ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კარდიალური თერაპია, ადრენერგული და დოფამინერგული საშუალებები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
**ნორადრენალინის ტარტრატი მონიკო **
2მგ/მლ საინექციო ხსნარის კონცენტრატი
ექვივალენტური პრეპარატი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ანოტაციას, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
- შეინახეთ ეს ანოტაცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.
- ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- აღნიშნული პრეპარატი თქვენ დაგინიშნეს. არ მისცეთ სხვა პირებს, თუნდაც აღენიშნებოდეს ისეთივე სიმპტომები როგორც თქვენ, რადგან შესაძლებელია მისთვის საზიანო აღმოჩნდეს.
- თუ განვითარდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, ან გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომელიც წინამდებარე ანოტაციაში არ არის მითითებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4.
მოცემული ანოტაციის შინაარსი:
**1. რა არის ნორადრენალინის ტარტრატი მონიკო და რისთვის გამოიყენება **
2. რა უნდა იცოდეთ ნორადრენალინის ტარტრატი მონიკოს გამოყენებამდე
**3. როგორ გამოიყენება ნორადრენალინის ტარტრატი მონიკო **
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. ნორადრენალინის ტარტრატი მონიკოს შენახვის წესი
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
**1. რა არის ნორადრენალინის ტარტრატი მონიკო და რისთვის გამოიყენება **
პრეპარატი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ნორადრენალინს, რომელიც მიეკუთვნება ადრენერგიული აგონისტების პრეპარატების ჯგუფს.
გამოიყენება გადაუდებელ სიტუაციებში რეანიმაციის მიზნით გულის გაჩერებისას და არტერიული წნევის ნორმაში დასაბრუნებლად წნევის ძლიერი და მოულოდნელი დაცემის შემთხვევაში (მწვავე ჰიპოტენზია).
2. რა უნდა იცოდეთ ნორადრენალინის ტარტრატი მონიკოს გამოყენებამდე
არასდროს გამოიყენოთ ნორადრენალინის ტარტრატი მონიკო იმ შემთხვევაში, თუ:
- ხართ ალერგიული ნორადრენალინის ტარტრატის მიმართ ან ამავე პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში);
- გაწუხებთ დაბალი წნევა (ჰიპოტენზია), რაც გამოწვეულია სისხლის მოძრაობაში სისხლის დაბალი მოცულობით;
- ხართ ფეხმძიმედ ან ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ (იხილეთ პუნქტი “ორსულობა და ლაქტაცია”).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ნორადრენალინის ტარტრატი მონიკოს მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვით ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
- ღებულობთ პრეპარატებს დეპრესიაზე სამკურნალოდ (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ან მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორები);
- უნდა ჩაგიტარდეთ ქირურგიული ჩარევა, რისთვისაც გაგიკეთდებათ ანესთეზია ჰალოტანით ან ციკლოპროპანით;
- გაწუხებთ სისხლის მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა თრომბოზი, დაავადება, რომელიც სისხლის მოძრაობის პრობლემებს იწვევს კოლტების (თრომბის) წარმოქმნის კუთხით;
- სისხლში აღგენიშნებათ ჟანგბადის დაბალი მაჩვენებელი ან ნახშიროჟანგის მაღალი მაჩვენებელი;
- ხართ ალერგიული ზოგიერთი საკვები კონსერვანტის (სულფიტები) მიმართ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ასთმა გაწუხებთ;
- თუ ხანდაზმული ბრძანდებით.
აღნიშნული პრეპარატის ინექცია კეთდება ვენაში ექიმის ან ექთნის მიერ. სასურველია ინფუზია გაკეთდეს ხელის ან ბარძაყის დიდი ზომის ვენაში და ყურადღება გაამახვილოთ ინექციის ადგილზე, რათა თავიდან აიცილოთ ინექციის ადგილიდან პრეპარატის დაღვრა (ჩაღვრა) და მინიმუმამდე შეამციროთ ქსოვილების დაზიანება (ქსოვილის ნეკროზი).
თუ ხანდაზმული ბრძანდებით ან სისხლძარღვების ოკლუზიური ტიპის პრობლემები გაქვთ, მაშინ პრეპარატის ინექცია არ კეთდება ბარძაყის ვენაში, ვინაიდან არსებობს ქსოვილის დაზიანების განვითარების რისკი (ქსოვილის ნეკროზი).
ვინც სპორტულ აქტივობას ეწევა: თერაპიული მიზანშეწონილობის გარეშე პრეპარატის გამოყენება განიხილება როგორც დოპინგი და შეიძლება გამოიწვიოს ანტიდოპინგის ტესტებზე დადებითი პასუხი.
ბავშვებში
არ არსებობს ექსპერიმენტი ბავშვებში ნორადრენალინის გამოყენებასთან დაკავშირებით.
სხვა პრეპარატები და ნორადრენალინის ტარტრატი მონიკო
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ უახლოეს პერიოდში ღებულობდით რომელიმე სხვა პრეპარატს, თუნდაც სამედიცინო დანიშნულების გარეშე.
ნორადრენალინის მიღება არ შეიძლება შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:
- ანესთეზიის დროს გამოყენებული პრეპარატები, როგორიცაა ციკლოპროპანი და ჰალოტანი;
- დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორები, ვინაიდან მათ შეუძლიათ გაზარდონ ნორადრენალინის ეფექტები, რომელიც იწვევს ჰიპერტენზიას ან გულისცემის შეცვლას (გულის არითმია და ტაქიკარდია); აცნობეთ ექიმს ან სტომატოლოგს, რომ ღებულობდით აღნიშნულ პრეპარატებს ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, მათ შორის კბილებზე; თუ აღგენიშნებათ მაღალი წნევის სიმპტომები, აცნობეთ ექიმს და შეწყვიტეთ მკურნალობა;
- ფსიქიკის დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული პრეპარატები (ნეიროლეფსიური საშუალებები), ვინაიდან მათ შეუძლია შეამციროს ნორადრენალინის ეფექტურობა; თუ ორივე პრეპარატს ერთად ღებულობთ, მაშინ საჭიროა დოზის დარეგულირება სასურველი თერაპიული ეფექტის შენარჩუნებისთვის;
- დიჰიდროერგოტამინი, თავის ტკივილის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი, ვინაიდან შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს არტერიული წნევის მკვეთრად მომატებას;
- ლინეზოლიდი, ინფექციების საწინააღმდეგოდ გამოყენებული ანტიბიოტიკი, ვინაიდან შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი მომატება;
- ენტაკაპონე, პარკინსონის დაავადებისთვის გამოყენებული პრეპარატი, ვინაიდან შესაძლებელია გამოიწვიოს გულის პრობლემები (ტაქიკარდია, ჰიპერტენზია, არითმია);
- გუანეტიდინი, სისხლის მაღალი წნევის სამკურნალო პრეპარატი, ვინაიდან შესაძლებელია გამოიწვიოს გულის პრობლემები (არითმია) და წნევის მომატება.
არ შეიძლება მოვემული პრეპარატის მიღება ინტრავენური გზით შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
- ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი, რომლებსაც ძირითადი ბუფერული ანტიბიოტიკები ეწოდება, ვინაიდან ნორადრენალინს შეუძლია 6-ზე მეტი პH -ის განადგურება;
- ბაქტერიების საწინააღმდეგოდ გამოყენებული პრეპარატები, როგორიცაა ცეფამანდოლი, მოქსალაქტამი, ნიტროფურანტოინი;
- ეპილეფსიის საწინააღმდეგოდ გამოყენებული პრეპარატები, როგორიცაა სეცობარბიტალი, ფენობარბიტალი, ტიოპენტალი.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ ორსულად ხართ, ეჭვი გაქვთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას, ან თუ ბავშვს დედის რძით კვებავთ.
აღნიშნული პრეპარატი არ გამოყენება ორსულობის პერიოდში, გარდა აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევისა, როგორიცაა სიცოცხლის გადარჩენის საშუალება გულის პრობლემებით გამოწვეულ გადაუდებელ შემთხვევებში. ნორადრენალინს შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფთან დაკავშირებული პრობლემები.
ლაქტაციის პერიოდში ფრთხილად გამოიყენეთ ეს პრეპარატი, ვინაიდან ცნობილი არ არის ნორადრენალინი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში და მოქმედებს თუ არა ახალშობილზე.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მანქანა-დანადგარების გამოყენებაზე:
არ არის მითითებული.
ნორადრენალინის ტარტრატი მონიკო შეიცავს მეტაბისულფიტს
პრეპარატი შეიცავს ერთ დოზაზე 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმის, ანუ პრაქტიკულად “ნატრიუმის გარეშეა”. აღნიშნული პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, რასაც შეუძლია იშვიათ შემთხვევებში გამოიწვიოს მომატებული მგრძნობელობის მწვავე რეაქციები და ბრონქოსპაზმი.
**3. როგორ გამოიყენება ნორადრენალინის ტარტრატი მონიკო **
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენება ექიმის მითითებების ზედმიწევნით დაცვით. თუ გაქვთ რაიმე ეჭვი, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ექთანს.
დოზის გამოთვლა ხდება ექიმის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.
ეს პრეპარატი მიიღება ვენაში ინფუზიით (ინტრავენური ინფუზია) შესაბამისი გახსნის შემდეგ.
საწყისი დოზებია 8-12 მიკროგრამი წუთში, ვენაში ინფუზიის გზით. ნაკადის სისწრაფე დარეგულირდება იმ ფორმით, რომ შენარჩუნებული იქნას ნორმალური მაჩვენებლების სისხლის წნევა (მაქსიმალური წნევა 80-100).
შემანარჩუნებული დოზა იქნება წუთში 2-4 მიკროგრამი, დღეში მაქსიმუმ 68 გრ.
ხანდაზმულ პაციენტებში
ხანდაზმულ პაციენტებში ინფუზია იწყება შეძლებისდაგვარად დაბალი დოზით, რათა შესაძლებელი იყოს ეტაპობრივად მომატება პაციენტის მოთხოვნების საფუძველზე. ხანდაზმულები უნდა ერიდონ ბარძაყის ვენაში ინფუზიას.
როგორ უნდა მოიქცეთ ნორადრენალინის ტარტრატი მონიკოს ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში
ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება იყოს თავის ტკივილი, სისხლის წნევის ძლიერი აწევა, გულისცემის შემცირება (რეფლექსური ბრადიკარდია), გულსა და სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები.
თუ აღგენიშნებაY ეს სიმპტომები ან ფიქრობთ, რომ პრეპარატი ჭარბი რაოდენობით მიიღეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ექთანს.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სხვა პრეპარატს, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ეს არ ვლინდება ყველა პაციენტში.
შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
უცნობია (სიხშირის გასაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)
- სისხლის წნევის მომატება (ჰიპერტენზია);
- ფილტვში სითხის დაგროვება (ფილტვის შეშუპება);
- თავის ტვინში სისხლდენა (ცერებრალური ჰემორაგია);
- გულისცემა (ბრადიკარდია) ან გულისცემის დარღვევა (არითმია, ტაქიკარდია);
- ტკივილი გულმკერდის არეში, გულის პრობლემები (ანგინა), გულის გაჩერება, მოულოდნელი სიკვდილი;
- ინექციის იმ ადგილზე ქსოვილების დაზიანება, ინფუზიის დროს, სადაც ვენიდან პრეპარატი გადმოიღვარა (დაღვრა);
- გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა;
- პირღებინება, გულისრევა და ჰიპერსალივაცია;
- სისხლის მიმოქცევის პრობლემები, გამოწვეული თრომბის წარმოქმნით;
- შიში, შფოთვა, აჟიტირება, ტრემორი, უძილობა;
- დაბნეულობა, აღგზნებადობა, სისუსტე და ფსიქოზი;
- თირკმლის პრობლემები, კრეატინინის და ინსულინის გამოყოფის სიჩქარის შემცირებით;
- შარდის გამოყოფის გართულება;
- სუნთქვის გართულება;
- თავის ძლიერი ტკივილები, მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე, გულმკერდის რეტროსტერნალური ტკივილები, სიფერმკრთალე, პირღებინება და ინტენსიური ოფლიანობა, შესაძლებელია გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში, ან ჭარბი დოზირების შედეგად.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც წინამდებარე ანოტაციაში მითითებული არ არის, მაშინ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ხელს შეუწყობს მოცემული პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მიწოდებას.
5. ნორადრენალინის ტარტრატი მონიკოს შენახვის წესი
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული “შჩAD” ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება არაუმეტეს 25°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე და პირველად შეფუთვაში, სინათლისგან დაცვის მიზნით. არ გაყინოთ. ხსნარი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ აქვს ყავისფერი შეფერილობა ან აღინიშნება ნალექი.
არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება გამდინარე წყლებში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან. კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გაანადგუროთ გამოუყენებელი პრეპარატები. ამით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ნორადრენალინის ტარტრატი მონიკო
- აქტიური ნივთიერებაა ნორადრენალინის ტარტრატის მჟავა. ერთი ამპულა შეიცავს ნორადრენალინის ტარტრატის მჟავას 2 მგ-ს.
- სხვა კომპონენტებია: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ინექციის მოსამზადებელი წყალი.
ნორადრენალინის ტარტრატი მონიკოს გარე ასპექტის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
შეფუთვა შეიცავს საინექციო ხსნარის კონცენტრატის 1 მლ 5 ამპულას.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით