ტესტის კომპოზიტუმ - Testis Compositum
ტესტის კომპოზიტუმ - Testis Compositum

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ტესტის კომპოზიტუმ 2.2მლ

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი: შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების სამკურნულო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: 1 ამპულაში 2.2 მლ
Testis suis D4 ………………………………1მლ

Embryo suis D8 …………………………….1მლ

Glandula suprarenalis suis D13 ……………1მლ

Kalium picrinicum D6 ……………………….1მლ

Ginseng D4 ………………………………….1მლ

Turnera diffusa D8 ………………………….1მლ

Caladium seguinum D6 …………………….1მლ

Cor suis D8 ………………………………….1მლ

Cortisonum aceticus D13 …………………..1მლ

Vitex agnus castus D6 ……………………..1მლ

Selenium D10 ……………………………….1მლ

Litta versicatoria D6 ………………………..1მლ

Acidum ascorbinum D6 …………………….1მლ

Zincum metallicum D10 ……………………1მლ

Conium maculatum D28 ……………………1მლ

Lycopodium clavatum D28 …………………1მლ

Phosphorus D8 ……………………………..1მლ

Diencephalon suis D10 …………………….1მლ

Magnesium phosphoricum D10 …………….1მლ

Ferrum phosphoricum D10 …………………1მლ

Manganum phosphoricum D8 ………………1მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

ორგანოთა ფუნქციების სტიმულირება, მათ შორის იმპოტენცია, ნაადრევი ეაკულაციის, გამოფიტვის, ოსტეომალაციის, ღამის შარდის შეუკავებლობის, პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფიის, შაქრიანი დიაბეტის და ნივთიერებათა ცვლის სხვა დარღვევების შემთხვევაში;
აგრეთვე ღვიძლის დაზიანების დროს;
პრეპარატი გამოიყენება გერიატრიაში;
პროსტატის ადენომის, ჰიპერტონიის, პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღვევის, სიმსივნური წარმონაქმნების შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვეულებრივ ინიშნება ერთი ამპულა 1-3-ჯერ კვირაში კანქვეშ, კუნთებში, საჭიროების შემთხვევაში ვენაში.

გვერდითი მოვლენები:
არ გააჩნია.

განსაკუთრებული მითითებები:
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისას არ მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
Testis Compositum - ტესტის კომპოზიტუმ 2.2მლ 5 ამპულა
  • სახელი: Testis Compositum - ტესტის კომპოზიტუმ 2.2მლ 5 ამპულა
PSP 32.65 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა