კლიმაქტოპლანი A - Klimaktoplan A
კლიმაქტოპლანი A - Klimaktoplan A

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

1. სამკურნალო საშუალების დასახელება

კლიმაქტოპლანი ა

**2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა **

1 ტაბლეტი (250 მგ) შეიცავს:

აქტიური სუბსტანციები:

Cimicifuga (ციმიციფუგა) trit. D2 25.00 მგ
Ignatia (იგნაცია) trit. D3 25.00 მგ
Sepia (სეპია) trit. D2 25.00 მგ
Sanguinaria (სანგვინარია) trit. D6 25.00 მგ
ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. ნაწილში 6.1.

3. ფარმაცევტული ფორმა

ტაბლეტები

4. კლინიკური მონაცემები

4.1 თერაპიული ჩვენებები

მენოპაუზის დროს განვითარებული მდგომარეობები, მათ შორის სიმხურვალის შეგრძნება, ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა (გულისცემის შეგრძნება), თავბრუხვევა, ქავილი, შინაგანი შფოთვა, ძილის დარღვევები, დეპრესიული განწყობა და ნერვული გაღიზიანება.

4.2 დოზა და მიღების წესი

დოზირების რეჟიმი

თავდაპირველად გამოიყენება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. დოზირება უნდა შემცირდეს ჩივილების შემცირების მიხედვით.

გამოყენების წესი

ტაბლეტები ნელა უნდა გაიწუწნოს პირის ღრუში. აუცილებლობისას შესაძლებელია ტაბლეტების მცირე რაოდენობის წყალში გახსნა.

ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.

4.3 უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციების ან ნაწილში 6.1. ჩამოთვლილი პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

4.4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას და ხორბლის სახამებელს. სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემის მქონე პაციენტებში, ლაპას ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცის დროს. ხორბლის სახამებელი შეიცავს გლუტენს, მაგრამ მხოლოდ კვალის სახით, რის გამოც იგი უსაფრთხოა ცელიაკიის მქონე პირებისთვის. ეს სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ხორბალზე ალერგიის მქონე პაციენტებში (განსხვავდება ცელიაკიის დაავადებისაგან).

შემდეგი სიმტომების განვითარებისას გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან:

- თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება;

- დამატებითი ჩივილების განვითარების შემთხვევაში.

4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედება

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება.

ამ ჰომეოპათიური პრეპარატის გამოყენება არ გამორიცხავს სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.

რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტები იყენებენ, ცოტა ხნის წინ გამოიყენებდნენ ან შეიძლება გამოიყენონ სხვა სამკურნალო საშუალებები.

შენიშვნა: ჰომეოპათიური სამკურნალო პრეპარატების მოქმედებაზე შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ცხოვრების ჩვევების ნეგატიურმა ფაქტორებმა, მათ შორის მოწევა და ალკოჰოლის გამოყენება.

4.6 ორსულობა და ლაქტაცია

კლიმაქტოპლანი ა არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

4.7 ზეგავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე

კლიმაქტოპლანი ა არ მოქმედებს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე.

4.8 არასასურველი ეფექტები

ძალიან იშვიათ შემთხვევებში (<1/10 000) ან უცნობი შემთხვევების დროს (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია):

შეიძლება აღინიშნებოდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. შესაძლებელია ცხვირიდან სისხლდენის განვითარება, ასევე შესაძლებელია მენსტრუალური სისხლდენების აღდგენა ან მათი გახშირება. ასეთ შემთხვევებში, რეკომენდებულია კლიმაქტოპლანი ა-ს მიღების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

შენიშვნა: ჰომეოპათიური პრეპარატების მიღების დროს შესაძლებელია არსებული ჩივილების გაუარესება (საწყისი ჰომეოპათიური გამწვავება). ასეთ შემთხვევებში პაციენტებს ურჩევენ შეწყვიტონ პრეპარატების მიღება და გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.

4.9 ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

5. ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება.

ჰომეოპათიური თერაპია მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრადიციული მედიცინისაგან დაავადების შეცნობის და სამკურნალო ნივთიერებების გამოყენების თვალსაზრისით. ჰომეოპათიური საშუალებები ასტიმულირებენ ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს და, ამრიგად, ააქტიურებენ მისი თვითაღდგენის პოტენციალს. ჰომეოპათიურ სამკურნალო საშუალებაზე ორგანიზმის პასუხი ძალიან ინდივიდუალურია. ამ მიზეზით დოზასპეციფიკური ფარმაკოლოგიური ეფექტების, ფარმაკოდინამიკური ან ფარმაკოკინეტიკური მონაცემების განსაზღვრა არ არის შესაძლებელი.

5.1 ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები

არ აღინიშნება.

5.2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

არ აღინიშნება.

5.3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

არ აღინიშნება. პრეკლინიკური კვლევები ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება კლიმაქტოპლანი ა-ს მონაწილეობით არ ჩატარებულა.

6. ფარმაცევტული მახასიათებლები

6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ხორბლის სახამებელი.

6.2 შეუთავსებლობა

არ არსებობს.

6.3 ვარგისობის ვადა

5 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

6.4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება არა უმეტს 25 °C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

6.5 შეფუთვა და კონტეინერის შიგთავსი

20 ტაბლეტი ბლისტერში. შეფუთვა შეიცავს 3 ბლისტერს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

**6.6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციის და სხვა მანიპულაციების დროს **

სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Klimaktoplan A - კლიმაქტოპლანი A 60 ტაბლეტი
  • სახელი: Klimaktoplan A - კლიმაქტოპლანი A 60 ტაბლეტი
PSP 21.85 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა