ეპიდერმი - Epiderm
ეპიდერმი - Epiderm

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ეპიდერმ-X

** შიგთავსი **: 75მლ

ალანტოინი -75 მლ 5 %
ნანო იონიზირებული ვერცხლი -75მლ/35ppm
ჰიპოქლორიტი ( HCLO)-0.05 %
ქაცვის ზეთი 35 %
ზეითუნის ზეთი -10
დამხმარე ნივთიერებები : გაწმენდილი წყალი ,ნატრიუმის ბენზოატი, პოლისორბატი 20.

ალანტოინი არის აქტიური ნივთიერება კერატოლიზური ,დამატენიანებელი ,დამამშვიდებელი ,გაღიზიანების საწინააღმდეგო თვისებებით . ხელს უწყობს ეპიდერმისის უჯრდების განახლებას და აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას ,ალანტოინი არის უსაფრთხო და არაგამაღიზიანებელი ,უაღრესად თავსებადია კანთან და კოსმეტიკურ ნედლეულთან , მას არ აქვს გვერდითი რეაქციები და ტოქსიკურობა.ალანტოინი არის ძლიერ აღმდგენი ,უჯრედების განახლებადი ნივთიერება და ხელს უწყობს ნაწიბუროვანი ქსოვილების აღდგენას .მას აქვს მაღალი ეფექტი კანზე ლაქების მოსაშორებლად ,ის ეხმარება დამწვრობას ნაწიბურების მოცილებას ოპერაციის შემდგომ ნაკერ ადგილებზე.

ვერცხლი იონების სახით მეტად აქტიურად მოქმედებენ სხვა სახის იონებთან და მოლეკულებთან . მისი მცირე კონცენტრაცია სასარგებლოა, რადგანაც ის ანადგურებს ბევრ ავადმყოფობის გამომწვევ ბაქტერიებს . დადგენილია ასევე ,რომ ვერცხლის იონების მცირე კონცეტრაცია ხელს უწყობს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის ამაღლებას სხვადასხვა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ.

ჰიპოქლორიტი გამოიყენება კანის სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ,კვლევამ დაადასტურა რომ მკურნალობის 20 წუთის შემდეგ სტაფილოკოკური ბაქტერიების რაოდენობა შემცირდა 99% ით .

ქაცვის ზეთი -შემადგენლობაში შემავალი დამატენიანებელი ინგრედიენტების გამო ქაცვის ზეთი არ აშრობს კანს.

წყალთან შეხებისას ზეთი გადაიქცევა მსუბუქ თეთრ ემულსიად, რომელიც მთლიანად წმენდს კანს, არ ტოვებს სიმშრალის შეგრძნებას.

ზეითუნის ზეთი-ზეითუნის ზეთი მაღალი კონცენტრაცია ახდენს კანზე დადებით გავლენას. ზეთი ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას,ზეთისხილის ზეთი მთლიანად ჰიპოალერგიულია

გამოყენების ჩვენებები:

გამოიყენება კანის სხვადასხვა დაავადებების დროს.

უკუჩვენებები :

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნებიმიერი კომპონენტის მიმართ .

გამოყენების წესი და დოზირება :

გელი წაისვით საჭირო ადგილას 2-3 დღეში.

შეფუთვის ფორმა : 75 მლ პლასტმასის ფლაკონში ,მუყაოს კოლოფში

შენახვის პირობები :

ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე მშრალ სინათლისგან დაცულ ,ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

ვარგისიანობის ვადა 3 წელი

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ეპიდერმი X გელი 75მლ
  • სახელი: ეპიდერმი X გელი 75მლ
PSP 34.73 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა