ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მინერალური დანამატები, კალციუმი, კომბინაციები ვიტამინ D-სთან და/ან სხვა პრეპარატებთან
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
კალციუმი D3 ნიკომედი ფორტე
CALCIUM D3 NICOMED FORTE
საერთაშორისო დასახელება - colecalciferol, calcium carbonate
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - A12AX
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები; D3 ვიტამინის პრეპარატები
ნოზოლოგიური ჯგუფი - ოსტეოპოროსის და კალციუმის დეფიციტის საპროფილაქტიკო
და სამკურნალო საშუალება
**
**შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
30, 60, 100 და 120 საღეჭი ტაბლეტები
ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ კომპონენტებს: კალციუმის კარბონატს - 1250 მგ (500
მგ კალციუმის ექვივალენტს),ქოლეკალციფეროლს (ვიტამინ D3) - 400 სე (10მკგ)
დამხმარე კომპონენტები: სორბიტოლი, პოვიდონი, იზომალტი, ლიმონის ზეთი, ცხიმოვანი
მჟავას მონო- და დიგლიცერიდები, ასპარტამი, მაგნიუმის სტეარატი, ტოკოფეროლი,
მცენარეული ზეთი, საქაროზა, ჟელატინი, სიმინდის სახამებელი.
აღწერილობა
მრგვალი, თეთრი ტაბლეტები ლიმონის გემოთი.
**
ფარმაკოლოგიური თვისებები**
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის
ცვლას. ამცირებს რეზორბციას (გაწოვას) და ზრდის ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს,
ავსებს ორგანიზმში კალციუმისა და D ვიტამინის ნაკლებობას. კალციუმი მონაწილეობს
ნერვული გამტარებლობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვაში და სისხლის შედედების
სისტემის კომპონენტია.
**
ფარმაკოკინეტიკა**
D ვიტამინი ზრდის კალციუმის შეწოვას ნაწლავებში. კალციუმისა და D3 გამოყენება
წინააღმდეგობას უწევს პარათჰორმონის გამომუშავების მომატებას, რომელიც
წარმოადგენს ძვლოვანი რეზორბციის (ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვა) სტიმულატორს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები ვიტამინი D3 შეიწოვება წვრილ ნაწლავში. აქტიური D
ვიტამინდამოკიდებული სატრანსპორტო მექანიზმის მეშვეობით კალციუმი, იონიზი
რებული ფორმით, შეიწოვება წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში.
**
ჩვენებები**
- ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა, კომპლექსური თერაპია (მენოპაუზური, სენილური,
სტეროიდული, იდიოპათიური და სხვა) და მისი გართულება (ძვლების მოტეხილობა).
- კალციუმისა და/ან D ვიტამინის დეფიციტი.
**
მიღების წესები და დოზები**
მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკო კურსია 2
ტაბლეტი დღეში: ერთი დილას, მეორე საღამოს, უპირატესად ჭამის დროს.
ტაბლეტი შეიძლება დაიღეჭოს ან პირდაპირ გადაიყლაპოს.
**
გვერდითი მოვლენები**
შესაძლოა აღინიშნებოდეს ნაწლავების დისფუნქცია (ყაბზობა ან დიარეა, მეტეორიზმი,
გულისრევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი). იშვიათ შემთხვევებში ვლინდება
ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია (კალციუმის შემცველობის ზრდა სისხლსა და
შარდში).
**
უკუჩვენება**
- პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი ჰიპერმგრძნობელობა.
- ჰიპერკალციემია ან ჰიპერკალციურია (სისხლსა ან შარდში კალციუ მის
კონცენტრაციის მომატება), მათ შორის ხანგრძლივი იმობილიზაციით განპირობებული.
- სარკოიდოზი.
- თირკმლების უკმარისობა.
**
ორსულობა და ლაქტაცია**
ორსულობის პერიოდში სადღეღამისო დოზა არ უნდა იყოს 1500 მგ კალციუმზე და 600 სე
ვიტამინ D3- ზე მეტი.
ძუძუთი კვება: ვიტამინი D3 და კალციუმი გადადის დედის რძეში. ამიტომ ამ პერიოდში
პრეპარატ კალციუმი D3 ნიკომედის მიღება უნდა ხდებოდეს ექიმის დანიშნულებით.
**
განსაკუთრებული მითითებები**
- კალციუმი-D3 ნიკომედის ტაბლეტი შეიცავს ასპარტამს, რომელიც ორგანიზმში
ტრანსფორმირდება ფენილალანინად. ამიტომ არ შეიძლება პრეპარატის მიღება
ავადმყოფებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ფენილკეტონურია.
- 12 წლამდე ბავშვებისათვის პრეპარატის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის
დანიშნულებით.
- პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ საგულე გლიკოზიდებსა და/ან
დიურეტიკებს, აუცილებელია კალციუმისა და კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლი
სისხლის შრატში.
- სისხლის შრატში კალციუმისა და კრეატინინის კონცენტრაციის მომატებისას საჭიროა
პრეპარატის დოზის შემცირება ან მკურნალობის დროებით შეწყვეტა.
- დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია D ვიტამინის
დამატებითი შესვლის წყაროს გათვალისწინება.
_
ჭარბი დოზირება_
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.
დოზის გადაჭარბებისას შეიძლება აღინიშნოს ანორექსია, წყურვი ლი, შარდის
გამოყოფის შემცირება, გულის რევის შეგრძნება, ღებინება, ჰიპერკალციურია,
ჰიპერკალციემია, ჰიპერკრეატინემია. ამ დროს რე კომენდებულია ორგანიზმში დიდი
რაოდენობით სითხის შეყვანა, მარყუჟოვანი დიურეტიკების (მაგალითად, ფუროსემიდი),
კორტიკოსტერო იდების, კალციტონინის, ბისფოსფონატების გამოყენება.
**
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება**
ვიტამინ D3ის აქტივობა შესაძლოა შემცირდეს მისი ფენიტოინთან ან ბარბიტურატებთან
ერთდროულად მიღებისას.
- საგულე გლიკოზიდებთან ერთდროულად მკურნალობისას აუცილებელია ეკგ და კლინიკური
კონტროლი, ვინაიდან კალციუმის პრეპარატები საგულე გლიკოზიდების თერაპიული და
ტოქსიური ეფექტების პოტენცირებას ახდენენ.კალციუმისა და D ვიტამინის პრეპარატები
აძლიერებენ ტეტრაციკლინების შეწოვას კუჭნაწლავის ტრაქტიდან. ამიტომ
ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატებისა და კალციუმიD3 ნიკომედი ფორტეს მიღებას
შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 საათისა.
- ბისფოსფონატის პრეპარატების ან ნატრიუმის ფტორიდის შეწოვის შემცირების თავიდან
ასაცილებლად კალციუმი D3 ნიკომედი ფორტეს მიღება რეკომენდებულია მათი მიღებიდან
არანაკლებ 2 საათის შემდეგ.
- კორტიკოსტეროიდები ამცირებენ კალციუმის შეწოვას, ამიტომ კო რტიკოსტეროიდებით
მკურნალობამ შეიძლება საჭირო გახადოს კალციუმი D3 ნიკომედი ფორტეს დოზის გაზრდა.
- ქოლესტირამინის პრეპარატებით და მინერალური ან მცენარეული ზეთის ფუძეზე
დამზადებული საფაღარათე საშუალებებით ერთდროულად მკურნალობამ შესაძლოა შეამციროს
ვიტამინ D3 –ის შეწოვა.
- თიაზიდური რიგის დიურეტიკების ერთდროულად გამოყენების დროს იზრდება
ჰიპერკალციემიის წარმოქმნის რისკი, ვინაიდან ისინი ზრდიან კალციუმის მილაკოვან
რეაბსორბციას. ფუროსემიდი და სხვა მარყუჟოვანი დიურეტიკები, პირიქით, ზრდიან
კალციუმის გამოყოფას თირკმლებით.
_
შენახვის პირობები და ვადები_
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას 15° დან 25°C-მდე
ტემპერატურაზე.
ვადა 3 წელი.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
**
აფთიაქში გაცემის წესი**
რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ნიკომედ ფარმა A/C, ნორვეგია.
ნორვეგია
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი 1250 მგ (ელემენტარული კალციუმის 500
მგ ექვივალენტური), ქოლეკალციფეროლი 11.0 მკგ (400 სე ვიტამინი D3) 4,40 მგ
ქოლეკალციფეროლის კონცენტრატის სახით*.
გამოყენების ჩვენება
-კალციუმის და D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
-კალციუმის და D ვიტამინის მიღება ოსტეოპოროზის მკურნალობის კომპლექსური თერაპიის დამატებად პაციენტებში კალციუმის და D ვიტამინის დეფიციტის რისკით.
გამოყენების წესი და დოზები
მოზრდილები და ხანდაზმული ასაკის პირები: ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ.
შესაძლებელია ტაბლეტების დაღეჭვა ან დაწუწვნა.
უკუჩვენება
-მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან დამხმარე კომპონენტების მიმართ;
-თირკმელების მძიმე უკმარისობა (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <30 მლ/წთ/1.73 მ2);
-დაავადება და/ან მდგომარეობა, რომელიც განაპირობებს ჰიპერკალციემიას და/ან ჰიპერკალციურიას;
-შარდ-კენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი);
-D ვიტამინის ჰიპერვიტამინოზი;
-18 წლამდე ბავშვთა ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
კალციუმი-D3 ნიკომედი ფორტეს გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს კალციუმის და D ვიტამინის უკმარისობის შემთხვევაში. ორსულობის დროს სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 2500 მგ კალციუმს და 4000 სე D ვიტამინს. მაგრამ, საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული კალციუმით და D ვიტამინით ჭარბი დოზის მიღება ორსულ ქალებში, რადგან მუდმივი ჰიპერკალციემია არასასურველად მოქმედებს განვითარებად ნაყოფზე.
D ვიტამინი თერაპიულ დოზებში არ ფლობს ტერატოგენულ მოქმედებას.
ლაქტაციის პერიოდი
კალციუმი-D3 ნიკომედი ფორტეს მიღება შესაძლებელია ბუნებრივი კვების დროს. D3 ვიტამინი და კალციუმი აღწევენ დედის რძეში. ეს გასათვალისწინებელია ბავშვისთვის დამატებით D ვიტამინის დანიშვნის შემთხვევაში.
შენახვის პირობები
ინახება მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, არაუმეტეს 30С ტემპერატურაზე, მშრალ
ადგილას. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით