ელიქუისი - ELIQUIS
ელიქუისი - ELIQUIS

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტითრომბოზული საშუალებები, Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ელიქუის R 5 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი

მიიღება პირიდან(ორალურად)

  • მოქმედი ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი 5 მგ აპიქსაბანს შეიცავს.
  • დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლაქტოზა (მსხვილფეხა რქოსანი წარმოშობის),მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ნატრიუმის კროსკარმელოსი (E468), ნატრიუმის ლაურილის სულფატი (E487),მაგნიუმის სტეარატი (E470b), ოპადრი II ყვითელი (ლაქტოზის მონოჰიდრატი ((მსხვილფეხა რქოსანი წარმოშობის), ჰიპრომელოზა (E464), ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი (E1518), რკინის წითელი ოქსიდი (E172)).

Ø ეს წამალი დამატებით დაკვირვებას ექვემდებარება. აღნიშნული სამკუთხედი უსაფრთხოების შესახებ ახალი ინფორმაციის სწრაფად განსაზღვრას უზრუნველყოფს. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში შეგიძლიათ მოხსენების სახით გვაცნობოთ. გვერდითი ეფექტების შესახებ განმარტება შეგიძლიათ იხილოთ მე-4 თავის ბოლოში.

გთხოვთ, აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. · აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ. · დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ. · აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი. სხვას არ მისცეთ. · აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ან საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ. · წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი და ან დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს

1. რა არის და რისთვის გამოიყენება****ელიქუისი?

2. ელიქუისის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

3. როგორ გამოიყენება ელიქუისი?

4. რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

5. ელიქუისის შენახვა

1. რა არის და რისთვის გამოიყენება ელიქუისი?

· ელიქუისი მოქმედი ნივთიერების სახით აპიქსაბანს შეიცავს და შედის ანტიკოაგულანტების ჯგუფში, ელიქუისი ცნობილია, როგორც სისხლის გამათხელებელი საშუალება. აღნიშნული წამალი სისხლის შედედებაში მონაწილე მნიშვნელოვანი ფაქტორის ,,Xa ‘’ -ს აქტივობას ბლოკავს და ხელს უშლის სისხლში თრომბის წარმოქმნას.

· აპკით შემოგარსული ტაბლეტები ვარდისფერი ფერის, ოვალური ფორმისაა, ერთ ზედაპირზე წარწერა ,,894’’, მეორე მხარეს კი ,,5’’ ამოტვიფრული. გაყიდვაშია მუყაოს კოლოფით, რომელიც შეიცავს ბლისტერებს და მასში 56 აპკით შემოგარსულ ტაბლეტს.

· ელიქუისი ზრდასრულებში ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს გამოიყენება:

· გულის არარეგულარული არითმია(ატრიალური ფიბრილაცია) და სულ ცოტა ერთი დამატებითი რისკ ფაქტორის (გადატანილი ინსულტი და ან თავის ტვინის სისხლძარღვების ტრანზიტორული დახშობის შედეგად შექცევადი დამბლა(ტრანზიტორული იშემიური შეტევა), ≥75 და მეტი ასაკი, მაღალი წნევა, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობის მსგავსი დარღვევები), აღნიშნული დაავადებების დროს გულში თრომბის განვითარების თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება. თრომბი თუ თავის ტვინის სისხლძარღვს დაახშობს, შეიძლება ინსულტის განვითარების მიზეზი გახდეს, სხეულის სხვა ორგანოში სისხლძარღვში მოხვედრის შემთხვევაში კი ორგანოს სისხლის მიმოქცევას დაარღვევს (ცნობილია, როგორც სისტემური ემბოლიზმი). ინსულტი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა და შეიძლება სასწრაფო სამედიცინო ჩარევა საჭირო გახდეს.

· ასევე ქვემო კიდურების ვენებსა(ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვების სისხლძარღვებში თრომბის (პულმონალური ემბოლია) მკურნალობისთვის და კიდურებსა და ან ფილტვებში თრომბის განმეორებითი განვითარების თავიდან აცილების მიზნითაც გამოიყენება.

2. ელიქუისის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ელიქუისი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს!

- თუ აპიქსაბანის და ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ გაქვთ ალერგიული რეაქცია (მომატებული მგრძნობელობა)

- თუ ჭარბი სისხლდენა გაქვთ

- თუ სხეულის რომელიმე ორგანოში არსებობს სისხლდენის მომატებული რისკის განმაპირობებელი დაავადება (კუჭის და ან ნაწლავების აქტიური და ან ახალი წყლული, ახლო პერიოდში გადატანილი თავის ტვინში სისხლჩაქცევა)

- თუ ღვიძლის დაავადება გაქვთ(ჰეპატური კოაგულოპათია), რომლის დროსაც სისხლდენის რისკი მატულობს

- ქვემოთ მოცემული მდგომარეობების გარდა თუ შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტებს (მაგ.:ვარფარინი, რივაროქსაბანი, დაბიგატრანი და ან ჰეპარინი) ღებულობთ ან ანტიკოაგულაციური თერაპიისთვის სისხლძარღვის შეცვლას აპირებთ და ვენური სისტემის გამავლობისთვის ღებულობთ ჰეპარინს და ან არითმიის მკურნალობისას საჭიროა ჩარევა(კათეტერული აბლაცია).

ელიქუისი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ!

თუ ქვემოთ მოცემული მდგომარეობიდან რომელიმე თქვენთან აღინიშნება, წამლის მიღებამდე გთხოვთ ექიმს მიმართოთ.

- ქვემოთ მოცემული მდგომარეობების მსგავსად სისხლდენის მომატებული რისკი:

- სისხლის შედედების დარღვევები, თრომბოციტების დაბალი აქტივობის განმაპირობებელი დაავადებების ჩათვლით

- მედიკამენტოზური მკურნალობით არაკონტროლირებადი მაღალი არტერიული წნევა

- 75 და მეტი ასაკი

- 60 კგ ანდა სხეულის უფრო ნაკლები წონა

- თირკმლების სერიოზული დაავადება ან დიალიზზე დამოკიდებულება

- ღვიძლის დავადება და ან ანამნეზში ღვიძლის პრობლემა

· ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევით ელიქუისი სიფრთხილით ინიშნება

· ელიქუისის მიღების დაწყებამდე, ექიმმა თქვენი ღვიძლის ფუნქციური ტესტები უნდა განსაზღვროს და დარღვევის შემთხვევაში სიფრთხილით გამოიყენება

- ავადმყოფებში, რომელთაც გულის არარეგულარული არითმია (ატრიალური ფიბრილაცია)აქვთ, ან ანტითრომბული თერაპიისთვის ესაჭიროებათ მედიკამენტის ერთი და ან ორი ფორმა

- ავადმყოფებს, რომელთაც გულის ხელოვნური სარქველი აქვთ

- ავადმყოფებში, რომელთა სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ან ფილტვების თრომბოემბოლია აქვთ, ასევე თრომბის დაშლის და ან ფილტვის სისხლძარღვებში არსებული თრომბის ქირურგიული ჩარევით ამოღებისას

- ავადმყოფებში სიმსივნური დაავადების აქტიური ფორმით

- ავადმყოფები, რომელიც აღნიშნულ წამლის გამოყენების ინსტრუქციაში ,,სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება’’ ნაწილში ჩამოთვლილი მედიკამენტებს ღებულობენ

- აცც (აცეტილ ცისტეინის მჟავა; მაგ.:ასპირინი) და ან აცც-სთან ერთად კლოპიდოგრელის კომბინაციისას, გულის ერთზე მეტი და ან სხვა დაავადებების არსებობისას, რომელიც თრომბოემბოლიის რისკს ქმნის და ან ანამნეზში გულის მკვებავი არტერიების ემბოლიის არსებობისას

- აცეტილ ცისტეინის მჟავის შემცველი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ერთად (აას) (ტკივილგამაყუჩებელი ჯგუფი) მიღებისას

- თავის ტვინის სისხლძარღვების უეცარი გარდამავალი დახშობის გამო განვითარებული შექცევადი დამბლის დროს (მწვავე იშემიური ინსულტი) გამოყენებული ანტითრომბული თერაპიისას(თრომბოლიზური)

- ქირურგიული ჩარევების შემდეგ თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების (სისხლის გამათხელებელი წამლების ჯგუფი)ერთად მიღებისას

- ხანდაზმულებში პოტენციურად სისხლდენის მაღალი რისკის გამო ელიქუისის და აცეტილ ცისტეინის მჟავის (მაგ. ასპირინის) ერთდროული გამოყენებისას

თუ ოპერაციის და ან სამედიცინო პროცედურის საჭიროებაა, ექიმმა შეიძლება ხანმოკლე დროით წამლის შეწყვეტა გთხოვოთ. თუ არა ხართ დარწმუნებული ქირურგიული ჩარევისას სისხლდენის შესაძლო განვითარება- არ განვითარების საკითხზე, გთხოვთ მიმართეთ ექიმს.

თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან რომელიმე თუნდაც წარსულში გქონდათ, გთხოვთ მიმართეთ ექიმს.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება:

ელიქუისის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში არ არის რეკომენდირებული.

ელიქუისის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ელიქუისის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად და ან მის გარეშეც.

ორსულობა

წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართოთ.

თუ ორსულად ხართ, ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ და ან ორსულობას გეგმავთ, ამ წამლის მიღებამდე გთხოვთ მიმართოთ თქვენ ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს.

ელიქუისის ზემოქმედება ორსულობაზე და მუცლად მყოფ ნაყოფზე უცნობია. თუ ორსულად ხართ, ელიქუისი არ უნდა გამოიყენოთ.

თუ მკურნალობის პერიოდში გამოვლინდება ორსულობა, მაშინვე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

გთხოვ, წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართოთ.

ელიქუისის ადამიანის დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია, თქვენი ექიმი გადაწყვეტს ძუძუთი კვების და ან წამლის შეწყვეტის საკითხს.

თუ ძუძუთი კვებავთ, ამ წამლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ელიქუსის ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე უცნობია.

ელიქუის-ის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

ელიქუისი-ლაქტოზას (რძეში არსებული შაქრის სახეობა)შეიცავს. თუ ექიმის მხრიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ მგრძნობიარე ხართ, გთხოვთ, ამ წამლის შეძენამდე ექიმს მიმართოთ.

ელიქუისის სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ზოგიერთი მედიკამენტი იწვევს ელიქუისის ეფექტის მატებას, ზოგიერთი კი პირიქით. ამ მედიკამენტების შეძენისას ელიქუისის გამოყენების საკითხს და მისი გამოყენების სიხშირეს ექიმი გადაწყვეტს.

ქვემოთ ჩამოთვლილმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს ელიქუისის ეფექტის მატება ან არასასურველი სისხლდენების გამოვლენა:

სოკოვანი ინფექციების დროს გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტი (მაგ. კეტოკონაზოლი და ა.შ)

- HIV და AIDS დროს გამოყენებული ზოგიერთი ანტივირუსიული წამალი (მაგ. რიტონავირი)

- სისხლის შედედების შემცირების მიზნით გამოყენებული სხვა წამლები(მაგ. ენოქსაპარინი და სხვა)

- ანთების საწინააღმდეგო და ან ტკივილ გამაყუჩებელი წამლები (მაგ. ასპირინი და ან ნაპროქსენი). განსაკუთრებთ სიფრთხილეა საჭირო 75 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის, თუ ასპირინს ღებულობთ, არსებობს სისხლდენის მომატებული რისკი

- მაღალი არტერიული წნევა და ან გულის პრობლემების დროს გამოყენებული წამლები (მაგ.დილთიაზემი)

- დეპრესიის მკურნალობისთვის გამოყენებული ე.წ. ანტიდეპრესანტები (მაგ. სელექტიური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები და ან სეროტონინ ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები)

ქვემოთ ჩამოთვლილმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს ელიქუისის ეფექტის შემცირება :

- ეპილეფსიის და გულყრების სამკურნალო წამლები(მაგ.ფენიტოინი და სხვა)

- Hypericum perforatum (წმ.იოანე ვორტის-დეპრესიის სამკურნალო მცენარეული დანამატი)

- ტუბერკულოზის და სხვა ინფექციების სამკურნალო წამლების მიღებისას (მაგ. რიფამპიცინი)

თუ რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე იღებთ რაიმე მედიკამენტს ანდა ბოლო პერიოდში იღებდით გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

3.როგორგამოიყენება****ელიქუისი ?

  • სწორიგამოყენებადადოზები/გამოყენებისსიხშირედამითითებები :

ელიქუისი-ყოველთვის ექიმის რეკომენდაციის მიხედვით მიიღეთ. თუ რაიმე გეეჭვებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს.

აღნიშნული წამალი თქვენი ექიმის რეკომენდაციით ყოველდღე, 1 ტაბ. 2 ჯერ უნდა მიიღოთ.

  • მიცემის გზა და მეთოდი:

ელიქუისი-პირის გზით მიიღება. ტაბლეტი მთლიანად წყალთან ერთად გადაყლაპეთ. ელიქუისის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად და ან მის გარეშეც. მკურნალობაზე კარგი შედეგის მიღებისთვის საჭიროა ტაბლეტების მიღება ყოველდღე, ერთსა და იგივე დროს.

თუ ტაბლეტის მთლიანი გადაყლაპვა გიჭირთ, ელიქუისის მიღების სხვა გზების შესახებ ინფორმაცია თქვენი ექიმისგან მოითხოვეთ. წამლის მიღებამდე შეგიძლიათ ტაბლეტი დაფშვნათ(დაფხვნათ) შეურიოთ წყალში, 5% დექსტროზაში და ან ვაშლის წვენში ან ვაშლის პიურეში და ამ ფორმით მიიღოთ.

მითითებები ტაბლეტის დაფშვნის(დაფხვნის) შესახებ:

  • ტაბლეტი სანაყ ჯამში შეგიძლიათ დაფხვნათ

· დაფშვნილი ფხვნილი ფრთხილად მოათავსეთ პატარა ჭურჭელში, ნარევის მიღებისთვის დაამატეთ 30 მლ წყალი (2 სუფრის კოვზი) ან ზემოთ ჩამოთვლილი სითხეები შეურიეთ.

  • გაკეთებული ნარევი გადაყლაპეთ

· ტაბლეტის დაფშვნისთვის გამოყენებული სანაყი ჯამი წლით( 30 მლ) ან სხვა სითხეებით გამოავლეთ და გადაყლაპეთ.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ელიქუისის გაკეთებული ნარევის 60 მლ წყლით და ან 5% დექსტროზით ნაზოგასტრალური მილით მიცემა.

_არითმიის და ან დამატებით სულ მცირე ერთი რისკ ფაქტორის მქონე ავადმყოფებში გულში თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებული დოზა _ არის: ელიქუისი 5 მგ ტაბ. -1 ტაბ. 2 ჯერ დღეში.

ქვემოთ მოცემულ მდგომარეობების დროს რეკომენდირებული დოზა არის: ელიქუისი 2.5 მგ ტაბ. -1 ტაბ. 2 ჯერ დღეში.

· თირკმლის ფუნქციების დარღვევის მძიმე ხარისხი

· ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ორი და ან უფრო მეტი პრობლემა თუ გაქვთ:

-თუ სისხლის ანალიზით ვლინდება თირკმლის ფუნქციების დაქვეითება (სისხლის შრატში კრეატინინი 1.5 მგ/დლ (133მკმოლ/ლ) და ან მაღალია)

-თუ 80 წლის ან უფრო მეტი ასაკის ხართ

-თუ წონა 60 კგ ან უფრო ნაკლებია

რეკომენდირებული დოზა არის: 1 ტაბ. 2 ჯერ დღეში, მაგ. დილით და საღამოს თითო ტაბლეტი. მკურნალობაზე კარგი შედეგის მიღებისთვის ტაბლეტები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიიღეთ. მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს.

**ქვემო კიდურების ვენური თრომბების და ფილტვების სისხლძარღვების თრომბების სამკურნალოდ რეკომენდირებული დოზაა ** : ელიქუისი 5 მგ- პირველი 7 დღე: 2 ტაბ. 2 ჯერ დღეში, მაგ. დილით და საღამოს ორ-ორი ტაბლეტი.(ჯამური დღიური დოზა 20 მგ)

7 დღის შემდეგ ელიქუისი 5 მგ ტაბლეტის რეკომენდირებული დოზაა: 1 ტაბ. 2 ჯერ დღეში, მაგ. დილით და საღამოს თითო ტაბლეტი. მკურნალობის უკეთესი შედეგის მისაღებად ტაბლეტები მიიღეთ ერთსა და იმავე დროს. (ჯამური დღიური დოზა 10 მგ)

6 თვიანი მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ თრომბების განვითარების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებული დოზაა: ელიქუისი 2.5 მგ ტაბ. - 1 ტაბ. 2 ჯერ დღეში, მაგ. დილით და საღამოს თითო ტაბლეტი.

მკურნალობის უკეთესი შედეგის მისაღებად ტაბლეტები მიიღეთ ერთსა და იმავე დროს. (ჯამური დღიური დოზა 5 მგ)

მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს. ექიმს შეუძლია ანტიკოაგულაციური მკურნალობა შეგიცვალოთ ქვემოთ მოცემულის მსგავსად:

- **ელიქუისიდან შედედების საწინააღმდეგო (ანტიკოაგულაციურ) წამალზე გადასვლა. ** ელიქუისის მიღება შეწყვიტეთ. მომდევნო ტაბლეტის მიღების დროზე ანტიკოაგულაციური წამლით (მაგ. ჰეპარინით) დაიწყეთ მკურნალობა.

- ანტიკოაგულაციური წამლებიდან ელიქუისზე გადასვლა- შედედების საწინააღმდეგო წამლის მიღება შეწყვიტეთ. შემდეგი ანტიგოაგულაციური წამლის მიღების დროზე დაიწყეთ ელიქიუსით მკურნალობა. შემდეგ მკურნალობა ნორმალური ფორმით გააგრძელეთ.

- **K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი შედედების საწინააღმდეგო (მაგ. ვარფარინი) მკურნალობიდან ელიქუისზე გადასვლა: ** - K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი შედედების საწინააღმდეგო წამლის მიღება შეწყვიტეთ. ექიმი სისხლის ანალიზს აიღებს და ელიქუისის მიღების დაწყების დროსთან დაკავშირებით ინფორმაცის მოგაწოდებთ.

- **ელიქუისიდან - K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი შედედების საწინააღმდეგო (მაგ. ვარფარინი) მკურნალობაზე გადასვლა ** : თუ ექიმი გეტყვით, რომ საჭიროა - K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი შედედების საწინააღმდეგო წამლის მიღება, K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი წამლის პირველი დოზიდან სულ ცოტა 2 დღე გააგრძელეთ ელიქუისის მიღება, ექიმი სისხლი ანალიზს აიღებს და ელიქუისის მიღების შეწყვეტის დროს გაცნობებთ.

ავადმყოფები, რომელთაც კარდიოვერსია უნდა გაუკეთდეთ-

არითმიების დროს თუ საჭიროა კარდიოვერსიული ჩარევით პრობლემის მოგვარება, თავის ტვინსა და სხეულში თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ელიქუისის მიღების დროის შესახებ.

  • განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ელიქუისი ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში არ არის რეკომენდირებული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

დოზის შემცირების კრიტერიუმების არ არსებობის შემთხვევაში დოზის რეგულირება არ არის საჭირო. თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობიდან ორი და ან მეტი პრობლემა გაქვთ, რეკომენდირებული დოზაა: ელიქუსი 2.5 მგ- 1 ტაბ. 2 ჯერ დღეში.

-თუ სისხლის ანალიზით ვლინდება თირკმლის ფუნქციების დაქვეითება (სისხლის შრატში კრეატინინი 1.5 მგ/დლ (133მკმოლ/ლ) და ან მაღალია)

-თუ 80 წლის ან უფრო მეტი ასაკის ხართ

-თუ წონა 60 კგ ან უფრო ნაკლებია

  • გამოყენების განსაკუთრებული მითითებები:

ღვიძლის უკმარისობა

ელიქუისი ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს არ არის რეკომენდირებული. ღვიძლის უკმარისობის მსუბუქი ან საშუალო ფორმის დროს ელიქუსი სიფრთხილით გამოიყენება.

თირკმლების უკმარისობა

თუ თირკმლის ფუნქციების მაჩვენებელი კრეატინინის კლირენსი <15 მლ/წთ და აღინიშნება თირკმლების მაღალი ხარისხის უკმარისობა, კლინიკური გამოცდილების არ არსებობის გამო ელიქუისი არ არის რეკომენდირებული.

თირკმლების მძიმე უკმარისობის დროს, (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) აპიქსაბანის დოზაა 2.5 მგ 2 ჯერ დღეში.

ქვემოთ მოცემული მდგომარეობებიდან ორი და ან მეტი პრობლემა თუ აისახება თქვენთან, რეკომენდირებული დოზა არის ელიქუისი- 2.5 მგ 2 ჯერ დღეში.

-თუ სისხლის ანალიზით ვლინდება თირკმლის ფუნქციების დაქვეითება (სისხლის შრატში კრეატინინი 1.5 მგ/დლ (133მკმოლ/ლ) და ან მაღალია)

-თუ 80 წლის ან უფრო მეტი ასაკის ხართ

-თუ წონა 60 კგ ან უფრო ნაკლებია

თუ ფიქრობთ, რომ ელიქუისის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

თუ საჭირო დოზაზე მეტი ელიქუისი მიიღეთ:

თუ ელიქუისის ზედმეტი დოზა მიიღეთ, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

წამლის კოლოფი ცარიელიც რომ იყოს, ექიმთან მისვლისას თან იქონიეთ. თუ რეკომენდირებულ დოზაზე მეტ ელიქუისს მიიღებთ, სისხლდენის რისკი მატულობს, თუ სისხლდენა გამოვლინდება, ოპერაცია, სისხლის გადასხმა და ან ანტი-ფაქტორ Xa აქტივობის საწინააღმდეგო მკურნალობა შეიძლება დაგჭირდეთ.

თუ ელიქუისის მიღება დაგავიწყდათ

  • როცა გაგახსენდებათ თქვენთვის გამოწერილი დოზა მიიღეთ და

· ელიქუისის შემდეგი დოზა ნორმალურ (ჩვეულ)დროზე მიიღეთ

  • შემდეგ ჩვეულებრივად გააგრძელეთ მიღება

თუ არ იცით როგორ უნდა მოიქცეთ და ან ერთზე მეტი დოზა ჩააგდეთ, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

დავიწყებული(ჩაგდებული) დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც ელიქუისით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ექიმის რეკომენდაციის გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ, რადგანაც ამ შემთხვევაში მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტისას სისხლის თრომბის წარმოქმნის რისკი უფრო მაღალია. თუ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით სხვა კითხვა გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

**4.**რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, ელიქუისში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები, თუმცა ეს გვერდითი ეფექტები ყველასთან არ ვლინდება. ელიქუისის ყველაზე გავრცელებული შესაძლო ზოგადი გვერდითი ეფექტი, რომელმაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა შექმნას და სასწრაფო სამედიცინო ჩარევის აუცილებლობა გამოიწვიოს, ეს არის სისხლდენა.

თუქვემოთჩამოთვლილიმოვლენებიდანრომელიმეგამოგივლინდათ,ელიქუისის მიღება შეწყვიტეთ დასასწრაფოდაცნობეთთქვენსექიმსდაანთქვენთანყველაზეახლოსაავადმყოფოსსასწრაფოგანყოფილებასმიმართეთ**:**

- სახეზე, ტუჩებზე, პირის ღრუში, ენაზე და ან ხახაში შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, რომელიც შეიძლება ალერგიული გამოვლინდება იყოს.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ აღნიშნულიდან ერთი გამოგივლინდათ, ეს ნიშნავს, რომ ელიქუისის წინააღმდეგ სერიოზული ალერგია გაქვთ. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა და ან სავადმყოფოში მოთავსებაც.

აღნიშნული წამლის მიღების შემდეგ თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი გამოგივლინდათ, მიმართეთ და აცნობეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

ელიქუსი შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენის მიზეზი გახდეს.

გვერდი ეფექტების გამოვლინების სიხშირე ქვემოთაა ნაჩვენები:

ძალიან გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული : 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 100

ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან < 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ

1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი: 1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 10.000

ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეძლება გამოვლინდეს

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

ავადმყოფები არითმიებით და სულ ცოტა ერთი დამატებითი რისკ ფაქტორის მქონე დაავადების არსებობისას, თუ გულში თრომბის განვითარების საწინააღმდეგოდ ელიქუისს ღებულობენ, შეიძლება ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს:

გავრცელებული:

- თვალებში სისხლჩაქცევა

- კუჭიდან და ან ნაწლავიდან სისხლდენა

- რექტალური სისხლდენა

- შარდში სისხლი

- ცხვირიდან სისხლდენა

- ღრძილებიდან სისხლდენა

- დალურჯება და შეშუპება

- სისუსტე და ან სიფერმკრთალის შესაძლოდ განმაპირობებელი სისხლნაკლებობა (ანემია)

- შესუსტებული და ან აჩქარებული გული სცემა, დაბალი არტერიული წნევა

- გულისრევა (ავად ყოფნის შეგრძნება)

- სისხლის ანალიზში გგტ

- (გამა-გლუტამილტრანსფერაზას) ენზიმის მატება

ნაკლებად გავრცელებული:

- თავის და ან ზურგის ტვინში სისხლჩაქცევა

- სისხლდენა პირიდან და ან ხველის დროს ნერწყვში სისხლი

- მუცლის ღრუდან ან საშოდან სისხლდენა

- განავალში ღია წითელი ფერის სისხლი

- დალურჯების და შეშუპების ჩათვლით ქირურგიული ჭრილობიდან/ განაკვეთიდან სისხლდენა და ან სითხის გამოჟონვა (ჭრილობიდან გამონადენი), ოპერაციის შემდეგ და ან ინექციის ადგილას ხილული სისხლდენა

- ჰემოროიდალური სისხლდენა

- განავალსა და შარდში სისხლის მაჩვენებელი ანალიზები

- სისხლში თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა(შედედებაზე მოქმედი)

- სისხლის ანალიზში:

-ღვიძლის ფუნქციების დარღვევა

-ღვიძლის ზოგიერთი ენზიმის მომატება

-სისხლის წითელი უჯრედების დაშლი პროდუქტის, კანის და თვალების სიყვითლის განმაპირობებელი ბილირუბინის მატება

-კანზე გამონაყარი

-ქავილი

-თმის ცვენა

-სახეზე, ტუჩებზე, პირის ღრუში, ენაზე და ან ხახაში შეშუპება და ჰაერის უკმარისობა, რომელიც შეიძლება ალერგიული რეაქციის მაჩვენებელი იყოს. ამ სიმპტომებიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ

იშვიათი:

- ფილტვებსა და ხახიდან სისხლდენა

- მუცლის ღრუს სივრცეებს შორის არსებული მიდამოებიდან სისხლდენა

- კუნთოვანი სისხლდენა

ქვემო კიდურების ვენების და ფილტვების სისხლძარღვების ანტითრომბული მკურნალობის და ან თრომბის განვითარების თავიდან აცილებისთვის თუ ელიქუისს ღებულობთ, შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს:

გავრცელებული:

- ცხვირიდან სისხლდენა

- ღრძილებიდან სისხლდენა

- შარდში სისხლი

- დალურჯება და შეშუპება

- კუჭიდან, ნაწლავებიდან და სწორი ნაწლავიდან სისხლდენა

- პირის ღრუდან სისხლდენა

- საშოდან სისხლდენა

- სისუსტე და ან სიფერმკრთალის შესაძლოდ განმაპირობებელი სისხლნაკლებობა (ანემია)

- სისხლში თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა(მოქმედებს შედედებაზე)

- გულისრევა (ავად ყოფნის შეგრძნება)

- გამონაყარი კანზე

- სისხლის ანალიზში :

- გგტ (გამა-გლუტამილტრანსფერაზას) და ან ალტ -ალანინამინოტრანსფერაზას ენზიმის მატება

ნაკლებად გავრცელებული:

- შესუსტებული და ან აჩქარებული გული სცემა, დაბალი არტერიული წნევა

- თვალის შიგა სისხლჩაქცევა

- პირის ღრუდან სისხლდენა და ან ხველის დროს ნერწყვში სისხლი

- განავალში ღია წითელი ფერის სისხლი

- შარდის და განავლის ანალიზებში სისხლის არსებობა

- დალურჯების და შეშუპების ჩათვლით ქირურგიული ჭრილობიდან/ განაკვეთიდან სითხის გამოჟონვა (ჭრილობიდან გამონადენი), ოპერაციის შემდეგ და ან ინექციის ადგილას ხილული სისხლდენა

- ჰემოროიდალური სისხლდენა

- კუნთოვანი სისხლდენა

- ქავილი

- თმის ცვენა

- სახეზე, ტუჩებზე, პირის ღრუში, ენაზე და ან ხახაში შეშუპება და ჰაერის უკმარისობა, რომელიც შეიძლება ალერგიული რეაქციის მაჩვენებელი იყოს. ამ სიმპტომებიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში, სასწრაფოდ ექიმს.

- სისხლის ანალიზში:

-ღვიძლის ფუნქციების დარღვევა

-ღვიძლის ზოგიერთი ენზიმის მომატება

-სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტის, კანის და თვალების სიყვითლის განმაპირობებელი ბილირუბინის მატება

იშვიათი:

- თავის ტვინსა და ზურგის ტვინში სისხლდენა(სისხლჩაქცევა)

- ფილტვებში სისხლდენა

უცნობი:

- მუცლის ღრუში და ან მუცლის ღრუს უკანა სივრცეებში სისხლდენა

ნებისმერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში გთხოვთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ. აღნიშნული გვერდითი ეფექტები მოიცავს გამოყენების ინსტრუქციის ჩამონათვალში არ არსებულ გვერდით ეფექტსაც.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი არ არის აღნიშნული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს.

5.ელიქუისR -ის შენახვა

ელიქუის R - ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <250C ზე ნაკლები ოთახის ტემპერატურაზე.

შეინახეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ელიქუისი არ გამოიყენოთ. გამოყენების ბოლო ვადა აღნიშნული თვის ბოლო დღეს აღნიშნავს.

თუ პრეპარატის გამოყენების ბოლო ვადა გასულია და ან პრეპარატი არ გამოგიყენებიათ, ნაგავში არ ჩააგდოთ. გარემოს და ურბანული დაცვის სამინისტროს მიერ მითითებულ შემკრებ სისტემას გადაეცით.