კალციუმის გლუკონატი სტაბილიზირებული - Calcium Gluconate Stabilisate
კალციუმის გლუკონატი სტაბილიზირებული - Calcium Gluconate Stabilisate

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მინერალური დანამატები, კალციუმი

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

სამკურნალო საშუალების დასახელება
კალციუმის გლუკონატი

გენერიკული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება
კალციუმის გლუკონატი

სამკურნალო ფორმა
10% საინექციო ხსნარი 5 მლ ან 10 მლ ამპულებში #10

შემადგენლობა
1 ამპულა შეიცავს:
კალციუმის გლუკონატს _ 0.475 გ ან 0.950 გ.
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის საქარატი, საინექციო წყალი.

ათქ-კოდი
A12AA03

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
კალციუმის პრეპარატები

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
კალციუმის გლუკონატს ანტიალერგიული, დეზინტოქსიკაციური, ჰემოსტაზური, ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. იგი ამცირებს სისხლძარღვთა კედლის გამტარობას. ორგანიზმში პრეპარატი კალციუმის დეფიციტს აღადგენს. კალციუმის იონები მონაწილეობენ ძვლის ქსოვილის ფორმირებაში, ნერვული იმპულსების გადაცემაში, მიოკარდიუმის ფუნქციონირებაში, ჩონჩხისა და გლუვი კუნთების შეკუმშვაში, სისხლის შედედებისა და სხვა ფიზიოლოგიურ პრიცესებში.
ვენაში შეყვანისას კალციუმი იწვევს სიმპათიკური ნერვული სისტემის აგზნებასა და თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ადრენალინის პროდუქციის გაზრდას; ახდენს ზომიერ დიურეზულ მოქმედებას.
კალციუმის ქლორიდისაგან განსხვავებით კალციუმის გლუკონატს უფრო სუსტი ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედება ახასიათებს, ამიტომ შესაძლებელია მისი კუნთში და კანქვეშ შეყვანა.
ფარმაკოკინეტიკა:
პარენტერალური შეყვანის შემდეგ პრეპარატი თანაბრად ნაწილდება ყველა ქსოვილებსა და ორგანოებში. სისხლის პლაზმაში კალციუმი იონიზირებულ ფორმაში იმყოფება. პრეპარატი გადის პლაცენტურ ბარიერს, გადადის დედის რძეში. გამოიყოფა ძირითადად თირკმლებით.

ჩვენებები:
• სხვადასხვა გენეზის ჰიპოკალცემია;
• ჰიპოპარათირეოზი;
• პარენქიმატოზული ჰეპატიტი;
• ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება;
• ნეფრიტი;
• ეკლამპსია;
• პაროქსიზმული მიოპლეგიის ჰიპერკალემური ფორმა;
• კანის დაავადებები;
• ალერგიული დაავადებები და წამლისმიერი ალერგია (დამხმარე თერაპიის სახით);
• სისხლდენები (დამხმარე ჰემოსტატიკური საშუალების სახით);
• ანთებითი და ექსუდაციური პროცესები;
• ანტიდოტის სახით მჟაუნმჟავასა და მისი მარილებით, მაგნიუმისა და ფთოროვანი მჟავას მარილებით მოწამვლის დროს.

მიღების წესი და დოზები
მოზრდილებში ვენაში ან კუნთში შეჰყავთ 5_10 მლ 10% ხსნარი ყოველდღიურად, დღეგამოშვებით ან ყოველი 2 დღის შემდეგ _ ჩვენების მიხედვით.
ბავშვებში ასაკის შესაბამისად ვენაში შეჰყავთ 1 მლ-დან 5 მლ-მდე 10% ხსნარი ყოველ 2_3 დღეში. ბავშვებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ინტრავენურად.
მოზრდილებსა და ბავშვებში ვენაში პრეპარატი შეჰყავთ ნელა 2_3 წთ-ის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის კუნთში ან ვენაში შეყვანისას იშვიათად მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, დიარეა, ბრადიკარდია; ვენაში შეყვანისას _ სიმხურვალის შეგრძნება პირის ღრუში, შემდეგ კი მთელს სხეულში, რაც სწრაფად და თავისით გაივლის. პრეპარატის კუნთში შეყვანისას შესაძლებელია შეყვანის ადგილას ნეკროზის განვითარება.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ჰიპერკალცემია, გამოხატული ათეროსკლეროზი, თრომბოზებისადმი მიდრეკილება, თირკმლის მძიმე უკმარისობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
შპრიცი შევსების წინ არ უნდა შეიცავდეს ეთილის სპირტის ნარჩენებს, რადგან მასთან ურთიერთქმედებისას კალციუმის გლუკონატი ილექება.
კალციუმის გლუკონატის კალციუმის სხვა პრეპარატებთან ერთდროული დანიშვნა რეკომენდებული არ არის.
ვერაპამილის მიღებამდე ან მიღების შემდეგ კალციუმის გლუკონატის ვენაში შეყვანისას მოსალოდნელია ვერაპამილის ჰიპოტენზური მოქმედების შემცირება, თუმცა მისი ანტიარითმიული ეფექტი არ იცვლება.
ქინიდინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია პარკუჭშიდა გამტარობის შენელება და ქინიდინის ტოქსიკურობის გაზრდა.
საგულე გლიკოზიდებით მკურნალობის დროს კალციუმის გლუკონატის პარენტერალური გამოყენება რეკომენდებული არ არის კარდიოტოქსიკური მოქმედების გაძლიერების გამო.

ჰიპერდოზირება
ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია ჰიპერკალცემიის განვითარება. ამ შემთხვევაში ანტიდოტის სახით გამოიყენება კალციტონინი, რომელიც შეჰყავთ ვენაში დღეში 5_10 სე/კგ სხეულის მასაზე (პრეპარატს განაზავებენ 500 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში, შეჰყავთ წვეთოვნად 6 სთ-ის განმავლობაში 2_4 მიღებაზე).

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის თერაპიული დოზებით გამოყენება უკუნაჩვენები არ არის.

გამოყენების თავისებურებები
გამოყენებამდე საჭიროა კალციუმის გლუკონატის ამპულის სხეულის ტემპერატურამდე გათბობა.

შეფუთვა
5 ან 10 მლ საინექციო ხსნარი ამპულაში.
10 ამპულა მუყაოს კოლოფში, რომელიც აღჭურვილია გოფრირებული მუყაოს ტიხარით.
ან 5 ამპულა გამხსნელ დანასთან ან სკარიფიკატორთან ერთად პოლივინილქლორიდის კონტურულ უჯრედოვან ტარაში. 2 კონტურულ უჯრედოვანი ტარა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 20_25ºჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა
2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით