ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ემოლენტები და პროტექტორები, სალიცილის მჟავას პრეპარატები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს ანტიმიკრობულ საშუალებას გარეგანი გამოყენებისათვის.
პრეპარატი თრგუნავს ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების სეკრეციას. დაბალ
კონცენტრაციაში მას გააჩნია კერატოპლასტიური, ხოლო მაღალი კონცენტრაციისას -
კერატოლიზური მოქმედება. პრეპარატს გააჩნია სუსტი ანტიმიკრობული აქტივობა.
ჩვენებები
ცხიმოვანი სებორეა, ჩვეულებრივი ფერიმჭამელები, ქრონიკული ეგზემა, ფსორიაზი,
დისკერატოზი, იხტიოზი, მეჭეჭები, კოჟრები.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
დოზირების რეჟიმი
პრეპარატი დაიტანება დაზიანებულ ზედაპირზე 2-3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად - ადგილობრივი რეაქციები, ქავილის წვის, კანზე გამონაყარის სახით.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ხსნარის შემადგენლობაში, რომელიც განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის შედის
ეთილის სპირტი.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით