მენი-დროპსი - MENI-Drops
მენი-დროპსი - MENI-Drops

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიურები, სხვა ანტიალერგიული საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - ketotifen
ჩვენებები: სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის სიმპტომატური მკურნალობა.
მენი-დროპსის® თვალის წვეთები შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს კონსერვანტის სახით, რომელიც შეიძლება დაილექოს რბილ კონტაქტურ ლინზებზე. ამიტომ, მენი- დროპსის® თვალის წვეთების ჩაწვეთება არ შეიძლება, თუ პაციენტს უკეთია ლინზები. წვეთების ჩაწვეთებამდე პაციენტმა უნდა მოიხსნას ლინზები და ხელახლა გაიკეთოს მხოლოდ 15 წუთის შემდეგ. კონსერვანტის სახით ბენზალკონიუმის ქლორიდის შემცველმა ყველა თვალის წვეთმა შეიძლება გამოიწვიოს რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა.
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მკაცრი დაცვით. თუ გაქვთ რაიმე ეჭვი, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა მოზრდილების, ხანდაზმულებისა და ბავშვებისათვის (3 წლის ასაკის ზემოთ) არის: მენი-დროპსის® ერთი წვეთი კონიუნქტივალურ პარკში დღეში ორჯერ.
დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, მოერიდეთ კონტეინერის საწვეთურის ბოლოს შეხებას რაიმე ზედაპირთან.
თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი მენი-დროპსი®, ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ
ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ ცნობილი არ არის.
5 მლ ფლაკონის შემცველობის გადაყლაპვა შეესაბამება 1.25 მგ კეტოტიფენის მიღებას, რაც შეადგენს 3 წლის ასაკის ბავშვისთვის რეკომენდებული სადღეღამისო პერორალური დოზის 60%-ს. კლინიკური მონაცემებით ნაჩვენები არ არის მძიმე ნიშნები ან სიმპტომები 20 მგ-მდე კეტიტიფენის მიღების შემდეგ.
თუ დაგავიწყდათ მენი-დროპსის® გამოყენება
თუ დაგავიწყდათ მენი-დროპსის® გამოყენება, წვეთები ჩაიწვეთეთ, როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგ კი გააგრძელეთ დანიშნული რეჟიმით გამოყენება.
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ყველა პრეპარატის მსგავსად, მენი-დროპსმაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
მენი-დროპსის® თვალის წვეთების გამოყენებისას შეიძლება შენიშნოთ შემდეგი რეაქციები თვალების მიდამოში: წვა ან წერტილოვანი ზედაპირული დაზიანებები რქოვანას ზედაპირზე.
შემდეგი რეაქციები ვითარდება იშვიათად/არახშირად: ჩაწვეთების შემდეგ ტრანზიტორული მხედველობის დაბინდვა, თვალის სიმშრალე, ქუთუთოს დაზიანება, თვალის ზედაპირის ანთება, თვალის ტკივილი, ტკივილი კაშკაშა სინათლის შეხედვისას.
იშვიათი რეაქციები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ორგანიზმზე: თავის ტკივილი, ძილიანობა, კანზე გამონაყარი, ეგზემა, ჭინჭრის ციება, პირის სიმშრალე და ალერგიული რეაქცია.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას მიმართეთ თქვენს ექიმს. მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტებისას, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ინსტრუქციაში.

მენი-დროპსი® 0.25მგ/მლ თვალის წვეთები ხსნარი-****კეტოტიფენის ჰიდროგენ ფუმარატი

რა არის მენი-დროპსი® და რისთვის გამოიყენება

მენი-დროპსი® შეიცავს აქტიურ ანტი-ალერგიულ სუბსტანციას.

ჩვენებები: სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის სიმპტომატური მკურნალობა.

რა უნდა იცოდეთ მენი-დროპსის® გამოყენების დაწყებამდე

არ გამოიყენოთ მენი-დროპსი®, თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) კეტოტიფენის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:

ზოგადი

მენი-დროპსის® თვალის წვეთები შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს კონსერვანტის სახით, რომელიც შეიძლება დაილექოს რბილ კონტაქტურ ლინზებზე. ამიტომ, მენი- დროპსის® თვალის წვეთების ჩაწვეთება არ შეიძლება, თუ პაციენტს უკეთია ლინზები. წვეთების ჩაწვეთებამდე პაციენტმა უნდა მოიხსნას ლინზები და ხელახლა გაიკეთოს მხოლოდ 15 წუთის შემდეგ. კონსერვანტის სახით ბენზალკონიუმის ქლორიდის შემცველმა ყველა თვალის წვეთმა შეიძლება გამოიწვიოს რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა.

სხვა პრეპარატები და მენი-დროპსი®

თუ გესაჭიროებათ მენი-დროპსთან® ერთად სხვა პრეპარატების გამოყენება, თითოეული პროდუქტის გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი.

შესაძლებელია, რომ მენი-დროპსის® თვალის წვეთებმა გააძლიერონ ანტიჰისტამინების მოქმედება და მოახდინონ ურთიერთქმედება ცენტრალურ ნერვული სისტემის ზოგიერთ დეპრესანტებთან. უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან უნდა მიიღოთ სხვა პრეპარატები.

მენი-დროპსის® მიღება საკვებთან და სასმელთან და ალკოჰოლთან:

შესაძლებელია, რომ მენი-დროპსის® თვალის წვეთებმა გააძლიერონ ალკოჰოლის მოქმედება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, მენი-დროპსის® გამოყენების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ არსებობს ადეკვატური მონაცემები ორსულ ქალებში კეტოტიფენის თვალის წვეთების გამოყენების შესახებ. სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო პრეპარატის დანიშვნისას ორსულ ქალებში.

მიუხედავად იმისა, რომ კეტოტიფენი გადადის დედის რძეში, მენი-დროპსის® თვალის წვეთები გამოყენებამ შეიძლება გავლენა არ მოახდინოს ბავშვზე თერაპიული დოზები გამო.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა

მენი-დროპსმა® შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა ან ძილიანობა. აღნიშნული მდგომარეობების განვითარებისას არ მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები, ვიდრე ეს სიმპტომები არ გავა.

მენი-დროპსი® შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს რბილ კონტაქტურ ლინზებზე. მენი-დროპსის® თვალის წვეთების ჩაწვეთებამდე კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნათ და კვლავ შეგიძლიათ გაიკეთოთ 15 წუთის შემდეგ. ცნობილია, რომ ბენზალკონიუმის წლორიდი იწვევს რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლას.

მიღების წესი

ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მკაცრი დაცვით. თუ გაქვთ რაიმე ეჭვი, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა მოზრდილების, ხანდაზმულებისა და ბავშვებისათვის (3 წლის ასაკის ზემოთ) არის: მენი-დროპსის® ერთი წვეთი კონიუნქტივალურ პარკში დღეში ორჯერ.

დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, მოერიდეთ კონტეინერის საწვეთურის ბოლოს შეხებას რაიმე ზედაპირთან.

თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი მენი-დროპსი®, ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ

ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ ცნობილი არ არის.

5 მლ ფლაკონის შემცველობის გადაყლაპვა შეესაბამება 1.25 მგ კეტოტიფენის მიღებას, რაც შეადგენს 3 წლის ასაკის ბავშვისთვის რეკომენდებული სადღეღამისო პერორალური დოზის 60%-ს. კლინიკური მონაცემებით ნაჩვენები არ არის მძიმე ნიშნები ან სიმპტომები 20 მგ-მდე კეტიტიფენის მიღების შემდეგ.

თუ დაგავიწყდათ მენი-დროპსის® გამოყენება

თუ დაგავიწყდათ მენი-დროპსის® გამოყენება, წვეთები ჩაიწვეთეთ, როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგ კი გააგრძელეთ დანიშნული რეჟიმით გამოყენება.

გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, მენი-დროპსმაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

მენი-დროპსის® თვალის წვეთების გამოყენებისას შეიძლება შენიშნოთ შემდეგი რეაქციები თვალების მიდამოში: წვა ან წერტილოვანი ზედაპირული დაზიანებები რქოვანას ზედაპირზე.

შემდეგი რეაქციები ვითარდება იშვიათად/არახშირად: ჩაწვეთების შემდეგ ტრანზიტორული მხედველობის დაბინდვა, თვალის სიმშრალე, ქუთუთოს დაზიანება, თვალის ზედაპირის ანთება, თვალის ტკივილი, ტკივილი კაშკაშა სინათლის შეხედვისას.

იშვიათი რეაქციები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ორგანიზმზე: თავის ტკივილი, ძილიანობა, კანზე გამონაყარი, ეგზემა, ჭინჭრის ციება, პირის სიმშრალე და ალერგიული რეაქცია.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას მიმართეთ თქვენს ექიმს. მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტებისას, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ინსტრუქციაში.

შენახვის წესი

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ კოლოფსა და ფლაკონზე EXP ნიშნის გასწვრივ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს. შეინახეთ 250C-მდე. გახსნიდან 4 კვირის შემდეგ ნებისმიერი ნარჩენი უნდა გადაიყაროს.

გარეგნული აღწერა და შეფუთვის შემცველობა

აქტიური სუბსტანცია არის კეტოტიფენის ჰიდროგენ ფუმარატი, რომელიც შეესაბამება კეტოტიფენს. ყოველი მილილიტრი შეიცავს 0.345 მგ კეტოტიფენის ფუმარატის დიჰიდრატს, რომელიც შეესაბამება 0.25 მგ კეტოტიფენს. ყოველი წვეთი შეიცავს 8.5 მიკროგრამ კეტოტიფენის ფუმარატის დიჰიდრატს.

სხვა დამხმარე საშუალებებია ბენზალკონიუმის ქლორიდი, გლიცეროლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი 1M, გასუფთავებული წყალი.

შეფუთვის შემცველობა

5 მლ პლასტმასის ფლაკონები საწვეთურით და ხრახნიანი თავსახურით.

**მწარმოებელი: **

Cooper S.A., საბერძნეთი