ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ენდოკრინული თერაპია, არომატაზას ინჰიბიტორები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
ლეტრომასტი™
Letromast ™
საერთაშორისო არადაპატენტებული სახელწოდება: Letrozole
შემადგენლობა:
ყოველი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი , შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: ლეტროზოლი 2,5მგ
დამხმარე ნივთიერებებს: სიმინდის სახამებელი,ლაქტოზას მონოჰიდრატი(Pharmatose 200M), ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი(Primogel), მიკროკრისტალური ცელულოზა(Vivapur PH 102), მაგნიუმის სტეარატი; Opadry II ყვითელი (85F22138).
აღწერა
ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივად ამობურცული , აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები,
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, არომატაზას არასტეროიდული ინჰიბიტორი
ათქ კოდი : L02BG04
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფარმაკოდინამიკა
ესტროგენებით გამოწვეული ზრდის სტიმულაციის შეფერხება წარმოადგენს სიმსივნის პასუხის წინაპირობას, როდესაც სიმსივნის ქსოვილების ზრდა დამოკიდებულია ესტროგენების არსებობაზე. ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში ესტროგენები უპირატესად წარმოიქმნება ფერმენტ არომატაზადან, რომელიც გარდაქმნის ანდროგენებს (უპირველეს ყოვლისა ანდროსტენდიონს და ტესტოსტერონს) ესტრონად (E1) და ესტრადიოლად (E2). ამის გამო, ესტროგენის ბიოსინთეზის დათრგუნვა პერიფერიულ ქსოვილებსა და თავად სიმსივნის ქსოვილებში მიიღწევა არომატაზას სპეციფიური ინჰიბირების ხარჯზე. ლეტროზოლი წარმოადგენს არომატაზას არასტეროიდულ ინჰიბიტორს. ის აინჰიბირებს არომატაზას, ციტოქრომ P450-ის ჰემთან კონკურენტული დაკავშირების გზით, რაც იწვევს ესტროგენების ბიოსინთეზის დაქვეითებას ყველა ქსოვილში.
ფარმაკოკინეტიკა
ზოგადი თვისებები
ლეტრომასტი TM (ლეტროზოლი) - არომატაზას არასტეროიდული ინჰიბიტორი და სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებაა
ლეტროზოლი - მოყვითალო-თეთრი კრისტალური ფხვნილია, კარგად იხსნება დიქლორმეთანში და მცირედ ხსნადია ეთანოლში; პრაქტიკულად უხსნადია წყალში.
შეწოვა
ლეტროზოლი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა - 99.9%). საკვების მიღება უმნიშვნელოდ აქვეითებს აბსორბციის სიჩქარეს (Tmax - ის საშუალო მნიშვნელობა -1 სთ უზმოზე პრეპარატის მიღებისასა და 2 სთ საკვებთან ერთად მიღებისას); Cmax -ის საშუალო მნიშვნელობა - 129 ± 20.3 ნმოლი/ლ უზმოზე პრეპარატის მიღებისას და 98.7 ± 18.6 ნმოლი/ლ საკვებთან ერთად მიღებისას), თუმცა ლეტროზოლის აბსორბციის ხარისხი [ AUC (ფართობი მრუდის ქვეშ] არ იცვლება. აბსორბციის სიჩქარეზე უმნიშვნელო გავლენა არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად, ამიტომ ლეტროზოლის მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად.
განაწილება
ლეტროზოლის დაკავშირება პლაზმის ცილებთან შეადგენს დაახლოებით 60%-ს, ძირითადად ალბუმინთან (55%). ლეტროზოლის კონცენტრაცია ერითროციტებში შეადგენს პლაზმის კონცენტრაციის დაახლოებით 80%-ს. 14C-დანიშნული ლეტროზოლის 2.5მგ-ის მიღების შემდეგ დაახლოებით 82% რადიოაქტიურობა პლაზმაში შეესაბამებოდა უცვლელ ნივთიერებას, ამიტომ მისი მეტაბოლიტების სისტემური ზემოქმედება მცირეა. ლეტროზოლი სწრაფად და ინტენსიურად ნაწილდება ქსოვილებში. განაწილების წარმოსახვითი მოცულობა წონასწორობის მდგომარეობაში მიახლოებით შეადგენს 1.87 ± 0.47 ლ/კგ..
ბიოტრანსფორმაცია (მეტაბოლიზმი)
ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტის კარბინოლის მეტაბოლური კლირენსი წარმოადგენს ლეტროზოლის გამოყოფის ძირითად გზას (CLm=2.1 ლ/სთ), მაგრამ ის არის უფრო შენელებული ღვიძლში სისხლის მიმოქცევასთან შედარებით (დაახლოებით 90 ლ/სთ). დადგენილ იქნა, რომ ციტოქრომ P450 (CYP)-ის იზოფერმენტებს CYP3A4 და CYP2A6 გააჩნდათ უნარი ლეტროზოლის ამ მეტაბოლიტად გარდაქმნის.
გამოყოფა
დაუდგენელი, იშვიათი მეტაბოლიტების წარმოქმნა და მათი უშუალო გამოყოფა თირკმელებით და განავლით უმნიშვნელო როლს ასრულებს ლეტროზოლის საერთო ელიმინაციაში. 14C-დანიშნული ლეტროზოლის 2.5მგ-ის მიღებიდან 2კვირის განმავლობაში ჯანმრთელ მოხალისე-ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში 88.2 ± 7.6% რადიოაქტიურობა აღინიშნებოდა შარდში და 3.8 ± 0.9% - განავალში. სულ მცირე 75% რადიოაქტიურობისა, რომელიც აღინიშნებოდა შარდში 216 სთ-ის შემდეგ (დოზის 84.7 ± 7.8%), მიეკუთვნებოდა კარბინოლურ მეტაბოლიტ გლუკურონიდს, დაახლოებით 9% - ორ დაუდგენელ მეტაბოლიტს და 6% - უცვლელ ლეტროზოლს.
პლაზმიდან წარმოსახვითი საბოლოო ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 დღეს. დღე-ღამეში 2.5მგ-ის მიღების შემდეგ კონცენტრაციის წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 2-6 კვირის შემდეგ.
გამოყენების ჩვენება
პირველი ხაზის ფარმაკოთერაპია დადებითი ჰორმონალური რეცეპტორებით [(ER) და/ან (PR)] ან უცნობი ჰორმონალური სტატუსით ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ლეტროზოლის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
პრემენოპაუზის ენდოკრინული სტატუსი.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი (ძუძუთი კვება)
განსაკუთრებული მითითებები
თირკმლის უკმარისობა
ლეტროზოლის გამოყენების შესწავლა პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 10მლ/წთ არ ჩატარებულა. ასეთ პაციენტებში პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია პოტენციური რისკის/ სარგებლის სრულყოფილი შესწავლა.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის უკმარისობის მძიმე ხარისხის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით ხარისხი C), სისტემური ზემოქმედება და ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო დაახლოებით 2-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში. ამის გამო ასეთი პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
ძვლებზე ზემოქმედება
პრეპარატ ლეტრომასტის™ მოხმარებისას, არის ცნობები ოსტეოპოროზის და/ან ძვლების მოტეხილობის შესახებ, ამიტომ ლეტროზოლით მკურნალობისას რეკომენდირებულია განხორციელდეს ოსტეოპოროზის განვითარების კონტროლი.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატ ლეტრომასტის™ ტაბლეტები შეიცავენ ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებისთვის გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმით, ლაპა ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზო გალაქტოზური მალაბსორბციით, აღნიშნული პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.
დამატებითი მონაცემები, დაკავშირებული ავადმყოფების სპეციალურ ჯგუფთან
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი ≥10მლ/წთ) არ საჭიროებს დოზის კორექციას, თუმცა ღვიძლის მძიმე უკმარისობისას (ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით C ხარისხი) საჭიროებს ექიმის კონტროლს.
პედიატრიული ჯგუფი
პრეპარატი ბავშვებში არ გამოიყენება
გერიატრიული ჯგუფი
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზის კორექციას არ საჭიროებს
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობა (კატეგორია** D**** )**
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია
ლაქტაცია
ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და სხვა პოტენციურად საშიშ მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე
პრეპარატის გამოყენებისას, არის ცნობები ისეთი გვერდითი ეფექტების შესახებ, როგორებიცაა საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, ზოგიერთ შემთხვევაში-ძილიანობა. იმის გამო, რომ მათ შეუძლიათ ნეგატიური გავლენა იქონიონ პაციენტების მიერ პოტენციურად საშიში საქმიანობის შესრულებაზე, რომელსაც ესაჭიროება ყურადღების მომატებული კონცენტრაცია და სწრაფი ფსიქომოტორული რეაქციები, საჭიროა სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და მექანიზმებთან მუშაობისას.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ლეტროზოლის ციმეტიდინთან და ვარფარინთან ერთდროული გამოყენებისას, კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ აღინიშნება. კლინიკური გამოკვლევების მონაცემების განხილვისას, არ გამოვლინდა ლეტროზოლის არანაირი კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება იმ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ჩვეულებრივ ინიშნებიან.
ამჟამად არ არსებობს ლეტროზოლის გამოყენების კლინიკური გამოცდილება სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციაში.
ლეტროზოლი in vitro თრგუნავს ციტოქრომ P450 (CYP) -ის იზოფერმენტ CYP2A6 აქტიურობას და ზომიერად თრგუნავს იზოფერმენტ CYP2C19, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ იზოფერმენტი CYP2A6 არ ასრულებს მნიშვნელოვან როლს სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმში. in vitro ექსპერიმენტული გამოკვლევებით დადგინდა, რომ ლეტროზოლი კონცენტრაციით, რომელიც დაახლოებით 100 -ჯერ აღემატება წონასწორულ კონცენტრაციას პლაზმაში (Css), უმნიშვნელოდ აინჰიბირებს დიაზეპამის მეტაბოლიზმს (იზოფერმენტ CYP2C19 სუბსტრატი). ამგვარად კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება იზოფერმენტ CYP2C19 -თან ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა საჭიროა სიფრთხილე ლეტროზოლის იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზირდებიან ზემოთ აღნიშნული იზოფერმენტების მონაწილეობით და გააჩნიათ ვიწრო თერაპიული ინდექსი.
გამოყენების წესი და დოზირება.
პრეპარატი მიიღება შიგნით, კვების რეჟიმისგან დამოუკიდებლად, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, დღეში ერთჯერ, სასურველია ერთსა და იმავე დროს.
არ შეიძლება პრეპარატის მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე. თუ არ არის სხვა რეკომენდაციები, გამოიყენება ქვემოთ მოყვანილი დოზირების რეჟიმი.
პრეპარატ ლეტრომასტTM-ის რეკომენდებული დოზა შეადგენს 2,5 მგ 1-ჯერ /დღეში, ყოველდღე. გახანგრძლივებული ადიუვანტური თერაპია გრძელდება 5 წლის განმავლობაში ან რეციდივამდე.
მეტასტაზირებული სიმსივნის დროს, პრეპარატით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სანამ სიმსივნე პროგრესირებს.
ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის დოზა კორექციას არ საჭიროებს.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა ლეტროზოლის გამოყენების კლინიკური და პოსტმარკეტინგული კვლევების დროს, მოყვანილია ქვემოთ (გამოვლინების სიხშირით) გამოვლინების სიხშირე: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100 დან <1/10 მდე); არცთუ ხშირად ( ≥1/1000 დან <1/100 მდე); იშვიათად (>1/10000 დან <1/1000 მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობი სიხშირით (არ შიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე).
ინფექციები და ინვაზიები
არცთუ ხშირად: შარდგამომყოფი გზების ინფექციები
კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები (კისტების და პოლიპების ჩათვლით)
არცთუ ხშირად: ტკივილი სიმსივნურ კერებში
სისხლწარმომქმნელი და ლიმფური სისტემის მხრივ
არახშირად: ლეიკოპენია
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
არახშირად: ანორექსია, მადის მომატება, ჰიპერქოლესტერინემია, სხეულის მასის მომატება;
არახშირადხშირად: გენერალიზებული შეშუპება, სხეულის მასის შემცირება.
ფსიქიკის მხრივ
ხშირად: დეპრესია;
არცთუ ხშირად: __ შფოთვა (ნერვოზისა და გაღიზიანების ჩათვლით)
ნერვული სისტემის მხრივ
ხშირად: თავის ტკივილი და თავბრუსხვევა;
არახშირად: ძილიანობა, უძილობა, მეხსიერების გაუარესება, დიზესთეზია (პარესთეზიის და ჰიპესთეზიის ჩათვლით), გემოს დარღვევა, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, გვირაბის სინდრომი;
მხედველობის ორგანოს მხრივ
არცთუ ხშირად: კატარაქტა, თვალების გაღიზიანება, არამკაფიო მხედველობა;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
არახშირად: __ გულისცემა, ტაქიკარდია, თრომბოფლებიტი, (ღრმა და ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტის ჩათვლით), გიდ (თრომბოემბოლია, სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი, გულის უკმარისობა);
იშვიათად: ფილტვის არტერიის ემბოლია, არტერიების თრომბოზი,ინსულტი;
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ
არახშირად: ქოშინი, ხველა
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ
ხშირად : გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, შეკრულობა, დიარეა;
არახშირად: ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, სტომატიტი, პირის სიმშრალე;
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ
არახშირად: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება
ძალიან იშვიათად: ჰეპატიტი
კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ
ხშირად: ალოპეცია, მომატებული ოფლიანობა, გამონაყარი (ერითემატოზური, მაკულო- პაპულოზური, ფსორიაზული, ვეზიკულარული გამონაყარის ჩათვლით)
არახშირად: კანის სიმშრალე, ჭინჭრის ციება;
ძალიან იშვიათად: ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები, ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი, მრავალფორმიანი ერითემა;
ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ძალიან ხშირად : ართრალგია;
ხშირად: მიალგია, ძვლების ტკივილი, ოსტეოპოროზი, ძვლების მოტეხილობა;
არახშირად: ართრიტი;
უნცობი სიხშირით: თითის სინდრომი (ტრიგერული თითი)
თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ
არახშირად: __ გახშირებული შარდვა
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ
არახშირად: __ ვაგინური სისხლდენა, გამონადენი საშოდან, საშოს სიმშრალე, სარძევე ჯირკვლების ტკივილი;
ზოგადი მოშლილობა და ადგილობრივი რეაქციები
ძალიან ხშირად: ცხელების შეგრძნება (ალები)
ხშირად: მომატებული დაღლილობა (ასთენიის და სისუსტის ჩათვლით);
პერიფერიული შეშუპება
არახშირად: __ ჰიპერთერმია, ლორწოვანი გარსის სიმშრალე, წყურვილი;
არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!
დოზის გადაჭარბება
არის ცნობები პრეპარატ ლეტრომასტის™ დოზის გადაჭარბების ერთეული შემთხვევების შესახებ. მკურნალობის რაიმე სპეციფიური მეთოდები, დოზის გადაჭარბების დროს, უცნობია; ნაჩვენებია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.
გამოშვების ფორმა
ლეტრომასტი™ 2,5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 15 ტაბლეტი თითოეულ ბლისტერზე. 2 ბლისტერი (30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, შეფუთული მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25 °С, ორიგინალ შეფუთვაში და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ვარგისობის ვადა
2 წელი
არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვილს შემდეგ
რეგისტრაციიის მფლობელი
დევა ჰოლდინგ ა.შ.
ჰალქალი მერქეზ მაჰ.
ბასინ ექსპრეს ჯად. №1
34303 ქუჩუქჩექმეჯე/სტამბოლი/თურქეთი
მწარმოებელი
დევა ჰოლდინგ ა.შ
ჩერქეზქოი ორგანიზე სანაი ბელგესი
ათათურქ მაჰ., ფატიჰ ბულვარი №26
ქაფაქლი/თექირდაღ/თურქეთი
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
53.4 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით