ფარმაკოლოგიური ჯგუფი: უროლოგიური პრეპარატები, ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
ტადალაფილი-დენკი ტაბ.20მგ N4
ეფექტური დახმარება ერექციული დისფუნქციის მოქნე პაციენტებისთვის!
სწრაფი ეფექტი (30 წუთის განმავლობაში) და მოქმედების ხანგრძლივობა 36 საათამდე
საკვები ან ალკოჰოლი არ ახდენს გავლენას პრეპარატზე
რეკომენდებული პირველი ხაზის თერაპია ერექციული დისფუნქციისას
ჩვენება
• ერექციული დისფუნქციის მკურნალობა ზრდასრულ მამაკაცებში.
• იმისათვის, რომ ტადალაფილი ეფექტური იყოს, სექსულური სტიმულაცია აუცილებელია.
პოზოლოგია და მიღების წესი
• რეკომენდებული დოზა შეადგენს 10მგ–ს.
• იმ პაციენტებში, რომელთანაც 10 მგ ტადალაფილს არ აქვს ადეკვატური ეფექტი, შესაძლოა იცადოს 20 მგ–ნი დოზა.
• მიიღეთ სექსუალურ აქტივობამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე.
• ტადალა – დენკი შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.
• მაქსიმალური დოზის სიხშირე არის დღეში ერთხელ.
• ტადალა – დენკი არ არის რეკომენდებული უწყვეტი ყოველდღიური გამოყენებისთვის.
• დოზის კორექტირება არ არის საჭირო ხანდაზმულ ადამიანებში.
უკუჩვენებები
• ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე ექსციპიენტის მიმართ.
• გულის დაავადება, სადაც სექსუალური აქტივობა არ არის რეკომენდებული.
• მიოკარდიუმის ინფარქტი ბოლო 90 დღის განმავლობაში.
• არასტაბილური სტენოკარდია ან სტენოკარდია სქესობრივი აქტის დროს.
• ნიუ იორკის გულის ასოციაციის მე–2 კლასი ან ზემოთ.გულის უკმარისობა ბოლო 6 თვის განმავლობაში.
• არაკონტროლირებადი არითმიები, ჰიპოტენზია (<90/50 მმ Hგ) ან არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია.
• ინსულტი ბოლო 6 თვის განმავლობაში.
• ნებისმიერი ფორმის ორგანული ნიტრატის თანხმლები გამოყენება.
• ტადალა-დენკის თანმხლები გამოყენება გუანილატციკლაზის სტიმულატორებთან ერთად.
• ერთ თვალზე მხედველობის დაკარგვა მხედველობის ნერვის არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათიის (NAION) შედეგად.
სპეციალური გაფრთხილებები და გამოყენების სიფრთხილის ზომები
• ერექციული დისფუნქციის მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია კარდიოვასკულარული სტატუსის გათვალისწინება, რადგან არსებობს სექსუალურ აქტივობასთან დაკავშირებული გულის მხრიდან გართულებების რისკის ხარისხი.
• უცნობია ეფექტურია თუ არა ტადალაფილი იმ პაციენტებში,რომლებსაც მენჯის ოპერაცია ან რადიკალური არა ნერვ–დამზოგველი პროსტატექტომია ჩაუტარდათ.
• ტადალა-დენკის თანმხლები გამოყენება - ბლოკატორთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს სიმპტომატური ჰიპოტენზია.
• თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 10 მგ.
განსაკუთრებული სიფრთხილე აღინიშნება იმ პაციენტებში, რომლებიც განიცდიან :
• ღვიძლის მწვავე უკმარისობას.
• სასქესო ასოს ანატომიურ დეფორმაცის (როგორიცაა, ანგულაცია, კავერნოზული ფიბროზი ან პეირონის დაავადება) ან პრიაპიზმისკენ მიდრეკილებას (ნამგლისებურ –უჯრედული ანემია, მრავლობითი მიელომა ან ლეიკემია)
ფარმაკოლოგია და ბიოექვივალენტობა
• ბიოექვივალენტობის კვლევა შესრულდა ტადალა-დენკი 20 მგ–ით ჩიალის ® 20 მგ-ის შედარებით.
• პროდუქტები ბიოექვივალენტურია სიჩქარისა და აბსორბციის/ელიმინაციის თვალსაზრისით.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
10.05 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით