რინოსინი - RINOSIN
რინოსინი - RINOSIN

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაზალური პრეპარატები, სიმპათომიმეტური საშუალებების კომბინაციები, გარდა კორტიკოსტეროიდებისა

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ფარმაცევტული ფორმა
ცხვირის წვეთები
რინოზინის ცხვირის წვეთები არის უფერო და უსუნო ხსნარი.
შემადგენლობა:
რინოზინის ცხვირის წვეთების თითოეული 100 მლ შეიცავს:
ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი 50 მგ
ქლორფენირამინის მალეატი 50 მგ
ცეტრიმიდი 2 მგ
იზოტონური ბუფერული ხსნარი 100 მლ-მდე
თვისებები:
რინოზინის ცხვირის წვეთები შეიცავს ნაფაზოლინის Hcl-ს და
ქლორფენირამინის მალეატს ფორმულირებულს სტერილურ იზოტონურ
ბუფერულ ხსნარში, რომელშიც კონსერვანტია ანტიმიკრობული აგენტი
ცეტრიმიდი. ნაფაზოლინის Hcl ეფექტურად ავიწროებს ცხვირის ღრუს
ლორწოვანი გარსის არტერიოლებს, სისხლძარღვთა ალფა-ადრენერგულ
რეცეპტორებზე პირდაპირი მასტიმულირებელი მოქმედებით. რადგან ეს
მოქმედება სწრაფია, ხანგრძლივად თერაპიულად სასარგებლოა იმ პირებისთვის,
რომელთა ძილის პროცესი დარღვეულია ცხვირის გაგუდვით. ნაფაზოლინის
Hcl შეგუბების საწინააღმდეგოდ მოქმედებს ასევე პარანაზალური წიაღების
გასავლებსა და ღია უბნებზე, დრენირებისა და თავის ტკივილის შემდგომი
გაუმჯობესებით. ქლორფენირამინის მალეატი, რინოზინის ცხვირის წვეთების
სხვა აქტიური ინგრედიენტი, ძლიერი ანტიჰისტამინური საშუალებაა, რომელიც
აკონტროლებს ალერგიულ რინიტსა და სინუსიტს (მაგ., ცემინება, რინორეა,
ცხვირის ქავილი) H-რეცეპტორების მაბლოკირებელი მოქმედებით.
ქლორფენირამინის მალეატი ანტიქოლინერგული ეფექტების შესაბამისად,
აქვეითებს რინორეას.
ჩვენებები:
- ცხვირის გაგუდვა ალერგიული რინიტის დროს, ზოგადი გაციება, მწვავე
რინიტი, სინუსიტი, მაღალი სიცხე და ზემო სასუნთქი გზების დაავადებები.
- როგორც დამატებითი მკურნალობა და პრევენცია შუა ოტიტის და
სირინგიტის დროს
დოზირება და მიღება
მოზრდილები და ბავშვები (6 წელზე უფროსი): ერთი ან ორი წვეთი თითოეულ
ნესტოში, დღეში ოთხ ჯერამდე, ან ექიმის დანიშნულებით.
არასასურველი ეფექტები
რინოსინი უსაფრთხოა და კარგად აიტანება. თუმცა როგორც ნაფაზოლინის
შემცველი სხვა წვეთების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი
ტრანზიტორული გაღიზიანება, რომელიც მალე გაქრება.
ჩომპანყ ჩონფიდენტიალ
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა, მწვავე ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება და
ვიწროკუთხოვანი გლაუკომა.
გაფრთხილება:
ისევე როგორც სიმპატომიმეტური აგენტეის შემცველი სხვა ცხვირის წვეთები,
ხანგრძლივი ან ჭარბი გამოყენებისას იწვევს რიკოშეტის მოვლენას.
შეფუთვა:
საწვეთურით აღჭურვილი 10 მლ-იანი ბოთლი
ვარგისობის ვადა
3 წელი.
შენახვა:
ინახება 15-30ჩ° ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოყენება
შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Pharco Pharmaceuticals
Kilo 31 Alexandria – CAiro Disert Road, Egypt.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
რინოსინი 10მლ ცხვ.წვეთები
  • სახელი: რინოსინი 10მლ ცხვ.წვეთები
  • მწარმოებელი: PHARCO PHARMACEUTICALS (ეგვიპტე)
  • შეფუთვა: (5მგ + 5მგ)/10მლ 10მლ ცხვირის წვეთები, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
Aversi 2.5 ლ
Rinosin - რინოსინი ცხვირის წვეთები 10მლ
  • სახელი: Rinosin - რინოსინი ცხვირის წვეთები 10მლ
  • მწარმოებელი: PHARCO PHARMACEUTICALS (ეგვიპტე)
  • შეფუთვა: (5მგ + 5მგ)/10მლ 10მლ ცხვირის წვეთები, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
PSP 2.78 ლ
Rinosini - რინოსინი ცხვირის წვეთები 10მლ
  • სახელი: Rinosini - რინოსინი ცხვირის წვეთები 10მლ
  • მწარმოებელი: PHARCO PHARMACEUTICALS (ეგვიპტე)
  • შეფუთვა: (5მგ + 5მგ)/10მლ 10მლ ცხვირის წვეთები, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
PSP 2.11 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით