ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები, კონტაქტური საფაღარათო პრეპარატები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პერისტალტიკის გამაძლიერებელი საფაღარათო საშუალება.
პარასამკურნალო საშუალება
ტაბლეტები
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: А და B სენოზიდები (Sennosides A and B).
შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტი: სინამაქის (Cassia acutifolia) ფოთლების ექსტრაქტი (შეიცავს 20% A და B სენოზიდების კალციუმის მარილებს) -- 0,07გ.
არააქტიური ინგრედიენტები: ლაქტოზა, სახამებელი (სიმინდის და კარტოფილის), პოვიდონი, ვანილინი, მეთილპარაბენი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტალკი, კალციუმის სტეარატი.
პარასამკურნალო საშუალება მზადდება სინამაქის (ალექსანდრიული ფოთოლი) ფოთლების (Cassia angustifolia Vahl.; Cassia acutifolia Del.; ojaxi – Fabaceae) საფუძველზე.
მცენარის ფოთლები შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს: A და B სენოზიდებს და სხვა ანტრაცენწარმოებულებს: რეინს, ალოე-ემოდინს; ფლავონურ გლიკოზიდებს - იზორამნეტინს, კემპფეროლს, კემპფერინს, ორგანულ მჟავებს (ლინოლის, სტეარინის, პალმიტინის და სხვ.), ფიტოსტერინს, ფიტოსტეროლინს, პოლისაქარიდებს და ალკალოიდების კვალს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: მცენარეული წარმოშობის საფაღარათო საშუალება (სინამაქის ფოთლების ანტრაგლიგოზიდების ჯამი) იწვევს ნაწლავების ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანებას, რეფლექტორულად აძლიერებს პერისტალტიკას (განსაკუთრებით - მსხვილი ნაწლავის), რაც განაპირობებს ნაწლავების უფრო სწრაფ დაცლას, მისი ნორმალური მუშაობის რიტმის აღდგენას. ხელს არ უშლის საჭმლის მონელებას.
პრეპარატის მოქმედება იწყება მიღებიდან 8-12 სთ-ის შემდეგ.
ჩვენებები: შეკრულობა (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰიპოტონია და ატონია, მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკის მოდუნება, მათ შორის ოპერაციის შემდგომ პერიოდში, მშობიარობის შემდეგ).
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად.
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკის ზევით - 1 ან 2 ტაბლეტი საღამოს ძილის წინ. ეფექტის არარსებობის შემთხვევაში რამდენიმე დღის შემდეგ შესაძლებელია დოზის გაზრდა 2-3 ტაბლეტამდე ერთ მიღებაზე.
1-დან 6-წლამდე ასაკის ბავშვები: მოზრდილთა დოზის ერთი მესამედი ერთჯერად მიღებაზე საღამოს, ძილის წინ;
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: მოზრდილთა დოზის ნახევარი ერთჯერად მიღებაზე საღამოს, ძილის წინ;
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, ნაწლავების გაუვალობა, ჩაჭედილი თიაქარი, მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებები, პერიტონიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მეტრორაგია, ცისტიტი, სპასტიური კოლიტი, წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევა.
ყურადღება: სიფრთხილით ინიშნება – ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ღვიძლის და/ან თირკმლების უკმარისობისას; ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატის საფაღარათო მოქმედებას შესაძლოა თან ახლდეს მუცლის ჭვალისმაგვარი ტკივილი. დოზის გადაჭარბების დროს ვითარდება გაძლიერებული აირწარმოქმნა ნაწლავებში და ფაღარათი. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატით მკურნალობის დროს შარდის შეფერილობა ხდება მოყვითალო-ყავისფერი ან მოწითალო-იისფერი. ამან არ უნდა გამოიწვიოს შეშფოთება: რადგან შარდის ბუნებრივი ფერი აღდგება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
ურთიერთქმედება სხვა პეპარატებთან: ხელს უშლის ტეტრაციკლინების აბსორბციას.
გამოშვების ფორმა: 10 ტაბლეტი პვქ/ალუ ბლისტერზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილას.
აკრძალულია პრეპარატის გამოყენება პრეპარატის ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
საერთაშორისო დასახელება - სენოზიდი
სენოზიდები , ტაბლეტები
საფაღარათო საშუალება
შემადგენლობა:
თითოეული უგარსო ტაბლეტი შეიცავს :
სენას ექსტრაქტს , რომელიც ექვივალენტურია 13,5 მგ სენოზიდების A და B კალციუმის
მარილის სახით .
აღწერილობა:
სენოზიდები მიიღება მცენარიდან Cassia angustifolia. პრეპარატს აქვს მსუბუქი
საფაღარათო მოქმედება , რომელიც ვლინდება მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ. იგი
მოქმედებს მსხვილი ნაწლავის რეცეპტორების გაღიზიანების გზით , რაც იწვევს
ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერებას . საფაღარათო მოქმედებას ახდენს ნაწლავების
გაღიზიანების გარეშე . იგი ექსკრეტირდება განავლით და შარდით და შარდს სპეციფიკურ
ყვითელ ფერს აძლევს .
ჩვენებები:
სენოზიდი ნაჩვენებია მოზრდილებსა და ბავშვებში ყაბზობის დროს .
უკუჩვენებები:
გვერდითი ეფექტები:
სენოზიდიმ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი აბდომინალური დისკომფორტი , როგორიცაა
კოლიკა ან სპაზმი . ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა .
სიფრთხილის ზომები:
სენოზიდის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში , რომელთაც აღენიშნებათ ნაწლავური
ობსტრუქცია ან არადიაგნოსტირებული აბდომინალური სიმპტომატიკა . სიფრთხილეა საჭირო
ნაწლავის ანთებითი დაავადების დროსაც .
ხანგრძლივი გამოყენება არაა რეკომენდებული .
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ სარგებელი რისკის
თანაფარდობის შეფასების შემდეგ .
მიღების გზები და დოზირება:
ბავშვები : (1- დან 12 წლამდე ) : 1 ტაბლეტი ძილის წინ;
მოზრდილები : 1-3 ტაბლეტი ძილის წინ ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით .
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .
საერთაშორისო დასახელება - სენოზიდი
სენოზიდები , ტაბლეტები
საფაღარათო საშუალება
შემადგენლობა:
თითოეული უგარსო ტაბლეტი შეიცავს :
სენას ექსტრაქტს , რომელიც ექვივალენტურია 13,5 მგ სენოზიდების A და B კალციუმის
მარილის სახით .
აღწერილობა:
სენოზიდები მიიღება მცენარიდან Cassia angustifolia. პრეპარატს აქვს მსუბუქი
საფაღარათო მოქმედება , რომელიც ვლინდება მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ. იგი
მოქმედებს მსხვილი ნაწლავის რეცეპტორების გაღიზიანების გზით , რაც იწვევს
ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერებას . საფაღარათო მოქმედებას ახდენს ნაწლავების
გაღიზიანების გარეშე . იგი ექსკრეტირდება განავლით და შარდით და შარდს სპეციფიკურ
ყვითელ ფერს აძლევს .
ჩვენებები:
სენოზიდი ნაჩვენებია მოზრდილებსა და ბავშვებში ყაბზობის დროს .
უკუჩვენებები:
გვერდითი ეფექტები:
სენოზიდიმ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი აბდომინალური დისკომფორტი , როგორიცაა
კოლიკა ან სპაზმი . ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა .
სიფრთხილის ზომები:
სენოზიდის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში , რომელთაც აღენიშნებათ ნაწლავური
ობსტრუქცია ან არადიაგნოსტირებული აბდომინალური სიმპტომატიკა . სიფრთხილეა საჭირო
ნაწლავის ანთებითი დაავადების დროსაც .
ხანგრძლივი გამოყენება არაა რეკომენდებული .
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ სარგებელი რისკის
თანაფარდობის შეფასების შემდეგ .
მიღების გზები და დოზირება:
ბავშვები : (1- დან 12 წლამდე ) : 1 ტაბლეტი ძილის წინ;
მოზრდილები : 1-3 ტაბლეტი ძილის წინ ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით .
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .
სენადექსინი
ერთი ტაბლეტის შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტი:
სინამაქის ფოთლების ექსტრაქტი,
რომელიც შეიცავს 20% А და В
კალციუმის სენოზიდების ჯამს - 0,07 გ
არააქტიური ინგრედიენტები:
რძის შაქარი, სიმინდის სახამებელი, სტეარინის მჟავა, ნიპაგინი, ვანილინი, ტალკი,
მაგნიუმის სტეარატი.
აღწერილობა
ყავისფერი ტაბლეტები ჩანართებით, დამახასიათებელი ვანილინის სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საფაღარათო საშუალება.
ათქ კოდი: A06AB06
ფარმაკოლოგიური თვისებები
მცენარეული წარმოშობის საფაღარათო საშუალება. იწვევს ნაწლავების ლორწოვანი გარსის
რეცეპტორების გაღიზიანებას, რეფლექტორულად აძლიერებს პერისტალტიკას
(განსაკუთრებით – მსხვილი ნაწლავის), რაც განაპირობებს ნაწლავების უფრო სწრაფ
დაცლას. პრეპარატის მოქმედება იწყება მიღებიდან 8-12 სთ-ის შემდეგ.
ჩვენება
სხვადასხვა ეთიოლოგიის ყაბზობა (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰიპოტონია და ატონია,
მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკის მოდუნება); რენტგენოლოგიური გამოკვლევისათვის
მომზადება.
მიღების წესი და დოზირება
მიიღება პერორალურად. მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკის ზევით – 1 ან 2
ტაბლეტი საღამოს ძილის წინ. ეფექტის არარსებობის შემთხვევაში რამდენიმე დღის
შემდეგ შესაძლებელია დოზის გაზრდა 2-3 ტაბლეტამდე ერთ მიღებაზე.
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: მოზრდილთა დოზის ნახევარი ერთჯერად მიღებაზე
საღამოს, ძილის წინ.
გვერდითი მოვლენები
ჭვალისმაგვარი მუცლის ტკივილები, ენტეროკოლიტი, მეტეორიზმი, გულისრევის
შეგრძნება, პირღებინება; პრეპატატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს
დიარეა მეტაბოლური დარღვევებით.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა, ნაწლავური გაუვალობა, სპასტიკური კოლიტი, აპენდიციტი, მწვავე
ანთებითი დაავადებები მუცლის არეში, პერიტონიტი, ცისტიტი, სპასტიკური ყაბზობა.
სიფრთხილით ინიშნება ღვიძის და/ან თირკმლების უკმარისობისას; 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
განსაკუთრებული მითითება
რეკომენდებული არ არის პრეპარატის მიღება 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.
პრეპარატით მკურნალობის დროს შარდის შეფერილობა ხდება მოყვითალო-ყავისფერი ან
მოწითალო-ყავისფერი.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ხელს უშლის ტეტრაციკლინების აბსორბციას.
გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტი ალ/პვქ ბლისტერში.
5 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25С ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
აკრძალულია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე