ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მინერალური დანამატები, კალციუმი
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
1 ამპულა შეიცავს:
კალციუმის გლუკონატს _ 0.5 გ-ს ან 1 გ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ტაურინი, საინიექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კალციუმის გლუკონატს ანტიალერგიული, დეზინტოქსიკაციური, ჰემოსტაზური, ანთების
საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. იგი ამცირებს სისხლძარღვთა კედლის
გამტარობას. ორგანიზმში პრეპარატი კალციუმის დეფიციტს აღადგენს. კალციუმის იონები
მონაწილეობენ ძვლის ქსოვილის ფორმირებაში, ნერვული იმპულსების გადაცემაში,
მიოკარდიუმის ფუნქციონირებაში, ჩონჩხისა და გლუვი კუნთების შეკუმშვაში, სისხლის
შედედებისა და სხვა ფიზიოლოგიურ პროცესებში.
ვენაში შეყვანისას კალციუმი იწვევს სიმპათიკური ნერვული სისტემის აგზნებასა და
თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ადრენალინის პროდუქციის გაზრდას; ახდენს ზომიერ
დიურეზულ მოქმედებას.
კალციუმის ქლორიდისაგან განსხვავებით კალციუმის გლუკონატს უფრო სუსტი ადგილობრივი
გამაღიზიანებელი მოქმედება ახასიათებს, ამიტომ შესაძლებელია მისი კუნთში და
კანქვეშ შეყვანა.
ფარმაკოკინეტიკა
პარენტერული შეყვანის შემდეგ პრეპარატი თანაბრად ნაწილდება ყველა ქსოვილსა და
ორგანოში. სისხლის პლაზმაში კალციუმი იონიზირებულ ფორმაში იმყოფება. პრეპარატი
გადის პლაცენტურ ბარიერს, გადადის დედის რძეში. ორგანიზმიდან ძირითადად
თირკმლებით გამოიყოფა.
ჩვენებები
• სხვადასხვა გენეზის ჰიპოკალცემია;
• ჰიპოპარათირეოზი;
• პარენქიმატოზული ჰეპატიტი;
• ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება;
• ნეფრიტი;
• ეკლამპსია;
• პაროქსიზმული მიოპლეგიის ჰიპერკალემური ფორმა;
• კანის დაავადებები;
• ალერგიული დაავადებები და წამლისმიერი ალერგია (დამხმარე თერაპიის სახით);
• სისხლდენები (დამხმარე ჰემოსტატიკური საშუალების სახით);
• ანთებითი და ექსუდაციური პროცესები;
• ანტიდოტის სახით მჟაუნმჟავასა და მისი მარილებით, მაგნიუმისა და ფთოროვანი
მჟავას მარილებით მოწამვლის დროს.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში ვენაში ან კუნთში შეჰყავთ 5_10 მლ 10% ხსნარი ყოველდღიურად,
დღეგამოშვებით ან ყოველი 2 დღის შემდეგ _ ჩვენების მიხედვით.
ბავშვებში ასაკის შესაბამისად ვენაში შეჰყავთ 1 მლ-დან 5 მლ-მდე 10% ხსნარი ყოველ
2_3 დღეში. ბავშვებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ინტრავენურად.
მოზრდილებსა და ბავშვებში ვენაში პრეპარატი შეჰყავთ ნელა 2_3 წთ-ის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის კუნთში ან ვენაში შეყვანისას იშვიათად მოსალოდნელია გულისრევა,
ღებინება, დიარეა, ბრადიკარდია; ვენაში შეყვანისას _ სიმხურვალის შეგრძნება პირის
ღრუში, შემდეგ კი მთელს სხეულში, რაც სწრაფად და თავისით გაივლის. პრეპარატის
კუნთში შეყვანისას შესაძლებელია შეყვანის ადგილას ნეკროზის განვითარება.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ჰიპერკალცემია, გამოხატული
ათეროსკლეროზი, თრომბოზებისადმი მიდრეკილება, თირკმლის მძიმე უკმარისობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის თერაპიული დოზებით გამოყენება
უკუნაჩვენები არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
გამოყენების თავისებურებები
გამოყენებამდე საჭიროა კალციუმის გლუკონატის ამპულის სხეულის ტემპერატურამდე
გათბობა.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია ჰიპერკალცემიის განვითარება. ამ შემთხვევაში
ანტიდოტის სახით გამოიყენება კალციტონინი, რომელიც შეჰყავთ ვენაში დღეში 5_10
სე/კგ სხეულის მასაზე (პრეპარატს განაზავებენ 500 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ
ხსნარში, შეჰყავთ წვეთოვნად 6 სთ-ის განმავლობაში 2_4 მიღებაზე).
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შპრიცი შევსების წინ არ უნდა შეიცავდეს ეთილის სპირტის ნარჩენებს, რადგან მასთან
ურთიერთქმედებისას კალციუმის გლუკონატი ილექება.
კალციუმის გლუკონატის კალციუმის სხვა პრეპარატებთან ერთდროული დანიშვნა
რეკომენდებული არ არის.
ვერაპამილის მიღებამდე ან მიღების შემდეგ კალციუმის გლუკონატის ვენაში შეყვანისას
მოსალოდნელია ვერაპამილის ჰიპოტენზური მოქმედების შემცირება, თუმცა მისი
ანტიარითმიული ეფექტი არ იცვლება.
ქინიდინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია პარკუჭშიდა გამტარობის შენელება
და ქინიდინის ტოქსიკურობის გაზრდა.
საგულე გლიკოზიდებით მკურნალობის დროს კალციუმის გლუკონატის პარენტერალური
გამოყენება რეკომენდებული არ არის კარდიოტოქსიკური მოქმედების გაძლიერების გამო.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 20_25რC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
შ

საერთაშორისო დასახელება:
CALCIUM GLUCONATE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა**:**
ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ.
კალციუმის გლუკონატი .......... 0.5 გ
ფარმაკოლოგიური თვისებები**:**
კალციუმის იონები მონაწილეობენ ნერვული იმპულსების გადაცემის, ასევე გლუვი და განივზოლებიანი კუნთების, გულის კუნთის მუშაობის პროცესების განხორციელებაში. კალციუმის იონები აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილების ფორმირებისათვის, სისხლის შედედების პროცესისათვის, აგრეთვე სხვა სისტემებისა და ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. კალციუმის იონების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მცირდება მრავალი პათოლოგიური პროცესის შედეგად, ხოლო გამოხატული ჰიპოკალციემია ხელს უწყობს ტეტანიის განვითარებას. კალციუმის გლუკონატი, ჰიპოკალციემიის ნიველირების გარდა, ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას, ავლენს ანტიალერგიულ, ანთების საწინააღმდეგო და სისხლდენის შემაჩერებელ ეფექტს.
ფარმაკოკინეტიკა**:**
პრეპარატი შიგნით მიღებისას შეიწოვება წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში პასიური დიფუზიის გზით და ნაწილობრივ აქტიური ტრანსპორტის მექანიზმით. სისხლში იგი იმყოფება იონიზირებულ და შეკავშირებულ მდგომარეობაში. ფიზიოლოგიური აქტივობა გააჩნია იონიზირებულ კალციუმს, რომლის დეპოს წარმოადგენს ძვლოვანი ქსოვილი. პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით, უპირატესად კი - ფეკალიებით. ორგანიზმში 1 გ კალციუმის მოხვედრის უზრუნველსაყოფად აუცილებელია 11 გ კალციუმის გლუკონატი.
ჩვენებები:
კალციუმის გლუკონატი გამოიყენება პარაფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის უკმარისობის, ორგანიზმიდან კალციუმის გაძლიერებული გამოყოფის (ნაწილობრივ ხანგრძლივი იმობილიზაციის დროს), აგრეთვე
როგორც დამატებითი საშუალება ალერგიული დაავადებებისა და წამლისმიერი ალერგიების სამკურნალოდ.
პრეპარატი გამოიყენება სხვადასხვა გენეზის პათოლოგიური პროცესებით გამოწვეული სისხლძარღვთა განვლადობის შემცირების, ღვიძლის ტოქსიური დაზიანების, პარენქიმატოზური ჰეპატიტის, ნეფრიტის, ეკლამფსიის, პაროქსიზმული მიოპლეგიის ჰიპერკალიემიური ფორმის, კანის დაავადებების სამკურნალოდ, როგორც დამატებითი ჰემოსტაზური საშუალება, და აგრეთვე ანტიდოტის სახით მაგნიუმის მარილებით, მჟაუნმჟავათი და მისი ხსნადი მარილებით და ფტორის მჟავას ხსნადი მარილებით მოწამვლისას.
მიღების წესი და დოზირება**:**
კალციუმის გლუკონატის ტაბლეტები მიიღება ჭამის წინ მოზრდილებში დოზით 1-3 გ (2-6 ტაბლეტი) 2-3-ჯერ დღეში.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში - 0,5 გ, 2-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1 გ; 5-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1-1,5 გ; 7-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1,5-2 გ; 10-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში - 2-3 გ. ტაბლეტი მიიღება 2-3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები**:**
იშვიათად მოსალოდნელია ყაბზობა, ხანდახან ვითარდება ობსტრუქტიული პროცესები ნაწლავებში, რაც განპირობებულია კალციუმის კონკრემენტების ფორმირებით.
წინააღმდეგჩვენება**:**
პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ჰიპერკალციემიის, გამოხატული ჰიპერკალციურიის, თირკმელების გამოხატული უკმარისობის, თრომბოზების მიმართ მიდრეკილების, აგრეთვე პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან**:**
კალციუმს შესწევს უნარი შეამციროს ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებისა და ფტორის პრეპარატების აბსორბცია მათთან ერთდროული გამოყენებისას.
ვიტამინ P-ს და პრეპარატის ერთდროული გამოყენება ზრდის კალციუმის შეწოვას.
კალციუმის მაღალი დოზით პერორალურად დანიშვნამ შესაძლებელია გააძლიეროს დიგოქსინის არითმოგენური ეფექტი.
ჭარბი დოზირება :
არ არსებობს მონაცემები, თუმცა მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ დარღვევები, რაც არ იწვევს ჰიპერკალციემიის განვითარებას.
განსაკუთრებული მითითებანი**:**
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ანამნეზში უმნიშვნელო ჰიპერკალციემიის, თირკმელების ფუნქციის დარღვევის ან შარდ-კენჭოვანი დაავადების არსებობისას, რაც მოითხოვს შარდში კალციუმის ექსკრეციის დონის რეგულარულ შემოწმებას.
პაციენტებში, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ შარდში კონკრემენტების წარმოქმნისადმი რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის გამოყენება.
საჭმლის-მომნელებელი ტრაქტიდან კალციუმის შეწოვა შესაძლებელია შემცირდეს ზოგიერთი სახის საკვების (მარცვლეული, ისპანახი, რძე ან რძის ნაწარმი) ზემოქმედებით.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით