მაგნისპეი - Magnispei
მაგნისპეი - Magnispei

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

მაგნისპეი

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატის გამოყენების ინსტრუქცია:

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს:

მაგნიუმის ბისგლიცინატი ( Albion -ის ამინომჟავა მაგნიუმის ქელატი) – 456 მგ.

შეესაბამება სუფთა მაგნიუმს - 100 მგ.

ვიტამინი B6 - 2,6 მგ.

დამხმარე ნივთიერება: ჟელატინი,მაგნიუმის ოქსიდი,მალტოდექსტრანი,მაგნიუმის სტეარატი,ტიტანის დიოქსიდი E171.

გამოყენების სფერო:

მაგნიუმის და B6 ვიტამინის დამატებითი წყარო ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატის სახით.

ყოველი კაფსულა შეიცავს ადვილად შესათვისებელ მაგნიუმის ამინომჟავის ქელატურ ფორმას ვიტამინ B6- თან ერთად. ამ ფორმით ბიოლოგიური ელემენტები იოლად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ, სრული დოზირების შენარჩუნებით , კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანების გარეშე, ხოლო შესაძლო ზედმეტი რაოდენობა იოლად გამოიყოფა ორგანიზმიდან ქელატის ფორმით.

Albion Laboratories - მიერ წარმოებული კაფსულების გამოშვების ქელატური ფორმა არის უსაფრთხოების და ეფექტურობის გარანტია.

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი უმაღლესი ხარისხისაა და ავსებს მაგნიუმის დეფიციტს ადამიანის ორგანიზმში. იგი დაჯილდოებულია Albion - ის ოქროს მედლით!

მაგნისპეის მოქმედება:

. უზრუნველყოფს კუნთების სათანადო ფუნქციონირებას.

. ვიტამინ B6 - თან ერთად უზრუნველყოფს ნერვული სისტემის სათანადო მუშაობას და ხელს უწყობს შესაბამისად ფსიქიკური ფუნქციის ნორმალიზაციას. აგრეთვე ამცირებს დაღლილობას,გაღიზიანებადობას,დაძაბულობის შეგრძნებას. აუმჯობესებს ძილს. ხელს უწყობს გულისცემის ნორმალიზებას.

. მონაწილეობს ორგანიზმის ელექტროლიტური ბალანსის შენარჩეუნებაში.

მაგნიუმი : სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტი, რომელიც იღებს მონაწილეობას ორგანიზმის თითქმის ყველა ბიოლოგიურ პროცესში - განაპირობებს კუნთოვანი,იმუნური და ნერვული სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას,ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.ორგანიზმი იღებს მაგნიუმს საკვებთან ერთად.მაგნიუმის დეფიციტი შეიძლება განვითარდეს არასაკმარისი კვების ან დიეტის დროს. აგრეთვე მაგნიუმის დეფიციტი ვითარდება მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის დროს ,სტრესის, ფეხმძიმობის, შარდმდენების მოხმარებას დროს.

მაგნისპეის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) რომელიც მონაწილეობს ძალიან ბევრ მეტაბოლურ პროცესებში ორგანიზმში. გასაკუთრებით ნერვული სისტემის მეტაბოლიზმში. ვიტამინი B6 აუმჯობესებს მაგნიუმის შეწოვას კუწ-ნაწლავის სისტემიდან და მის გადასვლას სისხლში, რაც უზრუნველყოფს მაგნიუმის სწრაფად მოხვედრას კუნთებში, ძვლებში და ძვლის ტვინში. ხშირად მაგნიუმის დეფიციტი ორგანიზმში დაკავშირებულია პირიდოქსინის (ვიტამინი B6) დეფიციტთან რომლის გარეშეც მაგნიუმის მარილები პრაქტიკულად ვერ შეითვისება ორმანიზმის მიერ.

მიღების რეჟიმი:

1 კაფსულა დღეში, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.მიღების ხანგრძლივობა - 30 დღე.

კვებითი ღირებულება. გ/100გ:

ცილები - 0,7გ

ცხიმები - 0,5გ

ნახშირწყლები - 64გ

ენერგეტიკული ღირებულება 1096კჯ/262კკალ.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

დღე-ღამის განმავლობაში აკრძალულია მითითებულ დოზაზე მეტი რაოდენობის მიღება.

ორსულობის და ძუძუთი კვების დროს ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატის მიღების დაწყებამდე უნდა გავიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

გაცემის პირობები:

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები:

უნდა შევინახოთ მშრალ,სინათლისაგან დაცულ ადგილზე,შენახვის ადგილზე ტემპერატურა არა უმეტეს 25°C. შევინახოთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილზე.

გამოშვების ფორმა:

30 კაფსულა. 15 კაფსულა თითო ბლისტერზე. კოლოფში 2 ბლისტერი.

გამოყენების ვადა:

24 თვე გამოშვების თარიღიდან. არ გამოიყენება ვადის გასვლის პერიოდის შემდეგ.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
მაგნისპეი 30 კაფსულა
  • სახელი: მაგნისპეი 30 კაფსულა
PSP 39.89 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა