ჰეპარინი - Heparin
ჰეპარინი - Heparin

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტითრომბოზული საშუალებები, ჰეპარინის ჯგუფი

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - heparin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემოსტაზი → ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები → პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები
შემადგენლობა
ჰეპარინის მალამო შეიცავს (100 გ გაანგარიშებით) 10.000 სე ჰეპარინს, 4 გ ანესთეზინს, 0,08 გ ბენზილნიკოტინს, 100 გ-მდე ფუძეს.
მალამო წარმოადგენს არაჟნის კონსისტენციის მქონე ერთგვაროვან მასა,თეთრი ან ოდნავ მოყვითალო ფერით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი გამოიყენება გარეგანად. ჰეპარინის მალამო კანზე დატანების შემდეგ ავლენს ზომიერად გამოხატულ ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას, ხელს უშლის თრომბის განვითარებას და გააჩნია ადგილობრივი ანალგეზიური თვისება.

ჩვენებები
- ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- ლოკალიზებული ინფილტრატები და შეშუპება;
- ტრავმები და დაჟეჟილობა (მათ შორის კუნთის ქსოვილის, მყესების, სახსრების)

მიღების წესები და დოზები
მალამოს თხელი ფენა დაიტანება დაზიანებულ უბანზე (0,5-1,0 გ-ის ოდენობით 3-5 სმ დიამეტრის მქონე უბანზე) და ფრთხილად შეიზელენ კანზე.
გარეგანი ჰემოროიდული კვანძის თრომბოზის დროს პრეპარატით გაჟღენთილ ნახვევს უშუალოდ აფიქსირებენ თრომბულ კვანძზე. იგივე მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ ტამპონი, რომელიც ასევე გაჟღენთილია პრეპარტით, რომელიც შეჰყავთ უკანა ტანში. მალამო შეჰყავთ 2-3-ჯერ დღეში ყოველდღიურად ანთებითი მოვლენის გაქრობამდე. პრეპარატი საშუალოდ გამოიყენება 3-დან 7 დღემდე. მკურნალობის შედარებით ხანგრძლივი კურსი განისაზღვრება ექიმის მიერ

უკუჩვენება
ჰეპარინის მალამოში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

განსაკუთრებული მითითებები
ჰეპარინის მალამოს გამოყენება არ არის რეკომენდებული სისხლდენის დროს, აგრეთვე ღია ჭრილობებსა და ლორწოვან გარსზე, აგრეთვე ჩირქოვანი პროცესების არსებობისას. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება სისხლძარღვებიდან მომატებული სისხლდენის შემთხვევაში.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის გამოყენებისას ჭარბი დოზირების შემთხვევები იშვიათია სისტემურ სისხლმიმოქცევაში მისი დაბალი შეღწევადობის გამო.

დასახელება - ჰეპარინი გელი 1000სე/1გრ 50გრ #1

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი გამოიყენება გარეგანად. ჰეპარინის მალამო კანზე დატანების შემდეგ ავლენს ზომიერად გამოხატულ ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას, ხელს უშლის თრომბის განვითარებას და გააჩნია ადგილობრივი ანალგეზიური თვისება.

გამოყენების ჩვენება:
- ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- ლოკალიზებული ინფილტრატები და შეშუპება;
- ტრავმები და დაჟეჟილობა (მათ შორის კუნთის ქსოვილის, მყესების, სახსრების)
-
წინააღმდეგჩვენება:
ჰეპარინის მალამოში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ჰეპარინი 25 000 ერთეული 5მლ 10 ფლაკონი

სავაჭრო დასახელება: ჰეპარინი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ჰეპარინის ნატრიუმი

წამლის ფორმა:
საინექციო ხსნარი.

შემადგენლობა:

1 ფლაკონი, 5 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ჰეპარინის ნატრიუმი - 25.000 МЕ
დამხმარე ნივთიერებები: ქლოროკრეზოლი, საინექციო წყალი.

აღწერა:
გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ ყვითელი ფერის ხსნარი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა:

ჰეპარინი წარმოადგენს ენდოგენურ ანტიკოაგულანტს. იგი თრგუნავს თრომბოპლასინის და თრომბინის აქტივობას და ხელს უწყობს ფორმირებული კოლტის ლიზისს. ჰეპარინის მოქმედება ვლინდება იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმში არის ანტიტრომბინი III-ის საკმარისი კონცენტრაცია.
ფარმაკოკინეტიკა:
ინტრავენურად შეყვანისას პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მაშინვე, ხოლო კანქვეშ შეყვანის შემთხვევაში კი - 4 საათის შემდეგ. შეყვანილი ჰეპარინის 95% უერთდება პლაზმის ცილებს. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-2 საათს. ჰეპარინი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით არააქტიური მეტაბოლიტების სახით. პრეპარატის მაღალი დოზების მიღებისას შესაძლებელია იგი გამოიყოს უცვლელი სახით.

ჩვენება:

- ნებისმიერი ეტიოლოგიისა და ლოკალიზაციის თრომბოზის და ემბოლიის მკურნალობა.
- სტრეპტოკინაზას საშუალებით ჩატარებული ფიბრინოლიზისის შემდეგომი მკურნალობა.
- კომბინირებული მკურნალობა უროკინაზას ლიზისთან ერთად.
- ანტიკოაგულაციის ჩატარება ხელოვნური სისხლისმიმოქცევის და დიალიზის დროს.

მიღების წესი და დოზა:

ჰეპარინის შეყვანის საუკეთესო გზას წარმოადგენს ინტრავენური ინფუზია, რაც კეთდება ინფუზომატის ან საინფუზიო ტუმბოების საშუალებით. პერიოდული კანქვეშა ან ინტრავენური ინფუზიისას ინტერვალი თითოეულ ინფუზიას შორის უნდა შეადგენდეს 4-6 საათს. თითოეული შეყვანის წინ აუცილებლად უნდა გაკეთდეს კოაგულოგრამა. კანქვეშა ინექციები სასურველია ჩატარდეს მუცლის კანის ნაკეცებში. გამონაკლისის სახით დასაშვებია მისი შეყვანა სხვა ადგილას (ხელი, ბარძაყი).

დოზირების რეჟიმი:

დაუყოვნებელი ძლიერი ეფექტის მისაღებად საჭიროა განუწყვეტელი ინფუზიის ჩატარებამდე და პრეპარატის პერიოდული შეყვანამდე გაკეთდეს ბოლუსური დოზები 5000-15000 МЕ.
შემდგომში დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, გამომდინარე კოაგულოგრამის შედეგებიდან (თრომბინის დრო, აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო). თერაპიულ დიაპაზონში აღნიშნული მონაცემები უნდა იყოს 2-3-ჯერ უფრო პროლონგირებული შედარებით ნორმის ფარგლებთან. როგორც წესი, სრული ჰეპარინიზაცია მიიღწევა მხოლოდ 30 000 – 50 000 МЕ ჰეპარინის ყოველდღიური შეყვანის შემდეგ. პაციენტებში, რომლებიც ცუდად ემორჩილებიან მკურნალობას და ესაჭიროებათ ჰეპარინის ძალიან მაღალი დოზები, აუცილებლად უნდა განისაზღვროს ანტითრომბინი III-ის დონე.
ხელოვნურ სისხლის მიმოქცევაზე მყოფ პაციენტებში ჰეპარინ `სანდოზის~ დოზა უნდა შეადგენდეს 150 – 400 МЕ/კგ სხეული წონას და 1 500 – 2 000 МЕ/500 მლ გადასასხმელ სისხლს (მთლიანი, სისხლის უჯრედების ჩათვლით).
პაციენტებს, რომელთაც უტარდებათ პროლონგირებული ფიბრინოლიზური მკურნალობა სტრეპტოკინაზას ან ლიზისური თერაპიის საშუალებით, შესაძლებელია დასჭირდეთ ჰეპარინის ადიუვანტური შეყვანა. ასეთ შემთხვევაში ჰეპარინის დოზა უნდა გაიტიტროს მანამდე, სანამ თრომბინის დრო არ გაიზრდება 2-4-ჯერ ნორმასთან შედარებით. უროკინაზური ლიზისის დროს, განსაკუთრებით კი მისი დიდი დოზების შეყვანისას საჭიროა მისი გამოყენება ჰეპარინთან ერთად. ისევე როგორც სტრეპტოკინაზური ლიზისის დროს, ჰეპარინის დოზა უნდა გაიტიტროს მანამდე, სანამ თრომბინის დრო არ გაიზრდება 2-4-ჯერ ნორმასთან შედარებით.
დიალიზზე მყოფ პაციენტებში დოზა უნდა შეირჩეს კოაგულოგრამის შედეგების შესაბამისად.
პერორალური კუმარინის დერივატივების ანტიკოაგულანტებზე გადასვლისას ჰეპარინის მიღება უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამდე თრომბოტესტის ან ექსპრესტესტის მონაცემები არ ჩადგება თერაპიულ ფარგლებში.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა ჰეპარინის და/ან ქლოროკრეზოლის მიმართ.
ალერგია ჰეპარინის მიმართ, მათ შორის თუ ანამნეზის მიხედვით არსებობს ეჭვი ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენიის შესახებ.
მიდრეკილება სისხლდენების მიმართ, ჰემოფილია, პურპურა, თრომბოციტოპენია, გაზრდილი სისხლძარღვოვანი განვლადობა.
ჰემორაგიული ინსულტი, ენცეფალომალაცია, მწვავე ქალაშიდა სისხლდენა, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და თვალებზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია, პროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია.
წყლულოვანი დაავადება, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, ვისცერალური კარცინომა.
სისხლდენა ფილტვიდან, ტუბერკულოზის აქტიური სტადია.
ღვიძლის და პანკრეასის დაავადებები.
თირკმლის პათოლოგია ან თირკმლის სისხლდენა, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც არ ექვემდებარება კონტროლს.
ბაქტერიული ენდოკარდიტი.
აბორტის განვითარების ალბათობა.

სიფრთხილით:
განსაკუთრებული სიფრთხილე ჰეპარინიზაციის ჩატარების დროს
პაციენტები, რომელთაც უტარდებათ პუნქციური თარეპია ან წინამდებარე ჯირკვლთან დაკავშირებული სხვა ჩარევები, სპინალური პუნქცია ან სპინალური ანესთეზია.
ცერებრალური თრომბოზის ან შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტი, მშობიარობის შემდგომი პირველი 36 საათი, აგრეთვე პაციენტები, რომელთაც უტარდებათ ანტიკოაგულაციური თერაპია.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
მიუხედავად იმისა, ჰეპარინი არ აღწევს პლაცენტაში და არ გადადის დედის რძეში, ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში ჰეპარინი ინიშნება მხოლოდ ექიმის დაკვირვების ქვეშ.

გვერდითი მოვლენები:

ჰეპარინის მკურნალობის დროს შესაძლებელია გაიზარდოს მიდრეკილება სისხლდენების მიმართ (თირკმლიდან სისხლდენა ან იშვიათ შემთხვევებში თირკმელზედა ჯირკვლის სისხლჩაქცევები), კანის და ლორწოვანის სისხლჩაქცევები, აგრეთვე ჰემატომები ინექციის ადგილას. სხვა მოსალოდნელ არასასურველ გვერდით მოვლენებს განეკუთვნება თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სასხრების ტკივილი, მომატებული არტერიული წნევა და ეოზინოფილია.
ხანგრძლივი მკურნალობის დროს შესაძლებელია განვითარდეს შექცევადი ოსტეოპოროზი და ალოპეცია. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, რინიტი, ცრემლდენა, კანის ნეკროზი, ბრონქული ასთმა, ცხელება, ანაფილაქსიური შოკი, კოლაფსი, სისხლძარღვთა სპაზმი, ტრანზიტორული თრომბოციტოპენია (I ტიპი), რის დროსაც თრომბოციტების რაოდენობა მერყეობს 80,000/µლ-150,000/µლ შორის. იშვიათ შემთხვევებში ვლინდება მძიმე იმუნური ტრომბოციტოპენია (II ტიპი = თეთრი კოლტის სინდრომი), რაზეც ეჭვი მიაქვთ მას შემდეგ, რაც თრომბოციტების რაოდენობა შემცირდება 80,000µლ მეტად ან 50%-ით სასწისი მაჩვენებელთან შედარებით. არასენსიბილიზებულ პაციენტებში თრომოციტების რაოდენობა, როგორც წესი, შემცირებას იწყებს მკურნალობის დაწყებიდან 6-14 დღის შემდეგ, ხოლო სენსიბილიზებულ პაციენტებში თრომბოციტების რაოდენობა შეიძლება დაქვეითდეს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე საათში. ჰეპარინით-ინდუცირებულ ასეთ თრომბოციტოპენიას შესაძლებელია თან ახლდეს მძიმე არტერიული თრომბოზი (ტვინის სისხლძარღვების დაზიანებით და ინსულტით) და/ან ვენოზური თრომბოემბოლია (ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის ემბოლია) და/ან სისხლდენა (პეტექიები, მელენა, პოსტოპერაციული სისხლდენა). მძიმე თრომბოციტოპენიის მქონე პაციენტებს შესაძლებელია განუვითარდეთ მოხმარებითი კოაგულოპათია (ფიბრინოგენის მარაგის ამოწურვა).

ზეგავლენა ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე
მოსალოდნელია გაიზარდოს ტრანსამინაზების, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავეების და თიროქსინის მაჩვენებლები; კალიუმის უკუშექცევადი შეკავება, ქოლესტერინის ცრუ დაქვეითებული მაჩვენებლები, სისხლში გლუკოზის ცრუ მომატებული კონცენტრაცია და ბრომოსულფოფტალეინის ტესტის ცრუ შედეგები.

დოზის გადაჭარბება:

სიმპტომები:
ჰეპარინის დოზის გადაჭარბების მთავარ სიმპტომს წარმოადგენს სისხლდენა. პირველი სიმპტომები შესაძლებელია იყოს ცხვირიდან სისხლდენა, სისხლი შარდში და შავი განავალი. სისხლდენის გამოვლენამდე შესაძლებელია გამოიხატოს დალურჯება და პეტექიური გამონაყარი.
მკურნალობა:
სპეციფიური ანტიდოტის სახით გამოიყენება პროტამინის ქლორიდი (1 500 Е/ჰეპარინის დოზა). პროტამინის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, კოაგულოგრამის მაჩვენებლების შესაბამისად, რადგან პროტამინის დიდი რაოდენობით შეყვანა შესაძლებელია თავად გახდეს სისხლდენის მიზეზი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

პერორალური ანტიკოაგულანტების (დიკუმარინის) და ანტიაგრეგანტების (აცეტილსალიცილის მჟავა, დიპირიდამოლი) მიღება უნდა შეწყდეს ნებისმიერი ოპერაციის ჩატარებამდე სულ მცირე 5 დღით ადრე, რადგან აღნიშნულმა პრეპარატებმა შესაძლებელია გაზარდონ სისხლდენის რისკი ოპერაციის ჩატარების დროს ან პოსტოპერაციულ პერიოდში. ასკორბინის მჟავა, ანტიჰისტამინური პრეპარატები, დიგიტალისი, ნიკოტინი და ტეტრაციკლინი თრგუნავენ ჰეპარინის აქტივობას. დექსტრანმა, ფენილბუტაზონმა, ინდომეტაცინმა, სულფინპირაზონმა, პრობენეციდმა, ი/ვ ეთაკრინის მჟავამ, ი/ვ პენიცილინმა და ციტოსტატიკებმა შესაძლებელია გააძლიეროს ჰეპარინის მოქმედება.
ჰეპარინმა შესაძლებელია ჩაანაცვლოს ცილებთან ბმული ფენიტოინი, ქინიდინი, პროპრანოლოლი, ბენზოდიაზეპინები და ბილირუბინი. ტუტე рН-ის მქონე პრეპარატები, მაგალითად როგორიც არის ტრიციკლური ანტიდეპრესანტები შესაძლებელია მიუერთდნენ ჰეპარინს და შეამცირონ მისი აქტივობა.

განსაკუთრებული მითითებები:

იმის გამო, რომ შესაძლებელია მოხდეს აქტიური ნივთიერებების პრეციპიტაცია, ჰეპარინი არ უნდა შეერიოს სხვა სამკურნალო პრეპარატებს.
თრომბოციტების რაოდენობა უნდა განისაზღვროს მკურნალობის დაწყებამდე, აგრეთვე მკურნალობის პირველ დღეს და მკურნალობის მიმდინარეობის პერიოდში, განსაკუთრებით კი 6 და 14 დღეს. თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი დაქვეითებისას საჭიროა მკურნალობის დაუყოვნებელი შეწყვეტა.
აგრეთვე უნდა ჩატარდეს შემდგომი გამოკვლევები თრომოციტოპენიის ეტიოლოგიის გამოკვლევის მიზნით. ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენიის აღმოჩენისას (II ტიპი) პაციენტს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ, რომ მისთვის უკუნაჩვენებია ჰეპარინი და მან არასოდეს არ უნდა გამოიყენოს ჰეპარინი ან მისი დაბალმოლეკულური ფორმები.
თუ არსებობს ეჭვი ჰეპარინ-ინდუცირებული იმუნური თრომბოციტოპენიის II ტიპის განვითარების შესახებ, ასეთ შემთხვევაში უნდა შეწყდეს ჰეპარინის მკურნალობა.
თრომბოემბოლიის ჰეპარინით მკურნალობის დროს ან ჰეპარინის შეყვანის შემდეგ განვითარებული თრომბოემბოლური გართულებების შემთხვევაში, რაც გამოწვეულია ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენიით, უნდა მოხდეს სხვა ანტითრომბული პრეპარატების გამოყენება. ჰეპარინ-ინდუცირებული II ტიპის თრომბოციტოპენიის (თეთრი კოლტის სინდრომი) მქონე პაციენტებისთვის უკუნაჩვენებია ჰემოდიალიზის ჩატარება ჰეპარინიზაციასთან ერთად. აუცილებლობის შემთხვევაში ასეთ პაციენტებში უნდა გამოიყენონ `ხელოვნური თირკმლის~ ალტერნატიული მეთოდები.
60 წელზე უფროს ქალებში ჰეპარინის გამოყენებამ შესაძლებელია გაზარდოს სისხლდენის შანსი. ჰიპერტონული დაავადებების მქონე პაციენტებში აუცილებელია არტერიული წნევის მონიტორინგი.
დაბალდოზიანი დოზირების რეჟიმის გამოკლებით, მკურნალობის დასაწყისში ყოველთვის უნდა ჩატარდეს კოაგულოგრამა.
ჰეპარინის მკურნალობის დროს პაციენტმა შეძლებისდაგვარად თავი უნდა აარიდოს ინტრამუსკულარულ ინექციებს, ბიოფსიას, ინფილტრაციას, ეპიდურალურ ანესთეზიას და სადიაგნოსტიკო ლუმბალურ პუნქციას.
თუ არსებობს ეჭვი ჰიპერმგრძნობელობის შესახებ, ასეთ შემთხვევაში პრეპარატის სრული დოზის შეყვანამდე ნელი ინტრავენური ინექციის სახით უნდა შეიყვანონ განზავებული საცდელი დოზა – 1000 МЕ.
მასიური სისხლდენის განვითარების დროს უნდა შეწყდეს ჰეპარინის შეყვანა და ჩატარდეს კოაგულაციური ტესტები. თუ კოაგულოგრამის შედეგად მიღებული მაჩვენებლები იქნება ნორმის ფარგლებში, ასეთ შემთხვევაში სავარაუდოდ ჰეპარინი არ წარმოადგენს სისხლდენის განვითარების მიზეზს. როგორც წესი, ჰეპარინის შეწყვეტის შემდეგ დარღვეული კოაგულოგრამა უბრუნდება ნორმის ფარგლებს.

სპეციფიური ანტიდოტის სახით გამოიყენება პროტამინის ქლორიდი (1 500 Е/ჰეპარინის დოზა). პროტამინის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, კოაგულოგრამის მაჩვენებლების შესაბამისად, რადგან პროტამინის დიდი დოზის შეყვანა შესაძლებელია თავისთავად გახდეს სისხლდენის მიზეზი.

ზეგავლენა მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე:
ჯერჯერობით მსგავსი შემთხვევები არ გამოვლენილა.

გამოშვების ფორმა:
ჰეპარინი `სანდოზის~ საინექციო ხსნარი 25.000 МЕ/5 მლ ფლაკონში. 10 ან 100 ფლაკონი და ინსტრუქცია მუყაოს კოლოფში (სტაციონარისთვის განკუთვნილი შეფუთვა).

შენახვის წესი:

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა:
2 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემა:
რეცეპტით.
გამოიყენება მხოლოდ სტაციონარის პირობებში.