სეპტოლეტე - Septolete
სეპტოლეტე - Septolete

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით 3 მგ/1 მგ საწუწნი ტაბლეტი

ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი /ცეტილპირიდინიუმის ქლორიდი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.

- შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ფარმაცევტს.

- ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში. იხილეთ ნაწილი 4.

- მიმართეთ ექიმს, თუ 3 დღის შემდეგ თუ არ გრძნობთ გაუმჯობესებას ან თუ თავს უარესად გრძნობთ.

მოცემული ლიფლეტი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  1. რას წარმოადგენს სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით და რისთვის გამოიყენება

  2. რა უნდა ვიცოდეთ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით მიღებამდე

  3. როგორ უნდა მივიღოთ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით

  4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

  5. როგორ უნდა იქნას შენახული სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით

  6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით და რისთვის

გამოიყენება

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით შეიცავს ბენზიდამინის ჰიდროქლორიდის და ცეტილპირიდინიუმის ქლორიდის აქტიურ ნივთიერებას.

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით ტაბლეტები წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ და ანტისეპტიურ საშუალებას ადგილობრივი პერორალური გამოყენებისთვის. სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით ახდენს პირის ღრუს და ყელის დეზინფექციას, ისეთი ანთების ნიშნების შემცირებას, როგორიცაა ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, წვა, აღადგენს ყელის დარღვეულ ფუნქციებს.

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით გამოიყენება ყელის ტკივილის სიმპტომების სამკურნალოდ, რომელიც დაკავშიარებულია პირის ღრუსა და ყელში არსებულ მსუბუქ ინფექციებთან (მათ შორის გინგივიტი და ფარინგიტი).

მიღებიდან 3 დღის შემდეგ, თუ არ იგრძნობთ გაუმჯობესებას ან გრძნობთ გაუარესებას მიმართეთ ექიმს.

2. რა უნდა ვიცოდეთ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლითმიღებამდე

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლითარ გამოიყენოთ:

– თუ გაქვთ ალერგია ბენზიდამინის ჰიდროქლორიდზე, ცეტილპირიდინიუმის ქლორიდზე ან ამ პრეპარატის სხვა ინგრედიენტებზე (ჩამოთვლილია მე–6 ნაწილში)

– ასევე 6 წლამდე ბავშვებში.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ მიიღოთ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით7 დღეზე მეტ ხანს. მიღებიდან 3 დღის შემდეგ თუ სიმპტომები გაუარესებდება ან არ შემსუბუქდება, ან თუ თავს იჩენს სხვა სიმპტომები, როგორიცაა, მაგალითად სიცხე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ადგილობრივი პრეპარატების მიღებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროის მანძილზე, შესაძლოა გამოიწვიოს მგრძნობელობის მომატება, რა დროსაც უნდა შეწყდეს მკურნალობა და შესაფერისი თერაპიის შესარჩევად საჭიროა გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია.

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით მიღება არ შეიძლება ანიონურ ნაერთებთან კომბინაციაში. მაგალითად ისეთი, რომლებსაც შეიცავს კბილის პასტები, ამიტომ წამლის მიღების შემდეგ არ არის რეკომენდირებული მაშინვე კბილების გაწმენდა.

მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება:

– ამ პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ ხართ ალერგიული სალიცილატების (მაგ. აცეტილსალიცილილი და სალიცილის მჟავა) ან სხვა ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებლების მიმართ, რომლებიც ცნობილია, როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAIDs).

– თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ბრონქული ასთმა. ამ შემთხვევაშიც საჭიროა სიფრთხლის ზომების დაცვა.

** ბავშვები და მოზარდები**
სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით მიღება არ შეიძლება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სხვა მედიკამენტები და სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით

თუ იღებთ, ან უკანასკნელ პერიოდში იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა რომელიმე პრეპარატი აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით მიღების დროს არ გამოიყენოთ სხვა ანტისეპტიური საშუალებები.

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

არ მიიღოთ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლითრძესთან ერთად, რადგან რძე ამცირებს მის ეფექტურობას.

არ მიიღოთ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით საკვების და სითხის მიღებამდე, ასევე საკვების და სითხის მიღების დროს. სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით მიღების შემდეგ, სულ მცირე ერთი საათის განმავლობაში არ მიირთვათ საკვები და სითხე.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან აპირებთ ბავშვის ყოლას, წამლის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში.

ძუძუთი კვების საკითხი განიხილეთ თქვენს ექიმთან, რომელიც გადაწყვეტს უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება თუ შეაჩეროთ მკურნალობა სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით შეივავს იზომალტს (E953), ბუთილირებულ ჰიდროქსიანიზოლს (E320), ნატრიუმის ბენზოატს (E211)

თუ გაფრთხილებული ხართ თქვენი ექიმის მიერ, რომ გაქვთ არა ტოლერანტობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

ბუთილირებულმა ჰიდროქსიანიზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი კანის რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი), ან თვალის და ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.

ეს პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს 0,00075 მგ თითოეულ საწუწნ ტაბლეტში და მან შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი გაღიზიანება.

3. როგორ უნდა მივიღოთ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით

აღნიშნული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია წინამდებარე ლიფლეტში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები

რეკომენდებული დოზა არის 3–4 საწუწნი ტაბლეტი დღეში. ტაბლეტი ნელა უნდა გაიხსნას პირის ღრუში და მიიღოთ ყოველ 3–6 საათში.

მოზარდები 12 წლის ზემოთ

რეკომენდებული დოზა არის 3–4 საწუწნი ტაბლეტი დღეში. ტაბლეტი ნელა უნდა გაიხსნას პირის ღრუში და მიიღოთ ყოველ 3–6 საათში.

ბავშვები 6–დან 12 წლამდე

რეკომენდებული დოზა არის 3 საწუწნი ტაბლეტი დღეში. ტაბლეტი ნელა უნდა გაიხსნას პირის ღრუში და მიიღოთ ყოველ 3–6 საათში.

6 წლამდე ასაკის ბავშვები

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით მიღება არ შეიძლება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

არ მიიღოთ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით საკვების და სითხის მიღებამდე ან საკვების და სითხის მიღების დროს.

წამლის მიღების შემდეგ სულ მცირე ერთი საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სასმელი.

არ არის რეკომენდებული წამლის მიღება კბილების გაწმენდამდე ან გაწმედნისთანავე.

მკურნალობის ხანგრძლივობა

არ მიიღოთ აღნიშნული პრეპარატი 7 დღეზე მეტ ხანს. მიღებიდან 3 დღის შემდეგ, თუ სიმპტომები გაუარესებდება ან არ შემსუბუქდება, ან თუ თავს იჩენს სხვა სიმპტომები, როგორიცაა, მაგალითად სიცხე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ სიმპტომები გაგიმეორდათ ან თუ შეამჩნევთ რაიმე სახის ცვლილებებს დაავადების მახასიათებლებში.

თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით

თუ შემთხვევით მიიღეთ აღნიშნული პრეპარატი ჭარბი დოზით, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

თუ დაგავიწყდათ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

თუ გექნებათ რაიმე დამატებითი კითხვები აღნიშნულ მედიკამენტთან დაკავშირებთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 ადამიანში):

- ჭინჭრის ციება (ურიკარია), კანისმიერი რეაქციის გაზრდა მზის სხივების მიმართ (ფოტომგრძნობელობა),

- ფილტვებში სასუნთქი გზების უეცარი, უკონტროლო შევიწროება (ბრონქოსპაზმი).

ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან 1 ადამიანში):

- ადგილობრივი გაღიზიანება პირის ღრუში, წვის შეგრძნება პირის ღრუში.

უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

- ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა): სერიოზული ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი), რომლის ნიშნები შეიძლება იყოს სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის ტკივილი ან შებოჭილობა და/ან თავბრუსხვევის/სისუსტის შეგრძნებას, კანის ძლიერი ქავილი ან კანის შესიება, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში,

- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წვა, პირის ღრუს ლორწოვანის მგრძნობელობის დაკარგვა (ანესთეზია).

როგორც წესი, ეს გვერდითი მოვლენები გარდამავალია. თუმცა, როდესაც ისინი ჩნდებიან, რეკომენდებულია ექიმთან ან ფარმაცევტთან საუბარი.

პაციენტის საინფორმაციო ფურცელში მოცემული ინსტრუქციის დაცვით თქვენ შეამცირებთ გვერდითი ეფექტების რისკს.

**მოხსენება გვერდითი ეფექტების შესახებ **

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შესაძლებელია იყოს ისეთი მოვლენაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ჩანართში.

გვერდითი ეფექტების ინფორმირებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

5. როგორ უნდა იქნას შენახული სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით

შეინახეთ წინამდებარე პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

სინათლისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალი შეფუთვით.

აღნიშნულ სამედიცინო პროდუქტს არ ჭირდება რაიმე სპეციალური ტემპერატურული შენახვის პირობები. არ გადაყაროთ მედიკამენტები გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. პრეპარატის უტილიზაციისთვის, რომელსაც აღარ იყენებთ, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ამგვარი ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით

- აქტიური ნივთიერებებია: ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი და ცეტილპირიდინიუმის ქლორიდი. თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 3 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს და 1 მგ ცეტილპირიდინიუმის ქლორიდს.

- სხვა ინგრედიენტებია: პიტნის ზეთი, ლევომენთოლი, სუკრალოზა (E995), ლიმონმჟავა (E330), იზომალტი (E953), ციტრუსის არომატიზატორი (შეიცავს ბუტილირებულ ჰიდროქსიანიზოლს (E320) ანწლის არომატოზატორი, კურკუმინი (E100) (შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს (E211), ქლოროფილინის სპილენძის კომპლექსი (E141), იხილეთ მე-2 ნაწილი „სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით შეიცავს იზომალტს (E953), ბუტილირებულ ჰიდროქსიანიზოლს (E320), ნატრიუმის ბენზოატს (E211))“.

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი

მრგვალი ტაბლეტი, დამრეცი კიდეებით, უხეში ზედაპირით, ღია მწვანედან-მწვანე ფერამდე. შეიძლება აღინიშნებოდეს თეთრი ლაქები, არათანაბარი შეფერილობა, ჰაერის ბუშტები "მყარ კანფეტის" მასაში და პატარა დაკბილული კიდეები. საწუწნი ტაბლეტის დიამეტრი: 18,0 მმ – 19,0 მმ. სისქე: 7.0 მმ-8.0 მმ.

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონით და ანწლით 8, 16, 24, 32 ან 40 საწუწნი ტაბლეტი ბლისტერში მოთავსებულია ყუთში. ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს განთავსებული ბაზარზე

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Septolete - სეპტოლეტე ექსტრა ლიმონი და ანწლი 16 ტაბლეტი
  • სახელი: Septolete - სეპტოლეტე ექსტრა ლიმონი და ანწლი 16 ტაბლეტი
PSP 13.27 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა