ოკუთეარსი ჰიდრო+ - Ocutears Hydro+
ოკუთეარსი ჰიდრო+ - Ocutears Hydro+

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ოკუთეარს ჰიდრო+, 10მლ თვალის წვეთები #1

(უკონსერვანტო)

გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია.

შეინახეთ მოცემული ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ სიმპტომები ნარჩუნდება, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რა არის ოკუთეარს ჰიდრო+?

ოკუთეარს ჰიდრო+ არის დამატენიანებელი სტერილური უკონსერვანტო ოფთალმოლოგიური ხსნარი. წვეთების შემადგენლობაში შედის ჯვარედინი ბმებით დაკავშირებული ნატრიუმის ჰიალურონატს (0,2%), რომლის მოქმედებაც მიმართულია „მშრალი თვალის“ სიმპტომების და თვალის დისკომფორტის მოხსნისკენ, ასევე იცავს რქოვანას.

შემადგენლობა : ჯვარედინი ბმებით დაკავშირებული ნატრიუმის ჰიალურონატი 0,2%, დინატრიუმის ტეტრაბორატის დეკაჰიდრატი, ბორის მჟავა, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

ჯვარედინი ბმებით დაკავშირებული ნატრიუმის ჰიალურონატი ანიჭებს ხსნარს მაღალ ვისკოელასტიურობას, რაც უზრუნველყოფს თვალის ზედაპირის დატენიანების მაღალ ხარისხს, ასევე „მშრალი თვალის“ სიმპტომების სწრაფ მოხსნას, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, ქვიშის შეგრძნება, თვალის დაღლილობა, სიმძიმის შეგრძნება თვალებში ან ცრემლდენა.

რისთვის გამოიყენება ოკუთეარს ჰიდრო+?

ოკუთეარს ჰიდრო+ განკუთვნილია „მშრალი თვალის“ სიმპტომების შესამსუბუქებლად, თვალის დისკომფორტის მოსახსნელად, ასევე რქოვანას დაცვისთვის, როგორც ცრემლის შემცვლელი, რომელიც განაპირობებს ხანგრძლივ დატენიანებას.

ოკუთეარს ჰიდრო+ სასარგებლოა შემდეგ შემთხვევებში:

· მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედებისას

· კონდიცირებული ჰაერის ზემოქმედებისას

· ციფრული ეკრანის ხანგრძლივი ყურებისას

· საწმენდ ნივთიერებებთან კონტაქტისას

ოკუთეარს ჰიდრო+ ასევე დაგეხმარებათ თვალზე ქირურგიული ოპერაციის შემდგომ დისკომფორტისას.

როგორ მივიღოთ ოკუთეარს ჰიდრო+?

თვალში ჩასაწვეთებლად. არ ჩაყლაპოთ. რეკომენდებული დოზირება 1-2 წვეთი თითოეულ თვალში ერთხელ ან რამდენჯერმე დღეშე თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად.

ფლაკონის გახსნამდე დაიბანეთ ხელები და გამოყენებისას დაიცავით ჰიგიენის წესები.

ნუ შეეხებით ფლაკონის საწვეთურით თვალის ზედაპირებს.

1. პირველი გახსნისას მოქაჩეთ და მთლიანად მოაძრეთ პირველი გახსნის საკონტროლო ლენტა.

2. ფრთხილად მოუჭირეთ ფლაკონს და ჩაიწვეთეთ 1 წვეთი თვალში.

3. გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დახურეთ ფლაკონი.

წინააღმდეგ ჩვენება

არ მიიღება ალერგიული რეაქციების წარმოშობის ან ოკუთეარს ჰიდრო+_ის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

გვერდითი ეფექტები

ისევე როგორც სხვა თვალის წვეთების გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს პროდუქტის ჩაწვეთებასთან დაკავშირებული სუსტი დროებითი დისკომფორტი.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის წარმოშობის შესახებ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ შევინახოთ ოკუთეარს ჰიდრო+

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ. დაიცავით სითბოს ზემოქმედებისგან, მზის სხივების პირდაპირი მოქმედებისგან და ნესტისგან. არ გამოიყენოთ თუ შეფუთვა დაზიანებულია. შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 24 თვე. გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან 90 დღის განმავლობაში. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 10 მლ მოცულობის 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Ocutears Hydro+ - ოკუთეარსი ჰიდრო+ თვალის წვეთები 10მლ
  • სახელი: Ocutears Hydro+ - ოკუთეარსი ჰიდრო+ თვალის წვეთები 10მლ
PSP 28.12 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა