კამელინი - M2 - CAMELYN - M2
კამელინი - M2 - CAMELYN - M2

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტური, ანტიმიკრობული საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

კამელინი M-2
(CAMELYN-M2)

_
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:_
კაფსულები ღია ყავისფერი/ყავისფერი.
კამელინი M-2 0,25გ, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი _ 0,25გ. სამკურნალო საშუალება “კამელინი” მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან; მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: ცილები, პეპტიდები, ამინომჟავები, ალდეჰიდები, ფურფუროლი, ჭიანჭველმჟავა., მიკროელემენტები.
_
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:_
იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი.
_
ფარმაკოლოგიური თვისებები:_
“კამელინს” გააჩნია იმუნომოდულაციური აქტივობა, იგი აძლიერებს ჰუმორულ და უჯრედულ იმუნიტეტს. “კამელინის” ორგანიზმში შეყვანის შედეგად ხდება IL-1, L-6, IL-12 ციტოკინების გამოთავისუფლება. “კამელინი” მონაწილეობას იღებს უჯრედული იმუნიტეტის განვითარებაში და T-ლიმფოციტურ რეაქციებში, მათ შორის პერიფერიული ლიმფოციტების მიტოგენეზის გაძლიერებაში, T-ჰელპერებისა და T-ციტოტოქსიური უჯრედების თანაფარდობის ზრდაში, მაკროფაგების მიერ მიკროორგანიზმებისა და სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერებაში და თც უჯრედების შემცირებაში. კამელინი ეფექტურია, როგორც ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური საშუალება, ახდენს ანტიპროლიფერაციულ, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. შემაკავებლად მოქმედებს სიმსივნურ ზრდაზე. კამელინი აქტიურად მონაწილეობს ქსოვილების შეხორცებასა და რეპარაციაში, ხელს უწყობს კოლაგენის ჩალაგებას დაზიანების ადგილას.
_
დანიშნულება:_
კამელინის კაფსულები გამოიყენება, როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი, ასევე დამოუკიდებლად. ყველა იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა იმუნიტეტის სტიმულაცია, ორგანიზმის იმუნური პასუხის მოდიფიკაცია:
• ვირუსული ინფექციები;
• ბაქტერიული ინფექციები;
• სოკოვანი ინფექციები;
• სიმსივნური დაავადებები;
• სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები;
• პოლინეიროპათიები;
• პოსტოპერაციული პერიოდი;
• ტრავმები.
_
მიღების წესი:_
კაფსულები მიიღება 3-ჯერ დღეში. საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე, წყალთან ერთად.
მკურნალობის კურსი _ 20 დღე. კურსებს შორის შესვენება _ 8 დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა _ 2-5 კურსი (2-5 თვე) საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია შემანარჩულებელი მკურნალობის გახანგრძლივება.
_
გვერდითი მოვლენები:_
თერაპიულ დოზებში არატოქსიკურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.
_
უკუჩვენებები:_
არ არის გამოვლენილი.
_
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:_
“კამელინი” თავსებადია ყველა სამკურნალო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოხსენებული დაავადებების სამკურნალოდ.
_
შენახვის პირობები და ვადა:_
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა 2 წელი.
_
მწარმოებელი:_
შ.პ.ს. “კამელინი”, საქართველო.

საკვები დანამატი შაქარ-მოცილებული თაფლით
შემადგენლობა: შაქარ-მოცილებული თაფლის ლიოფილიზატი.
30 კაფსულა შეიცავს 2.22 გ. შაქარ-მოცილებული თაფლის ლიოფილიზატს.
შემავსებელი ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი.
კაფსულის გარსი: ჟელატინი, საღებავები: ყვითელი რკინის ოქსიდი და წითელი რკინის ოქსიდი.
მიღების წესი და დოზირება: მიიღეთ ორი ან სამი კაფსულა დღეში.

| დღიური დოზა
(2 კაფსულის მიღების შემთხვევაში) |
დღიური დოზა
( 3 კაფსულის მიღების შემთხვევაში)
---|---|---
შაქარ-მოცილებული თაფლის
ლიოფილიზატი | 148 მგ. | 222 მგ.

გამოყენების ჩვენებები:
შაქარ-მოცილებული თაფლი აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციონირების უნარს სხვადასხვა
ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების დროს, გააჩნია ანტიოქსიდანტური აქტივობა.
გამოყენების რეკომენდაციები:
ორსულმა და მეძუძურმა ქალებმა მიმართეთ ექიმს ნებისმიერი საკვები დანამატის მიღებამდე.
საკვები დანამატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ყვავილის მტვრის მიმართ ალერგიული ან
ასთმისადმი მიდრეკილი ადამიანებისთვის.
რაიმე გვერდითი რეაქციის დაფიქსირების შემთხვევაში შეწყვიტეთ საკვები დანამატის გამოყენება და
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ნუ გადააჭარბებთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას.
რაოდენობა შეფუთვაში : 30 კაფსულა.
შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ და მზის
სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილზე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
კამელინი-2 0.5გ #30კაფს
  • სახელი: კამელინი-2 0.5გ #30კაფს
  • მწარმოებელი: „CAMELYN“ LTD (საქართველო)
  • შეფუთვა: 0,0546გ კაფსულა №30 (3X10)
Aversi 110.35 ლ
კამელინი-მ2 კაფსულა 500მგ #30
  • სახელი: კამელინი-მ2 კაფსულა 500მგ #30
  • მწარმოებელი: „CAMELYN“ LTD (საქართველო)
  • შეფუთვა: 0,0546გ კაფსულა №30 (3X10)
Pharmadepot 144.9 ლ
კამელინი-მ2 კაფსულა 500მგ #30
  • სახელი: კამელინი-მ2 კაფსულა 500მგ #30
  • მწარმოებელი: „CAMELYN“ LTD (საქართველო)
  • შეფუთვა: 0,0546გ კაფსულა №30 (3X10)
GPC 154.15 ლ
Camelyn - კამელინი-F-M2 30 კაფსულა
  • სახელი: Camelyn - კამელინი-F-M2 30 კაფსულა
  • მწარმოებელი: „CAMELYN“ LTD (საქართველო)
  • შეფუთვა: 0,0546გ კაფსულა №30 (3X10)
PSP 139.78 ლ
Camelyn - კამელინი 0.5გ 30კაფსულა
  • სახელი: Camelyn - კამელინი 0.5გ 30კაფსულა
  • მწარმოებელი: „CAMELYN“ LTD (საქართველო)
PSP 117.32 ლ
კამელინი-F-მ2 კაფსულა #30
  • სახელი: კამელინი-F-მ2 კაფსულა #30
  • მწარმოებელი: „CAMELYN“ LTD (საქართველო)
  • შეფუთვა: 0,0546გ კაფსულა №30 (3X10)
Pharmadepot 142.18 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით