ლინდაკალცი - Lindacalci
ლინდაკალცი - Lindacalci

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ლინდაკალცი

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატის გამოყენების ინსტრუქცია:

შემდგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: Albion - ის ამინომჟავა კალციუმის ქელატი - 280 მგ. ქოლეკალციფეროლი - ვიტამინი D3 - 1,67 მგ.

დამხმარე ნივთიერებები : შემავსებელი-მიკროკრისტალური ცელულოზა, შეწებების საწინააღმდეგო საშუალება: მაგნიუმის სტეარატი.კაფსულა (ჟელატინი, E171)

გამოყენების სფერო:

ლინდაკალცი ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატია რომელიც შეიცავს ორგანიზმის მიერ ყველაზე შეთვისებად კალციუმს - Albion - ის ამინომჟავა კალციუმის ქელატის ფორმას და ვიტამინ D3 - ს. ორ ყველაზე მნიშვნელოვან ნივთიერებას რომელიც რეკომენდირებულია ძლიერი და ჯანმრთელი სტრუქტურის ძვლებისა და კბილებისათვის!

ლინდაკალცში შემავალი კალციუმი შეიწოვება ორგანიზმის მიერ რამოდენიმეჯერ უფრო უკეთესად ვიდრე სხვა ტრადიციული კალციუმის პრეპარატებიდან (მაგ, კალციუმის კარბონატის შემცველი) . ეს შესაძლებელი გახდა უნიკალური მინერალო-ქელატური ტექნოლოგიით, რომელიც შექმნა Albion Laboratories Institute.-მა. კალციუმის ქელაციის პროცესი არა მარტო აძლიერებს მინერალის შეთვისების ხარისხს,არამედ ამცირებს არასასურველი რეაქციების განვითარების რისკებს სხვა მინერალებთან. ვიტამინი D3 აგრეთვე აძლიერებს კალციუმის ბიოშეღწევადობას.

კალციუმი:

. ჯანმრთელი ძვლების,კბილების და ღძილების აუცილებელი მინერალია!

. განსაზღვრავს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შესაბამის ფუნქციონირებას!

. განაპირობებს ნორმალურ ნეიროტრანსმისიას!

. მონაწილეობს კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციონირებაში (ჰიპოკალცემია ხშირად იწვევს კუნთების სპაზმს და კრუნხვის ეპიზოდებს)

. ხელს უწობს ნორმალური მეტაბოლიზმის შენარჩუნებას!

. ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებს!

. მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში!

კალციუმის ნორმალურ დონეზე ორგანიზმში შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქალებში მენოპაუზის დროს,როდესაც მცირდება ქალის ჰორმონების გამოყოფა,რასაც თან სდევს ძვლების სიმკვრივის შემცირება.

კალციუმის არასაკმარისი მიღება აჩენს დიდ რისკს ძვლოვანი სისტემის ნორმალური განვითარებისათვის,იზრდება ოსტეოპოროზის განვითარების რისკი,განსაკუთრებით ბავშვებში და ახალგაზრდებში 35 წლამდე.

ვიტამინი D3:

. კალციუმის და ფოსფორის სრულყოფილი შეთვისებისათვის აუცილებელი ვიტამინია!

. ხელს უწყობს კალციუმის ნორმალური დონის შენარჩუნებას სისხლში!

. აუცილებელი ელემენტია ჯანმრთელი ძვლებისა და კბილების შენარჩუნებისთვის!

. ხელს უწყობს კუნთოვანი სისტემის შესაბამისად ფუნქციონირებას!

. ხელს უწყობს იმუნური სისტემის ფუნქიონირებას!

ვიტამინი D3 ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ორგანიზმში კალციუმის ცვლის რეგულაციაში.მისი ძირითადი ფუნქციაა კალციუმის შეთვისება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ.ხელს უშლის იმ ჰორმონების გამოყოფას რომლებიც იწვევენ ძვლების დესტრუქციას. ვიტამინ D3 ის დეფიციტი ძალიან საშიშია,ის იწვევს რაქიტის განვითარებას ბავშვებში და მოზარდებში.ორსულებში და მეძუძურ დედებში კალციუმის დეფიციტი იწვევს ოსტეომალაციას,მოხუცებში კი სწრაფი დემინერალიზაცია მყიფეს ხდის ძვლოვან ქსოვილს რაც ძალიან ზრდის ტრავმების რისკს!

მიღების რეჟიმი:

1 კაფულა დღეში ჭამის შემდეგ ან ექიმის რეკომენდაციით. კალციუმის დღის სრული დოზის მისაღებად 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ!

ლინდაკალცის მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 10-30 დღე!

არ შეიძლება დღის დოზის გადამეტება!

უკუჩვენება:

ბიოლოგიურად აქტიური კვების დანამატის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.

გამოყენების ვადა:

24 თვე გამოშვების თარიღიდან. არ გამოიყენება ვადის გასვლის პერიოდის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:

30 კაფსულა. 15 კაფსულა თითო ბლისტერზე. კოლოფში 2 ბლისტერი.

გაცემის პირობები:

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები:

უნდა შევინახოთ მშრალ,სინათლისაგან დაცულ ადგილზე,შენახვის ადგილზე ტემპერატურა არა უმეტეს 25°C. შევინახოთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილზე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ლინდაკალცი 30 კაფსულა
  • სახელი: ლინდაკალცი 30 კაფსულა
PSP 35.65 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა