ნორადრენალინი - Noradrenaline
ნორადრენალინი - Noradrenaline

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კარდიალური თერაპია, ადრენერგული და დოფამინერგული საშუალებები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ნორადრენალინი (ნორეპინეფრინი) 1მგ-მლ საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი
ნორადრენალინი
ამ წამლის მიღების დაწყებამდე საჭიროა სრული ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, ვინაიდან იგი შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ჩვენება: ნორადრენალინი (ნორეპინეფრინი) 1მგ-მლ საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი, შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ნორადრენალინს, და მოქმედებს როგორც ვაზოკონსტრიქტორი. (იწვევს სისხლძარღვთა შევიწროებას). ნორადრენალინი გამოიყენება მოზრდილებში გადაუდებელ შემთხვევაში, სისხლის წნევის ნორმალურ დონემდე მომატებისთვის.

უკუჩვენება: თუ პაციენტს აქვს ალერგია ნორადრენალინის ან მისი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტების მიმართ; თუ აქვს დაბალი არტერიული წნევა, გამოწვეული სისხლის დაბალი მოცულობით; თუ ღებულობს გარკვეულ ანესთეტიკებს, როგორიცაა ჰალოთანი ან ციკლოპროპანი (მან შეიძლება გაზარდოს არარეგულარული გულისცემის რისკი).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები: ნორადრენალინის მიღებამდე უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან მედდას, თუ: პაციენტს აქვს დიაბეტი; აქვს ღვიძლის უკმარისობა; აქვს თირკმელებთან დაკავშირებული მძიმე დარღვევები; აქვს მაღალი არტერიული წნევა; აქვს ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა; აქვს სისხლში ჟანგბადის რაოდენობის შემცირება; აქვს ნახშირბადის დიოქსიდის მომატებული რაოდენობა სისხლში; აქვს მომატებული ქალასშიდა წნევა (ინტრაკრანიალური წნევა); აქვს თრომბი ან ობსტრუქცია სისხლძარღვებში, რომლებიც აწვდიან სისხლს გულს, ნაწლავებს ან სხეულის სხვა ნაწილებს; აქვს დაბალი არტერიული წნევა გულის შეტევის შემდეგ; აქვს ისეთი ტიპის სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდის არეში), რომელსაც ჰქვია პრინცმეტალის სტენოკარდია; აქვს ძირითადი მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია; ცოტა ხნის წინ გადაიტანა მიოკარდიუმის ინფარქტი; აქვს გულის რითმის დარღვევები; არის ხანდაზმული.

ბავშვები და მოზარდები: ნორადრენალინის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. მაშასადამე არ არის რეკომენდებული მისი ბავშვებში გამოყენება.

სხვა წამლები და ნორადრენალინი: უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან მედდას თუ პაციენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო ან შეიძლება მიიღოთს ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პაციენტი იყენებს ან შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალება: დეპრესიის სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც ეწოდებათ „მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორები“ და რომლებსაც ღებულობენ ამჟამად ან მიიღეს ბოლო 14 დღის განმავლობაში; დეპრესიის სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც ეწოდებათ „ტრიციკლური ანტიდეპრესანტები“, მაგ. იმიპრამინი ან დესიპრამინი; ადრენერგიული-სეროტონინერგიული საშუალებები, მაგ., გამოყენებული ასთმისა და გულის დაავადებების სამკურნალოდ; ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი); ანესთეტიკები (განსაკუთრებით საანესთეზიო აირები, როგორიცაა ციკლოპროპანი, ჰალოთანი, ქლოროფორმი, ენფლურანი); სისხლის მაღალი წნევის სამკურნალო საშუალებები (მაგ. გუანეთიდინი, რეზერპინი, მეთილდოფა, ალფა და ბეტა- ბლოკატორები); გულის რითმის დარღვევების სამკურნალო საშუალებები; საგულე გლიკოზიდები (გულის დაავადებების სამკურნალოდ); ლევოდოფა (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ); ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები; ოქსიტოცინი (გამოიყენება საშვილოსნოს კუმშვადობის გასაუმჯობესებლად); ანტიჰისტამინები (ალერგიების სამკურნალოდ); ამფეტამინი; დოქსაპრამი (სუნთქვის დარღვევებისას); მაზინდოლი (სიმსუქნის სამკურნალოდ); შაკიკის სამკურნალო პრეპარატები; ლითიუმი; ნორადრენალინის გამოყენებამ პროპოფოლთან (ანესთეტიკი) ერთად შეიძლება გამოიწვიოს პროპოფოლის ინფუზიის სინდრომი (PRIS), რაც წარმოადგენს სერიოზულ გართულებას, რომელიც ზემოქმედებას ახდენს პროპოფოლით სედაციის ქვეშ მყოფ პაციენტებზე ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.

ნორადრენალინი (ნორეპინეფრინი) 1 მგ/მლ საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი

ნორადრენალინი

ამ წამლის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ინსტრუქცია, ვინაიდან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

‒ შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

‒ ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან მედდას.

‒ ნებისმიერი გვერდითი მოვლენების გამოვლენისას დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში. იხილეთ პარაგრაფი 4.

რა არის ამ ფურცელში

**1. რა არის ნორადრენალინი და რისთვის გამოიყენება იგი **

**2. რა უნდა იცოდეთ ნორადრენალინის მიღებამდე **

3. როგორ მიიღება ნორადრენალინი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ უნდა შეინახოთ ნორადრენალინი

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

**1. რა არის ნორადრენალინი და რისთვის გამოიყენება იგი **

ნორადრენალინი (ნორეპინეფრინი) 1 მგ/მლ საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი, შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ნორადრენალინს, და მოქმედებს როგორც ვაზოკონსტრიქტორი. (იწვევს სისხლძარღვთა შევიწროებას).

ნორადრენალინი გამოიყენება მოზრდილებში გადაუდებელ შემთხვევაში, სისხლის წნევის ნორმალურ დონემდე მომატებისთვის.

**2. რა უნდა იცოდეთ ნორადრენალინის მიღებამდე **

თქვენ არ უნდა მიიღოთ ნორადრენალი ნი

• თუ გაქვთ ალერგია ნორადრენალინის ან მისი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში)

• თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა, გამოწვეული სისხლის დაბალი მოცულობით

• თუ იღებთ გარკვეულ ანესთეტიკებს, როგორიცაა ჰალოთანი ან ციკლოპროპანი (მან შეიძლება გაზარდოს არარეგულარული გულისცემის რისკი).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ნორადრენალინის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან მედდას, თუ:

• გაქვთ დიაბეტი

• გაქვთ ღვიძლის უკმარისობა

• გაქვთ თირკმელთან დაკავშირებული მძიმე დარღვევები

• გაქვთ მაღალი არტერიული წნევა

• გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა

• გაქვთ სისხლში ჟანგბადის რაოდენობის შემცირება

• გაქვთ ნახშირბადის დიოქსიდის მომატებული რაოდენობა სისხლში

• გაქვთ მომატებული ქალასშიდა წნევა (ინტრაკრანიალური წნევა)

• გაქვთ თრომბი ან ობსტრუქცია სისხლძარღვებში, რომლებიც აწვდიან სისხლს გულს, ნაწლავებს ან სხეულის სხვა ნაწილებს

• გაქვთ დაბალი არტერიული წნევა გულის შეტევის შემდეგ

• გაქვთ ისეთი ტიპის სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდის არეში), რომელსაც ჰქვია პრინცმეტალის სტენოკარდია

• გაქვთ ძირითადი მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია (გულის მდგომარეობა)

• ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი

• გაქვთ გულის რითმის დარღვევები (თქვენი გულისცემა ზედმეტად აჩქარებულია, ზედმეტად შენელებული ან არარეგულარული), დაგჭირდებათ შემცირებული დოზა

• ხართ ხანდაზმული

ბავშვები და მოზარდები

ნორადრენალინის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. მაშასადამე არ არის რეკომენდირებული მისი ბავშვებში გამოყენება.

სხვა წამლები და ნორადრენალინი

უთხარით თქვენს ექიმს ან მედდას თუ თქვენ ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა წამალი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ იყენებთ ან შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი წამალი:

• დეპრესიის სამკურნალო წამლები, რომლებსაც ეწოდებათ „მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები“ და რომლებსაც იღებთ ამჟამად ან მიიღეთ ბოლო 14 დღის განმავლობაში

• დეპრესიის სამკურნალო წამლები, რომლებსაც ეწოდებათ „ტრიციკლური ანტიდეპრესანტები“, მაგ. იმიპრამინი ან დესიპრამინი

• ადრენერგიული-სეროტონინერგიული წამლები, მაგ., გამოყენებული ასთმისა და გულის დაავადებების სამკურნალოდ

• ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი)

• ანესთეტიკები (განსაკუთრებით საანესთეზიო აირები, როგორიცაა ციკლოპროპანი, ჰალოთანი, ქლოროფორმი, ენფლურანი)

• წამლები სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ (მაგ. გუანეთიდინი, რეზერპინი, მეთილდოფა, ალფა და ბეტა-ბლოკატორები)

• გულის რითმის დარღვევების სამკურნალო წამლები

• საგულე გლიკოზიდები (გულის დაავადებების სამკურნალოდ)

• ლევოდოფა (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ)

• ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები

• ოქსიტოცინი (გამოიყენება საშვილოსნოს კუმშვადობის გასაუმჯობესებლად)

• ანტიჰისტამინები (ალერგიების სამკურნალოდ)

• ამფეტამინი

• დოქსაპრამი (სუნთქვის დარღვევებისას)

• მაზინდოლი (სიმსუქნის სამკურნალოდ)

• წამლები შაკიკის სამკურნალოდ (ჭვავის რქის ტუტეები)

• ლითიუმი (ზოგიერთი მენტალური დარღვევების სამკურნალოდ)

ნორადრენალინის გამოყენებამ პროპოფოლთან (ანესთეტიკი) ერთად შეიძლება გამოიწვიოს პროპოფოლის ინფუზიის სინდრომი (PRIS), რაც წარმოადგენს სერიოზულ გართულებას, რომელიც ზემოქმედებას ახდენს პროპოფოლით სედაციის ქვეშ მყოფ პაციენტებზე ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში. თქვენი ექიმი სისხლის ანალიზებიდან შეამჩნევს დარღვევებს თქვენი ორგანიზმის მეტაბოლიზმში, მას შეუძლია გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, გულის უკმარისობა და გარდაცვალება.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, მიმართეთ ექიმს რჩევისთვის ამ წამლის მიღებამდე. ნორადრენალინს შეუძლია ზიანი მოუტანოს არ დაბადებულ ბავშვს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, გესაჭიროებათ თუ არა ნორადრენალინის მიღება.

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ეს წამალი ადამიანის რძეში. ვინაიდან ბევრი წამალი გამოიყოფა ადამიანის რძეში, სიფრთხილე გმართებთ ნორადრენალინის მეძუძური დედისთვის დანიშვნისას.

ავტომობილის ტარება და დანადგარებთან მუშაობა

არ არის ხელმისაწვდომი რაიმე ინფორმაცია. მაშასადამე, არ არის რეკომედირებული ავტომობილის ტარება ან დანადგარებთან მუშაობა.

ნორადრენალინი შეიცავს ნატრიუმს

ამპულები 1 მლ, 2 მლ, 4 მლ ან 5 მლ საინფუზიო ხსნარის კონცენტრატით შეიცავენ 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ამპულაზე, ასე რომ შეიძლება ვთქვათ, რომ იგი არის თითქმის „ნატრიუმის გარეშე“.

თითო ამპულა 8 მლ საინფუზიო ხსნარის კონცენტრატით შეიცავს 26.4 მგ ნატრიუმს (საკვები/ სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი). ეს არის მოზრდილთათვის ნატრიუმის ყოველდღიური, დიეტური, რეკომენდირებული დოზის 1.32%-ის ექვივალენტური.

თითო ამპულა 10 მლ საინფუზიო ხსნარის კონცენტრატით შეიცავს 33 მგ ნატრიუმს (საკვები/ სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი). ეს არის მოზრდილთათვის ნატრიუმის ყოველდღიური, დიეტური, რეკომენდირებული დოზის 1.65%-ის ექვივალენტური.

**3. როგორ მიიღება ნორადრენალინი **

ნორადრენალინს მიიღებთ საავადმყოფოში ექიმისგან ან მედდისგან. იგი ჯერ განზავდება და შემდეგ მოხდება მისი ინფუზია ვენაში.

ნორადრენალინის საწყისი დოზა დამოკიდებული იქნება თქვენს სამედიცინო მდგომარეობაზე. ჩვეულებრივი დოზა მერყეობს 0.4 მგ-სა და 0.8 მგ-ს შორის საათში. თქვენი ექიმი განსაზღვრავს სწორ დოზას თქვენთვის. საწყისი დოზის შემდეგ თქვენი ექიმი შეაფასებს თქვენს რეაქციას და შესაბამისად დაარეგულირებს დოზას.

თქვენი ექიმი მოახდენს თქვენი არტერიული წნევისა და სისხლის მოცულობის მონიტორინგს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ნორადრენალინი

საეჭვოა თქვენს მიერ მისი გადაჭარბებული დოზით მიღება, ვინაიდან ეს წამალი საავადმყოფოში გამოიყენება.

თუმცა, რაიმე კითხვების შემთხვევაში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან მედდას.

სიმპტომები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ნორადრენალინის ჭარბი რაოდენობის მიღებისას, წარმოადგენს მაღალ არტერიულ წნევას, შენელებულ გულისცემას, თავის ძლიერ ტკივილს, შუქისადმი მგრძნობელობას, ტკივილს გულმკერდის არეში, სისხლდენას თავის ტვინში, სიფერმკრთალეს, ცხელებას, ინტენსიური ოფლდენა და ღებინება, სითხე ფილტვებში, რომელიც იწვევს სუნთქვის უკმარისობას.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა წამლის მსგავსად, ამ წამალსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.

დაუყოვნებლივ უთხარით თქვენს ექიმს ან მედდას, თუ გამოვლინდა:

• უცაბედი გამონაყარი ქავილით (ალერგიული გამონაყარი), ხელის, ფეხის, მუხლის, სახის, ტუჩის, პირის ან ყელის (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გართულება) გასიება, ისეთი შეგრძნება, თითქოს ეს ესაა გონებას დაკარგავთ

• ტკივილი და/ან გასიება ინექციის ადგილზე.

რაც შეიძლება მალე მოახსენეთ თქვენს ექიმს ან მედდას, თუ გამოვლინდა:

• შფოთვა, უძილობა, გონების არევა, სისუსტე, ფსიქოტური მდგომარეობა

• თავის ტკივილი, ტრემორი

• გულისცემის სიხშირის მომატება ან შემცირება

• არანორმალური გულის რითმი

• ელექტროკარდიოგრამის ცვლილება

• ცირკულატორული დარღვევა სახელად „კარდიოგენური შოკი“ სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში ტიპი

• გულის კუნთის სისუსტე ინტენსიური ფიზიკური ან ემოციური სტრესის გამო, პალპიტაციები, გულის კუნთის კონტრაქტულობის მომატება

• მაღალი არტერიული წნევა, ზოგიერთი ორგანოსთვის ჟანგბადის მიწოდების შემცირება (ჰიპოქსია)

• სისხლის არასაკმარისი მიწოდება თქვენს ხელებსა ან ფეხებში (შეიძლება გამოიწვიოს გაციება, კიდურების სიფერმკრთალე და/ან ტკივილი)

• განგრენა (ქსოვილის სიკვდილი)

• სისხლის პლაზმის მოცულობის შემცირება

• სუნთქვასთან დაკავშირებული გართულებები

• კანის სიფერმკრთალე, სკარიფიკაცია, კანის მოლურჯო ფერი, სიმხურვალის შეგრძნება ან კანის გაწითლება, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება ან ქავილი.

• გულისრევა, ღებინება

• შარდის შეკავება

• გაღიზიანება ან დაწყლულება ინექციის ადგილას

გადამეტებული მგრძნობელობის ან დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უფრო ხშირად შეიძლება გამოჩნდეს შემდეგი მოვლენები: ძალიან მაღალი არტერიული წნევა, არანორმალური მგრძნობელობა სინათლის მიმართ ან მისი აუტანლობა, ტკივილი გულმკერდის ძვლის უკანა მხარეს, ფარინგეალური ტკივილი, სიფერმკრთალე, ინტენსიური ოფლდენა და ღებინება.

მოხსენება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოჩენის შემთხვევაში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში.

გვერდითი მოვლენების მოხსენებისას თქვენ შეიძლება დაგვეხმაროთ ვუზრუნველყოთ მეტი ინფორმაცია ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ.

5. როგორ უნდა შეინახოთ ნორადრენალინი

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

არ შეინახოთ 25 °C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ამპულები გარე შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

ვარგისობის ვადა ამპულის გახსნისას

გახსნის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა მომზადდეს განზავებული ხსნარი.

ვარგისობის ვადა განზავების შემდეგ

ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოყენების დროს გამოვლენილი იყო 48 საათის განმავლობაში 25 °C -ზე და 2-8 °C-ზე 4 მგ/ლიტრში და 40მგ/ლიტრში ნორადრენალინის ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) ხსნარში ან გლუკოზის 50 მგ/მლ (5%) ხსნარში, ან ნატრიუმის ქლორიდი 9 მგ/მლ (0.9%) და გლუკოზის 50 მგ/მლ (5%) ხსნარებში ერთად განზავებისას.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, განზავებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოყენებული. თუ იგი არ იქნება გამოყენებული დაუყოვნებლივ, მაშინ მისი შენახვის დროსა და გამოყენებამდე არსებულ პირობებზე პასუხს აგებს მომხმარებელი და ჩვეულებისამებრ ასეთი დრო არ უნდა შეადგენდეს 24 საათზე მეტს 2 -დან 8 °C-მდე, თუ განზავება არ მოხდა სათანადო და კონტროლირებად ასეპტიკურ პირობებში.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია მუყაოს შეფუთვაზე და ამპულის ეტიკეტზე EXP-ს შემდეგ. ვადის ამოწურვის თარიღი გულისხმობს სათანადო თვის ბოლო დღეს.

არ გადაღვაროთ ნებისმიერი წამალი გამდინარე წყალში ან არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენის სახით. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ნორადრენალინი

‒ აქტიური ნივთიერება არის ნორადრენალინი.

საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის ყოველი 1 მლ შეიცავს ნორადრენალინის ტარტრატს, რომელიც არის 1 მგ ნორადრენალინის ექვივალენტი.

2 მლ საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის შემცველი ყოველი ამპულა შეიცავს 2 მგ ნორადრენალინის ექვივალენტ ნორადრენალინის ტარტრატს.

4 მლ საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის შემცველი ყოველი ამპულა შეიცავს 4 მგ ნორადრენალინის ექვივალენტ ნორადრენალინის ტარტრატს.

5 მლ საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის შემცველი ყოველი ამპულა შეიცავს 5 მგ ნორადრენალინის ექვივალენტ ნორადრენალინის ტარტრატს.

8 მლ საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის შემცველი ყოველი ამპულა შეიცავს 8 მგ ნორადრენალინის ექვივალენტ ნორადრენალინის ტარტრატს.

10 მლ საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის შემცველი ყოველი ამპულა შეიცავს 10 მგ ნორადრენალინის ექვივალენტ ნორადრენალინის ტარტრატს.

‒ სხვა ინგრედიენტებია ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქლორის მჟავა (pH რეგულირებისთვის), საინექციო წყალი.

**როგორ გამოიყურება ნორადრენალინი და შეფუთვის შიგთავსი **

გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ხსნარი, პრაქტიკულად ხილული ნაწილაკების გარეშე.

1 მლ, 2 მლ, 4 მლ, 5 მლ, 8 მლ ან 10 მლ ხსნარი, განთავსებული უფერო შუშის ამპულებში მოტეხვის წერტილით. ამპულები შეფუთულია ლაინერში და განთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შეფუთვის ზომები: 5 ან 10 ამპულა.

ყველა შეფუთვის ზომა შეიძლება არ იყოს ბაზარზე გატანილი.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ნორადრენალინი ი/ვ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად 1მგ/1მლ 4მლ ამპულა #10
  • სახელი: ნორადრენალინი ი/ვ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად 1მგ/1მლ 4მლ ამპულა #10
  • მწარმოებელი: HBM Pharma s.r.o. (სლოვაკეთი)
  • შეფუთვა: 4მგ/4მლ (1მგ/მლ) 4მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №10
Pharmadepot 50.73 ლ

GPC 53.97 ლ
Noradrenaline - ნორადრენალინი 4მგ/მლ 4მლ 10 ამპულა
  • სახელი: Noradrenaline - ნორადრენალინი 4მგ/მლ 4მლ 10 ამპულა
  • მწარმოებელი: HBM Pharma s.r.o. (სლოვაკეთი)
  • შეფუთვა: 4მგ/4მლ (1მგ/მლ) 4მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №10
PSP 43.88 ლ