ფაგესტი - Fagesti
ფაგესტი - Fagesti

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: N/A

გაცემის რეჟიმი: N/A

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

სავაჭრო დასახელება: ფაგესტი Phagesti საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ინტესტი ბაქტერიოფაგი თხიერი Bacteriophagum Intestinalis Liquidum აღწერილობა: სხვადასხვა ინტენსივობის ყვითელი ფერის, გამჭვირვალე, სპეციფიკური გემოს მქონე სითხე. შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება ბაქტერიების: Shigella, Salmonella, E.Coli, Proteus, Staphylococcus, Pseudomonas, Enterococcus, ფაგოლიზატების სტერილური ფილტრატების ნარევი. რაოდენობრივი შემადგენლობა: პრეპარატის 1 მლ შეიცავს სპეციფიკურ ფაგებს: Bacteriophagum Shigella; Bacteriophagum Salmonella; Bacteriophagum E.Coli; Bacteriophagum Proteus; Bacteriophagum Staphylococcus; Bacteriophagum Pseudomonas; Bacteriophagum Enterococcus; თითოეულს რაოდენობით არანაკლებ - 105 ; ფარმაცევტული ფორმა: 20 მლ სტერილური ხსნარი შიგნით მისაღებად: დასალევად და რექტალურად ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სპეციფიკური ანტიბაქტერიული პრეპარატი. ათკ კოდი: J01XX ფარმაკოლოგიური მოქმედება: ბაქტერიოფაგი ბაქტერიის სპეციფიკური ვირუსია, რომელიც ადსორბირდება ჰომოლოგიური ბაქტერიის უჯრედის მემბრანაზე, არღვევს მის მთლიანობას, აღწევს უჯრედის შიგნით, მრავლდება და იწვევს მის ლიზისს. ფაგესტის შემადგენლობაში არის ბაქტერიების (Shigella, Salmonella, E.Coli, Proteus, Staphylococcus, Pseudomonas, Enterococcus) სელექცირებული, მხოლოდ ვირულენტური ფაგები, რაც განაპირობებს პრეპარატის მაღალ აქტივობასა და ეფექტურობას. ორგანიზმში შეყვანის გზის მიუხედავად, ბაქტერიოფაგის პრეპარატები სწრაფად შეიწოვება სისხლსა და ლიმფაში და ადვილად აღწევს დაავადების კერამდე. ორგანიზმიდან გამოიყოფა: ძირითადი ნაწილი თირკმელების საშუალებით, დანარჩენი - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით. თერაპიული ჩვენებები: 2 სს „ბიოქიმფარმი" ფაგესტი გამოიყენება ბაქტერიებით (Shigella, Salmonella, E.Coli, Proteus, Staphylococcus, Pseudomonas, Enterococcus) ან მათი ერთობლიობით გამოწვეული დაავადებების: შიგელოზი, სალმონელოზი, მუცლის ტიფი, პარატიფი, დისბაქტერიოზი, ენტეროკოლიტი, ინფექციური კოლიტი, დისპეფსია; მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის პაციენტების ყველა ასაკობრივ და მაღალი რისკის ჯგუფებში. უკუჩვენებები: პრეპარატის ფლაკონის შიგთავსის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. განსაკუთრებული გაფრთხილებები: სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პრეპარატის გამოყენებისას მოწოდებული არ არის. ფლაკონიდან შიგთავსის ამოღება რეკომენდებულია სტერილური შპრიცით (20 მლ-ზე ნაკლები მოცულობის გამოყენების შემთხვევაში). მთლიანობა დარღვეული ფლაკონის შიგთავსის გამოყენება დასაშვებია გახსნიდან 24 სთ-ის განმავლობაში შენახვის პირობების სრული დაცვის შემთხვევაში. შემღვრეულ მდგომარეობაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის შეუთავსებლობა სხვა სამკურნალო საშუალებებთან დადგენილი არ არის. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად კომპლექსურ მკურნალობაში, მათ შორის ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად (ანტიბიოტიკები). ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია. ზემოქმედება ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარებით სარგებლობის უნარზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარებით სარგებლობის უნარზე. ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას დოზირება, გამოყენების წესი და მიღების მეთოდი: ფაგოთერაპიის ეფექტურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის ფაგისადმი (პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ფაგებისადმი) მგრძნობელობის განსაზღვრა. პრეპარატი განსაკუთრებით ეფექტურია მისი გამოყენებისას დაავადების ადრეულ ეტაპზე. ფაგესტი ინიშნება ექიმის მიერ დასალევად და/ან რექტალურად. პერორალურად (დასალევად) ფაგესტი ინიშნება დაავადების პირველივე დღეს, პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე, საკვების მიღებამდე 1 სთ-ით ადრე 2-3 ჯერ დღეში, 5-10 დღის განმავლობაში. მკურნალობისას კურსის მეტი ეფექტურობისთვის პერორალურ მიღებასთან ერთად, ფაგესტი ინიშნება აგრეთვე, რექტალურად, სამკურნალო მიკრო ოყნის სახით, დღეში ერთხელ, საღამოს ძილის წინ, კუჭის მოქმედების შემდეგ. ნაწლავური ინფექციების სამკურნალოდ მოწოდებული სარეკომენდაციო დოზირების სქემა: ასაკი დასალევად (per os) რექტალურად (Per rectum) 6 თვემდე 5 მლ - დღეში ერთხელ 10 მლ

  • დღეში ერთხელ 6 თვიდან 1 წლამდე 5 მლ - დღეში 2 ჯერ 10 მლ - დღეში ერთხელ 1 წლიდან 3 წლამდე 5 მლ - დღეში 3 ჯერ 20 მლ - დღეში ერთხელ 3 წლიდან 8 წლამდე 10 მლ - დღეში 2-3 ჯერ 30 მლ - დღეში ერთხელ 8 წლის ზემოთ 20 მლ - დღეში 2-3 ჯერ 40 მლ - დღეში ერთხელ 3 სს „ბიოქიმფარმი" ნაწლავური ინფექციების პროფილაქტიკა პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი ინიშნება კვირაში 3 -ჯერ მოწოდებული სარეკომენდაციო სქემის მიხედვით: ჭარბი დოზირება: მონაცემები პრეპარატის დოზის გადაჭარბების შედეგების შესახებ ცნობილი არ არის. გვერდითი ეფექტები: პრეპარატი არატოქსიურია, მონაცემები მისი გამოყენების შემდგომ განვითარებული გვერდითი მოვლენების ან ადამიანის ორგანიზმზე მავნე გავლენის შესახებ გამოვლენილი არ არის. გამოშვების ფორმა და შეფუთვა: ფაგესტი იწარმოება სამედიცინო მინის 20 მლ-იანი ფლაკონებში, მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 4 ცალი პრეპარატის 20 მლ-იანი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები: ინახება მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას 2°С - 15°С ტემპერატურაზე. ტრანსპორტირება შესაძლებელია 2°С - 25°С-მდე ტეპერატურაზე 2 კვირის განმავლობაში, ყველა სახის დახურული ტრანსპორტით, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ ტემპერატურულ რეჟიმის შენარჩუნებას ტრანსპორტირების მთელ პერიოდში. ვარგისიანობა, ვადა: სათანადო პირობების დაცვით პრეპარატი ვარგისია 2 წელი შეფუთვაზე მითითებული დამზადების თარიღიდან. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლა შემდეგ. შემღვრეული პრეპარატი არ გამოიყენება. გაცემის რეჟიმი: გაიცემა ურეცეპტოდ. მწარმოებელი: სს "ბიოქიმფარმი" მისამართი: გოთუას ქ. 3, თბილისი 0160, საქართველო
ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ფაგესტი 20მლ. 4 ფლაკონი
  • სახელი: ფაგესტი 20მლ. 4 ფლაკონი
PSP 40 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა