ტადალაფილი - TADALAFIL
ტადალაფილი - TADALAFIL

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: უროლოგიურები, ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - tadalafil

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: უროლოგია, ნეფროლოგია → მამაკაცის სასქესო ფუნქციის მაკორეგირებელი საშუალებები → ერექციის დარღვევების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები

პოზოლოგია და მიღების წესი
რეკომენდებული დოზა შეადგენს 10მგ–ს.
იმ პაციენტებში, რომელთანაც 10 მგ ტადალაფილს არ აქვს ადეკვატური ეფექტი, შესაძლოა იცადოს 20 მგ–ნი დოზა.
მიიღეთ სექსუალურ აქტივობამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე.
ტადალაფილი შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.
მაქსიმალური დოზის სიხშირე არის დღეში ერთხელ.
ტადალაფილი არ არის რეკომენდებული უწყვეტი ყოველდღიური გამოყენებისთვის.
დოზის კორექტირება არ არის საჭირო ხანდაზმულ ადამიანებში.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე ექსციპიენტის მიმართ.
გულის დაავადება, სადაც სექსუალური აქტივობა არ არის რეკომენდებული.
მიოკარდიუმის ინფარქტი ბოლო 90 დღის განმავლობაში.
არასტაბილური სტენოკარდია ან სტენოკარდია სქესობრივი აქტის დროს.
ნიუ იორკის გულის ასოციაციის მე–2 კლასი ან ზემოთ.გულის უკმარისობა ბოლო 6 თვის განმავლობაში.
არაკონტროლირებადი არითმიები, ჰიპოტენზია (<90/50 მმ Hგ) ან არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია.
ინსულტი ბოლო 6 თვის განმავლობაში.
ნებისმიერი ფორმის ორგანული ნიტრატის თანხმლები გამოყენება.
ტადალაფილის თანმხლები გამოყენება გუანილატციკლაზის სტიმულატორებთან ერთად.
ერთ თვალზე მხედველობის დაკარგვა მხედველობის ნერვის არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათიის (NAION) შედეგად.

სპეციალური გაფრთხილებები და გამოყენების სიფრთხილის ზომები
ერექციული დისფუნქციის მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია კარდიოვასკულარული სტატუსის გათვალისწინება, რადგან არსებობს სექსუალურ აქტივობასთან დაკავშირებული გულის მხრიდან გართულებების რისკის ხარისხი.
უცნობია ეფექტურია თუ არა ტადალაფილი იმ პაციენტებში,რომლებსაც მენჯის ოპერაცია ან რადიკალური არა ნერვ–დამზოგველი პროსტატექტომია ჩაუტარდათ.
ტადალაფილის თანმხლები გამოყენება - ბლოკატორთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს სიმპტომატური ჰიპოტენზია.
თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 10 მგ.
განსაკუთრებული სიფრთხილე აღინიშნება იმ პაციენტებში, რომლებიც განიცდიან :
ღვიძლის მწვავე უკმარისობას.
სასქესო ასოს ანატომიურ დეფორმაცის (როგორიცაა, ანგულაცია, კავერნოზული ფიბროზი ან პეირონის დაავადება) ან პრიაპიზმისკენ მიდრეკილებას (ნამგლისებურ –უჯრედული ანემია, მრავლობითი მიელომა ან ლეიკემია)