ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტითრომბოზული საშუალებები, Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
გამოყენების ინსტრუქცია
ელიქვისი®5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
მიიღება პერორალურად.
▼ ეს პრეპარატი ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს. ეს სამკუთხედი უზრუნველყოფს უსაფრთხოების შესახებ ახალი ინფორმაციის სწრაფად განსაზღვრას. თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ნებისმიერი გამოვლენილი გვერდითი მოვლენის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით. მე-4 თავში იხილეთ, როგორ უნდა მიაწოდოთ გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია.
წინამდებარე გამოყენების****ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:
1. რა არის ელიქვისი და რისთვის გამოიყენება?
2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ელიქვისის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ელიქვისი?
4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
5. ელიქვისის შენახვა
1. რა არის ელიქვისი და რისთვის გამოიყენება?
ელიქვისი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს აპიქსაბანს და განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელად ანტიკოაგულანტები. ეს ჯგუფი ასევე ცნობილია სისხლის გამათხელებელი პრეპარატების სახელით. პრეპარატი ახდენს სისხლის შედედების უზრუნველმყოფი მნიშვნელოვანი ნივთიერების - ფაქტორი Xa-ს ინჰიბირებას და აღკვეთს თრომბის წარმოქმნას.
ვარდისფერი, ოვალური ტაბლეტი დაფარულია აპკით და ცალ მხარეს აწერია „894“, მეორე მხარეს - „5“. პრეპარატი იყიდება მუყაოს კოლოფში, რომელშიც მოთავსებულია 56 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველი ბლისტერები.
ელიქვისი გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში შემდეგ შემთხვევებში:
გულში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით პაციენტებში, რომელთაც აქვთ არათანაბარი გულისცემა (წინაგულთა ფიბრილაცია) და არანაკლებ ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორი (როგორიცაა გადატანილი ინსულტი ან გარკვეული ტიპის შექცევადი დამბლა (გარდამავალი იშემიური შეტევა), რომელსაც იწვევს ტვინისკენ მიმავალი სისხლძარღვების დროებითი დახშობა, 75 წელი და მეტი ასაკი, მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა). თრომბი შესაძლებელია მოწყდეს, გადაადგილდეს თავის ტვინისკენ და გამოიწვიოს ინსულტი ან მოხვდეს სხვა ორგანოში და შეაფერხოს ამ ორგანოსთვის მიწოდებული სისხლის ნორმალური ნაკადი (ასევე ცნობილია, როგორც სისტემური ემბოლიზმი). ინსულტი შესაძლებელია იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა
გამოიყენება ფეხის ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვის სისხლძარღვებში თრომბების (პულმონარული ემბოლია) მკურნალობის, ასევე ფეხის და/ან ფილტვის სისხლძარღვებში თრომბის ხელახლა წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით.
2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ელიქვისის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ელიქვისი შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აპიქსაბანზე ან ელიქვისის შემადგენელ რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე
- თუ გაქვთ ძლიერი სისხლდენა
- თუ გაქვთ რომელიმე ორგანოს დაავადება ან დარღვევა, რომელიც ზრდის სერიოზული სისხლდენის რისკს (მაგალითად, კუჭისა და ნაწლავის აქტიური ან ახალი წყლული, ახლო წარსულში გადატანილი ინსულტი)
- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს (ღვიძლთან დაკავშირებული კოაგულოპათია)
- თუ ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების გარდა იღებთ სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგალითად, ვარფარინი, რივაროქსაბანი, დაბიგატრანი ან ჰეპარინი)
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ელიქვისის გამოყენებისას დაიცავით სიფრთხილე
თუ გაქვთ ქვემოთ მითითებული რომელიმე შემთხვევა, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს:
- ქვემოთ წარმოდგენილ შემთხვევებში სისხლდენის მომატებული რისკი:
- სისხლდენის დარღვევები, მათ შორის დაავადებები, რომელიც იწვევენ თრომბოციტების დაბალ აქტივობას
- ძალიან მაღალი არტერიული წნევა, რომლის კონტროლიც ვერ ხერხდება სამედიცინო მკურნალობით
- 75 წელზე მეტი ასაკი
- 60 კგ ან უფრო ნაკლები სხეულის წონა
- თირკმლის სერიოზული დაავადება ან დიალიზი
- ღვიძლის პრობლემა ან ანამნეზში ღვიძლის პრობლემა
ელიქვისი უნდა გამოიყენონ სიფრთხილით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის ცვლილებების სიმპტომები
თქვენი ექიმი ელიქვისის გამოყენებამდე ჩაატარებს ანალიზს ღვიძლის ფუნქციის დასადგენად. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ფუნქციებში ცვლილების სიმპტომები, ეს პრეპარატი უნდა გამოიყენონ სიფრთხილის დაცვით.
- პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არათანაბარი გულისცემა (წინაგულთა ფიბრილაცია) და უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობა თრომბის წარმოქმნის წინააღმდეგ ერთი ან ორი პრეპარატით
- პაციენტებში, რომელთაც აქვთ გულის ხელოვნური სარქველი
- პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ფილტვის სისხლძარღვებში თრომბი (ფილტვის ემბოლია) და პაციენტებში, რომლებსაც თრომბის დასაშლელად ან ფილტვიდან თრომბის ამოსაღებად ესაჭიროებათ ოპერაცია
- პაციენტებში აქტიური ავთვისებიანი სიმსივნით,
- პაციენტებში, რომლებიც იღებენ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის თავში „სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება“ მითითებულ პრეპარატებს
- პაციენტებში მაღალი რისკით, რომელსაც ახასიათებს ერთდროულად გულის და გულთან კავშირის არმქონე ერთზე მეტი დაავადების არსებობა, რომლებიც იღებენ აცელტილსალიცილის მჟავას (ASA, მაგალითად, ასპირინი) ან ASA-ს და კლოპიდოგრელის კომბინაციას და გადატანილი აქვთ გულის სისხლძარღვების უეცარი თრომბოზი
- აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (გარკვეული ჯგუფის ტკივილგამაყუჩებელი) ერთდროულად მიღებისას
- თავის ტვინისკენ მიმავალი სისხლძარღვების უეცარი დროებითი დახშობით გამოწვეული შექცევადი ინსულტის (მწვავე იშემიური ინსულტი) სამკურნალოდ თრომბის დამშლელი (თრომბოლიზური) აგენტების გამოყენების შემთხვევაში
- ქირურგიული ოპერაციის შემდეგ თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორებთან (სისხლის გამათხელებელი პრეპარატების ჯგუფი) ერთად გამოყენებისას
- ასაკოვან პაციენტებში სისხლდენის პოტენციურად მაღალი რისკის გამო ელიქვისის და აცეტილსალიცილის მჟავას (მაგალითად, ასპირინი) ერთდროულად გამოყენებისას
- თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ დაავადება ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (იმუნური სისტემის დაავადება, რომელიც ზრდის სისხლში თრომბის წარმოქმნის რისკს), აცნობეთ თქვენს ექიმს, იგი მიიღებს გადაწყვეტილებას, საჭიროა თუ არა მკურნალობის შეცვლა.
თუ გესაჭიროებათ ოპერაცია ან ჩარევა, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლდენა, თქვენმა ექიმმა შესაძლებელია მოითხოვოს მცირე ხნით პრეპარატის შეწყვეტა. თუ არ ხართ დარწმუნებული, გამოიწვევს თუ არა გარკვეული პროცედურა სისხლდენას, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
ბავშვები და მოზარდები
ელიქვისი არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.
ელიქვისის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ელიქვისის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან საკვებისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.
არ არის ცნობილი ელიქვისის ზემოქმედება ორსულობასა და ნაყოფზე. თუ ორსულად ხართ, არ გამოიყენოთ ელიქვისი.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არის ცნობილი, გადადის თუ არა ელიქვისი ადამიანის რძეში.
თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ელიქვისით მკურნალობის შეჩერების შესახებ.
თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
არ არის გამოვლენილი, ახდენს თუ არა ზემოქმედებას ელიქვისი სატრანსპორტო საშუალებისა და მექანიზმის მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ელიქვისის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ელიქვისი შეიცავს ლაქტოზას (რძეში არსებული გარკვეული ტიპის შაქარი). თუ ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთ შაქრის მიმართ მგრძნობელობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება
ზოგმა პრეპარატმა შესაძლებელია გაზარდოს ელიქვისის ეფექტი, ზოგმა კი დააქვეითოს. ამ პრეპარატების მიღების შემთხვევაში თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა გამოიყენოთ თუ არა ელიქვისი და რა სიხშირით უნდა გამოიყენოთ.
ქვემოთ მითითებულმა პრეპარატებმა შესაძლებელია გაზარდონ ელიქვისის ეფექტი და არასასურველი სისხლდენის ალბათობა:
- სოკოვანი ინფექციების დროს გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, კეტოკონაზოლი და სხვ.)
- აივ ინფექციის/შიდსის დროს გამოყენებული ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატი (მაგალითად, რიტონავირი),
- სისხლის შედედების შესამცირებლად გამოყენებული სხვა პრეპარატები (მაგალითად, ენოქსაპარინი და სხვ.)
- ანთების საწინააღმდეგო ან ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები (მაგალითად, ასპირინი ან ნაპროქსენი). განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხართ 75 წელზე მეტი ასაკის და იღებთ ასპირინს, შესაძლებელია არსებობდეს სისხლდენის მომატებული რისკი.
- მაღალი არტერიული წნევის ან გულის პრობლემების დროს გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, დილთიაზემი)
- დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები - ანტიდეპრესანტები (მაგალითად, სეროტონინის უკუშთანთქმის სელექციური ინჰიბიტორები ან სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუშთანთქმის ინჰიბიტორები).
ქვემოთ მითითებულმა პრეპარატებმა შესაძლებელია შეამცირონ თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკის მხრივ ელიქვისის ეფექტი:
- ეპილეფსიის ან კონვულსიების წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, ფენიტოინი და სხვ.)
- მცენარე კრაზანა (დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული მცენარეული დანამატი)
- ტუბერკულოზის ან სხვა ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, რიფამპიცინი)
თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3. როგორ გამოიყენება ელიქვისი?
ელიქვისი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის მიერ მითითებული სახით. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ექიმის მიერ მითითებული ვადის განმავლობაში ეს პრეპარატი უნდა მიიღოთ ყოველდღე, დღეში ორჯერ ერთი ტაბლეტი.
ელიქვისი მიიღება პერორალურად. ტაბლეტი ჩაყლაპეთ მთლიანად წყალთან ერთად. შესაძლებელია ელიქვისის მიღება საკვებთან ერთად ან საკვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის ეფექტის საუკეთესო სახით მისაღებად ეცადეთ, ტაბლეტები დალიოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
თუ გიძნელდებათ მთლიანი ტაბლეტის ჩაყლაპვა, ელიქვისის მიღების სხვა გზებთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ექიმს. შეგიძლიათ უშუალოდ მიღების წინ დაფხვნათ ტაბლეტი და შეურიოთ წყალს, წყალში გახსნილი 5% დექსტროზის ხსნარს, ვაშლის წვენს ან ვაშლის პიურეს.
ტაბლეტის დაფხვნის ინსტრუქცია:
საჭიროებისას ექიმს შეუძლია ნაზოგასტრული ზონდით მიგაწოდოთ ელიქვისის დაფხვნილი ტაბლეტი, რომელიც შერეულია 60 მლ წყალში ან წყალში დამატებულ 5% დექსტროზის ხსნარში.
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არათანაბარი გულისცემა და არანაკლებ ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორი, გულში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის
რეკომენდებული დოზაა დღეში ორჯერ ერთი ცალი ელიქვისი 5 მგ ტაბლეტი.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში რეკომენდებული დოზაა დღეში ორჯერ ერთი ცალი 2,5 მგ ელიქვისის ტაბლეტი:
- თუ სისხლის ანალიზის შედეგი უჩვენებს, რომ თირკმლის ფუნქცია არასაკმარისია (თუ შრატში კრეატინინი არის 1,5 მგ/დლ (133 მიკრომოლი/ლ) ან უფრო მაღალი)
- თუ ხართ 80 წლის ან მეტი ასაკის
- თუ თქვენი წონა არის 60 კგ ან უფრო ნაკლები.
რეკომენდებული დოზაა დღეში ორჯერ ერთი ტაბლეტი, მაგალითად, დილით და საღამოს თითო ტაბლეტი. მკურნალობის ეფექტის საუკეთესო სახით მისაღებად ეცადეთ, ტაბლეტები დალიოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს მკურნალობა.
ფეხის ვენებში და ფილტვის სისხლძარღვებში თრომბის სამკურნალოდ
რეკომენდებული დოზაა პირველი 7 დღის განმავლობაში დღეში ორჯერ ორი ცალი ელიქვისი 5 მგ ტაბლეტი: მაგალითად, დილით და საღამოს 2-2 ტაბლეტი.
7 დღის შემდეგ ელიქვისის რეკომენდებული დოზაა დღეში ორჯერ ერთი ცალი ელიქვისი 5 მგ ტაბლეტი: მაგალითად, დილით და საღამოს თითო ტაბლეტი.
6 თვიანი მკურნალობის დასრულების შემდეგ თრომბის ხელახლა წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის
რეკომენდებული დოზაა დღეში ორჯერ ერთი ცალი ელიქვისი 2,5 მგ ტაბლეტი. მაგალითად, დილით და საღამოს თითო ტაბლეტი.
თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს მკურნალობა.
თქვენს ექიმს შეუძლია ანტიკოაგულაციური მკურნალობა შეცვალოს შემდეგი სახით:
- ელიქვისიდან თრომბის საწინააღმდეგო პრეპარატებზე (ანტიკოაგულანტი) გადასვლა
შეწყვიტეთ ელიქვისის გამოყენება. მომდევნო ტაბლეტის მიღების დროს მკურნალობა დაიწყეთ ანტიკოაგულანტით (მაგალითად, ჰეპარინით).
- თრომბის საწინააღმდეგო პრეპარატებიდან (ანტიკოაგულანტი) ელიქვისზე გადასვლა
შეწყვიტეთ ანტიკოაგულანტის მიღება. ანტიკოაგულანტის მომდევნო დოზის მიღების დროს დაიწყეთ მკურნალობა ელიქვისით, შემდეგ კი ჩვეულებრივ განაგრძეთ მკურნალობა ელიქვისით.
- K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი ანტიკოაგულანტით (მაგალითად, ვარფარინი) მკურნალობიდან ელიქვისზე გადასვლა
შეწყვიტეთ K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი პრეპარატის მიღება. ექიმს დასჭირდება სისხლის ანალიზის ჩატარება და გეტყვით, როდის უნდა დაიწყოთ ელიქვისის მიღება.
- ელიქვისიდან K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველ პრეპარატზე (მაგალითად, ვარფარინი) გადასვლა
თუ ექიმი გეტყვით, რომ თქვენ გესაჭიროებათ K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი პრეპარატის გამოყენება, K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი პრეპარატის პირველი დოზის შემდეგ არანაკლებ 2 დღის განმავლობაში განაგრძეთ ელიქვისის მიღება. ექიმს დასჭირდება სისხლის ანალიზის ჩატარება და გეტყვით, როდის უნდა შეწყვიტოთ ელიქვისის მიღება.
პაციენტები, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ კარდიოვერსია
თუ საჭიროა გულისცემის დარღვევის აღდგენა პროცედურით - კარდიოვერსია, თავის ტვინის სისხლძარღვებში და სხეულის სხვა სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის გამოიყენეთ ელიუქუისი ექიმის მიერ მითითებულ დროს.
ბავშვებში გამოყენება :
ელიქვისი არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.
ასაკოვნებში გამოყენება:
თუ არ არსებობს დოზის შემცირების კრიტერიუმები, არ არის საჭირო დოზის კორექტირება. თუ ქვემოთ მითითებული შემთხვევებიდან ორი ან მეტი გეხებათ თქვენ, რეკომენდებული დოზაა დღეში ორჯერ 2,5 მგ ელიქვისი:
- თუ სისხლის ანალიზის შედეგი უჩვენებს, რომ თირკმლის ფუნქცია არასაკმარისია (თუ შრატში კრეატინინი არის 1,5 მგ/დლ (133 მიკრომოლი/ლ) ან უფრო მაღალი)
- თუ ხართ 80 წლის ან მეტი ასაკის
- თუ თქვენი წონა არის 60 კგ ან უფრო ნაკლები.
ღვიძლის უკმარისობა:
ელიქვისი არ არის რეკომენდებული ღვიძლის მძიმე დაავადების დროს.
პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის უკმარისობის შემთხვევაში ელიქვისი უნდა გამოიყენონ სიფრთხილის დაცვით.
თირკმლის უკმარისობა :
არ არსებობს კლინიკური გამოცდილება პაციენტებში თირკმლის პროგრესირებადი უკმარისობით, როდესაც კრეატინინის კლირენსის შედეგი, რომელიც წარმოადგენს თირკმლის ფუნქციის კრიტერიუმს,
თირკმლის მძიმე უკმარისობით დაავადებულმა პაციენტებმა (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) აპიქსაბანი უნდა მიიღონ დაბალი დოზით - დღეში ორჯერ 2,5 მგ.
თუ ქვემოთ მითითებული შემთხვევებიდან ორი ან მეტი გეხებათ თქვენ, რეკომენდებული დოზაა დღეში ორჯერ 2,5 მგ ელიქვისი:
- თუ სისხლის ანალიზის შედეგი უჩვენებს, რომ თირკმლის ფუნქცია არასაკმარისია (თუ შრატში კრეატინინი არის 1,5 მგ/დლ (133 მიკრომოლი/ლ) ან უფრო მაღალი)
- თუ ხართ 80 წლის ან მეტი ასაკის
- თუ თქვენი წონა არის 60 კგ ან უფრო ნაკლები.
თუ თვლით, რომ ელიქვისის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ელიქვისი საჭიროზე მეტი რაოდენობით :
თუ შემთხვევით მიიღეთ ელიქვისი საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა, თუნდაც ცარიელი.
თუ მიიღებთ რეკომენდებულზე მეტი რაოდენობით ელიქვისს, შესაძლებელია გაიზარდოს სისხლდენის რისკი. სისხლდენის დაწყების შემთხვევაში შესაძლებელია დაგჭირდეთ ოპერაცია, სისხლის გადასხმა ან ანტი-ფაქტორი Xa აქტივობის აღდგენის მიზნით მკურნალობა.
თუ დაგავიწყდათ ელიქვისის მიღება
თუ არ ხართ დარწმუნებული, რა უნდა გააკეთოთ, ან გამოტოვეთ ერთზე მეტი დოზა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ელიქვისით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია
არ შეწყვიტოთ ელიქვისის მიღება ექიმის მითითების გარეშე, რადგანაც ძალიან ადრე მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელია უფრო მეტად გაიზარდოს თრომბის წარმოქმნის რისკი.
თუ გაქვთ სხვა შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, ელიქვისის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია ჰქონდეთ გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება ყველას. ელიქვისის ყველაზე ხშირი, ზოგადად მოსალოდნელი გვერდითი მოვლენაა სისხლდენა, რომელიც შესაძლებელია აღმოჩნდეს სიცოცხლისთვის სახიფათო და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა.
რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის გამოვლენისას დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
- ალერგიული რეაქცია, რომელიც ვლინდება სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და/ან ყელის შეშუპებით და სუნთქვის გაძნელებით.
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. რომელიმე მათგანის გამოვლენა ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ელიქვისზე. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.
თუ ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ გამოვლინდება რომელიმე ქვემოთ მითითებული სიმპტომი, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს :
ელიქვისმა შესაძლებელია გამოიწვიოს სიცოცხლისთვის სახიფათო სისხლდენა.
სიხშირეები განმარტებულია ქვემოთ მითითებულ სახით:
- ძალიან ხშირი (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს);
- ხშირი (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს);
- არახშირი (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს);
- იშვიათი (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს);
- ძალიან იშვიათი (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს);
- უცნობია (შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით).
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არითმია და არანაკლებ ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორი: თუ ელიქვისს იყენებთ გულში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით, შესაძლებელია წარმოიქმნას შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ხშირი
- თვალებში სისხლჩაქცევა
- კუჭიდან ან ნაწლავიდან სისხლდენა
- ანუსიდან სისხლდენა
- შარდში სისხლი
- ცხვირიდან სისხლდენა
- ღრძილებიდან სისხლდენა
- სილურჯე და შეშუპება
- ანემია, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სისუსტე ან სიფერმკრთალე
- დაბალი არტერიული წნევა, რომლის დროსაც შესაძლებელია იგრძნოთ შესუსტებული ან აჩქარებული გულისცემა
- გულისრევა (ავადმყოფობის შეგრძნება)
- სისხლის ანალიზებში:
- ფერმენტ გამაგლუტამილტრანსფერაზას (GGT) მატება.
არახშირი
- თავის ტვინში ან ზურგის ტვინში სისხლდენა
- პირის ღრუდან სისხლდენა ან ხველის დროს ნახველში სისხლი
- მუცლის ღრუში ან ვაგინალური სისხლდენა
- განავალში ღია წითელი სისხლი
- ქირურგიული ჭრილობის/განაკვეთის მიდამოდან სისხლის ან სითხის გამოჟონვა სისხლჩაქცევის და შეშუპების ჩათვლით, სისხლდენა, რომელიც შესაძლებელია დაიწყოს ოპერაციის შემდეგ ან ინექციის მიდამოდან
- ჰემოროიდული სისხლდენა
- ანალიზის შედეგში განავალში ან შარდში სისხლის არსებობა
- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს სისხლის შედედებაზე)
- სისხლის ანალიზის შედეგებში შესაძლებელია გამოვლინდეს:
- ღვიძლის ფუნქციების დარღვევა
- ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მატება
- ერითროციტების დაშლის პროდუქტის - ბილირუბინის დონის მატება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს კანის და თვალების სიყვითლე.
- კანზე გამონაყარი
- ქავილი
- თმის ცვენა
- ალერგიული რეაქცია, რომელიც ვლინდება სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და/ან ყელის შეშუპებით და სუნთქვის გაძნელებით. რომელიმე ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
იშვიათი
- ფილტვებიდან ან ყელიდან სისხლდენა
- მუცლის ღრუს უკანა მიდამოში სისხლდენა
- კუნთებში სისხლჩაქცევა
თუ ელიქვისს იყენებთ ფეხის ვენებში თრომბის ან ფილტვის სისხლძარღვებში თრომბის მკურნალობის ან ხელახლა წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით, შესაძლებელია აღინიშნებოდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ხშირი
- ცხვირიდან სისხლდენა
- ღრძილებიდან სისხლდენა
- შარდში სისხლი
- სილურჯე და შეშუპება
- კუჭიდან, ნაწლავებიდან და სწორი ნაწლავიდან სისხლდენა
- პირის ღრუში სისხლდენა
- ვაგინალური სისხლდენა
- ანემია, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სისუსტე ან სიფერმკრთალე
- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს სისხლის შედედებაზე)
- გულისრევა (ავადმყოფობის შეგრძნება)
- კანზე გამონაყარი
- სისხლის ანალიზებში:
- ფერმენტების გამაგლუტამილტრანსფერაზას (GGT) ან ალანინამინოტრანსფერაზას მატება.
არახშირი
- დაბალი არტერიული წნევა, რომლის დროსაც შესაძლებელია იგრძნოთ შესუსტებული ან აჩქარებული გულისცემა
- თვალში სისხლჩაქცევა
- პირის ღრუდან სისხლდენა ან ხველის დროს ნახველში სისხლი
- განავალში ღია წითელი სისხლი
- ანალიზის შედეგში განავალში ან შარდში სისხლის არსებობა
- ქირურგიული ჭრილობის/განაკვეთის მიდამოდან სისხლის ან სითხის გამოჟონვა სისხლჩაქცევის და შეშუპების ჩათვლით, სისხლდენა, რომელიც შესაძლებელია დაიწყოს ოპერაციის შემდეგ ან ინექციის მიდამოდან
- ჰემოროიდული სისხლდენა
- კუნთებში სისხლჩაქცევა
- ქავილი
- თმის ცვენა
- ალერგიული რეაქცია, რომელიც ვლინდება სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და/ან ყელის შეშუპებით და სუნთქვის გაძნელებით. რომელიმე ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
- სისხლის ანალიზის შედეგებში შესაძლებელია გამოვლინდეს:
- ღვიძლის ფუნქციების დარღვევა
- ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მატება
- ერითროციტების დაშლის პროდუქტის - ბილირუბინის დონის მატება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს კანის და თვალების სიყვითლე.
იშვიათი
- თავის ტვინში ან ზურგის ტვინში სისხლდენა
- ფილტვებიდან სისხლდენა
უცნობია
- მუცელში ან მუცლის უკან მდებარე ღრუში სისხლდენა
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის წარმოქმნის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს გვერდითი მოვლენები მოიცავს ნებისმიერ სავარაუდო გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები შეგიძლიათ მიუთითოთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ და აცნობოთ უშუალოდ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზით - 0 800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. ელიქვისის შენახვა
ელიქვისი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ ელიქვისი შეუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა წარმოადგენს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
სს ფაიზერ პფე ილაჩლარი
მუალიმ ნაჯის გამზირი №: 55, 34347 ორთაქოი/სტამბოლი
წარმოების ადგილი:
ბრისტოლ-მაიერს სქვიბ მანუფაქტურინგ კომპანი, ჰუმაკაო, პუერტო-რიკო
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 11.02.2021 წელს.
აქტიური ნივთიერება არის აპიქსაბანი. თითო ტაბლეტი შეიცავს 5 მგ აპიქსაბანს.
დამხმარე ნივთიერებებია: ტაბლეტის ბირთვი: უწყლო ლაქტოზა, მიკროკრისტალური
ცელულოზა, კროსკარმელოზის ნატრიუმის მარილი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის
სტეარატი (E 470b). აპკიანი გარსი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა (E 464),
ტიტანის ოქსიდი (E 171), ტრიაცეტინი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E 172).
ჩვენება: ელიქვისი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას აპიქსაბანი, რომელიც მიეკუთვნება
ანტიკოაგულანტების სახელწოდებით ცნობილი სამკურნალო საშუალებების ჯგუფს. ელიქვისი
გამოიყენება მოზრდილებში: სისხლის კოლტების წარმოქმნის პრევენციისთვის (ღრმა
ვენების თრომბოზი (DVT)) მენჯის ან მუხლის სახსრის ჩანაცვლებითი ოპერაციის
შემდეგ. მენჯის ან მუხლის სახსრის ჩანაცვლებითი ოპერაციის შემდეგ იზრდება ფეხების
ვენებში სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკი. შესაძლოა გამოიწვიოს ფეხების
შეშუპება ტკივილით ან ტკივილის გარეშე. თუ სისხლის კოლტი გადავა ფეხებიდან
ფილტვებში, შეიძლება მოახდინოს სისხლის დინების ბლოკირება, გამოიწვიოს ქოშინი
ტკივილით ან ტკივილის გარეშე. ამ მდგომარეობამ (ფილტვის ემბოლია) შეიძლება
სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას და საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
გულში სისხლის კოლტების წარმოქმნის პრევენციის მიზნით, პაციენტებში გულის
არარეგულარული რითმით (წინაგულის ფიბრილაცია) და არანაკლებ ერთი სხვა რისკ-
ფაქტორით. სისხლის კოლტები შესაძლოა მოშორდნენ, გადაადგილდნენ ტვინის
მიმართულებით და გამოიწვიონ ტვინის ინსულტი ან სხვა ორგანოების მიმართულებით და
ხელი შეუშალონ სისხლის ნორმალურ დინებას ამ ორგანოებამდე (აგრეთვე ცნობილია,
როგორც სისტემური ემბოლია). ტვინის ინსულტი შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო
და მოითხოვს ექიმის დაუყოვნებელ ყურადღებას. სისხლის თრომბების სამკურნალოდ
ფეხების ვენებსა (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვების სისხლძარღვებში (ფილტვების
ემბოლია) და სისხლის კოლტების განმეორებითი წარმოქმნის პრევენციისთვის ფეხებში
და-ან ფილტვებში.
დოზირება: ექიმის რეკომენდაციით.
ელიქვისის დანიშნულ დოზაზე მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, შესაძლოა
პაციენტს აღენიშნოს სისხლდენის მომატებული რისკი. თუ პაციენტს დაეწყება
სისხლდენა, შესაძლოა საჭირო გახდეს ოპერაცია, გადასხმა ან მკურნალობის სხვა
მეთოდები, რომლებიც შეძლებენ Xa ფაქტორის წინააღმდეგ მოქმედი ეფექტის დაბრუნებას.
უკუჩვენება: თუ პაციენტს აქვს ალერგია აპიქსაბანის ან ამ პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ, თუ მომატებული სისხლდენა აქვს, თუ აქვს სხეულის ორგანოების დარღვევები, რომლებიც ზრდიან სერიოზული სისხლდენის განვითარების რისკს (როგორიც არის აქტიური ან ახლო წარსულში გადატანილი წყლული კუჭში ან ნაწლავში, ახლო წარსულში არსებული სისხლდენა ტვინში), თუ პაციენტს აქვს ღვიძლის დაავადება, რომელიც იწვევს სისხლდენის მომატებულ რისკს (ღვიძლის კოაგულოპათია), თუ იყენებს სამკურნალო საშუალებებს სისხლის შედედების პრევენციისთვის (მაგ., ვარფარინი, რივაროქსაბანი, დაბიგატრანი ან ჰეპარინი) იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც პაციენტი ცვლის ანტიკოაგულაციურ მკურნალობას ან თუ სისხლძარღვში შეყვანილი აქვს კანულა (კათეტერი) ვენაში ან არტერიაში და ამ კათეტერით შეჰყავს ჰეპარინი, რათა დარჩეს გამტარი ან აქვს შეყვანილი კათეტერი სისხლძარღვში (კათეტერული აბლაცია) გულის არარეგულარული რითმის (არითმიის) სამკურნალოდ.
ბავშვები და მოზარდები: ელიქვისი არ არის განკუთვნილი ბავშვებისა და 18 წლამდე
ასაკის მოზარდებისათვის.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა: თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის
პერიოდში, თუ ფიქრობს, რომ არის ორსულად ან გეგმავს დაორსულებას, ამ სამკურნალო
საშუალების გამოყენების წინ, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
ელიქვისის შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატის
გამოყენება დაუშვებელია ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია
კოლოფსა და ბლისტერზე. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
აღნიშნული პრეპარატის შენახვა არ მოითხოვს რაიმე განსაკუთრებული პირობის დაცვას.
აქტიური ნივთიერება არის აპიქსაბანი. თითო ტაბლეტი შეიცავს 2.5მგ აპიქსაბანს.

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით