ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მინერალური დანამატები, კალციუმი, კომბინაციები D ვიტამინთან და/ან სხვა საშუალებებთან
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
კალცი დ-დენკი 1000880 მგ. შუშხუნა აბი
კალციუმის კატბონატი და ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3)D
ფარმაკოლოგიური თვისება: კალციუმის კარბონატის და ქოლეკალციფეროლის კომბინირებული
პრეპარატი.
ჩვენება: გამოიყენება როგორც დამხმარე პრეპარატი ოსტეოპოროზის სპეციფიკური
მკურნალობის დროს; ერთდროულად კალციუმის და D ვიტამინის ნაკლებობის მკურნალობისას
ხანდაზმულებში.
უკუჩვენება: არ გამოიყენება თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა, რომელიმე
აქტიური ნივთიერების: სოიოს, მიწის თხილის ან კალცი დ-დენკში შემავალი რომელიმე
ინგრედიენტის მიმართ; შრატში და შარდში კალციუმის დონის ძლიერი მომატებისას,
თირკმელებში კალციუმის შემცველი კენჭების დაგროვებისას, ორსულობის დროს ინიშნება
მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და ისეთი დოზით, რაც საჭიროა დეფიციტის
კორექციისთვის
დოზირება და მიღების წესი: დოზა შეადგენს 1 შუშხუნა ტაბლეტს ერთჯერ დღეში.
შუშხუნა ტაბლეტები უნდა გაიხსნას 1 ჭიქა წყალში
(200 მლ). კალციდ-დენკი მიიღება კვებას შორის ინტერვალში ან კვებისას.
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
გვერდითი მოვლენები : ყაბზობა, აირების დაგროვება, გულისრევა, მუცლის ტკივილი,
ფაღარათი, შარდის კალციუმის დონის მომატება, არითმია, გულისრევა, ღებინება,
ფიზიოლოგიური სიმპტომები, მადის დაქვეითება, წონის დაკლება. ურთიერთქმედება სხვა
მედიკამენტებთან : პაციენტები, რომლებიც კომბინირებულად ღებულობენ კალციუმსა და
საგულე გლიკოზიდებს, უნდა იყვნენ ეკგ-ს
კონტროლის ქვეშ და ხშირად გადამოწმდეს შრატის კალციუმის დონე. სხვა პრეპარატების
მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 2 საათს. წარმოების ლიცენზია
და მწარმოებელი: ლოსან ფარმა გმბჰ, ოტტო-ჰან-შტრაბე 13, 79395 ნიუნბერგი,
გერმანია.
.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
23.42 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით