ფარინგოსეპტი - FARINGOSEPT
ფარინგოსეპტი - FARINGOSEPT

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ამბაზონი
სამკურნალწამლო ფორმა: საწუწნი ტაბლეტები; საწუწნი ტაბლეტები ლიმნის გემოთი.
შემადგენლობა:
ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ამბაზონის მონოჰიდრატი 10მგ
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი (საქაროზა), კაკაო ლაქტოზის მონოჰიდრატი, არაბეთის გუმფისი, პოვიდონი K30, მაგნიუმის სტეარატი, ლიმნის არომატიზატორი.
სამკურნალწამლო ფორმა
საწუწნი ტაბლეტები
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ყელის დაავადებების დროს გამოსაყენებელი ანტისეპტიკური საშუალება.
ათქ კოდი: ღ02AA01
ფარმაკოლოგიური თვისებები
ამბაზონი წარმოადგენს ადგილობრივ ანტისეპტიკურ საშუალებას, რომელსაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა გააჩნია იმ პათოგენური მიკრორგანიზმების მიმართ, რომელთა მიზეზითაც, უმეტეს შემთხვევაში ვითარდება პირის ღრუს და ზემო სასუნთქი გზების ინფექციები: სტრეპტოკოკები, პნევმოკოკები, სტაფილოკოკები. სტრეპტოკოკების, პნევმოკოკების მიმართ ავლენს ძლიერ ბაქტერიოსტატიურ მოქმედებას, ასევე ზომიერ ანტისტაფილოკოკურ მოქმედებასაც. მოსაწუწნი ტაბლეტების გამოყენება იწვევს ნერწყვის გამოყოფის გაძლიერებას, ამასთან ერთად ატენიანებს ლორწოვან გარსს და ამცირებს გაღიზიანებას. პრეპარატის მთავარი თვისებაა ორგანიზმის ბუნებრივი ბაქტერიციდული ნივთიერებების გამოყოფა (როგორიცაა ლიზოციმი და სხვ.), რაც ასევე ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას.
გავლენას არ ახდენს ნაწლავურ მიკროფლორაზე და ხანგრძლივი გამოყენების დროსაც არ იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისბიოზს.
მიღების ჩვენება
პირის ღრუს და ცხვირხახის ინფექციები: გინგივიტი, სტომატიტი, ტონზილიტი, ანგინა, ფარინგიტი. ტონზილექტომიის და კბილის ამოღების შემდგომი გართულებების პროფილაქტიკა.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატზე (ალერგია). ბავშვთა ასაკი 3 წლამდე.
სიფრთხილე გამოყენებისას
მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ტაბლეტები შეიცავს შაქარს (729მგ/ტაბ). იმის გამო, რომ ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას (150მგ/ტაბ), ლაქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტებმა თავი უნდა მოარიდონ პრეპარატის მიღებას.
ფარინგოსეპტის ტაბლეტების დანიშნვა შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების ან რთული მექანიზმების მართვაზე
პრეპარატი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების ან რთული მექანიზმების მართვაზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
თუ პაციენტი იღებს ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას, მან უნდა აცნობოს ექიმს!
ურთიერთქმედების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.
მიღების მეთოდი და დოზირება
რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის და 7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის – 3-5 ტაბლეტი (30-50მგ ამბაზონი) დღეში მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში. ტაბლეტები არ უნდა გადაიყლაპოს – საჭიროა მათი ნელა მოწუწვნა. ჩვეულებრივ, პრეპარატი გამოიყენება ჭამის შემდეგ (15-30 წუთში), რის შემდეგაც საჭიროა საკვების და სასმელის მიღებისგან თავის შეკავება 2-3 საათი.
რეკომენდებული დოზა 3-7 წლის ასაკის ბავშვებისთვის – 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ (30მგ ამბაზონი) 3-4 დღის განმავლობაში.
რეკომენდებული დოზის გადაჭარბება არ იწვევს თერაპიული ეფექტის გაუმჯობესებას.
ბავშვები: 3-დან 7 წლამდე – 3 ტაბლეტი (30გ) დღეში. მკურნალობის კურსი 3-4 დღე.
გვერდითი ეფექტები
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი.
ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია პრეპარატის მიღების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.
ვარგისიანობის ვადა
4 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ფარინგოსეპტი 10მგ #20 საწ.ტ ლიმ
  • სახელი: ფარინგოსეპტი 10მგ #20 საწ.ტ ლიმ
  • მწარმოებელი: S.C. Terapia S.A. (რუმინეთი)
  • შეფუთვა: 10მგ საწუწნი ტაბლეტი ლიმონის გემოთი №20 (2X10)
Aversi 6.04 ლ
ფარინგოსეპტი ლიმონით ტაბლეტი საწუწნი 10მგ #20
  • სახელი: ფარინგოსეპტი ლიმონით ტაბლეტი საწუწნი 10მგ #20
  • მწარმოებელი: S.C. Terapia S.A. (რუმინეთი)
  • შეფუთვა: 10მგ საწუწნი ტაბლეტი ლიმონის გემოთი №20 (2X10)
Pharmadepot 8.45 ლ
ფარინგოსეპტი ლიმონით ტაბლეტი საწუწნი 10მგ #20
  • სახელი: ფარინგოსეპტი ლიმონით ტაბლეტი საწუწნი 10მგ #20
  • მწარმოებელი: S.C. Terapia S.A. (რუმინეთი)
  • შეფუთვა: 10მგ საწუწნი ტაბლეტი ლიმონის გემოთი №20 (2X10)
GPC 6.08 ლ
Faringosept - ფარინგოსეპტი ლიმნით 20 საწუწნი ტაბლეტი
  • სახელი: Faringosept - ფარინგოსეპტი ლიმნით 20 საწუწნი ტაბლეტი
PSP 5.39 ლ
Faringosept - ფარინგოსეპტი 10 საწუწნი ტაბლეტი
  • სახელი: Faringosept - ფარინგოსეპტი 10 საწუწნი ტაბლეტი
  • მწარმოებელი: S.C. Terapia S.A. (რუმინეთი)
PSP 4.06 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით