სალიცილის მჟავა - SALICYLIC ACID
სალიცილის მჟავა - SALICYLIC ACID

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკოზურები დერმატოლოგიური გამოყენებისათვის, ანტიმიკოზური სხვა საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს ანტიმიკრობულ საშუალებას გარეგანი გამოყენებისათვის. პრეპარატი თრგუნავს ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების სეკრეციას. დაბალ კონცენტრაციაში მას გააჩნია კერატოპლასტიური, ხოლო მაღალი კონცენტრაციისას - კერატოლიზური მოქმედება. პრეპარატს გააჩნია სუსტი ანტიმიკრობული აქტივობა.

ჩვენებები
ცხიმოვანი სებორეა, ჩვეულებრივი ფერიმჭამელები, ქრონიკული ეგზემა, ფსორიაზი, დისკერატოზი, იხტიოზი, მეჭეჭები, კოჟრები.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

დოზირების რეჟიმი
პრეპარატი დაიტანება დაზიანებულ ზედაპირზე 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად - ადგილობრივი რეაქციები, ქავილის წვის, კანზე გამონაყარის სახით.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ხსნარის შემადგენლობაში, რომელიც განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის შედის ეთილის სპირტი.

სალიცილის მჟავა

სავაჭრო დასახელება: სალიცილის მჟავა.

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება: Salicylic acid.

წამლისმიერი ფორმა: 20 მგ/მლ სპირტიანი ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა: თითოეული ფლაკონი (25მლ) შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას - სალიცილის მჟავას - 500 მგ; დამხმარე ნივთიერება: ეთილის სპირტი.

აღწერა: უფერო, გამჭვირვალე სითხე, სპირტის სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის. სალიცილის მჟავა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

აქვს ანტიმიკრობული, კერატოლიზური, ადგილობრივი გამაღიზიანებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ხელს უწყობს გარქოვანებული შრის დარბილებას და აქერცვლას. 0,5%-დან 2%-მდე კონცენტრაციით სალიცილის მჟავა მნიშვნელოვნად ამცირებს მიკროკომედონების წარმოქმნას, რომლებიც წარმოადგენენ აკნეს ყველა სხვა ფორმის წინამორბედს.

ფარმაკოკინეტიკა

გარეგანი გამოყენებისას შესაძლებელია სისტემური შეწოვა.

ჩვენებები

შემდეგი მდგომარეობების კომპლექსური თერაპია:

- ცხიმიანი სებორეა;

- აკნეს პროფილაქტიკა და მკურნალობა;

- პიოდერმია.

უკუჩვენებები

- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

- თირკმლის უკმარისობა;

- ბავშვთა ასაკი 1 წლამდე.

გამოყენების წესი და დოზირება

გარეგნულად. დაზიანებული კანის ზედაპირი მუშავდება სპირტიანი ხსნარით დღეში 2-3-ჯერ.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილებში - 10მლ ხსნარი 20მგ/მლ კონცენტრაციით; ბავშვებისთვის - 1 მლ ხსნარი 20 მგ/მლ კონცენტრაციით. მკურნალობის კურსი - არა უმეტეს 1 კვირისა.

სიფრთხილის ზომები

მოერიდეთ თვალებში მოხვედრას.

არ დაიტანოთ პრეპარატი ლორწოვან გარსებზე, პიგმენტურ ლაქებზე, თმიან მეჭეჭებზე, მეჭეჭებზე სახეზე ან სასქესო ორგანოებზე.

ბავშვების მკურნალობისას საჭიროა თავიდან იქნას აცილებული კანის რამდენიმე უბნის ერთდროულად დამუშავება.

ლორწოვან გარსებთან შეხების შემთხვევაში დაზიანებული ადგილი დაიბანეთ უხვი რაოდენობის წყლით. უნდა გვახსოვდეს, რომ კანის დაავადებებში, რომლებიც მიმდინარეობს ჰიპერემიით და ანთებით (ფსორიაზული ერითროდერმიის ჩათვლით) ან ზედაპირული დაზიანებით, შესაძლებელია სალიცილის მჟავას შეწოვის გაზრდა.

გამოყენება ორსულობისას და ძუძუთი კვების დროს

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

არ მოქმედებს.

ბავშვები

ბავშვებში გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს.

მედიკამენტოზური ურთიერთქმედება

სალიცილის მჟავას შეუძლია გაზარდოს კანის გამტარიანობა სხვა ადგილობრივი გამოყენების მედიკამენტებზე და ამით გააძლიეროს მათი შეწოვა.

აბსორბირებულმა სალიცილის მჟავამ შეიძლება გაზარდოს მეტოტრექსატის და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების, სულფონილშარდოვანას წარმოებულების გვერდითი მოვლენები.

ხსნარი ფარმაცევტულად შეუთავსებელია რეზორცინოლთან (წარმოქმნის დნობის ნარევებს) და თუთიის ოქსიდს (წარმოქმნის უხსნად თუთიის სალიცილატს).

სალიცილის მჟავას ადგილობრივი გამოყენება არ უნდა იყოს კომბინირებული ისეთ პეროლალურ პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ აცეტილსალიცილის მჟავას და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია კანში ცვლილებები: სიმშრალე, აქერცვლა, გაღიზიანება, კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული რეაქციების გამოვლინება (ჭინჭრის ციება, ქავილი), რაც მოითხოვს პრეპარატის მოხსნას.

ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია პრეპარატის შეწოვა სისხლი მიმოქცევაში და საცილატების დამახასიათებელი გვერდითი ეფექტების განვითარება: ტინიტუსი, თავბრუსხვევა, ეპიგასტრიკული ტკივილი, გულისრევა, ღებინება, აციდოზი, გახშირებული სუნთქვა.

დოზის გადაჭარბება

პრეპარატის დიდი დოზების გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს კერატოლიზური ეფექტი და ალერგიული რეაქციები. ასეთ შემთხვევაში პრეპარატი უნდა ჩამოიბანოთ წყლით და მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის. თერაპია სიმპტომურია.

სალიცილის მჟავას შინაგანად მოხვედრისას შეინიშნება კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ტკივილი ეპიგასტრიკულ მიდამოში, გულისრევა და ზოგჯერ ღებინება. გადაყლაპვისას აუცილებელია კუჭის ამორეცხვა უხვი რაოდენობის წყლით ტუტე ხსნარების გამოყენებით.

შეფუთვა

25მლ შუშის ფლაკონებში. დაიშვება ფლაკონების შფუთვა კოლოფის გარეშე. ფურცელ- ჩანართის რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ფლაკონების რაოდენობას.

შენახვის პირობები

სინათლისა დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

მოარიდეთ ცეცხლს.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
სალიცილის მჟ.1% 40მლ სპირტხსნ.
  • სახელი: სალიცილის მჟ.1% 40მლ სპირტხსნ.
  • მწარმოებელი: «DKP «Pharmaceutical Factory» LLC (უკრაინა)
  • შეფუთვა: 1% 40მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი მინის ფლაკონი №1 (პირველადი შეფუთვით)
Aversi 1.35 ლ
სალიცილის მჟ.2% 25მლ ფლ
  • სახელი: სალიცილის მჟ.2% 25მლ ფლ
  • მწარმოებელი: OJSC «Borisov Plant of Medical Preparations» (ბელარუსი)
Aversi 1.04 ლ
სალიცილის მჟავას სპირტ ხსნარი 2% 40მლ ფლაკონი #1
  • სახელი: სალიცილის მჟავას სპირტ ხსნარი 2% 40მლ ფლაკონი #1
  • შეფუთვა: 2% 40მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი, ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1
Pharmadepot 4.88 ლ
სალიცილის მჟავას სპირტ ხსნარი 2% 25მლ ფლაკონი #1
  • სახელი: სალიცილის მჟავას სპირტ ხსნარი 2% 25მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: OJSC «Borisov Plant of Medical Preparations» (ბელარუსი)
Pharmadepot 1.05 ლ
სალიცილის მჟავას სპირტ ხსნარი 2% 40მლ ფლაკონი #1
  • სახელი: სალიცილის მჟავას სპირტ ხსნარი 2% 40მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: «Tula pharmaceutical factory» LLC (რუსეთი)
  • შეფუთვა: 2% 40მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი, ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1
Pharmadepot 1.25 ლ
სალიცილის მჟავას სპირტ ხსნარი 2% 25მლ ფლაკონი #1
  • სახელი: სალიცილის მჟავას სპირტ ხსნარი 2% 25მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: OJSC «Borisov Plant of Medical Preparations» (ბელარუსი)
  • შეფუთვა: 20მგ/მლ 25მლ გარეგანი გამოყენების სპირტიანი ხსნარი მინის ფლაკონი №1 (პირველადი შეფუთვით)
GPC 1.05 ლ
Salicylic acid - სალიცილის მჟავა 2% 25მლ
  • სახელი: Salicylic acid - სალიცილის მჟავა 2% 25მლ
  • მწარმოებელი: OJSC «Borisov Plant of Medical Preparations» (ბელარუსი)
  • შეფუთვა: 20მგ/მლ 25მლ გარეგანი გამოყენების სპირტიანი ხსნარი მინის ფლაკონი №1 (პირველადი შეფუთვით)
PSP 0.99 ლ
სალიცილის მჟავა 1% სპირტიანი ხსნარი 25მლ
  • სახელი: სალიცილის მჟავა 1% სპირტიანი ხსნარი 25მლ
PSP 1.56 ლ
Salicylic acid - სალიცილის მჟავა 1% სპირტხსნარი 40მლ
  • სახელი: Salicylic acid - სალიცილის მჟავა 1% სპირტხსნარი 40მლ
  • შეფუთვა: 1% 40მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი მინის ფლაკონი №1 (პირველადი შეფუთვით)
PSP 1.29 ლ
სალიცილის მჟავას სპირტ ხსნარი 2% 40მლ ფლაკონი #1
  • სახელი: სალიცილის მჟავას სპირტ ხსნარი 2% 40მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: «Tula pharmaceutical factory» LLC (რუსეთი)
  • შეფუთვა: 2% 40მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი, ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1
GPC 1.25 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით