გევისკონი ორმაგი მოქმედება - Gaviscon Double Action
გევისკონი ორმაგი მოქმედება - Gaviscon Double Action

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

** გევისკონი ორმაგი მოქმედების 500 მგ+ 213 მგ+ 325 მგ/10 მლ ორალური სუსპენზია**

განკუთვნილია პირის გზით (ორალურად) მისაღებად.

მოქმედი ნივთიერებები:
ნატრიუმის ალგინატი - 500 მგ /10 მლ

ნატრიუმის ბიკარბონატი - 213მგ/10 მლ

კალციუმის კარბონატი - 325 მგ/10მლ

დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ნატრიუმის საქარინი, ქსანტანის რეზინა, პიტნის არომატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და სუფთა წყალი.
აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართოთ.
აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს და ან საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი და ან დაბალი დოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

1.რა არის და რისთვის გამოიყენება გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია?
2.გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
3.როგორ გამოიყენება გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია?
4.რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
5.გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის შენახვა

1.რა არის და რისთვის გამოიყენება გავისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია?
გევისკონი ორმაგი მოქმედებით - ეს არის პიტნის არომატის სურნელის მქონე, კრემისფერი ფერის მასა, რომლის შენჯღრევისას მიიღება ჰომოგენური სუსპენზია.

სუსპენზიის თითოეული 10 მლ ერთჯერადი დოზის სახით შეიცავს შემდეგ მოქმედ ნივთიერებებს: 500 მგ ნატრიუმის ალგინატს, 213 მგ ნატრიუმის ბიკარბონატს და 325 მგ კალციუმის კარბონატს. სუსპენზია წარმოდგენილია 200 მლ მინის ბოთლში.

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია- კვების ჯერის შემდეგ და ან ორსულობის დროს განვითარებული მჟავიანობის მომატების შედეგად განვითარებული დისკომფორტის/ჩივილების, პირის ღრუში მჟავიანობის შეგრძნების (მჟავის რეგურგიტაცია), კუჭის და ან მკერდის არეში წვის შეგრძნების, კუჭის შიგთავსის საყლაპავში უკან დაბრუნებასთან (გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი)დაკავშირებული ჩივილების სამკურნალოდ გამოიყენება.

აღნიშნული წამალი ორი ანტაციდური და ერთი ალგინატური ნივთიერების კომბინაციისგან შედგება, წამლის მოქმედება სრულად ფიზიკური მოქმედებისაა.

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის მიღების შემდეგ- სუსპენზია კუჭის წვენთან ურთიერთქმედებაში შედის, ამ ურთიერთქმედების შედეგად კი კუჭში მოძრავი ნეიტრალური PH-ის მქონე გელი წარმოიქმნება. აღნიშნულის წყალობით კუჭის მჟავე შიგთავსის საყლაპავში გადასვლა (გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი) მცირდება. მძიმე შემთხვევებში ეს გელი საყლაპავ მილში გადადის და კუჭის შიგთავსის საყლაპავის კედელთან კონტაქტს ხელს უშლის, ლორწოვანს გაღიზიანებისგან იცავს და გამოჯანმრთელებას უზრუნველყოფს.

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია-კუჭის მჟავიანობის და ნაღვლის წვენის საყლაპავში რეფლუქსით განპირობებული ტკივილის, კუჭის წვენის რეფლუქსის დათრგუნვის და მჟავიანობის შემცირების მიზნით გამოიყენება.

2.გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ, ამ წამლის შემადგენელი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ, ეს წამალი არ გამოიყენოთ.

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება, ექიმმა მკურნალობის გეგემა სიფრთხილით უნდა შეადგინოს:
თუ, მარილის შეზღუდვის შემცველ დიეტაზე ხართ,
თუ, თირკმლების და ან გულის უკმარისობა გაქვთ და ან წარსულში გქონდათ (ზოგიერთი მარილი მსგავს მდგომარეობებზე შეიძლება ზემოქმედებას ახდენდეს),
თუ, კუჭში მჟავიანობის დონე ძალიან დაბალია ( აღნიშნულ მდგომარეობაში წამლის მოქმედების ეფექტი შეიძლება შემცირდეს),
თუ, თირკმლების მძიმე უკმარისობა გაქვთ და ან სისხლში ფოსფატების დონე დაბალია (ჰიპოფოსფატემია),
თუ, შვიდი დღის შემდეგ დაავადების ნიშნები არ შემცირდება,
თუ, ღებინების და ან დიარეის გამომწვევი ნაწლავთა ინფექცია გაქვთ და ან თირკმლების უკმარისობაზე ეჭვის მქონე ბავშვებთან გამოყენება იგეგმება.
ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

პრეპარატის 20 მლ-იანი დოზა 10.06 მმოლ ნატრიუმს და 6.5 მმოლ კალციუმს შეიცავს. დიეტის გამო შეზღუდულ კვებაზე მყოფ ავადმყოფებმა, ამ წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის ექიმს უნდა მიმართონ.

12 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობის დროს, ამ წამლის გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ არის რეკომენდირებული.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

წამლის საჭიროზე მეტი დროით გამოყენებას მოერიდეთ.

როგორც დანარჩენი ანტაციდების შემთხვევაში, გავისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიიის გამოყენებამ შეიძლება ძირითადი დაავადების, უფრო მძიმე სამედიცინო მდგომარეობების მასკირება განაპირობოს.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვებსა და სასმელთან ურთიერთქმედება არ ახასიათებს.

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია- ორსულობის პერიოდში მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში მიიღეთ. ორსულობის პერიოდში გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის მიღება ხანგრძლივი პერიოდით, ექიმის მიერ რეკომენდირებულ რაოდენობაზე მეტი დოზით და ან სხვა წამლებთან ერთად არ არის რეკომენდირებული.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვების პერიოდში ამ წამლის გამოყენება ნებადართულია.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე უარყოფითად არ მოქმედებს.

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტი მეთილ პარაბენს (E218) და პროპილ პარაბენს (E216) შეიცავს, რამაც შეიძლება ალერგიული რეაქციების (სავარაუდოდ გვიანი ალერგიული რეაქცია) გამოვლინება განაპირობოს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

სხვა წამლებთან ერთად გამოყენებისას, გავისკონის და ან სხვა გამოყენებული წამლის მოქმედების ეფექტი შეიძლება შეიცვალოს. ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებსა და გავისკონის გამოყენებას შორის საჭიროა 2 საათიანი შუალედური ინტერვალის დაცვა.

ტეტრაციკლინები, ნორფლოქსაცინის მსგავსი ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები (ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება),
რკინის შემცველი წამლები,
პენიცილამინი (შარდში სპილენძის გამოყოფის მომატების განმაპირობებელი იონების შემაკავებელი),
კეტოკონაზოლი (სოკოვანი ინფექციის სამკურნალო),
ატენოლოლი, მეტოპროლოლი, პროპანოლოლის მსგავსი ბეტა-ბლოკერები და დიგოქსინი (გულის დაავადებების სამკრუნალოდ გამოიყენება)
ნეიროლეპტიკები (ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება)
გლუკოკორტიკოიდები (ჰორმონალური წამალი)
ქლოროქინი (მალარიის სამკურნალოდ გამოიყენება)
ბიფოსფონატები (ძვლის დაშლის სამკურნალოდ გამოიყენება)
ესტრამუსტინი (პროსტატის ჯირკვლის სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება)
ანტიჰისტამინები (ალერგიის და ქავილის საწინააღმდეგო წამლები)
ლევოთიროქსინის შემცველი წამლების გავისკონთან ერთად მიღებისას, შეწოვის პროცესი ირღვევა, ამიტომ ამ ორ წამალს შორის ინტერვალი სულ ცოტა 4 საათი უნდა იყოს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

3.როგორ გამოიყენება გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია?
წამალი, ყოველთვის ექიმის რეკომენდაცის შესაბამისად მიიღეთ. წამალი ყოველდღე, რეგულარულად გამოიყენეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის და გადამოწმებისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

წამალი, პირის გზით გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. გამოყენებამდე სუსპენზია კარგად შეანჯღრიეთ.

ზრდასრულებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის დოზირება:

პრეპატატი მიიღება: საკვების მიღების შემდეგ და დაწოლისას 10-20 მლ (2-4 დესერტის კოვზი). (დღეში ჯამურად 4 დოზა).

გამოყენების გზა და მეთოდი:

წამალი, პირის გზით გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. გამოყენებამდე წამალი კარგად შეანჯღრიეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

12 წლამდე ასაკის ბავშვებში, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად გამოიყენება.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებში დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების / ღვიძლის უკმარისობა:

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობა არ აღინიშნება.

თუ,ფიქრობთ, რომ გავისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, წამლის არასასურველი გვერდითი ეფექტები და სიმძიმე შეიძლება მოიმატოს.

მოვლენები, რომელიც გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ექიმის კონსულტაციის გარეშე, მკურნალობა არ შეწყვიტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადების ნიშნები შეიძლება კვლავ გამოვლინდეს.

თუ, გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის გამოყენება დაგავიწყდებვათ:

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

4.რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, გავისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

სხეულის რომელიმე ნაწილში მზარდი სიწითლეების განვითარება
ხელების, ფეხების, კოჭების, სახის და ტუჩების შეშუპება და ან
განსაკუთრებით, პირის ღრუს და ან ხახის შეშუპება, რაც განაპირობებს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებას
ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გავისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის მიმართ ალერგია გაქვთ, ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა საჭირო გახდეს.

ყველა ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ექიმს აცნობეთ:

(თუ, წამლის რეკომენდირებულ დოზაზე უფრო მეტს გამოიყენებთ):

უცნობი:
-ალკალოზი (სისხლში მჟავიანობის დაცემა), ჰიპერკალცემია(სისხლში კალციუმის რაოდენობის მომატება), მჟავის რებაუნდი (საკვების მიღების შემდეგ კუჭის მჟავიანობის დონის მომატება),

-რძე-ტუტოვანი სინდრომი (რძის ჭარბი რაოდენობით და ხანგრძლივ მიღებასთან დაკავშირებული სისხლში კალციუმის რაოდენობის მომატება, მჟავიანობის დონის შემცირება, სისხლში აზოტის მომატება და თირკმლებში კალციუმის კენჭების ფორმირება)ყველა აღნიშნული ლაბორატორიული კვლევებით დასტურდება.

-ყაბზობა

ყველა აღნიშნული გავისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

გევისკონი ორმაგი მოქმედების სუსპენზიის შენახვა

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <30°C ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ და გრილ ადგილას.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.

მაცივარში არ შეინახოთ და ან არ გაყინოთ.

ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

მინის ბოთლის გახსნის შემდეგ, 6 თვის განმავლობაში გამოყენებული უნდა იქნას.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ გავისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია არ გამოიყენოთ.

თუ, პროდუქტზე და/ და ან შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, გავისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია არ გამოიყენოთ.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Gaviscon - გევისკონი ორმაგი მოქმედება 200მლ
  • სახელი: Gaviscon - გევისკონი ორმაგი მოქმედება 200მლ
PSP 5.53 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა