ინჰალიპტი H - Ingalipt H
ინჰალიპტი H - Ingalipt H

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ინგალიპტ- N

INGALIPT - N

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ინგალიპტ- N

მოქმედი ნივთიერებები (საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება): სტრეპტოციდი ხსნადი, სულფათიაზოლი ნატრიუმის ჰექსჰიდრატი.

სამკურნალო ფორმა: სპრეი პირის ღრუსთვის.

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერებები: სტრეპტოციდი ხსნადი, სულფათიაზოლის ნატრიუმის ჰექსაჰიდრატი;

1 ბალონი შეიცავს: სტრეპტოციდი ხსნადი 0,75 გ, სულფათიაზოლის ნატრიუმის ჰექსაჰიდრატი 0,75 გ.

დამხმარე ნივთიერებები: თიმოლი, ბაღის პიტნის ზეთი, ევკალიპტის ზეთი, გლიცერინი, ეთანოლი 96%, პოლისორბატი 80, საქაროზა, წყალი გაწმენდილი.

აღწერა: გამჭირვალე სითხე ღია ყვითელი ფერიდან მუქ-ყვითელ ფერამდე, სპეციფიური სუნით.

ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: რესპირატორულ სისტემაზე მოქმედი საშუალებები. ყელის დაავადებების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები. ანტისეპტიკები. სხვადასხვა ანტისეპტიკები.

**ფარმაკოლოგიური თვისებები **

ფარმაკოდინამიკა

ინგალიპტ-N ახდენს ანტიბაქტერიულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, აგრეთვე აქვს გამაგრილებელი და ყურადღების გადამტანი მოქმედება. მითითებული ფარმაკოლოგიური თვისებების ერთობა უზრუნველყოფს ზედა სასუნთქი გზებისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებების კომპლექსურ პათოგენეტიკურ თერაპიას. ინგალიპტ-N არ ახდენს ულცეროგენულ და ზოგად ტოქსიკურ მოქმედებას ორგანიზმზე.

ფარმაკოკინეტიკა

ინგალიპტ-N განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისთვის და ქმნის თერაპიულ კონცენტრაციას უმთავრესად ანთების კერაში. სისტემურ სისხლის მიმოქცევაში ნაწილობრივ შეიწოვება სულფანილამიდები (სტრეპტოციდი ხსნადი და სულფათიაზოლი ნატრიუმის), რომლებიც უკუუკავშირდებიან სისხლის ცილებს: სტრეპტოციდი ხსნადი 12-14%-ით, სულფათიაზოლი ნატრიუმის -55%-ით. ბიოტრანსფორმაციის პროცესში წამოიქმნება სულფანილამიდების აცეტილირებული ფორმები, რომელთა სახით ხდება მათი გამოყოფა თირკმლებით. ხსნადი სტრეფტოციდის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10 საათს, ნატრიუმის სულფატიაზოლის - 1,2 საათი.

ჩვენებები

ლორ-ორგანოებისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების (ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, აფთოზური და წყლულოვანი სტომატიტი) ადგილობრივი მკურნალობა.

გამოყენების წესი და დოზები

ზრდასრულებმა და ბავშვებმა 3 წლის ასაკიდან უნდა გამოიყენონ ადგილობრივად პირის ღრუს და ცხვირ-ხახის ლორწოვან გარსებზე შესხურების გზით.

ზრდასრულებმა შესხურება უნდა ჩაიტარონ 3-4-ჯერ დღე-ღამეში.

ბავშვებმა 3 წლის ასაკიდან შესხურება უნდა ჩაიტარონ 1-2-ჯერ დღე-ღამეში, თუ არ არსებობს ექიმის განსაკუთრებული მითითებები.

პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე, და, როგორც წესი, შეადგენს 3-10 დღე-ღამეს.

გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე!

ბალონის გამოყენების წესი.

1. ბალონს მოხსენით დამცავი თავსახური.

2. ჩამოაცვით ბალონზე ყელის საცმი (საფრქვევი), რომელიც მოყვება ბალონს, წინასწარ დარწმუნდით მის სისუფთავეში.

3. რამდენჯერმე შეანჯღრიეთ ბალონი და განახორციელეთ არაუმეტეს 7 დაჭერა საცმზე დისპერსული ნაკადის გამოჩენამდე. ნებადართულია ნაკადის არარსებობის შემთხვევაში მოქმედების კიდევ ერთხელ განხორციელება.

4. საფრქვევის თავისუფალი კიდე შეიყვანეთ პირის ღრუში, და, ბალონის ვერტიკალურ მდგომარეობაში შენარჩუნებით, დააჭირეთ საფრქვევის თავაკს. შესხურების ერთ სეანსზე ხორციელდება პრეპარატის 2-3 შესხურება.

5. შესხურების შემდეგ მოხსენით საფრქვევი ბალონის შტოკიდან და დაახურეთ ბალონს დამცავი თავსახური, დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

6. საფრქვევი შეინახეთ სისუფთავეში, პრეპარატის გამოყენების შემდეგ გამორეცხეთ თბილი წყლით შემდგომი გაშრობით თბილ ადგილას.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი, ანამნეზში სულფანილამიდებზე მძიმე ტოქსიკურ-ალერგიული რეაქციების არსებობა.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატი, როგორც წესი, გადაიტანება კარგად, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია:

იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით, ბრონქოსპაზმი.

კანის მხრივ: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, შეშუპება კონტაქტის ადგილას.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ადგილობრივი ეფექტები (გულძმარვა პირში, „ბურთის გაჩხერის“ და ფხაჭნის შეგრძნება ყელში).

სხვა: საერთო სისუსტე, სუნთქვის გაძნელება.

რაიმე სახის არასასურველი მოვლენების ან უჩვეულო რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში გაესაუბრეთ ექიმს პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან

თუ თქვენ იღებთ რაიმე სხვა სამკურნალო საშუალებებს, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით!

შესაძლებელია პრეპარატის მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედების შესუსტება პრეპარატებთან - პარაამინობენზოის მჟავას წარმოებულებთან (ნოვოკაინი, ანესთეზინი, დიკაინი) ერთდროულად გამოყენების დროს.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის გამოყენებამდე ალერგიისადმი მიდრეკილმა პაციენტებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან!

ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ გამოიყენოთ პრეპარატი დადგენილ ვადაზე მეტ ხანს!

აუცილებლად აცნობებთ ექიმს ამ ჯგუფის პრეპარატების მიღებისას განვითარებული წინა რეაქციის შესახებ.

არ დაუშვათ პრეპარატის მოხვედრა თვალებში.

პირველ გამოყენებამდე განახორციელეთ არაუმეტეს 7 დაჭერა საცმზე დისპერსული ნაკადის გამოჩენამდე. ნებადართულია ნაკადის არარსებობის შემთხვევაში მოქმედების კიდევ ერთხელ განხორციელება.

პრეპარატის გამოყენებამდე რეკომენდირებულია პირის ღრუს გამოვლება თბილი ანადუღარი წყლით. პირის ღრუს დაზიანებული უბნებიდან (წყლულები, ეროზიები) სტერილური ტამპონების მეშვეობით მოცილებულ უნდა იქნას ნეკროზული ნადები.

პირის ღრუში პრეპარატის შესხურების შემდეგ თავი შეიკავეთ საკვების მიღებისგან 15-30 წუთის განმავლობაში.

შესხურების შემდეგ მოხსენით საფრქვევი ბალონის შტოკიდან და გარეცხეთ თბილი წყლით. დაახურეთ ბალონს დამცავი თავსახური, დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

პრეპარატის ბავშვებში გამოყენების დროს გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატის ერთჯერადი დოზა, რომლის შესხურება ხდება 1-2 შესხურებით, შეიცავს 0,0076-0,0152 მლ ეთანოლს (96%), რაც ერთჯერადი მიღებისას შეადგენს: 3-5 წლის ბავშვებისთვის (სხეულის მასა 15-21 კგ) 0,0004-0,0013 მლ/კგ, 6-12 წლის ბავშვებისთვის (სხეულის მასა 21-38 კგ) 0,0002-0,0007 მლ/კგ.

ვინაიდან წარმოდგენილი სამკურნალო საშუალება შეიცავს საქაროზას, პაციენტებმა ფრუქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობით, გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომით ან საქაროზა-იზომალტოზის უკმარისობით არ უნდა მიიღონ აღნიშნული პრეპარატი.

**გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს **

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს შესაძლებელია ექიმის კონტროლის ქვეშ, სარგებლის/რისკის ბალანსის შეფასებით და პრეპარატის დოზირების რეჟიმის მკაცრი დაცვით.

**ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს რეაქციის სისწრაფეზე მოქმედების შესაძლებლობა **

პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებებზე და მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე, მაგრამ ავტოტრანსპორტის მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ ალკოჰოლზე გამოკვლევის შედეგების შესაძლო ცდომილება.

**ბავშვები **

არ გამოიყენოთ პრეპარატი 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. სიფრთხილით გამოიყენება 3 წლის ასაკიდან ბავშვებისთვის რეფლექტორული ბრონქოსპაზმის განვითარების შესაძლებლობის გამო, რომელიც განპირობებულია ევკალიპტის და ბაღის პიტნის ზეთების შემცველობით. ბავშვების მკურნალობა უნდა განხორციელდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

**ჭარბი დოზირება **

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის აღწერილი. შესაძლებელია გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, პირის ღრუს გამორეცხვა თბილი ანადუღარი წყლით.

თერაპია სიმპტომური.

გამოშვების ფორმა. 30 გ ალუმინის ბალონში საფრქვევით და დამცავი თავსახურით.

ვარგისიანობის ვადა. 2 წელი.

აკრძალულია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ტემპერატურაზე არაუმეტეს 25ºC.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ცეცხლისგან მოშორებით.

გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Ingalipt H - ინჰალიპტი H 30მლ აეროზოლი
  • სახელი: Ingalipt H - ინჰალიპტი H 30მლ აეროზოლი
PSP 4.42 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა