ლორობენი - Loroben
ლორობენი - Loroben

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ადგილობრივი გამოყენების ანტისეპტიკური საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ლორობენი™ სავლები ხსნარი

LOROBEN™

შემადგენლობა

100 მლ ხსნარი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებებს: ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი 150 მგ, ქლორჰექსიდინის გლუკონატი 120 მგ.

დამხმარე ნივთიერებებს: პოლისორბატი 20, სორბიტოლი 70%, პროპილენგლიკოლი, ყვითელი ქინოლინური, პიტნის ესენცია, საქაროზა, Ecocool MP, Patent V Blue, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა

სავლები ხსნარი - მწვანე გამჭვირვალე, მოტკბო-მჟავე გემოთი და პიტნის სუნით.

ფარმაკოთერაპიული****ჯგუფი

სხვა პრეპარატები ადგილობრივი პერორალური გამოყენებისთვის, რომლებიც გამოიყენება პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ.

ათქკოდი: A01AD

ფარმაკოლოგიური****თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ბენზიდამინი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც განსხვავდება სხვა აასს-გან. ლოკალური მოხმარების დროს გამოყენებულ კონცენტრაციას გააჩნია ადგილობრივი ანესთეზიური მოქმედება.

ექსპერიმენტებში ანთებით გამოწვეული ტკივილისას ბენზიდამინის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება უფრო გამოხატულია, ვიდრე არაანთებითი ხასიათის ტკივილის დროს.

ქლორჰექსიდინი ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, ზოგიერთი პათოგენური სოკოების, საფუარას, ასევე უმრავლესი ვირუსის მიმართ. ქლორჰექსიდინის გლუკონატი, წარმოადგენს რა ბიგუანიდის ჯგუფის ანტისეპტიკს, ხელს უწყობს კბილის ნადების წარმოქმნის და გინგივიტის განვითარების რისკის შემცირებას პირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში.

ქლორჰექსიდინი ამცირებს გინგივიტის გამოვლინებებს, როგორიცაა ღრძილების სიწითლე, შეშუპება, სისხლდენა. შესაბამისად, მცირდება აფთოზური წყლულების განვითარების სიხშირე და აღდგენითი პერიოდი პერიოდონტალური ოპერაციების შემდეგ. ბენზიდამინის ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მექანიზმი არ არის დაკავშირებული ჰიპოფიზურ- ადრენალური სისტემის სტიმულაციასთან.

ბენზიდამინი ისევე აინჰიბირებს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზს, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მაგრამ მათი მოქმედების მექანიზმი ბოლომდე გარკვეული არ არის. ადგილობრივი გამოყენებისას ქლორჰექსიდინს აქვს სწრაფი ბაქტერიოსტატური ეფექტი, შემდგომი პროლონგირებული ბაქტერიციდული მოქმედებით. ქლორჰექსიდინი აბსორბირდება რა მიკრობის უჯრედის კედელზე და ახდენს პროლონგირებულ ზედაპირულ მოქმედებას, აჩერებს ბაქტერიების ზრდას, შემდგომში კი ციტოპლაზმის პრეციპიტაციის ხელშეწყობით იწვევს უჯრედის სიკვდილს.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ხსნარით გამოვლების შემდეგ ქლორჰექსიდინი არ ექვემდებარება სისტემურ შეწოვას. გამოვლების შემდეგ გამოყენებული დოზის დაახლოებით 4% გადაიყლაპება და მცირე რაოდენობა აბსორბირდება. გადაყლაპული დოზის 90% არ შეიწოვება და გამოიყოფა განავალთან ერთად.

გამოვლების შემდეგ ქლორჰექსიდინის დაახლოებით 30% რჩება პირის ღრუში და 24 სთ-ის განმავლობაში ნელა გამოიყოფა ნერწყვში. ბენზიდამინი კარგად აბსორბირდება ანთებით ლორწოვანზე და აქვს ანთების საწინააღმდეგო და ადგილობრივი ანესთეზიური მოქმედება.

განაწილება

ლორობენი არის სამკურნალო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ადგი;ობრივი გამოყენებისთვის პირის ღრუში. ამ გზით გამოყენებისას სისტემური აბსორბცია და დისპერსია ნაკლებ სავარაუდოა. გარდა ამისა, პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ორივე აქტიური ნივთიერება უმნიშვნელოდ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

მეტაბოლიზმი

ქლორჰექსიდინის გლუკონატი ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; სისხლში შესამჩნევი კონცენტრაცია არ განისაზღვრება. ბენზიდამინი, როგორც წესი მეტაბოლიზდება დაჟანგვისა და კონიუგაციის გზით.

გამოყოფა

ქლორჰექსიდინი არ გროვდება ორგანიზმში და უმნიშვნელოდ მეტაბოლიზდება. ქლორჰექსიდინის გადაყლაპული დოზის დაახლოებით 10% შეიწოვება და შემდგომში გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელებით; პრეპარატის დანარჩენი 90% გამოიყოფა ნაწლავიდან. ბენზიდამინი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდით.

გამოყენების ჩვენებები

მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის ტკივილი და ანთება.

  • ანგინა, გინგივიტი, სტომატიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, აფთოზური დაზიანებები, გლოსიტი.
  • პირის ღრუს ჰიგიენა, პაციენტის მიერ ყლაპვის პროცესის გაადვილება, ასევე ღრძილების დაზიანებით გამოწვეული სიმპტომების მოხსნა.
  • პერიოდონტალურ ოპერაციულ ჩარევამდე და ჩარევის შემდეგ.
  • პირის ღრუს ანთებითი პროცესების სამკურნალოდ, რომლებიც განვითარდა ქიმიოთერაპიის, რადიოთერაპიის, სხვა ჩარევების (მათ შორის ტრაქეის ინტუბაციის) შედეგად.
  • კბილებზე ნადების წარმოქმნის შემცირებისთვის და პრევენციისთვის.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ბენზიდამინის, ქლორჰექსიდინის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

ლორობენი სავლები ხსნარის გამოყენება რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, საკმარისი კლინიკური გამოყენების გამოცდილების არ არსებობის გამო.

გამოიყენება მხოლოდ პირის ღრუსთვის, მოერიდეთ თვალსა და ყურებში მოხვედრას.

თვალებში შემთხვევით მოხვედრისას საჭიროა მათი გულდასმით გამობანა.

შეიძლება დატოვოს შექცევადი შეფერილობა პირის ღრუში, განსაკუთრებით ენასა და კბილებზე.

არ შეიძლება ლორობენი სავლები ხსნარის გადაყლაპვა, გამოვლების შემდეგ აუცილებლად გადმოღვარეთ გარეთ.

ჩვეულებრივ ლორობენი სავლები ხსნარი გამოიყენება განზავების გარეშე.

თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით, პრეპარატ ლორობენთან ერთად შეიძლება დაინიშნოს ანტიბაქტერიული თერაპია.

რადგან ბენზიდამინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით, შესაძლო სისტემური აბსორბციის გამო თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებმა პრეპარატი უნდა გამოიყენონ სიფრთხილით.

გათვალისწინებული უნდა იყოს სისტემური აბსორბციის შესაძლებლობა ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პირებში, რადგან ბენზიდამინი მეტაბოლიზდება ღვიძლში.

ვინაიდან ლორობენი სავლები ხსნარი შეიცავს სორბიტოლს, არ შეიძლება მისი გამოყენება პაციენტებში ფრუქტოზას იშვიათი გენეტიკური აუტანლობით.

ლორობენი სავლები ხსნარი შეიცავს პროპილენგლიკოლს, მაგრამ მისი გამოყენების წესის გამო არ საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას.


ურთიერთქმედება სხვა ნივთიერებებთან

ქლორჰექსიდინი

ქლორჰექსიდინის მარილები არ არის შეთავსებადი საპონთან და სხვა ანიონურ ნაერთებთან.

ქლორჰექსიდინის მარილები შეთავსებადია კათიონურ და ანიონურ ზედაპირულ სუბსტანციებთან, თუმცა მაღალი კონცენტრაციებით ერთობლივი გამოყენება ამცირებს პრეპარატის აქტივობას ქლორჰექსიდინის მიცელიუმთან შეკავშირების შედეგად.

ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს, როგორიცაა ცეტრიმიდი და ლისაპოლი NX, შეუძლიათ გამოიწვიონ ხსნადობის გაზრდა.

შეუთავსებელია ანიონურ პოლიელექტროლიტებთან, როგორიცაა ნატრიუმის ალგინატი, ნატიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, გუმიარაბიკი, სახამებელი; ერთდროულად გამოყენება ამცირებს ეფექტურობას.

შეუთავსებელია ბრილიანტის მწვანესთან, ქლორამფენიკოლთან, ნატრიუმის ფლუორესცინთან, ფორმალდეჰიდთან, ვერცხლის ნიტრატთან, თუთიის სულფატთან, სპილენძის სულფატთან.

ხისტ წყალში გახსნისას კალციუმის და მაგნიუმის კათიონებთან ურთიერთქმედების შედეგად შეიძლება დაილექოს უხსნადი მარილების სახით.

თუ ბენზოატებით, ბიკარბონატებით, კარბონატებით, ბორატებით, ნიტრატებით, ფოსფატებით, სულფატებით წარმოებული ქლორჰექსიდინის მარილების კონცენტრაცია მეტია 0.05%-ზე, მაშინ ფორმირდება და გამოცალკევდება დაბალი ხსნადობის მარილების ნალექის სახით. ცეტრიმიდი ზრდის ამ მარილების ხსნადობას, კომბინაციაში ასეთი პრეციპიტატები არ გვხვდება.

ქლორჰექსიდინის გლუკონატის ცეტრიმიდთან და ბენზალკონიუმის ქლორიდთან შეთავსებადობა გამოიხატება ბაქტერიციდული აქტივობის სინერგიული მომატებით. ცეტრიმიდი თრგუნავს ქლორჰექსიდინის დალექვას ხისტ წყალში.
ქლორჰექსიდინის გლუკონატის გამოკლებით ქლორჰექსიდინი და მისი მარილები უკეთესად იხსნება სპირტში, ვიდრე წყალში. სპირტის დამატების შემთხვევაში ქლორჰექსიდინის გლუკონატის ხსნარი შეიძლება დაილექოს. არ არის ცნობილი სამკურნალწამლო ურთიერთქმედება ბენზიდამინთან

გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში

პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატის ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე არ არის აღნიშნული.

გამოყენების წესი და დოზები

ლორობენის ხსნარი განკუთვნილია პირის ღრუს გამოსავლებად. ჩვეულებრივ გამოიყენება განზავების გარეშე.

მოზრდილები:

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 15 მლ-ს. გამოივლეთ 30 წამის განმავლობაში. გაიმეორეთ ყოველ 1,5-3 საათში დღის განმავლობაში. გამოვლების შემდეგ ხსნარი გარეთ უნდა გადმოიღვაროს.

თუ პრეპარატი ლორობენი გამოიყენება პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის მიზნით, ის უნდა გაიჩეროთ პირში სულ მცირე 1 წუთის განმავლობაში. ლორობენის შემადგენლობაში შემავალი ქლორჰექსიდინის მიერ გამოწვეული ლაქების შესამცირებლად პრეპარატის გამოყენებამდე რეკომენდებულია კბილების გამოხეხვა ჯაგრისით.

დამატებითი მონაცემები ავადმყოფების სპეციალურ ჯგუფებთან დაკავშირებით

პაციენტები თირკმლის|ღვიძლის უკმარისობით

ვინაიდან ბენზიდამინი მეტაბოლიზდება ღვიძლში, ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა სისტემური აბსორბციის შესაძლებლობის გათვალისწინება.

ვინაიდან ბენზიდამინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით, თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებმა პრეპარატი უნდა გამოიყენონ სიფრთხილით შესაძლო სისტემური აბსორბციის გამო.

ბავშვები

ლორობენი სავლები ხსნარის გამოყენება შეიძლება 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში.

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 5-15 მლ-ს. გამოივლეთ 30 წამის განმავლობაში. გაიმეორეთ ყოველ 1,5-3 საათში დღის განმავლობაში. გამოვლების შემდეგ ხსნარი გარეთ უნდა გადმოიღვაროს.

ლორობენი სავლები ხსნარი არ გამოიყენოთ 7 დღეზე მეტხანს.

წვისა და ჩხვლეტის შეგრძნების შემთხვევაში ხსნარი წყლით უნდა განზავდეს.

12 წლამდე ასაკის ბავშებში არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო ლორობენის სავლები ხსნარის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში გამოიყენება იგივე დოზები, რაც მოზრდილებში.

გვერდითი მოქმედება

ჩვეულებრივ ლორობენი სავლები ხსნარი კარგად აიტანება და აქვს მცირე გვერდითი ეფექტი.

გვერდითი მოქმედების სიხშირე: ძალიან ხშირად (>1/10); ხშირად (>1/100-<1/10); არცთუ ხშირად (>1/1000-<1/100); იშვიათად (>1/10000-<1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია).

იმუნური სისტემის მხრივ

ძალიან იშვითად: ალერგიული რეაქციები, მომატებული მგრძნობელობა და ანაფილაქსია.

ენდოკრინული სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად: ყბა-ყურის ჯირკვლების დროებითი შეშუპება.

ნერვული სისტემის მხრივ

ძალიან ხშირად: პირის ღრუში მგრძნობელობის დროებითი დაკარგვა.

ხშირად: პირში წვის და ჩხვლეტის შეგრძნება.

სიხშირე უცნობია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა.

სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ

ძალიან იშვიათად: ლარინგოსპაზმი, ბრონქოსპაზმი.

სიხშირე უცნობია: გაღიზიანება ყელში, ხველა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

ხშირად: პირის ღრუში დაბუჟების შეგრძნება, გულისრევა, ღებინება

სიხშირე უცნობია: სიმშრალე პირის ღრუში.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ძალიან იშვიათად: კანის რეაქციებთან დაკავშირებული გაღიზიანებადობა, ქავილი გამონაყარის თანხლებით, ჭინჭრის ციება, ფოტოდერმატიტი, აშრევება პირის ღრუში. ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

ხშირად: გემოს შეგრძნებების შეცვლა, კბილებსა და პირის ღრუს სხვა უბნებზე ლაქების წარმოქმნა; კბილებზე ლაქების წარმოქმნა არ არის მავნებელი და მისი მინიმუმამდე შემცირება შეიძლება პრეპარატის გამოყენებამდე კბილების გახეხვის გზით.

ძალიან იშვიათად: პირის ღრუში სიმშრალის ან წყურვილის შეგრძნება, ტკივილი, პირის ღრუში, სიგრილის შეგრძნება.

დოზის გადაჭარბება

პრეპარატის გამოყენების წესის გათვალისწინებით დოზის გადაჭარბება შეუძლებელია. დიდი დოზის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში ინიშნება სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

გამოშვების ფორმა

ლორობენი სავლები ხსნარი, მუქ ფლაკონში. 1 ფლაკონი (200 მლ) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად , კომპლექტში მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

2 წელი.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა

არმაცევტულიპროდუქტისჯგუფიIII**, გაიცემა რეცეპტის გარეშე.**

მწარმოებელი

დროგსან ილაჩლარი სან. ვე თიჯ. ა. შ. 06760 ჩუბუკ, ანკარა, თურქეთი

საერთაშორისო დასახელება - benzydamine hydrochloride, chlorhexidine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები → ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა:
30მლ სპრეი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი-45მგ, ქლორჰექსიდინის გლუკონატი-36მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატ 20, სორბიტოლი 70%, პროპილენგლიკოლი, ყვითელი ქინოლირებული, პიტნის ესენცია, საქაროზა, Eცოცოოლ MP, Pატენტ V Bლუე, ლიმონის მჟავის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, დეიონიზირებული წყალი.
თითოეული შესხურება (ა 0.13მლ) შეიცავს 0.156 მგ ქლორჰექსიდინის გლუკონატს და 0.195 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პრეპარატები ადგილობრივი პერორალური გამოყენებისთვის.

ჩვენებები:
პირის ღრუსა და ხახაში ტკივილის მოხსნისთვის (ანგინა, ფარინგიტი, ტონზილიტი, აფთოზური სტომატიტი, გლოსიტი). ოპერაციული ჩარევებისას ხახისა და პირის ღრუში. პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ, რომელსაც იწვევს ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია, ტრამვები და სხვა ჩარევები (მაგ; ტრაქეის ინტუბაცია).
პირის ღრუს ლორწოვანის ანთებითი დაავადებების და მათი გართულებების სამკურნალოდ, პაროდონტიტი.
გინგივიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
კბილებზე ნადების შემცირებისთვის;
პირის ღრუს ჰიგიენის შესანარჩუნებისთვის.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ბენზიდამინის, ქლორჰექსიდინის ან პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:
სპრეის აპლიკატორს დააჭირეთ ხელი, სანამ არ მიიღებთ რეგულარულ ნაკადს. აპლიკატორის თავი ამოწიეთ, სანამ ის კარგად არ მოთავსდება პირის ღრუში, რის შემდეგაც დააჭირეთ აპლიკატორს. გაიმეორეთ შესხურება 4-ჯერ სხვადასხვა უბანზე.
ქლორჰექსიდინი, რომელიც შედის ლორობენის შემადგენლობაში, მკურნალობის პროცესში ხელს უწყობს კბილებზე ნადების და გინგივიტის გამოვლინების შემცირებას.
ქლორჰექსიდინით გამოწვეული კბილების შეფერადების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა წინასწარ გაიხეხოთ კბილები.
სპრეის ფლაკონი დაიჭირეთ ვერტიკალურად ხსნარი არ გადაყლაპოთ. ლორობენის ხსნარი პირის ღრუში გამოვლების შემდეგ გარეთ უნდა გადმოიღვაროს.
დოზირება მოზრდილებისთვის:
ჩვეულებრივი დოზა : 5-10 შესხურება ყელის ანთებით კერაზე. გაიმეორეთ ყოველ 1.5-3 საათში.
ბავშვები (6-12 წელი):
5 შესხურება ყელის ანთებით კერაზე. ყოველ 1.5-3 სთ-ში.

გვერდითი მოვლენები:
ლორობენის ორალური სპრეი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება და აქვს მცირე გვერდითი ეფექტები. გვერდითი ეფექტები, გამოწვეული ბენზიდამინის ჰიდროქლორიდით, სპრეის ფორმით:
ადგილობრივი:
არასასურველი რეაქციები რომლებიც უფრო ხშირად გვხვდება მკურნალობის დროს:
პირის ღრუში - დაბუჟება (2.6%), იშვიათად - წვის და ჩხვლეტის შეგრძნება (1.4 %).
ძალიან იშვიათად აღინიშნება სიმშრალე ან წყურვილის შეგრძნება (0.2%), სიმხურვალის შეგრძნება და გემოვნების შეცვლა (0.1%).
ზოგადი:
გვხვდება იშვიათად: გულისრევა, ღებინება, სლოკინი, დისპეპსიური მოვლენები (0.4%), თავბრუსხვევა (0.1%), თავის ტკივილი და ძილიანობა (0.1%).
გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოწვეულია ქლორჰექსიდინის გლუკონატის გამოყენებით:
კბილების ქვების წარმოქმნა, გემოვნების შეცვლა; ექსპერიმენტული კვლევებით სერიოზული გვერდითი ეფექტები არ გამოვლინდა.

საერთაშორისო დასახელება - benzydamine hydrochloride, chlorhexidine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები → ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა:
30მლ სპრეი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი-45მგ, ქლორჰექსიდინის გლუკონატი-36მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატ 20, სორბიტოლი 70%, პროპილენგლიკოლი, ყვითელი ქინოლირებული, პიტნის ესენცია, საქაროზა, Eცოცოოლ MP, Pატენტ V Bლუე, ლიმონის მჟავის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, დეიონიზირებული წყალი.
თითოეული შესხურება (ა 0.13მლ) შეიცავს 0.156 მგ ქლორჰექსიდინის გლუკონატს და 0.195 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პრეპარატები ადგილობრივი პერორალური გამოყენებისთვის.

ჩვენებები:
პირის ღრუსა და ხახაში ტკივილის მოხსნისთვის (ანგინა, ფარინგიტი, ტონზილიტი, აფთოზური სტომატიტი, გლოსიტი). ოპერაციული ჩარევებისას ხახისა და პირის ღრუში. პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ, რომელსაც იწვევს ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია, ტრამვები და სხვა ჩარევები (მაგ; ტრაქეის ინტუბაცია).
პირის ღრუს ლორწოვანის ანთებითი დაავადებების და მათი გართულებების სამკურნალოდ, პაროდონტიტი.
გინგივიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
კბილებზე ნადების შემცირებისთვის;
პირის ღრუს ჰიგიენის შესანარჩუნებისთვის.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ბენზიდამინის, ქლორჰექსიდინის ან პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:
სპრეის აპლიკატორს დააჭირეთ ხელი, სანამ არ მიიღებთ რეგულარულ ნაკადს. აპლიკატორის თავი ამოწიეთ, სანამ ის კარგად არ მოთავსდება პირის ღრუში, რის შემდეგაც დააჭირეთ აპლიკატორს. გაიმეორეთ შესხურება 4-ჯერ სხვადასხვა უბანზე.
ქლორჰექსიდინი, რომელიც შედის ლორობენის შემადგენლობაში, მკურნალობის პროცესში ხელს უწყობს კბილებზე ნადების და გინგივიტის გამოვლინების შემცირებას.
ქლორჰექსიდინით გამოწვეული კბილების შეფერადების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა წინასწარ გაიხეხოთ კბილები.
სპრეის ფლაკონი დაიჭირეთ ვერტიკალურად ხსნარი არ გადაყლაპოთ. ლორობენის ხსნარი პირის ღრუში გამოვლების შემდეგ გარეთ უნდა გადმოიღვაროს.
დოზირება მოზრდილებისთვის:
ჩვეულებრივი დოზა : 5-10 შესხურება ყელის ანთებით კერაზე. გაიმეორეთ ყოველ 1.5-3 საათში.
ბავშვები (6-12 წელი):
5 შესხურება ყელის ანთებით კერაზე. ყოველ 1.5-3 სთ-ში.

გვერდითი მოვლენები:
ლორობენის ორალური სპრეი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება და აქვს მცირე გვერდითი ეფექტები. გვერდითი ეფექტები, გამოწვეული ბენზიდამინის ჰიდროქლორიდით, სპრეის ფორმით:
ადგილობრივი:
არასასურველი რეაქციები რომლებიც უფრო ხშირად გვხვდება მკურნალობის დროს:
პირის ღრუში - დაბუჟება (2.6%), იშვიათად - წვის და ჩხვლეტის შეგრძნება (1.4 %).
ძალიან იშვიათად აღინიშნება სიმშრალე ან წყურვილის შეგრძნება (0.2%), სიმხურვალის შეგრძნება და გემოვნების შეცვლა (0.1%).
ზოგადი:
გვხვდება იშვიათად: გულისრევა, ღებინება, სლოკინი, დისპეპსიური მოვლენები (0.4%), თავბრუსხვევა (0.1%), თავის ტკივილი და ძილიანობა (0.1%).
გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოწვეულია ქლორჰექსიდინის გლუკონატის გამოყენებით:
კბილების ქვების წარმოქმნა, გემოვნების შეცვლა; ექსპერიმენტული კვლევებით სერიოზული გვერდითი ეფექტები არ გამოვლინდა.

საერთაშორისო დასახელება - benzydamine HCL, chlorhexidine gluconate

**კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი **- პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
200 მლ-იანი ბოთლი

0.12% ქლორჰექსიდინის გლუკონატი და 0.15% ბენზიდამინის HCL.
დამხმარე ნივთიერებები:
სორბიტოლი, ეთანოლი, ჰიდროქინონი, პიტნის და ლიმონის ესენციები.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ბენზიდამინი- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, გამოირჩევა სხვა ასას-გან. ლოკალური მოხმარების დროს გამოყენებულ კონცენტრაციას გააჩნია ადგილობრივი ანესთეზიური მოქმედება. ექსპერიმენტული ცდების დროს, ბენზიდამინის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება უფრო კარგად გამოიხატება ანთებითი გენეზის ტკივილის დროს, ვიდრე არაანთებითი წარმოშობის შემთხვევაში. ქლორჰექსიდინის გლუკონატი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიმიკრობული აქტივობის მქონე ბისბიგუანიდს. პირის ღრუში გამოვლების შემდეგ ქლორჰექსიდინის გლუკონატი ადსორბირდება კბილების ზედაპირზე, პირის ღრუს ლორწოვანზე და ნადებზე, ნელა გამოიყოფა ნერწყვში 24 საათის განმავლობაში.
ფარმაკოდინამიკა:
ანთების საწინააღმდეგო მოქმედება არ არის დაკავშირებული ჰიპოფიზო-ადრენალურ სისტემასთან. ბენზიდამინი აინჰიბირებს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზს, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, თუმცა მოქმედების მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის.
ადგილობრივი გამოყენებისას ქლორჰექსიდინს გააჩნია პროლონგირებული ბაქტერიოსტატიკური ეფექტი, რომელსაც მოჰყვება დაუყოვნებელი ბაქტერიოციდული მოქმედება. ქლორჰექსიდინი აბსორბირდება ბაქტერიის კედელზე და ახდენს პროლონგირებულ ზედაპირულ ზემოქმედებას, ანელებს ბაქტერიის ზრდას, ხელს უწყობს ციტოპლაზმის პრეციპიტაციას და იწვევს ბაქტერიის უჯრედის სიკვდილს.
ფარმაკოკინეტიკა
ბენზიდამინი კარგად აბსორბირდება ანთებითი ლორწოვანის გავლით და ახდენს ანთების საწინააღმდეგო და ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. გამოვლების შედეგად, ქლორჰექსიდინის დაახლოებით 30% რჩება პირის ღრუში. 24 საათის განმავლობაში ნელა გამოიყოფა ნერწყვში.

ჩვენებები
- პირის ღრუს და ყელის დაავადებების დროებითი მკურნალობის მიზნით (ანგინა, ტონზილიტი, ფარინგიტი, აფტოზური სტომატიტი, გლოსიტი);
- პირის ღრუს და ყელის ოპერაციები;
- პირის ღრუს დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია ქიმიოთერაპიით, სხივური თერაპიით, სხვადასხვა ჩარევებით (მაგ : ტრაქეის ინტუბაცია) და ტრავმებით.
- პირის ღრუს ლორწოვანის ანთებითი დაავადებები, გართულებული პარადონტოზით.
- გინგივიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- კბილებზე ნადების შემცირების მიზნით;
- პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის მიზნით.

მიღების წესები და დოზები
არ განაზაოთ! გამოყენების შედეგ საჭიროა ხსნარი გადმოფურთხება.
დოზირება მოზრდილებში:
ჩვეულებრივი დოზა არის 15მლ. პროცედურა უნდა გამეურებული იქნას ყოველ 1,5-3 სთ-ში მთელი დღის განმავლობაში; ხსნარი 30 წამი უნდა გააჩეროთ პირის ღრუში. მკურნალობის პროცესში ლორობენში არსებული ქლორჰექსიდინი ამცირებს კბილებზე ნადებს და გინგივიტს.
თუ ლორობენი გამოიყენება პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის მიზნით, მაშინ ხსნარის გამოვლება 1 წუთის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. ქლორჰექსიდინის მიერ გამოწვეული არასასურველი შეფერვის თავიდან აცილების მიზნით პრეპარატის გამოყენებამდე რეკომენდებულია კბილების გამოხეხვა ჯაგრისით.
დოზირება ბავვებში (6-12 წელი):
5-15მლ გამოსავლებად 30 წამის განმავლობაში ყოველ 1,5-3 სთ-ში.
არ გამოიყენოთ ზედიზედ 7 დღე.
მოჭერის ან ჩხვლეტის გრძნობის განვითარების შემთხვევაში ხსნარი წყლით უნდა გაზავდეს.
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვებში

გვერდითი მოვლენები
ლორობენის ორალური ხსნარი საერთო ჯამში კარგად გადაიტანება და მინიმალური გვერდითი მოვლენები აქვს.
ხსნარის სახით ბენზიდამინის გამოყენებისას დაფიქსირებულია შემდეგი არასასურველი გვერდითი მოვლენები:
- ადგილობრივი გვერდითი მოვლენები
მკურნალობის შედეგად მიღებული ყველაზე ხშირი რეაქციებია – პირის ღრუს დაბუჟება (2.6%), მოჭერის და ჩხვლეტის შეგრძნება (1.4%).
- მკურნალობის შედეგად მიღებული იშვიათი ადგილობრივი რეაქციებია – სიმშრალე ან წყურვილის გრძნობა (0.2%), ჩხვლეტა (0.2%), პირის ღრუში სიმხურვალის შეგრძნება და გემოვნების გაუკუღმართება (0.1%).
საერთო გვერდითი მოვლენები:
- გვხვდება იშვიათად და სერიოზულ ხასიათს არ ატარებენ. ძირითადად გამოვლინდება: გულისრევა, ღებინება, სლოკინი, კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები (0.4%), თავბრუსხვევა (0.1%), თავის ტკივილები და ძილიანობა (0.1%).
ქლორჰექსიდის გლუკონატით გამოწვეული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია:
- უვნებელი შეფერილობის ჩამოყალიბება პირის ღრუში და კბილებზე, რომელიც მარტივად შეიძლება თავიდან აცილებულ იქნას კბილის ჯაგრისით კბილების გახეხვის შედეგად;
- გემოვნების გაუკუღმართება
კლინიკური კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ პრეპარატის გამოყენებისას მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.

უკუჩვენება
უკუნაჩვენებია იმ პირებში გამოყენება , რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ბენზიდამინის და მისი წარმოებულების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა (კატეგორია B) :
შეისწავლეს ქლორჰექსიდინის გლუკონატის მოქმედება რეპროდუქციაზე და ფერტილობაზე. ვირთხებზე ჩატარებულ კვლევეში არ გამოვლინდა დასაბუთებული დამაზიანებელი გავლენა ფერტილობაზე; აგრეთვე ნაყოფზე ზემოქმედების შედეგი იყო უარყოფითი ვირთხებსა და ბოცვერებში ჩატარებულ კვლევებში. არ არსებობს ორსულ ქალებზე ქლორჰექსიდინის მოქმედების შესახებ კონტროლირებადი კვლევები ; არ არის ადექვატურად შესწავლილი ბენზიდამინის ზეგავლენა ცხოველებზე და ორსულ ქალებზე.
ამ პრეპარატების გამოყენება ორსულობისას უკუნაჩვენებია.
ლაქტაცია:
ადექვატური კვლევების არ არსებობის გამო პრეპარატის გამოყენება მეძუძურ დედებში უკუნაჩვენებია

განსაკუთრებული მითითებები
- მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის ;
- გამოიყენება მხოლოდ პირის ღრუში გამოსავლებად ;
- არ გადაყლაპოთ ;
- შეიძლება დატოვოს პირის ღრუში, განსაკუთრებით კბილებზე, შექცევადი შეფერილობა.
გათვალისწინებული უნდა იყოს სისიტემური ზემოქმედების შესაძლებლობა თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში, რადგანაც ბენზიდამინი და მისი მეტაბოლიტები შარდით გამოიყოფა.
გათვალისწინებული უნდა იყოს სისიტემური ზემოქმედების შესაძლებლობა ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში, რადგანაც ბენზიდამინი ღვიძლში მეტაბოლიზდება.
არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო, 6 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვებში ლორობენის ხსნარის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ჭარბი დოზირება
არ არსებობს ბენზიდამინის სპეციფიური ანტიდოტი; დიდი დოზის გადაყლაპვის შემთხვევაში მიმართავენ სიმპტომურ მკურნალობას

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
- ქლორჰექსიდინი
- ქლორჰექსიდინის მარილები შეუთავებელია საპონთან და სხვა ანიონურ ნაერთებთან.
- ქლორჰექსიდინის მარილები შეთავსებადია კათიონურ და არაიონიზებულ ნაერთებთან; თუმცა დიდი დოზებით ერთობლივი გამოყენებისას პრეპარატის აქტივობა მცირდება ქლორჰექსიდინის მიცელიუმთან შეკავშირების შედეგად.
- ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ისეთი როგორიც არის ციტრიმიდი და ლისსაპოლი NX რეაქტიულობის გაზრდას იწვევს.
- შეუთავსებელია ანიონურ პოლიელექტროლიტებთან, ისეთი როგორიც არის ნატრიუმის ალგინატი, ნატიუმის კარბოქსილ-მეთილ-ცელულოზა, გუმიარაბიკი, სახამებელი; ერთდროულად გამოყენებისას ლორობენის ეფექტურობა მცირდება.
- შეუთავსებელია ბრილიანტის მწვანესთან, ქლორამფენიკოლომთან, ნატრიუმის ფლუორესცინთან, ფორმალდეჰიდთან, ვერცხლის ნიტრატთან, თუთიის სულფატთან, სპილენძის სულფატთან.
- ხისტ წყალში გახსნისას მიმდინარეობს ურთიერთქმედება კალციუმის და მაგნიუმის კათიონებთან, შეიძლება დაილექოს უხსნადი მარილების სახით.
- თუ ბენზოატებით, ბიკარბონატებით, კარბონატებით, ბორატებით, ნიტრატებით, ფოსფატებით, სულფატებით წარმოებული ქლორჰექსიდის მარილების კონცენტაცია მეტია 0.05%-ზე, მაშინ ფორმირდება და ნარჩენის სახით გამოცალკავდება დაბალი ხსნადობის მარილები. ცეტრიმიდი ამაღლებს ამ მარილების ხსნადობის დონეს; კომბინაციაში ასეთი პრეციპიტატები არ გვხვდება.
- ქლორჰექსიდინის გლუკონატის ცეტრიმიდინთან და ბენზალკილის ქლორიდის შეთავსებადობა გამოიხატება მათ სინერგიულ ბაქტერიოციდულ აქტივობაში. ცეტრიმიდი აქვეითებს ქლორჰექსიდინის ხისტ წყალში დალექვას.
- ქლორჰექსიდინის გლუკონატის გამოკლებით ქლორჰექსიდინი და მისი მარილები უკეთესად იხსნებიან სპირტში, ვიდრე წყალში. სპირტის დამატების შემთხვევაში ქლორჰექსიდინის გლუკონატის ხსნარი შეიძლება დაილექოს. 7%-იანი სპირტის დამატების შემთხვევაში ხსნარი ხდება უფრო ეფექტური გრამ უარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, აძლიერებს აბსორბციას, რადგანაც ხსნარი ფილტრაციას გადის ცელულოზურ ფილტრებში.
- ბენზიდამინთან წამლისმიერი ურთიერქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა – 2წელი, ოთახის ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ლორობენი 200მლ ხსნარი
  • სახელი: ლორობენი 200მლ ხსნარი
  • მწარმოებელი: Drogsan Ilaclari San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
  • შეფუთვა: 200მლ სავლები ხსნარი ამზომი ჭიქით ფლაკონი №1
Aversi 16.47 ლ
ლორობენი 30მლ ორალ.სპრეი
  • სახელი: ლორობენი 30მლ ორალ.სპრეი
  • მწარმოებელი: Drogsan Ilaclari San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
  • შეფუთვა: (1,5მგ + 1,2მგ)/მლ 30მლ ორალური სპრეი, ხსნარი გამფრქვევი მოწყობილობით ფლაკონი №1
Aversi 20.33 ლ
ლორობენი სპრეი ორალური 30მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ლორობენი სპრეი ორალური 30მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Drogsan Ilaclari San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
  • შეფუთვა: (1,5მგ + 1,2მგ)/მლ 30მლ ორალური სპრეი, ხსნარი გამფრქვევი მოწყობილობით ფლაკონი №1
Pharmadepot 26.7 ლ
ლორობენი სავლები ხსნარი 200მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ლორობენი სავლები ხსნარი 200მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Drogsan Ilaclari San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
  • შეფუთვა: 200მლ სავლები ხსნარი ამზომი ჭიქით ფლაკონი №1
Pharmadepot 21.62 ლ
ლორობენი სპრეი ორალური 30მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ლორობენი სპრეი ორალური 30მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Drogsan Ilaclari San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
  • შეფუთვა: (1,5მგ + 1,2მგ)/მლ 30მლ ორალური სპრეი, ხსნარი გამფრქვევი მოწყობილობით ფლაკონი №1
GPC 28.4 ლ
ლორობენი სავლები ხსნარი 200მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ლორობენი სავლები ხსნარი 200მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Drogsan Ilaclari San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
  • შეფუთვა: 200მლ სავლები ხსნარი ამზომი ჭიქით ფლაკონი №1
GPC 23 ლ
LOROBEN - ლორობენე 200მლ ხსნარი
  • სახელი: LOROBEN - ლორობენე 200მლ ხსნარი
  • მწარმოებელი: Drogsan Ilaclari San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
  • შეფუთვა: 200მლ სავლები ხსნარი ამზომი ჭიქით ფლაკონი №1
PSP 14.32 ლ
Loroben - ლორობენე 30მლ. სპრეი
  • სახელი: Loroben - ლორობენე 30მლ. სპრეი
  • მწარმოებელი: Drogsan Ilaclari San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
  • შეფუთვა: (1,5მგ + 1,2მგ)/მლ 30მლ ორალური სპრეი, ხსნარი გამფრქვევი მოწყობილობით ფლაკონი №1
PSP 18.28 ლ