ფარინგოსეპტი 10mg - FARINGOSEPT 10mg
ფარინგოსეპტი 10mg - FARINGOSEPT 10mg

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - AMBAZONE
მოქმედი ნივთიერება: ამბაზონი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტისეპტიკური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საწუწნი ტაბლეტები: ბლისტერზე 20 ც.
1 ტაბ.
ამბაზონის მონოჰიდრატი ........... 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კაკაო, შაქარი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, არაბეთის გუმფისი, პოლივიდონი K 30, მაგნიუმის სტეარატი, ვანილინი.
საწუწნი ტაბლეტები ლიმონის არომატით:
ბლისტერზე 20 ც.
1 ტაბ.
ამბაზონის მონოჰიდრატი ........ 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კაკაო, შაქარი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, არაბეთის გუმფისი, პოლივიდონი K30, მაგნიუმის სტეარატი, ლიმონის არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარინგოსეპტი წარმოადგენს ადგილობრივი მოქმედების ანტისეპტიკურ საშუალებას, რომელსაც იყენებენ ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების პრაქტიკაში და სტომატოლოგიაში. იგი ხასიათდება ბაქტერიოსტატული მოქმედებით - Streptococcus haemoliticus, Streptococcus viridans, Pneumococcus, პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც იწვევენ პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების ანთებით დაავადებებს.
პრეპარატი ხასიათდება აგრეთვე ზომიერად გამოხატული ანტისტაფილოკოკური ეფექტით. ფარინგოსეპტი არ იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისბაქტერიოზს.

ჩვენებები:
ფარინგოსეპტს იყენებენ მონოთერაპიის სახით ბუკო-ფარინგეული ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ქიმიოთერაპიული ანტიმიკრობული საშუალების გამოყენება და ამ გზით მიკროორგანიზმების შესაძლო მდგადი ფორმების წარმოქმნა.
პირის ღრუსა და ყელის მწვავე ინფექციების მკურნალობისათვის (ფარინგიტი, გინგივიტი, სტომატიტი, ანგინა, აგრეთვე ტონზილექტომიის და კბილის ექსტრაქციის შემდგომი მდგომარეობა).

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებს ენიშნებათ 10 მგ ფარინგოსეპტი 3-5 ტაბ. (30-50 მგ) დღეში ჭამის შემდეგ (15-20 წთ-ის შემდეგ) 3-4 დღის განმავლობაში.
ფარინგოსეპტის სწრაფად გალაყლაპვა ნებადართული არ არის, ვინაიდან უნდა მოხდეს ტაბლეტის თანდათანობითი გაწოვა პირის ღრუში.
პრეპარატის მიღების შემდეგ რეკომენდებულია საკვებისა და სითხის მიღებისაგან თავის შეკავება 2-3 სთ-ის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:
არ აღინიშნება.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით