ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის, სისტემური გამოყენების სხვა ანტიჰისტამინური საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
კეტოტიფენის სიროფი
** ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური დასახელება:** კეტოტიფენის
ფუმარატი-4,9-დიჰიდრო-4-(1-მეთილ-4-პიპერიდილიდენ)-10H-ბენზო-(4,5)-ციკლოჰეპტა-(1,2-ბ)-თიოფენ-10-ონ
ფუმარატი;
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: უფერო, გამჭვირვალე ან ოდნავ მოყვითალო
ელფერის სპეციფიკური სუნის მქონე სითხე;
შემადგენლობა:
100მლ შეიცავს კეტოტიფენის ფუმარატს_ 0,0276გ-ს (100% ნივთიერებაზე
გადაანგარიშებით), ნიპაგინს _ 0,1გ-ს, ნიპაზოლს _ 0,02გ-ს, სორბიტს _ 40,0გ-ს,
ლიმონის მჟავას_ 0,2გ-ს, ფოსფატის ნიტრატს_ 0,6გ-ს,
ეთილის სპირტს რექტიფიკატულს _ 3,0მლ-ს, არომატულ საკვების ჟოლოს ესენციას _
0,1გ-ს და გამოხდილ წყალს.
გამოშვების ფორმა:
სიროფი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰისტამინური საშუალება
** ფარმაკოლოგიური თვისებები:**
როგორც ანტიასთმური საშუალება, კეტოტიფენის სიროფი, ხელს უშლის ბრონქოსპაზმის
განვითარებას, მაგრამ არ გააჩნია ბრონქოდილატაციური თვისებები. კეტოტიფენის
მოქმედება განპირობებულია პოხიერი უჯრედებით ბიოლოგურად აქტიური ნივთიერებების
გამოყოფის დათრგუნვით (ჰისტამინი, ლეიკოტრიენები და სხვა), ეოზინოფილების
სენსიბილიზაციის დათრგუნვით ადამიანის რეკომბინატური ციტოკინებით, ეოზინოფილების
დაგროვების დათრგუნვით სასუნთქ გზებში, თრომბოციტების აქტივაციის ფაქტორებთან ან
ალერგენების ზემოქმედებასთან დაკავშირებული სასუნთქი გზების ჰიპერაქტივობის
დათრგუნვით. კეტოტიფენი იწვევს H1-ჰისტამინური რეცეპტორების არაკონკურენტულ
ბლოკადას.
კეტოტიფენი წარმოადგენს ბრონქული ასთმის პროფილაქტიკის ეფექტურ საშუალებას. იგი
ამცირებს კორტიკოსტეროიდების, ბრონქოდილატატორების და სხვა სამკურნალო
საშუალებების გამოყენების აუცილებლობას. პრეპარატი მიღების შემდეგ თერაპიული
ეფექტი ვითარდება ნელა, 1-2 თვის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა:
კეტოტიფენის შიგნით მიღებისას პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება. მისი
ბიოშეღწევადობა ღვიძლში “პირველადი გავლის” დროს შეადგენს დაახლოებით 50%-ს.
მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 2-4 საათის შემდეგ.
პლაზმის ცილებთან კავშირი-75%-ს. 48სთ-ის განმავლობაში შარდთან ერთად გამოიყოფა
მიღებული ერთჯერადი დოზის ძირითადი ნაწილი. კეტოტიფენის მეტაბოლიზმი ბავშვებში
იგივეა, რაც მოზრდილებში, მიუხედავად ამისა კლირენსი შედარებით მაღალია. ამიტომ 3
წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში საჭიროა პრეპარატის იგივე დოზები, რაც მოზრდილებში.
** გამოყენების ჩვენებები:**
კეტოტიფენი ინიშნება ბრონქული ასთმის შეტევების, ალერგიული ბრონქიტების, თივის
ცხელებით გამოწვეული ასთმური გართულებების, ალერგიული დერმატოზების ხანგრძლივი
პროფილაქტიკა.
გამოყენების წესი და დოზები:
მოზრდილებში პრეპარატი შიგნით მისაღებად ინიშნება 5მლ (1 ჩაის კოვზი) 2- ჯერ
დღეღამეში _ დილას და საღამოს ჭამის დროს. აუცილებლობის შემთხვევაში სადღეღამისო
დოზას ზრდიან 20მლ-მდე (4 ჩაის კოვზი), გაყოფილი 2 მიღებაზე. 25კგ-ზე მეტი მასის
მქონე 3 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში ინიშნება 5მლ (1 ჩაის კოვზი) 2-ჯერ დღეღაში;
3 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 0,025მგკგ წონაზე (0,125მლ სიროფი) 2-ჯერ დღეღამეში.
_გვერდითი მოვლენები:
_ პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია ძილიანობა, პირის სიმშრალე, მსუბუქი
თავბრუსხვევა, ფსიქიური რექციების შენელება, რომლებიც პრეპარატის მოხსნიდან
რამოდენიმე დღეში გაივლის. იშვიათად აღინიშნება მადის გაძლიერებით გამოწვეული
სხეულის წონის მომატება.
_უკუჩვენებები:
_ პრეპარატის მიღების აბსოლუტური წინააღმდეგჩვენება არ არსებობს;
ორსულობა;
6 თვემდე ასაკის ბავშვებში, ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება
რეკომენდებული არ არის.
_ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
_ კეტოტიფენი აძლიერებს საძილე, ანტიალერგიული საშუალებების და ალკოჰოლის
მოქმედებას. ანტიდიაბეტურ საშუალებებთან კომბინაციით ძლიერდება თრომბოციტოპენიის
განვითარების რისკი.
_გამოყენების თავისებურებები:
_ პრეპარატის გამოყენების პერიოდში საჭიროა პაციენტებმა თავი შეიკავონ
პოტენციურად სახიფათო ქმედებისაგან, რომელიც მოითხოვს გაძლიერებულ ყურადღებას.
ბრონქული ასთმით და ბრონქოსპასტიკური სინდრომით შეპყრობილ, განსაკუთრებით იმ
ავადმყოფებში, რომლებიც სისტემატურად იღებენ გლუკოკორტიკოსტეროიდებს პრეპარატით
მკურნალობის მკვეთრად შეწყვეტა დაუშვებელია (თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის
განვითარების საშიშროება).
_შენახვის პირობები და ვადები:
_ ძლიერმომქმედი სამკურნალო საშუალება. ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არა
უმეტეს 25° C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
გაცემის წესი:
რეცეპტით
** _შეფუთვა:
_** 100მლ ფლაკონებში და ქილებში, 50მლ ფლაკონებში.
_მწარმოებელი და მისი მისამართი:
_ ”ბორშაგოვსკის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”
უკრაინა, კიევი-134, გამარჯვების ქ.17.
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ketotifen
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგოლოგია → პოხიერი უჯრედების მემბრანების
მასტაბილიზირებელი საშუალებები → სისტემური მოქმედების მედიკამენტები
ჩვენებები: - ბრონქული ასთმის შეტევების პროფილაქტიკა (განსაკუთრებით ალერგიული
გენეზის);
- თივის ცხელებისას ასთმური შეტევების პროფილაქტიკა;
- ალერგიული რინიტისა და დერმატოზების პროფილაქტიკა.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილები - 1 მგ ორჯერ დღეში (დილა-საღამოს). საჭიროებისას დასაშვებია დღიური
დოზა - 4 მგ. ბავშვები - 0.025 მგ/კგ სხეულის წონაზე, ორჯერ დღეში. 3 წელზე მეტი
ასაკის ბავშვებში, რომელთა წონა მეტია 25 კგ-ზე ინიშნება 1 მგ ორჯერ დღეში.
პრეპარატის მიღება საჭიროა ჭამის დროს.
უკუჩვენება
კეტოტიფენისადმი ჰიპერმგრძნობელობა.
შენახვის პირობები და ვადები
ექიმის რეცეპტის მიხედვით!
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ketotifen
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგოლოგია → პოხიერი უჯრედების მემბრანების
მასტაბილიზირებელი საშუალებები → სისტემური მოქმედების მედიკამენტები
ჩვენებები: - ბრონქული ასთმის შეტევების პროფილაქტიკა (განსაკუთრებით ალერგიული
გენეზის);
- თივის ცხელებისას ასთმური შეტევების პროფილაქტიკა;
- ალერგიული რინიტისა და დერმატოზების პროფილაქტიკა.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილები - 1 მგ ორჯერ დღეში (დილა-საღამოს). საჭიროებისას დასაშვებია დღიური
დოზა - 4 მგ. ბავშვები - 0.025 მგ/კგ სხეულის წონაზე, ორჯერ დღეში. 3 წელზე მეტი
ასაკის ბავშვებში, რომელთა წონა მეტია 25 კგ-ზე ინიშნება 1 მგ ორჯერ დღეში.
პრეპარატის მიღება საჭიროა ჭამის დროს.
უკუჩვენება
კეტოტიფენისადმი ჰიპერმგრძნობელობა.
შენახვის პირობები და ვადები
ექიმის რეცეპტის მიხედვით!
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით