პერსკინდოლი კლასიკი - Perskindol Classic
პერსკინდოლი კლასიკი - Perskindol Classic

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

პერსკინდოლი® კლასიკი

გელი, სითხე, სპრეი

ინფორმაცია პაციენტისათვის
უნდა მოხდეს ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მედიკამენტი ინიშნება ექიმის მიერ, ან მისი შეძენა შესაძლებელია აფთიაქში ექიმის დანიშნულების გარეშე. მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით, ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად, მისგან საუკეთესო სარგებლის მისაღწევად.
უნდა მოხდეს ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

რას წარმოადგენს პერსკინდოლი კლასიკი და როდის გამოიყენება?

პერსკინდოლი კლასიკი მოწოდებულია თხევადი ფორმით (სითხე, სპრეი) ან გელის სახით და შეიცავს მცენარეულ ეთერზეთებს.
პერსკინდოლი კლასიკი სწრაფად და ნარჩენების გარეშე აღწევს კანში, არ იწვევს მის გაცხიმიანებას; ხელებსა და ტანსაცმელზე არ რჩება ცხიმი.
აქტიურ ნივთიერებებს - ეთერზეთებს და ლევომენთოლს აქვს გამაგრილებელი, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. გარდა ამისა, ისინი იწვევენ სასიამოვნო სითბოს შეგრძნებას, კუნთების მოდუნებასა და ტკივილის მოხსნას.
პერსკინდოლი კლასიკი შეიცავს ლევომენთოლს, რომელიც აუმჯობესებს ადგილობრივად სისხლის მიმოქცევას.

პერსკინდოლი კლასიკი გამოიყენება შემდეგი ჩვენებებით:

- გარეგანი გამოყენების სახით კუნთების სპაზმების, წელისა და კისრის ტკივილის, სახსრების ტკივილის, რევმატული ტკივილის, ტენისტის იდაყვის, ლუმბაგოსა და იშიაზის სიმპტომური მკურნალობა;
- დაჭიმულობის, ღრძობისა და დაჟეჟილობის მკურნალობა;
- სპორტული აქტივობის დაწყებამდე და სპორტული აქტივობის დროს: პერსკინდოლი კლასიკი გამოიყენება კუნთების სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და მოსადუნებლად, ასევე წვივის კუნთების ტკივილისა და სპაზმების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის;
- სპორტული აქტივობის შემდეგ პერსკინდოლი კლასიკი გამოიყენება კუნთებისა და სახსრების მოსადუნებლად, გასაგრილებლად და აღსადგენად.
- შუბლისა და კისრის არეში შეზელვა ხელს უწყობს თავის ტკივილისა და შაკიკის მოხსნას.

როდის არ შეიძლება პერსკინდოლი კლასიკის გამოყენება?

არ გამოიყენება პატარა ბავშვებში ან რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში (იხ. შემადგენლობა).

როდისაა საჭირო სიფრთხილის გამოჩენა პერსკინდოლი კლასიკის გამოყენებისას?

პერსკინდოლი კლასიკი გელი/სითხე/სპრეი შეიცავს ბენზილბენზოატს. ბენზილბენზოატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
პერსკინდოლი კლასიკი გელი შეიცავს პროპილპარაბენს და მეთილპარაბენს. ამ ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიონ (შესაძლოა დაყოვნებული ტიპის) ალერგიული რეაქციები. დაუშვებელია ღია ჭრილობებზე გამოყენება. დაუშვებელია ნახვევის ქვეშ გამოყენება და დაუშვებელია კანის დამუშავებულ ადგილებზე პლასტირების, კომპრესების და ა.შ. გამოყენება. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული თვალებთან ახლოს. არ უნდა იქნას გამოყენებუული ადგილობრივი გამოყენების ორი პრეპარატი ერთდროულად ერთსა და იმავე ადგილას.

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება:
- რომელიმე სხვა დაავადება
- აქვს ალერგია ან
- იღებს სხვა მედიკამენტებს (მათ შორის, ურეცეპტოდ შეძენილ მედიკამენტებს!).

შემთხვევით პატარა ბავშვებში დიდ ფართობზე გამოყენებისას ან გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ შვეიცარიის ტოქსილოგიურ საინფორმაციო სამსახურში მიმართვა (გადაუდებელი სამსახურის ნომერი 145).

პერსკინდოლი კლასიკის გამოყენება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს
არსებული გამოცდილების მიხედვით, არ არსებობს ცნობილი რისკი ბავშვებში ჩვენების მიხედვით პრეპარატის გამოყენებისას. არ ჩატარებულა სისტემური სამეცნიერო კვლევები. სიფრთხილის ზომის სახით, თუ შესაძლებელია, არ არის რეკომენდებული მედიკამენტების გამოყენება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს, ან პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისათვის.

როგორ გამოიყენება პერსკინდოლი კლასიკი?

მოზარდები და ბავშვები 3 წლის ასაკიდან
საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს სხეულის მტკივნეულ ადგილებზე დღეში რამდენჯერმე საკმარისი რაოდენობის პერსკინდოლი კლასიკი გელით, სითხით ან სპრეით შეზელვა. გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს ხელების კარგად დაბანა. გამოყენებულ უნდა იქნას გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული ან ექიმის მიერ დანიშნული დოზა. თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ პერსკინდოლი კლასიკის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან აფთიქართან მიმართვა. პერსკინდოლი კლასიკის ეფექტურობა და უსაფრთხოება პატარა ბავშვებში შესწავლილი არ არის.

რომელი გვერდითი მოვლენები აღინიშნება პერსკინდოლი კლასიკის გამოყენებისას?

პერსკინდოლი კლასიკის გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
არახშირი (აღინიშნება 1,000-დან 1-10 პაციენტში): კანის მსუბუქი ქავილი, სიწითლე ან წვის შეგრძნება.
იშვიათი (აღინიშნება 10,000-დან 1-10 პაციენტში): კანის ეგზემური დაზიანებები. ძალიან იშვიათი (აღინიშნება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): გამოხატული მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

იშვიათად კანის ეგზემური სახის ცვლილებების ან ძალიან იშვიათად გამოხატული მგრძნობელობის რეაქციების განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროების შემთთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი მოვლენა, უნდა მიმართოს ექიმს, ფარმაცევტს ან აფთიაქარს. ეს მოიცავს ისეთ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

ასევე, რას უნდა მიექცეს ყურადღება?

მედიკამენტი გამოიყენება მხოლოდ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლამდე.
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე (15-25°C).
პერსკინდოლი კლასიკი სპრეი: არ უნდა დაზიანდეს ბალონი. ინახება სიცხისაგან დაცულ ადგილას. არ უნდა მოხდეს გაფრქვევა ღია ალზე ან გახურებლ საგნებზე. არ უნდა მოხდეს თვალებთან ახლოს ან ლორწოვან გარსებზე გამოყენება! არ უნდა მოხდეს მისი გამოყენება ჰაერგაუმტარი ნახვევის ქვეშ.
ექიმი, ფარმაცევტი ან აფთიაქარი პაციენტს მიაწვდის დამატებით ინფორმაციას. მათ აქვთ დეტალური ინფორმაცია პრეპარატის შესახებ.

რას შეიცავს პერსკინდოლი კლასიკი?

100 გ გელი, 100 გ სითხე ან 100 გ სპრეი შეიცავს: 1.5 გ ლევომენთოლი მიღებული მცენარის მიწისზედა ნაწილებიდან (Mentha arvensis L., folia), ამერიკული გაულთერიის ფოთლებისა და ტოტებისგან მიღებული ეთერზეთი (Gaultheria procumbens L., folia) 0.35 გ, ფიჭვის წიწვების ეთერზეთი (Pinus sylvestris L., folia, scopa) ) 1.35 გ, ლიმონის კანის ეთერზეთი (Citrus limon L., scortea) 0.1 გ, ტკბილი ფორთოხლის ქერქის ეთერზეთი (Citrus aurantium dulcis L., scortea) 0.4 გ, ბერგამოტის კანის ეთერზეთი (Citrus bergamia, scortea) 0.1 გ, როზმარინის ყვავილების (Rosmarinus officinalis L., floralis) ეთერზეთი 0.06 გ, ლავანდის ყვავილების ეთერზეთი (Lavandula angustifolia Mill., Floralis) 0.02 გ, ტერპინეოლი 0.1 გ, ტერპინილის აცეტატი 0.1 გ.

100 გ გელი შეიცავს: საშუალო სიგრძის ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, იზოპროპანოლი, კარბომერები, ტრომეტამოლი, კარბომერ-კოპოლიმერი, ეთილაცეტატი, ბენზილბენზოატი, მეთილპარაბენი (E218), პროპილპარაბენი (E216), გამოხდილი წყალი.
100 გ სითხე შეიცავს: იზოპროპანოლი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა (E463), ეთილაცეტატი, ბენზილბენზოატი და გამოხდილი წყალი.
100 გ სპრეი შეიცავს: იზოპროპანოლი, ეთილაცეტატი, ბენზილბენზოატი და გამოხდილი წყალი.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Perskindol classic spray - პერსკინდოლი კლასიკი გელი 100მლ
  • სახელი: Perskindol classic spray - პერსკინდოლი კლასიკი გელი 100მლ
PSP 19.12 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა