - Klavera BID
კლავერა BID - Klavera BID

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი, რაც 875 მგ ამოქსიცილინის ექვივალენტურია და
კალიუმის კლავულანატი, რაც 125 მგ კლავულანის მჟავის ექვივალენტურია.
ტაბლეტი ასევე შეიცავს ტიტანის დიოქსიდს (E171) საღებავი ნივთიერების სახით.

ჩვენებები:ნაჩვენებია ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების შტამებით
გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.

უკუჩვენებები: კლამოქსი უკუნაჩვენებია ნებისმიერი პენიცილინის მიმართ ალერგიული რეაქციების
ისტორიის მქონე პაციენტებში.
შეიძლება აღინიშნოს ჯვარედინი რეაქცია სხვა ბეტალაქტამის ანტიბიოტიკებთან.
უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნათ სიყვითლე ან ღვიძლის
ფუნქციის მოშლა ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას ან პენიცილინის გამოყენებისას.
ორსულობა: ორსულობისას გამოიყენება რისკისა და სარგებლის
კოეფიციენტის შეფასების შემდეგ.
ლაქტაცია: კლამოქსის მიღება ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.

მიღების წესი და დოზირება: მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ:
კლავერა BID 1000 მგ შემოგარსული ტაბლეტი მიიღება დღეში ორჯერ მწვავე ინფექციებისას.
თერაპია უნდა გაგრძელდეს არა უმეტეს 14 დღე.

კლავერა BID 1000 მგ შემოგარსული ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად დაუღეჭავად. აუცილებლობისას, ტაბლეტი
შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად და გადაიყლაპოს დაუღეჭავად.
გასტროინტესტინური აუტანლობის რისკის შესამცირებლად ტაბლეტის მიღება უნდა
მოხდეს ჭამის დაწყებისას. ასეთ შემთხვევაში, ტაბლეტი ოპტიმალურად შეიწოვება.

შენახვის პირობები: ინახება 250C-მდე, მშრალ ადგილას. ინახება თავდაპირველ შეფუთვაში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
კლავერა BID ტაბლეტი 875მგ+125მგ #14
  • სახელი: კლავერა BID ტაბლეტი 875მგ+125მგ #14
GPC 23.02 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა