ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლგიური საშუალებები, დეკონგესტანტებად გამოსაყენებელი სიმპათომიმეტური საშუალებები; ნაზალური პრეპარატები, სიმპათომიმეტურები კომბინაციაში გარდა კორტიკოსტეროიდებისა
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
ნოზეილინი
თვალის/ცხვირის წვეთები
(Nozeylin)
შემცველობა:
ერთი მლ შეიცავს 0,5 მგ ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდსა და 0,5 მგ ქლორფენირამინის
მალეატს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატი, ბორის მჟავა, ბენზალკონიუმის ქლორიდი,
დინატრიუმის ედეტატი, დისტილირებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი – ალფა-ადრენომიმეტური საშუალებაა, რომელიც ახდენს
სწრაფ, გამოხატულ და ხანგრძლივ სისხლძარღვთა შემავიწროვებელ მოქმედებას, ცხვირის
გაჭედვისა და ცხვირიდან გამონადენის რაოდენობის შემცირებას.
ქლორფენირამინის მალეატი – ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორია. ახდენს
ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებას, ამცირებს ადგილობრივი ექსუდაციური
გამოვლინებებს, ცხვირის, ცხვირ-ხახისა და დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსების
შეშუპებასა და ჰიპერემიას, ამცირებს სურდოს, ცემინებას, ცრემლდენას, თვალისა და
ცხვირის ქავილს.
ჩვენებები:
ნოზეილინი თვალის/ცხვირის წვეთები გამოიყენება თვალის ალერგიული დაავადებებისას;
სურდოს, ალერგიული რინიტისა და სინუსიტის დროს.
_უკუჩვენებები:
_ ნოზეილინი თვალის/ცხვირის წვეთები უკუნაჩვენებია ჰიპერმგრძნობელობისას
პრეპარატის კომპონენტების მიმართ, დახურულკუთხიანი გლაუკომის დროს, 2 წლამდე
ასაკის ბავშვებში.
მიღების დოზები:
ცხვირში – 2 წვეთი 4-ჯერ დღე-ღამეში თითოეულ ნესტოში.
თვალებში – 1-2 წვეთი ყოველ 3-6 საათში.
_შენახვის პირობები:
_ შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში.
გამოშვების ფორმა: 5 მლ-იანი ფლაკონი საწვეთურით
** ვარგისიანობის ვადა:** 3 წელი.
_მწარმოებელი:
_ “E.I.P.I.CO.” ეგვიპტე ტენტ A.R.E. რამადან სიტი, პირველი სამრეწველო ზონა
B1.
“ვორლდ მედიცინი ლ.ლ.ც” (აშშ) – სათვის. USA. 400, West Apple Street, SD, Tea,
57064,
E-mail: [email protected], Web-Site: www.wmcorp. us.
საერთაშორისო დასახელება - naphazoline, chlorpheniramine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → ალერგიის საწინააღმდეგო
საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში
წამლის ფორმა
თვალის/ცხვირის წვეთები
შემადგენლობა
პრეპარატ ნოზეილინის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი 0,5 მგ
ქლორფენირამინის მალეატი 0,5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატი, ბორის მჟავა, ბენზალკონიუმის ქლორიდი,
დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
α2-ადრენომიმეტური საშუალება. H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი.
სისხლძარღვთა შემავიწროვებელი და ანტიჰისტამინური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში და ყელ-
ყურ-ცხვირის პრაქტიკაში. ახასიათებს ხანგრძლივად გამოხატული სისხლძარღვთა
შემავიწროვებელი და ანტიალერგიული მოქმედება, ამცირებს ადგილობრივ ექსუდაციურ
გამოვლინებებს, ცხვირის, ცხვირ-ხახისა და დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსების
შეშუპებასა და ჰიპერემიას, ამცირებს სურდოს, ცემინებას, ცრემლდენას, თვალისა და
ცხვირის ქავილს.
გამოყენების ჩვენებები
ნოზეილინი გამოიყენება:
- რინიტის (მწვავე, ალერგიული, ვაზომოტორული), სინუსიტის, ევსტაქიტის დროს;
- ცხვირიდან სისხლდენების (როგორც სისხლძარღვების შემავიწროვებელი)
შეჩერებისათვის და რინოსკოპიის ჩატარების გაიოლებისათვის;
- თვალის ალერგიული დაავადებებისას;
- ასთენოპიის დროს (აკომოდაციის დარღვევა მხედველობის გადაძაბვისას);
უკუჩვენებები
პრეპარატი უკუნაჩვენებია:
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
– არტერიული ჰიპერტენზია;
– ჰიპერთირეოზი;
– დახურულკუთხიანი გლაუკომა;
– მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღებისას, აგრეთვე მათი მიღების შეწყვეტიდან
14 დღის განმავლობაში;
ნოზეილინი უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ვინაიდან, პრეპარატის ინსტილაციის შემდეგ შესაძლებელია მხედველობის სიმახვილის
დროებითი დაქვეითება, ნოზეილინი სიფრთხილით გამოიყენება ავტომობილის მართვისას და
რთულ ტექნიკასთან მუშაობის დროს.
კონტაქტური ლინზების გამოყენებისას ჩაწვეთებამდე აუცილებელია მათი მოხსნა, რის
შემდეგაც ლინზების გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ პრეპარატის ინსტილაციიდან 15-20
წუთის შემდეგ.
გვერდითი მოქმედება
ადგილობრივი რეაქციები: ცრემლდენა, ხანგრძლივი გამოყენებისას – ცხვირის ლორწოვანი
გარსის შეშუპება.
სისტემური რეაქციები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, სისუსტე,
ძილიანობა.
მიღების წესი და დოზები
თვალი:
ბავშვებში 2-დან 6 წლამდე თითო წვეთი 3-ჯერ დღე-ღამეში;
6 წლის ასაკზე უფროს ბავშვებსა და მოზრდილებში 1-2 წვეთი ყოველ 3-6 საათში;
ცხვირი:

6 წლის ასაკზე უფროს ბავშვებსა და მოზრდილებში 2 წვეთი 4-ჯერ დღე-ღამეში.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების საფრთხე წარმოიქმნება პრეპარატის გადაყლაპვის შემთხვევაში
(განსაკუთრებით უმცროსი ასაკის ბავშვებში) და ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
ძილიანობა, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, გულისცემის სიხშირის შენელება.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს არტერიული
ჰიპერტენზია, ნაფაზოლინის მოქმედების შედეგად დეპონირებული კატექოლამინების
გამოთავისუფლების ხარჯზე. გარდა ამისა, მაო-ს ინჰიბიტორებთან მიღების ფონზე
ნელდება ღვიძლში ქლორფენირამინის მეტაბოლიზმი, რამაც მისი მოქმედების
გაძლიერებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულებში ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კლინიკური კვლევა არ ჩატარებულა.
ამიტომ, ნოზეილინის დანიშვნა ორსულობის დროს გამართლებულია მხოლოდ იმ
შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის
მოსალოდნელ რისკს.
ნოზეილინი სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.
საერთაშორისო დასახელება - naphazoline, chlorpheniramine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → ალერგიის საწინააღმდეგო
საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში
წამლის ფორმა
თვალის/ცხვირის წვეთები
შემადგენლობა
პრეპარატ ნოზეილინის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი 0,5 მგ
ქლორფენირამინის მალეატი 0,5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატი, ბორის მჟავა, ბენზალკონიუმის ქლორიდი,
დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
α2-ადრენომიმეტური საშუალება. H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი.
სისხლძარღვთა შემავიწროვებელი და ანტიჰისტამინური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში და ყელ-
ყურ-ცხვირის პრაქტიკაში. ახასიათებს ხანგრძლივად გამოხატული სისხლძარღვთა
შემავიწროვებელი და ანტიალერგიული მოქმედება, ამცირებს ადგილობრივ ექსუდაციურ
გამოვლინებებს, ცხვირის, ცხვირ-ხახისა და დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსების
შეშუპებასა და ჰიპერემიას, ამცირებს სურდოს, ცემინებას, ცრემლდენას, თვალისა და
ცხვირის ქავილს.
გამოყენების ჩვენებები
ნოზეილინი გამოიყენება:
- რინიტის (მწვავე, ალერგიული, ვაზომოტორული), სინუსიტის, ევსტაქიტის დროს;
- ცხვირიდან სისხლდენების (როგორც სისხლძარღვების შემავიწროვებელი)
შეჩერებისათვის და რინოსკოპიის ჩატარების გაიოლებისათვის;
- თვალის ალერგიული დაავადებებისას;
- ასთენოპიის დროს (აკომოდაციის დარღვევა მხედველობის გადაძაბვისას);
უკუჩვენებები
პრეპარატი უკუნაჩვენებია:
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
– არტერიული ჰიპერტენზია;
– ჰიპერთირეოზი;
– დახურულკუთხიანი გლაუკომა;
– მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღებისას, აგრეთვე მათი მიღების შეწყვეტიდან
14 დღის განმავლობაში;
ნოზეილინი უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ვინაიდან, პრეპარატის ინსტილაციის შემდეგ შესაძლებელია მხედველობის სიმახვილის
დროებითი დაქვეითება, ნოზეილინი სიფრთხილით გამოიყენება ავტომობილის მართვისას და
რთულ ტექნიკასთან მუშაობის დროს.
კონტაქტური ლინზების გამოყენებისას ჩაწვეთებამდე აუცილებელია მათი მოხსნა, რის
შემდეგაც ლინზების გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ პრეპარატის ინსტილაციიდან 15-20
წუთის შემდეგ.
გვერდითი მოქმედება
ადგილობრივი რეაქციები: ცრემლდენა, ხანგრძლივი გამოყენებისას – ცხვირის ლორწოვანი
გარსის შეშუპება.
სისტემური რეაქციები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, სისუსტე,
ძილიანობა.
მიღების წესი და დოზები
თვალი:
ბავშვებში 2-დან 6 წლამდე თითო წვეთი 3-ჯერ დღე-ღამეში;
6 წლის ასაკზე უფროს ბავშვებსა და მოზრდილებში 1-2 წვეთი ყოველ 3-6 საათში;
ცხვირი:
ბავშვებში 2-დან 6 წლამდე თითო წვეთი 3-ჯერ დღე-ღამეში;
6 წლის ასაკზე უფროს ბავშვებსა და მოზრდილებში 2 წვეთი 4-ჯერ დღე-ღამეში.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების საფრთხე წარმოიქმნება პრეპარატის გადაყლაპვის შემთხვევაში
(განსაკუთრებით უმცროსი ასაკის ბავშვებში) და ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
ძილიანობა, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, გულისცემის სიხშირის შენელება.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს არტერიული
ჰიპერტენზია, ნაფაზოლინის მოქმედების შედეგად დეპონირებული კატექოლამინების
გამოთავისუფლების ხარჯზე. გარდა ამისა, მაო-ს ინჰიბიტორებთან მიღების ფონზე
ნელდება ღვიძლში ქლორფენირამინის მეტაბოლიზმი, რამაც მისი მოქმედების
გაძლიერებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულებში ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კლინიკური კვლევა არ ჩატარებულა.
ამიტომ, ნოზეილინის დანიშვნა ორსულობის დროს გამართლებულია მხოლოდ იმ
შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის
მოსალოდნელ რისკს.
ნოზეილინი სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.
შემცველობა:
ერთი მლ შეიცავს 0,5 მგ ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდსა და 0,5 მგ ქლორფენირამინის
მალეატს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატი, ბორის მჟავა, ბენზალკონიუმის ქლორიდი,
დინატრიუმის ედეტატი, დისტილირებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი – ალფა-ადრენომიმეტური საშუალებაა, რომელიც ახდენს
სწრაფ, გამოხატულ და ხანგრძლივ სისხლძარღვთა შემავიწროვებელ მოქმედებას, ცხვირის
გაჭედვისა და ცხვირიდან გამონადენის რაოდენობის შემცირებას.
ქლორფენირამინის მალეატი – ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორია. ახდენს
ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებას, ამცირებს ადგილობრივი ექსუდაციური
გამოვლინებებს, ცხვირის, ცხვირ-ხახისა და დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსების
შეშუპებასა და ჰიპერემიას, ამცირებს სურდოს, ცემინებას, ცრემლდენას, თვალისა და
ცხვირის ქავილს.
ჩვენებები:
ნოზეილინი თვალის/ცხვირის წვეთები გამოიყენება თვალის ალერგიული დაავადებებისას;
სურდოს, ალერგიული რინიტისა და სინუსიტის დროს.
უკუჩვენებები:
ნოზეილინი თვალის/ცხვირის წვეთები უკუნაჩვენებია ჰიპერმგრძნობელობისას პრეპარატის
კომპონენტების მიმართ, დახურულკუთხიანი გლაუკომის დროს, 2 წლამდე ასაკის
ბავშვებში.
მიღების დოზები:
ცხვირში – 2 წვეთი 4-ჯერ დღე-ღამეში თითოეულ ნესტოში.
თვალებში – 1-2 წვეთი ყოველ 3-6 საათში.
შენახვის პირობები:
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში.
გამოშვების ფორმა: 5 მლ-იანი ფლაკონი საწვეთურით
**ვარგისიანობის ვადა: **3 წელი.