ევა ინტიმა მენო-კონტროლი - Eva Intima Meno-Control
ევა ინტიმა მენო-კონტროლი - Eva Intima Meno-Control

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ევა ინტიმა მენო-კონტროლი

ვაგინალური კრემი

აღადგენს და ხელს უწყობს საშოს, პერიგენიტალური და პერინეალური ქსოვილების ელასტიურობას.

ევა ინტიმა მენო-კონტროლი, ვაგინალური კრემი კოლაგენის შემცველობის გამო, რომელიც წარმოადგენს პერინეალური შემაერთებელი ქსოვილის მთავარ სტრუქტურულ კომპონენტს, აღადგენს საშოს, პერიგენიტალური და პერინეალური ქსოვილების ელასტიურობას/დრეკადობას/მოქნილობას. ჰიალურონის და ანტიოქსიდანტური კომპონენტების (ვიტამინი B3, C, E) შემცვლობა უზრუნველყოფს ქსოვილების დამატებით დაცვას.ევა ინტიმას ვაგინალური კრემის ერთდროული გამოყენება მენჯის ვარჯიშებთან (კეგელის ვარჯიშები) ერთად აძლიერებს კუნთოვან ტონუსს და ზოგადად, ზრდის მგრძნობიარე მიდამოების მექანიკურ სიძლიერეს.

დოზირება:

დასაწყისში: თითო აპლიკატორი დღეში ერთხელ 7 დღე.

შემდგომში: 1 აპლიკატორი კვირაში 2-3 -ჯერ 11 თვე

სასურველია კურსის გამეორება წელიწადში 2-3 ჯერ

ინსტრუქცია:

1. გამოყენების წინ დაიბანეთ ხელები

2. დაიჭირეთ ტუბი ფართო ბოლოთი იატაკის მიმართულებით, შეანჯღრიეთ რამოდენიმეჯერ, ისე, რომ შიგთავსი გადავიდეს თავაკისკენ

3. გეჭიროთ ტუბი თავაკით ქვევით და მოხსენით თავსახური

4. თავაკი მოათავსეთ ღრმად საშოში, უმჯობესია იწვეთ და მოუჭირეთ ტუბს ხელი მაგრად, რათა შოგთავსის უმეტესი ნაწილი გადმოიღვაროს. გამოიღეთ ტუბი ხელმოჭერილ მდგომარეობაში

5. ტუბში დარჩენილი რაოდენობა ნაზი, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ბაგეებზე და პერინეალურად. გამოყენების შემდეგ გადააგდეთ ტუბი

სიფრთხილის ზომები:

· მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის

· არ გამოიყენოთ ჭრილობების და გაღიზიანების დროს

· შეინახეთ მშრალ, გრილ (15 – 25 °C) ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

· არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ

· გვერდითი მოვლენების გაჩენისთანავე შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს

· არ გამოიყენოთ, თუ თქვენ გაქვთ ალერგია შემადგენელი კომპონენტების მიმართ

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Eva Intima - ევა ინტიმა მენო-კონტროლი ვაგინალური კრემი 10 ტუბი
  • სახელი: Eva Intima - ევა ინტიმა მენო-კონტროლი ვაგინალური კრემი 10 ტუბი
PSP 61.92 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა